ჰემიფოლი 150მლ ხსნარი

ჰემიფოლი 150მლ ხსნარი

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური კომპლექსები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რკინის ბისგლიცინატი+ვიტ.ცე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 91942
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ჰემიფოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რკინის პრეპარატები; ანტიანემიური პრეპარატები                                                                   

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)  

აქტიური ნივთიერებები: რკინის ბისგლიცინატი - 28მგ/10მლ, ვიტამინი C – 30მგ/10მლ   

დამხმარე ნივთიერებები: წყალი, ფრუქტოზა, მარწყვის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ქსანტანი

 ფარმაკოლოგიური თვისებები: რკინის ბისგლიცინატი წარმოადგენს რკინის ხელატურ ფორმას - ორვალენტიანი რკინის  (Fe2+) ამინომჟავასთან კომპლექსს. ამინომჟავასთან კავშირის გამო რკინა „ინიღბება“,

როგორც ორგანული ნივთიერება და მისი ბიოათვისება 3-4-ჯერ აღემატება რკინის მინერალური ნაერთებისას. რკინის ბისგლიცინატზე გავლენას არ ახდენს კუჭის pH, უცვლელად გაივლის თორმეტგოჯა ნაწლავს, არ შედის რეაქციაში საკვებთან (ფიტატები, ფოსფატები, კოფეინი, კალციუმი...)

და სხვა ქიმიურ ნაერთებთან, რის გამოც ფაქტიურად სრულად  შეიწოვება წვრილი ნაწლავის ენტეროციტებში.

  • არ იწვევს ყაბზობას
  • არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავს
  • არ ახასიათებს კუმულაცია (დაგროვება)
  • ენტეროციტების ციტოპლაზმაში ხვდება უცვლელად, იქ განიცდის ჰიდროლიზს და თავისუფლდება რკინა შემდგომი გამოყენებისთვის

ვიტამინი C - არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და მონაწილეობს ფოლიუმის მჟავას, რკინის, კალციუმის მეტაბოლიზმში, სტეროიდული ჰორმონებისა და კატექოლამინების სინთეზში.

  • ზრდის რკინის ბიოშეღწევადობას ენტეროციტებში
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ვირუსების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.
  • ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში და აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციას

ჩვენებები:

  • რკინადეფიციტური ანემია
  • რკინის ლატენტური დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • რკინაზე გაძლიერებული მოთხოვნის პერიოდი (ინტენსიური ზრდა, სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ორსულობა, ვეგეტარიანობა, ჭიებით ინვაზია)

 

პროფილაქტიკური დოზა ასაკის და სქესის მიხედვით:

ასაკი

მამრობითი სქესი

მდედრობითი სქესი

 მგ/დღეში (RDI*)

ჰემიფოლი 28მგ/10მლ

მგ/დღეში (RDI*)

ჰემიფოლი 28მგ/10მლ

0-12თვე

11

4 მლ

11

4 მლ

1-3 წელი

7

2.5 მლ

7

2.5 მლ

4-8 წელი

10

3.5 მლ

10

3.5 მლ

9-13 წელი

8

3 მლ

8

3 მლ

14-18 წელი

11

4 მლ

15

3.5 მლ

19-50 წელი

8

3 მლ

18

6.5 მლ

51+ წელი

8

3 მლ

8

3 მლ

ორსულები

 

 

27

10 მლ

 

ანემიის მკურნალობა:

ასაკი

ანემიის სამკურნალო ელემენტარული რკინის თერაპიული დოზა

ჰემიფოლი 28მგ/10მლ

1 წლამდე

25-50 მგ

10-20 მლ

1-12 წლამდე

50-100 მგ

20-30 მლ

 

დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემადგენელი კომპონენტების მიმართ

სიფრთხილის ზომები: არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბებით მიღება.

შენახვის პირობები:  შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილზე. სითბოს, სინათლის და ტენიანობისგან მოშორებით

გამოშვების ფორმა: 150მლ მუქი ფერის ფლაკონი, მზომი ჭიქით

მწარმოებელი: OFI - იტალია

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)