სელვა არომატიკი150მლ ნაზ/სპ
გააზიარე:
სელვა
ნაზალური სპრეი
ცხვირის ლორწოვანის დამატენიანებელი და დეკონგესტანტური საშუალება გვირილით.
იზოტონური ხსნარი: ნატრიუმის ქლორიდი (0.65%), გვირილის ექსტრაქტი.
სელვას ხაზი წარმოდგენილია სამედიცინო დანიშნულების საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ გაღიზიანებული და/ან გამომშრალი ცხვირის ლორწოვანის და მის გარშემო არის დატენიანებასა და შეშუპება/შეგუბების მოხსნას.
ჩვენება:
ნაზალური სპრეი სელვა იდეალური დეკონგესტანტური საშუალებაა, რომელიც ათავისუფლებს ცხვირს ლორწოვანი სეკრეტისაგან. ატენიანებს მშრალ და გაღიზიანებულ ლორწოვანს და ამცირებს გრიპთან, ალერგიასთან, სინუსიტთან და ა.შ. დაკავშირებულ სიმპტომებს.
გამოყენების წესი და დოზირება:
გადახარეთ თავი გვერდზე, შეარჩიეთ ნესტოების ის პოზიცია, რომ შესხურება მოხდეს ჭერის მიმართულებით.
შეისხურეთ თითოეულ ნესტოში 1-2 წამის განმავლობაში, 2-3-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
უკუჩვენება:
არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში
სიფრთხილის ზომები:
ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, სპრეი უნდა გამოიყენოს მხოლოდ ერთმა ადამიანმა.
ბალონში შიგთავსი იმყოფება წნევის ქვეშ, შეიძლება აალდეს გაცხელების შემთხვევაში. მოარიდეთ გაცხელებას, ცხელ ზედაპირებს, ღია ცეცხლს, აალების წყაროებს. არ მოწიოთ, არ გახვრიტოთ და არ დაწვათ გამოყენების შემდეგაც კი. დაიცავით მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან. არ მოათავსოთ მაღალ ტემპერატურაზე (500С/1220F-ზე მეტი). შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
სელვა არომატიკი 150 მლ ხსნარი (ნაზალური სპრეი),
მწარმოებელი:
ინტერმედი ს.ა. ულია და ირენ ცეტი ფარმასეუტიკალ ლაბორატორიეს,
ათენი, საბერძნეთი