სერეტიდი დისკ50/250მკგ60დ(თურქ

სერეტიდი დისკ50/250მკგ60დ(თურქ

42.00 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: გლაქსო
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სალმეტეროლი+ფლუტიკაზონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 91868
გააზიარე:

Seretide Diskus 250 მკგ+50 მკგ საინჰალაციო ფხვნილი

მიიღება სასუნთქი გზით (ჰაერთან ერთად შესუნთქვა)

  • აქტიური ნივთიერებები: ერთ ინჰალაციაში 50 მიკროგრამი სალმეტროლი (სალმეტროლი ქსინაფოატის სახით) და 250 მიკროგრამი ფლუტიკაზინის პროპიონატი
  • დამხმარე ნივთიერება : ლაქტოზა (მიიღება ძროხის რძისაგან)

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ამ ინსტრუქციას, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის საყურადღებო ინფორმაციას.

*  შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა შემდგომში კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

* თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, გთხოვთ რჩევისათვის მიმართოთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

* ამ პრეპარატის გამოყენების დროს, თუ გეგმავთ ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტს, აცნობეთ ექიმს  ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ.

* ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციის მითითებები. თქვენთვის შემოთავაზებული დოზის გარდა არ გამოიყენოთ უფრო მეტი ანდა ნაკლები დოზა.

გამოყენების ინსტრუქციაში:

  1. 1.     რა არის და რისთვის გამოიყენება Seretide Diskus-ი?
  2. 2.     რა უნდა გაითვალისწინოთ Seretide Diskus-ის გამოყენებამდე.
  3. 3.     როგორ გამოიყენება Seretide Diskus-ი?
  4. 4.     შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. Seretide Diskus-ის შენახვის პირობები
  1. 1.             რა არის და რისთვის გამოიყენება Seretide Diskus-ი?
  • Seretide Diskus-ი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს სალმეტეროლსა და ფლუტიკაზონს.
  • სალმეტეროლი არის ბრონქოდილატორებად  (ბრონქების გამაფართოებელი) სახელწოდებული წამლების ჯგუფის წევრი და უზრუნველყოფს ფილტვების საჰაერო გზების კედლებზე არსებული კუნთების მოშვებასა და გაგანიერებას.
  • ფლუტიკაზონი კი მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდებად სახელწოდებულ წამალთა ჯგუფს და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის გამო ამცირებს ფილტვების საჰაერო გზების კედლებზე წარმოქმნილ შესიებასა და მგრძნობელობას და აიოლებს შესუნთქვასა და ამოსუნთქვას.

Seretide Diskus 250 მიკროგრამი,  არის ყოველ ჯერზე 50 მიკროგრამი სალმეტეროლისა და 250 მიკროგრამი ფლუტიკაზონის შემასხურებელი 60 დოზიანი აპარატი.

Seretide Diskus-ი გამოიყენება ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში:

  • ასთმური სიმპტომების დარეგულირებისა და კონტროლისათვის. ასთმის დაავადების ეტაპობრივ მკურნალობაში გამოიყენება მე-3 საფეხურიდან.
  • რეგულარული მკურნალობისას საშუალო და მძიმე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) მქონე ავადმყოფებში სიმპტომებისა და შეტევების შესამცირებლად.
  • Seretide Diskus-ი დამხმარე საშუალებაა სუნთქვის გაძნელებისა და ხიხინების დასაწყის ეტაპზე, ხოლო თუ სუნთქვა უკვე გაძნელებულია და ხიხინები დაწყებულია შედეგს არ მოიტანს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ისეთი სწრაფი, ეფექტური, „გადამრჩენელი„ წამლების გამოყენება, როგორიცაა სალბუტამოლი. სწრაფი, ეფექტური, „გადამრჩენელი„ წამალი ყოველთვის თან იქონიეთ.

თუ ნორმალურზე უფრო მეტად გაქვთ სუნთქვა გაძნელებული ანდა ხიხინები მომატებული ან კიდევ ნორმალურზე უფრო ხშირად იყენებთ სწრაფ, ეფექტურ, „გადამრჩენელ „ წამალს, მაშინ უნდა ეჩვენოთ ექიმს.

  1. 2.     რა უნდა გაითვალისწინოთ Seretide Diskus-ის გამოყენებამდე

Seretide Diskus-ი არ გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ  გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერებების, სალმეტეროლის ან ფლუტიკაზონის ან დამხმარე ნივტიერების- ლაქტოზის მიმართ.

Seretide Diskus-ი ყურადღებით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში:

  • Seretide Diskus-ი არ გამოიყენოთ უეცარი სიმპტომების შესამსუბუქებლად, ყოველთვის თან იქონიეთ მედიკამენტები, რომლებსაც იღებთ ასეთი პირობებისთვის.
  • თუ  სიმპტომების მოსაცილებლად მოუხშირეთ ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატორების გამოყენებას, აცნობეთ ექიმს. ასეთი მდგომარეობა ასთმის კონტროლის გაუარესების მაჩვენებელია.
  • თუ ასთმა მოულოდნელად და პროგრესულად გაუარესდა, აცნობეთ ექიმს.
  • არ  შეწყვეტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. Seretide Diskus-ით მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ექიმის მეთვალყურეობით და მისი შეწყვეტა  უნდა მოხდეს ეტაპობრივად.
  • თუ ამ პრეპარატს იყენებთ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების სამკურნალოდ, მაშინ შეიძლება გაიზარდოს პნევმონიის სახელწოდებით ცნობილი ფილტვების ინფექციის განვითარების რისკი. აღნიშნული სიმპტომებისათვის იხილეთ თავი „4. შესაძლო გვერდითი მოვლენები„. თუ თქვენ გახასიათებთ ამ  ორი სიმპტომიდან ერთ-ერთი მაინც, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
  • თუ თქვენ გაქვთ ფილტვების აქტიური და ჩუმი  ტუბერკულოზი (ჭლექი), სოკო,  ვირუსი ანდა სასუნთქი გზების სხვა ინფექციური დაავადებები, აცნობეთ ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა  თქვენს მკურნალობაში.
  • თუ გაქვთ ტიროტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის მიერ მეტისმეტი ჰორმონების გამოყოფის შედეგად წარმოქმნილი მდგომარეობა), აცნობეთ თქვენს ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა  თქვენს მკურნალობაში.
  • Seretide Diskus-ის მაღალი სამკურნალო დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის შემცირება, ამიტომ თუ ამის გამო თქვენს სისხლში დაბალია კალიუმის დონე ანდა გაქვთ მისკენ მიდრეკილება, აცნობეთ ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა  თქვენს მკურნალობაში.
  • Seretide Diskus-ის მაღალი სამკურნალო დოზებით დიდი ხნის განმავლობაში მიღებამ, მასში შემავალი კორტიკოსტეროიდების გამო  შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სისტემური შედეგები, როგორიცაა კუშინგის სინდრომი (ზურგზე კუზისმაგვარი ცხიმების დაგროვება, სახის დამრგვალება, მეტისმეტი თმიანობა, და განსაკუთრებით წელისა და მენჯის ძვლების ოსტეოლიზი), კუშინგის სინდრომისმაგვარი სიმპტომები, თირკმელზედა ჯირკვლების დათრგუნვა (თირკმელზედა ჯირკვლებიდან ჰორმონების გამოყოფის დათრგუნვა), ბავშვებსა და მოზრდილებში ზრდის შენელება, ძვლების მინერალური სიმკვრივის შემცირება, კატარაქტა და გლაუკომა (თვალების წნევა)
  • ბავშვებსა და მოზრდილებში შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შენელება, ამიტომ რეგულარულ მეთვალყურეობს საჭიროებს იმ ბავშვების სიმაღლეში ზრდა, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებენ Seretide Diskus-ს.
  • თუ წამლის მიღების შემდეგ უეცრად იმატა  ხიხინისებურმა სუნთქვამ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა  თქვენს მკურნალობაში.
  • ზოგიერთი ავადმყოფები უფრო მგრძნობიარენი არიან ინჰალაციური კორტიკოსტეროიდების მიმართ, ამიტომ ორალურად მიღებული კორტიკოსტეროიდებით მკურნალობიდან  ინჰალაციური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე გადასვლისას ექიმი გაგიწევთ მჭიდრო მეთვალყურეობას.
  • ინჰალაციური ფლუტიკაზონის პროპიონატით მკურნალობის დაწყების შემდეგ თან იქონიეთ სამედიცინო გამაფრთხილებელი სამაჯური, სადაც მითითებული იქნება  სტრესის დროს თქვენთვის დამატებითი სამკურნალო საშუალებები.
  • Seretide Diskus-მა შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება, ამიტომ თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, აცნობეთ ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა  თქვენს მკურნალობაში.
  • თუ იყენებთ რიტონავირს (ვირუსების საწინააღმდეგო წამალი),  აცნობეთ ექიმს, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა  თქვენს მკურნალობაში.
  • თუ გაქვთ ბუნდოვანი ხედვა ანდა სხვა მხედველობითი პრობლემები, აცნობეთ ექიმს.

თუ ეს გაფრთხილებები, თუნდაც წარსულის ნებისმიერ პერიოდში, თქვენც გეხებათ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

Seretide Diskus-ის მიღება საჭმელსა და სასმელთან ერთად

Seretide Diskus-ის გამოყენების  ხერხის გამო საჭმელ-სასმელის მიღებაზე იგი გავლენას არ ახდენს.

ფეხმძიმობა

პრეპარატის  გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ანდა ფარმაცევტთან.

თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ რომ ხართ ორსულადან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე  აუცილებლად აცნობეთ ექიმს.

თუ მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ფეხმძიმედ, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ანდა ფარმაცევტთან.

ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ანდა ფარმაცევტთან.

ვინაიდან არსებობს არასაკმარისი გამოცდილება ძუძუთი კვების პერიოდში სალმეტროლისა და ფლუტიკაზონის გამოყენების დროს , ამიტომ გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენი ექიმი.

ტრანსპორტისა და ტექნიკის გამოყენება

Seretide Diskus-ისაგან არ არის მოსალოდნელი რაიმე გავლენის მოხდენა ტრანსპორტისა და ტექნიკის გამოყენებასთან მიმართებაში.

Seretide Diskus-ის ზოგიერთი შემავსებლის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

Seretide Diskus-ის თითოეული დოზა შეიცავს 12,5 მილიგრამამდე ლაქტოზის მონოჰიდრატს. ამ წამალში არსებული ლაქტოზას რაოდენობა ლაქტოზას მიმართ მგრძნობელობის (შეუგუებლობის) მქონე პირებში ჩვეულებრივ პრობლემას არ წარმოადგენს. შემავსებელი ლაქტოზა მცირე რაოდენობით შეიცავს რძის პროტეინს და ეს შეიძლება გახდეს ალერგიული რეაქციების მიზეზი.

სხვა წამლებთან ერთად მიღება

თუ  ამჟამად  იღებთ ან კიდევ ახლო პერიოდში იღებდით ანდა აპირებთ რომელიმე პრეპარატის მიღებას, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს ანდა ფარმაცევტს.  ესეხება აგრეთვე ასთმის ანდა რეცეპტის გარეშე მიღებულ პრეპარატებს. ამის მიზეზია Seretide Diskus-ის სხვა პრეპარატებთან შესაძლო შეუთავსებლობა.

თუ Seretide Diskus-ის გამოყენებამდე იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ ექიმს:

  • ბეტა-ბლოკატორები (ისეთები, როგორიცაა ატენოლოლი, პროპრანოლოლი და სოტალოლი). ბეტა-ბლოკატორები უმრავლეს შემთხვევაში გამოიყენება მაღალი წნევის ანდა გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემებისათვის.
  • აივ-ის მკურნალობისას გამოყენებული ზოგიერთი პრეპარატები (ისეთი პრეპარატები, როგორიცაა რიტონავირი, კობიცისტატის შემცველი წამლები) ჩათვლით ინფექციების საწინააღმდეგოდ გამოყენებული პრეპარატები (ისეთები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ერიტრომიცინი). ზოგიერთი ამ პრეპარატებისგან იწვევს სხეულში არსებული ფლუტიკაზონ პროპიონატის ანდა სალმეტეროლის რაოდენობის გაზრდას, რამაც გულისცემის ჩათვლით შეიძლება გაზარდოს Seretide Diskus-ის მიერ პროვოცირებული გვერდითი მოვლენების დამართვის რისკი ანდა კიდევ უფრო გააუარესოს ის გვერდითი მოვლენები, რომლებიც უკვე დაგემართათ. თუ ამ წამლებს იყენებთ, მაშინ შეიძლება ექიმმა მოისურვოს  მჭიდრო ზედამხედველობის ქვეშ  თქვენი აყვანა.
  • კორტიკოსტეროიდები (ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც მიიღება ორალურად ანდა ინექციით) თუ ახლო პერიოდში სარგებლობდით ამ წამლებით ამ გარემოებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ წამლის ზემოქმედების რისკის ზრდა თირკმელზედა ჯირკვალზე.  
  • დიურეტიკები, რომლებიც გამოიყენება სისხლის წნევის მკურნალობისათვის და ამავე დროს ცნობილია, როგორც შარდის მომგვრელი საშუალებები (ფუროსემიდი, ჰიდროქლოროტიაზიდის მსგავსი წამლები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში არსებული კალიუმის დონის დაწევა და შეიცავენ შარდისმომგვრელ საშუალებებს)
  • სხვა ბრონქოდილატორები, რომლებიც გამოიყენებიან, როგორც მაშველი საშუალება ასთმისა და ფქოდ-ის მკურნალობისას (ისეთები, როგორიცაა სალბუტამოლი)
  • ქსანტინის წამლები (გამოიყენება ასთმის მკურნალობისას)

თუ ამჟამად რეცეპტით ანდა რეცეპტის გარეშე იღებთ ანდა ბოლო დროს იღებდით რაიმე წამალს გთხოვთ ამის შესახებ აცნობოთ თქვენს ექიმს ანდა აფთიაქარს.

  1. 3.     როგორ გამოიყენება Seretide Diskus-ი?

Seretide Diskus-ი გამოიყენეთ ყოველდღიურად, სანამ ექიმი თავს არ დაგანებებინებთ. ექიმის მიერ შემოთავაზებულ დოზაზე მაღალ დოზას ნუ მიიღებთ. თუ დარწმუნებული არა ხართ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ანდა აფთიაქართან.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვითოთ Seretide Diskus-ის გამოყენება ანდა არ შეამციროთ დოზა, რომელსაც იყენებთ.

Seretide Diskus-ი პირიდან შეისუნთქება ფილტვებში.

შესაძლოა Seretide Diskus-ი სწორად იხმაროთ, მაგრამ ენაზე ვერ იგრძნოთ ფხვნილი ანდა ვერ შეიგრძნოთ გემო.

  • მითითებები შესაბამისი გამოყენებისა და დოზის სიხშირის შესახებ:

ასთმის მკურნალობისას:

მოზრდილები და 12 წლის ზემოთ ყრმები:

ინჰალაცია დღეში 2-ჯერ (ფილტვებში შესუნთქვა) (50 მიკროგრამი სალმეტეროლი და 250 მიკროგრამი ფლუტიკაზონი)

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ)მქონე ავადმყოფები:

მოზრდილები: თითო ინჰალაცია დღეში 2-ჯერ (ფილტვებში შესუნთქვა)(50 მიკროგრამი სალმეტეროლი და 250 მიკროგრამი ფლუტიკაზონი)

  • ·         მიღების ფორმა და მეთოდი:

Seretide Diskus-ი მიიღება მხოლოდ ინჰალაციის გზით ფხვნილისებრი წამალი პირით შეისუნთქეთ/შეიწოვეთ ფილტვებში (ინჰალაცია ნიშნავს ჩასუნთქვისას წამლის პირიდან შეწოვას)

თუ Seretide Diskus-ი დანიშნულია ბავშვებში, მისი გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილის მეთვალყურეობით, რომელმაც იცის Seretide Diskus-ის გამოყენება.

სრულყოფილი სარგებლობის მიღების მიზნით საჭიროა Seretide Diskus-ის რეგულარული მიღება. თავი კარგადაც რომ იგრძნოთ მკურნალობა არ შეწყვიტოთ.

ექიმის ნებართვის გარეშე არ შეცვალოთ წამლის დოზა.

გამოყენების ინსტრუქცია

Seretide Diskus-ი

დახურული

Seretide Diskus-ს ყუთიდან რომ ამოიღებთ დახურული იქნება.

ღია

გამოუყენებელ Seretide Diskus-ში ცალკ-ცალკე დაცული სახით არის ფხვნილის 60 დოზა წამალი. დოზის მაჩვენებელი უჩვენებს თუ Seretide Diskus-ში  რამდენი დოზა წამალია დარჩენილი.

ონილი და ჰიგიენური პირობების შესაბამისად დაცული. არ ჭირდება მოვლა ანდა ხელახლა შევსება.

Seretide Diskus-ის ზედა ნაწილში განთავსებული დოზის მაჩვენებელი უჩვენებს თუ  რამდენი დოზა წამალია დარჩენილი. როდესაც წამლის ოდენობა შემცირდება, თქვენი გაფრთხილების მიზნით 5-0 შორის ციფრები წითლდება.

Seretide Diskus-ის გამოყენება ადვილია. თუ რა უნდა გააკეთოთ წამლის მიღების დროს, ქვემოთ ოთხ საფეხურად არის ნაჩვენები:

  1. გახსნა
  2. გადაწევა
  3. შესუნთქვა
  4. დახურვა
  5. პირის ღრუს გამოვლება

როგორ მუშაობს Seretide Diskus-ი?

როდესაც გადაწევთ სახელურს საპირეში/სატუჩეში იხსნება პატარა ხვრელი და ერთი დოზა წამალი მზადაა მისაღებად. როგორც კი Seretide Diskus-ი დაიხურება სახელური ავტომატურად უბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას და მზადაა შემდგომი გამოყენებისათვის. გარეთა სახურავი იცავს Seretide Diskus-ს მაშინ როცა მას არ ხმარობენ.

როგორ გამოვიყენოთ Seretide Diskus-ი

  1. გახსნა

Seretide Diskus-ის გასახსნელად ერთი ხელი მოკიდეთ გარეთა სახურავს, ხოლო მეორე ხელის დიდი თითი შეყავით დიდი თითის შესაყოფელში და გადაწიეთ ბოლომდე თვენგან შორს.

  1. გადაწევა

Seretide Diskus-ს ხელი მოკიდეთ ისე, რომ საპირე/სატუჩე თქვენკენ იყოს მომართული. სახელური გადაწიეთ თქვენგან შორს, მანამდე სანამ არ გაისმება წკაპუნი. Seretide Diskus-ი უკვე მზადაა გამოსაყენებლად. როგორც კი  სახელურს უკან გადმოსწევთ  ერთი დოზა საინჰალაციოდ მზა მდგომარეობაში მოდის. ეს დოზა ჩანს დოზების მაჩვენებელში. წამალს ზიანი  რომ არ მიაყენოთ სახელური ტყუილად არ უნდა ამოძრავოთ.

  1. შესუნთქვა/შეწოვა

-          წამლის შესუნთქვამდე ყურადღებით გაეცანით ამ ნაწილს.  

-          Seretide Diskus-ი პირიდან შორს დაიკავეთ. რაც შეიძლება თავისუფლად ამოისუნთქეთ. არ დაგავიწყდეთ- ამონასუნთქი ჰაერი არასოდეს მიმართოთ Seretide Diskus-ისაკენ.

-          საპირე/სატუჩე მიიდეთ ტუჩებზე. ღრმად და ხანგრძლივად შეისუნთქეთ. შეისუნთქეთ Seretide Diskus-იდან და არა ცხვირით.

-          Seretide Diskus-ი მოაშორეთ ტუჩებს.

-          10 წამი ანდა რამდენადაც თავისუფლად შეძლებთ დიდხანს შეიკავეთ სუნთქვა.

-          ნელა ამოისუნთქეთ.

 

თუ რეკომენდირებულია ორი ინჰალაციის გაკეთება უნდა გაიმეოროთ  1-დან 4-მდე საფეხურები.

  1. პირის გამოვლება

შემდეგ პირი წყლით გამოივლეთ და გადააფურთხეთ.

არ დაგავიწყდეთ!

Seretide Diskus-ი შეინახეთ მშრალად.

როდესაც არ ხმარობთ იყოს დახურულ მდგომარეობაში.

არასოდეს მიმართოთ ამონასუნთქი ჰაერი Seretide Diskus-ის შიგნით.

სახელური გადაწიეთ მხოლოდ მაშინ როდესაც მზად ხართ წამლის მისაღებად.

თქვენთვის დანიშნულ დოზაზე მეტ დოზას ნუ მიიღებთ.

  • სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში:

4-12 წლის ასაკის ბავშვებში 100 მიკროგრამი Seretide Diskus-ი გამოიყენება.

4 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებში გამოსაყენებლად არ არსებობს შესაბამისი ინფორმაცია.

      ხანდაზმულებში გამოყენება:

ასაკოვნებში დოზის რეგულირება საჭირო არ არის.

ღვიძლის უკმარისობა:

ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებისათვის Seretide Diskus-ის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება რომ Seretide Diskus-ი მოქმედებს ძლიან ძლიერად ანდა სუსტად გაესაუბრეთ ექიმს ანდა აფთიაქარს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი Seretide Diskus-ი ვიდრე უნდა მიგეღოთ:

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Seretide Diskus-ი მიიღოთ ინსტრუქციების შესაბამისად. შემთხვევით დანიშნულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა აფთიაქარს. შეიძლება იგრძნოთ გულისცემის ნორმალურზე მეტად გახშირება ანდა კანკალი. გარდა ამისა შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთებში სისუსტე და სახსრების ტკივილი.

თუ დიდი ხნის განმავლობაში მაღალ დოზას იყენებდით რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ანდა აფთიაქარს. ამის მიზეზი არის მაღალი დოზებით მიღებული Seretide Diskus-ის მიერ ადრენალინის ჯირკვლებში გამომუშავებული სტეროიდის ჰორმონების ოდენობის შემცირების რისკი.

თუ გამოიყენეთ იმაზე მეტი Seretide Diskus-ი, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ, მაშინ მიმართეთ ექიმს ანდა აფთიაქარს.

თუ დაგავიწყდათ Seretide Diskus-ის მიღება:

თუ დაგავიწყდათ Seretide Diskus-ის მიღება მომდევნო დოზა მიიღეთ თავის დროზე.

დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგ დოზას ნუ მიიღებთ.

Seretide Diskus-ით მკურნალობის დასასრულს გამოწვეული შესაძლო შედეგები

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Seretide Diskus-ი ყოველდღიურად გამოიყენოთ ექიმის მიერ მითითებული სახით. გააგრძელეთ მისი გამოყენება მანამ სანამ ექიმი არ შეგიწყვეტავთ. Seretide Diskus-ის გამოყენება ერთბაშად არ შეწყვიტოთ ანდა დოზა არ შეამციროთ. ამან შეიძლება სუნთქვა გაგიუარესოთ.

გარდა ამისა, თუ შეწყვეტთ Seretide Diskus-ის მიღებას ანდა შეამცირებთ მის დოზას მაშინ ეს (ძალიან იშვიათად ) შეიძლება გახდეს თირკმელზედა ჯირკვლების  პრობლემებისა (თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა) და მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების მიზეზი.

ესენი მოიცავს ქვემორე სიმპტომებს:

  • კუჭის ტკივილი
  • დაღლილობა და უმადობა, უქეიფობა
  • გულისრევა და კუჭის აშლილობა
  • წონაში დაკლება
  • თავის ტკივილი და თავბრუხვევა
  • სისხლში შაქრის დონის დაცემა
  • დაბალი წნევა და ეპილეფსიური შეტევები.

ფქოდ-ის მქონე ავადმყოფებში მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება გახდეს სიმპტომატური დეკომპენსაციის (ორგანოს ფუნქციონირების უკმარისობა) მიზეზი, მკურნალობა უნდა შეწყდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ძალიან იშვიათად, მაგრამ დაინფიცირების ანდა ძლიერ სტრესში ჩავარდნის დროსაც (მაგალითად, სერიოზული ავარიის შემდეგ ანდა გაგიკეთდათ ოპერაცია) თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა შეიძლება უფრო გაუარესდეს და ზემორე გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე დაგემართოს. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა დააფიქსირეთ, აცნობეთ ექიმს ანდა აფთიაქარს. ამ სიმპტომების გაჩენის აღსაკვეთად ექიმმა შეიძლება დამატებით გამოგიწეროთ კორტიკოსტეროიდები (ისეთები, როგორიცაა პრედნიზოლონი).

თუ წამლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს ანდა აფთიაქარს.

  1. 4.     შესაძლო გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ყველა წამალმა, Seretide Diskus-ში შემავალი ნივთიერებებმაც  მათ მიმართ მგრძნობიარე პირებში შეიძლება  გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების გამოწვევის შესაძლებლობის შესამცირებლად, ასთმის ანდა ფქოდ-ის კონტროლისათვის თქვენი ექიმი  Seretide Diskus-ის ყველაზე დაბალ დოზას გამოგიწერთ.

თუ რომელიმე ქვემორე მოცემული სიმპტომი თავს იჩენს, მაშინ Seretide Diskus-ის მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ანდა მიმართეთ თქვენთან ყველაზე ახლოს მდებარე საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

ალერგიული რეაქციები:  Seretide Diskus-ის მიღების შემდეგ  შეიძლება იგრძნოთ სუნთქვის მოულოდნელი გაუარესება. შეიძლება გაგიჭირდეთ სუნთქვა,  გაძლიერდეს ხიხინები და აგიტყდეთ ხველება. გარდა ამისა, დაგემართოთ  ქავილი, გამონაყარი და შესიებები სხეულზე (ძირითადად სახეზე, ტუჩებზე, ენისა და ყელის არეში) ან კიდევ ერთბაშად გული ძლიერ აგიძგერდეთ ანდა გულის წასვლის შეგრძნება გაგიჩნდეთ ან კიდევ თავბრუ დაგეხვეთ (შეიძლება წაიქცეთ და გონება დაკარგოთ). თუ ესენი დაგემართებათ ანდა თავს იჩენს Seretide Diskus-ის მიღების კვალდაკვალ, შეწყვიტეთ Seretide Diskus-ის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ მდგომარეობა ექიმს. Seretide Diskus-ის მიმართ ალერგიული რეაქციები იშვიათია, მაგრამ მაინც აქვს ადგილი. (ყოველი 100  ადამიანიდან 1-ზე  უფრო ნაკლებში).

ყველა ესენი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

თუ ერთ-ერთი მათგანი გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ Seretide Diskus-ის მიმართ გაგაჩნიათ სერიოზული ალერგია. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ანდა საავადმყოფოში მოთავსება.

სხვა გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია ქვემორე კატეგორიებში მითითებული ფორმით:

ძალიან გავრცელებული: 10 ავადმყოფიდან სულ მცირე  ერთში შეიძლება თავი    იჩინოს.

გვრცელებული:                 10 ავადმყოფიდან ერთში ნაკლებად, მაგრამ 100ავადმყოფიდან ერთზე მეტში შეიძლება თავი იჩინოს.

ნაკლებად გავრცელებული: 100 ავადმყოფიდან ერთში ნაკლებად, მაგრამ 1000   ავადმყოფიდან ერთზე მეტში შეიძლება თავი იჩინოს.

იშვიათი:                             1000 ავადმყოფიდან ერთში ნაკლებად, მაგრამ 10 000  ავადმყოფიდან ერთზე მეტში შეიძლება თავი იჩინოს.

ძალიან იშვიათი:               10 000  ავადმყოფიდან ერთში ნაკლებად შეიძლება თავი იჩინოს.

უცნობია:                             შეუძლებელია პროგნოზირება არსებული მონაცემების საფუძველზე

 

ძალიან გავრცელებული:

  • თავის ტკივილი- ჩვეულებრივ უმჯობესდება, მკურნალობის გრძელდებით.
  • დადასტურებულია, რომ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე ავადმყოფებში იზრდება გაციების რაოდენობა

გავრცელებული:

  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების  მქონე ავადმყოფებში პნევმონია (ფილტვების ინფექცია)

თუ Seretide Diskus-ით  მკურნალობისას გაგიჩნდათ რომელიმე ქვემორე სიმპტომი, აცნობეთ თქვენს ექიმს. ესენი  შეიძლება იყოს ფილტვების ინფექციის სიმპტომები:

-სიცხე ანდა კანკალი

-ლორწოს გამოყოფის გაზრდა, ლორწოს ფერის ცვლილება;

    -მომატებული ხველა ანდა სუნთქვის გაძნელების მომატება.

* პირსა და ყელში აფთები (მტკივნეული, კრემისფერი-ყვითელი შესიებული წერტილები). გარდა ამისა, ენაზე, ყელში შესიება, ყელის გაღიზიანება და ხმის ჩახლეჩა. ამას შეიძლება წაადგეს ყოველი ინჰალაციის შემდეგ პირის გამოვლება წყლით და ამ წყლის მაშინვე გადმოფურთხება. აფთების სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ სოკოს საწინააღმდეგო წამალი.

* სახსრების ტკივილი, შესიება და კუნთების ტკივილი;

* კუნთების კრუნჩხვები;

* ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) მქონე ავადმყოფებში შეიძლება თავი იჩინოს აგრეთვე ქვემორე გვერდითმა მოვლენებმა:

- კარიესი და ძვლის მოტეხილობა;

-სინუსიტი (ცხვირის, ლოყების და თვალების უკან დაჭიმულობა ან კიდევ სისავსის შეგრძნება, დროდადრო მას ახლავს აგრეთვე პულსირებადი ტკივილი)

-სისხლში კალიუმის ოდენობის შემცირება (შესაძლოა გულის ცემის არარეგულარულობა, კუნთების დასუსტება და კრუნჩხვები)

-პნევმონია და ბრონქიტი (ფილტვებში ინფექცია)

ნაკლებად გავრცელებული:

  • სისხლში შაქრის (გლუკოზის) მომატება (ჰიპერგლიკემია). თუ ხართ დიაბეტური ავადმყოფი საჭიროა სისხლში შაქრის დონის ხშირი კონტროლი და სავარაუდოდ ნორმალური დიაბეტური მკურნალობის რეგულირება.
  • კატარაქტა (თვალზე ფარდის გადაფარება, მხედველობის დაბინდვა)
  • ძალიან გაძლიერებული გულისცემა (ტაქიკარდია)
  • კანკალი და სწრაფი ან კიდევ არარეგულარული გულისცემა (პალპიტაცია, წინაგულების ფიბრილაცია)- ესენი ძირითადად მავნე არ არის და მკურნალობის გაგრძელებისდაკვალად მცირდება.
  • მკერდის ტკივილი (გულის ანგინა)
  • შფოთიანობა (ეს მდგომარეობა ზოფადად ბავშვებში შეინიშნება)
  • ძილის დარღვევები
  • კანზე ალერგიული გამონაყარი

იშვიათად:

  • Seretide Diskus-ის მიღებისთანავე გაუარესებული სუნთქვა და ხიხინები. ასეთ შემთხვევაში  Seretide Diskus-ის გამოყენებას თავი დაანებეთ. სუნთქვის გასაუმჯობესებლად სწრაფად მოქმედი „გადამრჩენელი„ წამლები იხმარეთ და მაშინვე აცნობეთ ექიმს.
  • განსაკუთრებით ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში Seretide Diskus-მა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სხეულში არსებული სტეროიდული ჰორმონების ნორმალურ გამოყოფაზე. ეს ზეგავლენა ქვემორე სახისაა:

-ბავშვებსა და მოზარდებში ზრდის შენელება;

-ძვლების დაწვრილება;

-კატარაქტა და გლაუკომა;

-წონის მომატება;

-მრგვალი (მთვარისებრი) სახე (კუშინგის სინდრომი).

თქვენი ექიმი რეგულარულად ჩაგიტარებთ კონტროლს, რათა იხილოს თავი იჩინა თუ არა ამ სიმპტომებმა და ასევე  ასთმის გასაკონტროლებლად უზრუნველყოფს Seretide Diskus-ის  ყველაზე დაბალი დოზის მიღებას.

  • შფოთიანობა, ძილის დარღვევები და ცვლილებები უჩვეულოდ აქტიურ ქმედებებში ანდა მოუსვენრობებში. (ესენი ზოგადად თავს იჩენს ბავშვებში)
  • არარეგულარული  ანდა მომატებული გულისცემა (არითმია). ექიმს მდგომარეობა აცნობეთ, მაგრამ სანამ იგი არ გეტყვით Seretide Diskus-ს თავს ნუ დაანებებთ.
  • საყლაპავში (ეზოფაგუსში) სოკოს ინფექცია (შეიძლება გახდეს გადაყლაპვის გართულების მიზეზი)

უცნობია:

  • დეპრესია ანდა ნერვიულობა (აგრესია). ესენი ზოგადად ბავშვებში იჩენს თავს.
  • მხედველობის დაბინდვა

თუ შეეჯახეთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ანდა აფთიაქარს.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, რომელიც მოყვანილია ან არ არის ჩაწერილი ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. გარდა ამისა, შეატყობინეთ გვერდითი ეფექტების შესახებ თურქეთის ფარმაკოვიგილანციის ცენტრს (TÜFAM), დააწკაპუნეთ ხატულაზე „ნარკოტიკების გვერდითი ეფექტების მოხსენება“ www.titck.gov.tr–ზე ან დარეკეთ გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზზე 0 800 314 00. 08. წარმოქმნილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ წვლილი შეიტანთ მეტი ინფორმაციის მიღებაში იმ წამლის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც იყენებთ.

  1. 5.     Seretide Diskus-ის შენახვის პირობები

Seretide Diskus-ი საკუთარი შეფუთვით შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

იგი შენახული უნდა იქნეს 30°C -ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე , მშრალ ადგილას.

იხმარეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

Seretide Diskus-ს ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ბოლო ვადის შემდეგ.

გამოყენების ბოლო თარიღი ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ვადაგასული ანდა გამოუყენებელი წამლები  სანაგვეში არ გადაყაროთ! იმოქმედეთ გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრული შეგროვების სისტემის შესაბამისად.

ლიცენზიის მფლობელი: GlaxoSmithKline ilaçları San. Ve Tic. A.S.

                                              სტამბული,  ლევენთი 1. 34394, ბიუქდერეს გამზ.

                                              №173, ლევენთ პლაზა ბლოკი ბ

წარმოების ადგილი:    Glaxo Wellcome Production, ევრი/საფრანგეთი

62000000064461

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (18 აფთიაქი)

რეგიონი (56 აფთიაქი)