უროსტრონგი 500მგ #15ტ
გააზიარე:
UROSTRONGY 500
უროსთრონგი 500
შემადგენლობა: შტოში Cranberry 500 მგ
ინულინი (Cichorium intybus) 400 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი:
შტოშის ექსტრაქტი შეიცავს ბიოფლავანოიდებს, პროანტოციანიდინებს, ტრიტერპენოიდებს, ჩ და B ჯგუფის ვიტამინებს, PP ვიტამინს. Mმიკროელემენტებს: ნატრიუმი, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, მანგანუმი, კობალტი, სპილენძი, თუთია. შტოში Aარის K1 ვიტამინის წყარო. შტოშის ექსტრაქტი ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას ურეთრასა და შარდის ბუშტში და მათ ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე. შეუძლია შეცვალოს შარდის პH ისე, რომ შექმნას ბაქტერიების გამრავლებისთვის არახელსაყრელი გარემო. შტოშს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, განსაკუთრებით აქტიურია E.ჩოლი-ის მიმართ. შტოშს ასევე ახასიათებს ანთებსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული მოქმედება. შტოში აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს. Aაქვს ასევე სპაზმოლიზური მოქმედება.
ინულინი არის ბუნებრივი პრებიოტიკი, რომლისგანაც კუჭში ნაწილობრივი ფერმენტატიული ჰიდროლიზის გზით წარმოიქმნება ფრუქტოოლიგოსაქარიდები. ფრუქტოოლიგოსაქარიდები წარმოადგენენ ბიფიდობაქტერიებისა და ლაქტობაცილების ზრდის სელექტიურ იდეალურ ზრდის სტიმულატორს.
მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ინულინი ასევე ახშობს პათოგენური ფლორის – ბაქტეროიდების, კლოსტრიდიების, ლისტერიების, შიგელების, სალმონელების, კუჭნაწლავის ჩხირის გამრავლებას. ინულინი აძლიერებს ჩა, Mგ,Fე-ის ათვისებას, ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების სინთეზს. ამას გარდა ინულინი ანელებს გლუკოზის შეწოვის პროცესს, რითიც უზრუნველჰყოფს გლუკოზის დონის და ინსულინის მკვეთრი ცვალებადობის თავიდან აცილებას სისხლში. ინულინი ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და ასევე ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას.
უროსთრონგი ხელს უწყობს ზედა და ქვედა საშარდე გზების, თირკმლის ფუნქციონალურ ნორმალიზაციას, აფერხებს ინფექციის განვითარებას, ამცირებს ცისტიტების განვითარების რისკს და პათოგენური ბაქტერიების რეზისტენტობის განვითარებას ანტიბიოტიკების მიმართ კომპლექსურ თერაპიაში.
ჩვენებები:
შარდსასქესო გზების ინფექციები(ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, პროსტატიტი, ვულვიტი, ვაგინიტი).
თირკმელებში მარილების (ურატები, ოქსალატები, ფოსფატები, კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა.
წვრილი უროლითიაზი( პროფილაქტიკა, კომპლექსური მკურნალობა).
დიაბეტური ნეფროპათია.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.
უკუჩვენება: ბავშვთა ასაკი, ორსულობა, ლაქტაცია,ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შტოშის მიმართ.
დოზირება: 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში დიდი რაოდენობით წყალთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.
გამოშვების ფორმა: #15 ტაბლეტი, მუყაოს ყუთში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: “NATURE PHARMA” , ესპანეთი