ვიქტოზა 6მგ/მლ 3მლ #2შპ/კალ
გააზიარე:
ვიქტოზა 6მგ/მლ 3მლ #2შპ/კალ
1. სამკურნალოპრეპარატისდასახელება
ვიქტოზა® Victoza®
6მგ/მლ
საინექციოხსნარიწინასწარშევსებულკალამში
2. თვისობრივიდარაოდენობრივიშემადგენლობა
1 მლ ხსნარი შეიცავს 6 მგ ლირაგლუტიდს*. ერთი წინასწარ შევსებული კალამი შეიცავს 18 მგ ლირაგლუტიდს 3 მლ-ში.
* ადამიანის გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი - 1-ის (GLP-1) ანალოგი წარმოქმნილი Saccharomyces cerecisiae-ში რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით.
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. ნაწილში 6.1.
3. ფარმაცევტულიფორმა
საინექციო ხსნარი.
გამჭვირვალე და უფერო ან თითქმის უფერო, იზოტონური ხსნარი; pH=8.15.
4. კლინიკურითავისებურებები
4.1 თერაპიულიჩვენებები
გლიკემიურიკონტროლი
ვიქტოზა® ნაჩვენებია მოზრდილებში, მოზარდებსა და 10 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში არასათანადოდ კონტროლირებული მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ კვებასა და ვარჯიშზე დამატების სახით
- მონოთერაპიაში
- კომბინაციაში დიაბეტის სამკურნალო სხვა სამედიცინო პროდუქტებთან.
გულ-სისხლძარღვთამოვლენებისპრევენცია
ვიქტოზა® ნაჩვენებია მთავარი გვერდითი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების პრევენციისთვის (MACE: გულსისხლძარღვოვანი სიკვდილი, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი ან არაფატალური ინსულტი) მოზრდილებში მე-2 ტიპის შაქარიანი დაიბეტით, რომლებიც იმყოფებიან გულ-სისხლძარღვთა დაზიანების მაღალი რისკის ქვეშ, დამატებითი სახით სტანდარტულ თერაპიაზე (იხ. გულ-სისხლძარღვთაშეფასება).
კომბინაციებთან, გლიკემიურ კონტროლზე ეფექტებსა და გულ-სისხლძარღვთა მოვლენებთან, ასევე შესწავლილ პოპულაციასთან დაკავშირებით კვლევების შედეგები იხ. ნაწილი 4.4, 4.5 და 5.1.
4.2 დოზირებადამიღებისწესი
დოზირება
კუჭ-ნაწლავის მიერ ამტანობის გასაუმჯობესებლად, საწყისი დოზაა 0.6 მგ ლირაგლუტიდი დღეში. სულ მცირე ერთი კვირის შემდეგ დოზა უნდა გაიზარდოს 1.2 მგ-მდე. ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა სასარგებლო იყოს 1.2 მგ-დან 1.8 მგ-მდე დოზის მომატება კლინიკური პასუხის მიხედვით, სულ მცირე ერთი კვირის შემდეგ დოზა უნდა გაიზარდოს 1.8 მგ-დე გლიკემიური კონტროლის შემდგომი გაუმჯობესებითვის. არ არის რეკომენდებული 1.8 მგ-ზე მეტი დღიური დოზა.
როდესაც ვიქტოზა®ემატება სულფონილშარდოვანას ან ინსულინს, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირების მიზნით მიზანშეწონილია სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზის შემცირება (იხ. ნაწილი 4.4). სულფონილშარდოვანასთან კომბინაციური თერაპია გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში.
არ არის საჭირო სისხლში გლუკოზას თვითმონიტორინგი ვიქტოზას® დოზის კორექციისთვის.
სისხლში გლუკოზას თვითმონიტორინგი საჭიროა სულფონილშარდოვანასა და ინსულინის დოზის კორექციისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიქტოზათი® თერაპია იწყება და ინსულინი მცირდება. რეკომენდებულია ინსულინის დოზის თანდათანობით შემცირება.
განსაკუთრებულიპოპულაციები
ხანდაზმულები (>65 წლის): ასაკის მიხედვით არ არის საჭირო დოზის კორექცია (იხ. ნაწილი 5.2).
თირკმლისფუნქციისდარღვევა: არ არის საჭირო დოზის კორექცია პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე ფორმის დარღვევით. თერაპიული გამოცდილება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ბოლო სტადიის დარღვევით არ არსებობს და ამიტომ ვიქტოზას® მიღება არ არის რეკომენდებული აღნიშნულ პაციენტებში. (იხ. ნაწილი 5.1 და 5.2).
ღვიძლისფუნქციისდარღვევა: ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო დისფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. ვიქტოზას® გამოყენება არ არის რეკომენდებული ღვიძლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში. (იხ. ნაწილი 5.2).
პედიატრიულიპოპულაცია: მოზარდებსა და ≥ 10 წლის ასაკის ბავშვებში დოზის კორექცია არ არის საჭირო. 10 წლამდე ბავშვებისათვის მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. (იხ. ნაწილი 5.1 და 5.2).
მიღებისწესი
ვიქტოზას® მიღება დაუშვებლია ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად.
ვიქტოზა® მიიღება დღეში ერთხელ ნებისმიერ დროს, საკვებისგან დამოუკიდებლად და კეთდება კანქვეშა ინექციის სახით მუცელში, ბარძაყში ან მკლავის ზედა ნაწილში. ინექციის ადგილი და დრო შეიძლება შეიცვალოს დოზის კორექციის გარეშე. თუმცა, სასურველია რომ ვიქტოზას® ინექცია გაკეთდეს დღის ერთსადაიმავე მონაკვეთში, დღის ყველაზე შესაფერის დროს. დამატებითი ინფორმაციები გამოყენების შესახებ იხ. ნაწილში 6.6.
4.3 უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთლილია ნაწილში 6.1.
4.4 სპეციალურიგაფრთხილებებიდასიფრთხილისზომებიგამოყენებისას
ლირაგლუტიდის გამოყენება დაუშვებელია 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ან დიაბეტური კეტოაციდოზის სამკურნალოდ.
ლირაგლუტიდი არ არის ინსულინის შემცვლელი. ინსულინის სწრაფი შეწყვეტის ან დოზის შემცირების შემდეგ, ინსულინ-დამოკიდებულ პაციენტებში ფიქსირდებოდა დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარება (იხ. ნაწილი 4.2).
პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით, ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) მიხედვით IV კლასიფიკაციით, თერაპიული გამოცდილება არ არის, ამიტომ ლირაგლუტიდის გამოყენება აღნიშნულ პაციენტებში რეკომენდებული არ არის.
არსებობს მხოლოდ შეზღუდული გამოცდილება პაციენტებში ნაწლავის ანთებითი დაავადებით და დიაბეტური გასტროპარეზით. ლირაგლუტიდის გამოყენება არ არის რეკომენდებული მსგავს პაციენტებში, ვინაიდან ასოცირდება კუჭ-ნაწლავის გარდამავალ გვერდით მოვლენებთან, როოგრიცაა გულისრევა, ღებინება და ფაღარათი.
მწვავეპანკრეატიტი
GLP-1 რეცეპტორის აგონისტის გამოყენება ასოცირდებოდა მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკთან. საჭიროა პაციენტების ინფორმირება მწვავე პანკრეატიტის სიმპტომების შესახებ. პანკრეატიტზე ეჭვის შემთხვევაში, ლირაგლუტიდის მიღება უნდა შეწყდეს; მწვავე პანკრეატიტის დადასტურების შემთხვევაში დაუშვებელია ლირაგლუტიდის ხელახლა გამოყენება (იხ. ნაწილი 4.8 და 5.1).
ფარისებრიჯირკვლისდაავადება
გვერდითი მოვლენები ფარისებრი ჯირკვლის მხრივ, როგორიცაა ჩიყვი, შეინიშნებოდა კლინიკურ კვლევებში, განსაკუთრებით კი პაცინტებში ფარისებრი ჯირკვლის უკვე არსებული დაავადებით და ამიტომ, ლირაგლუტიდის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
ჰიპოგლიკემია
ლირაგლუტიდის მიღებისას სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან კომბინაციაში შეიძლება გაიზარდოს ჰიპოგლიკემიის რისკი (იხ. ნაწილი 4.8). ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირება შესაძლებელია სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზის შემცირებით.
დეჰიდრატაცია
დეჰიდრატაციის ნიშნები და სიმპტომები, მათ შორის თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თირკმლის მწვავე უკმარისობა შეინიშნებოდა პაციენტებში ლირაგლუტიდის მიღებისას. ლირაგლუტიდით მკურნალობისას არსებობს კუჭ-ნაწლავის მხრივ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებული დეჰიდრატაციის პოტენციური რისკი და სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო სითხისგან დაცლის თავიდან ასაცილებლად.
დამხმარენივთიერებები
ვიქტოზას® ერთი დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), შესაბამისად, ითვლება, რომ სამკურნალო პრეპარატი ,,უნატრიემოა“.
მიკვლევადობა
ბიოლოგიური სამკურნალო პრეპარატების მიკვლევადობის გაუმჯობესების მიზნით, სათანადოდ უნდა აღნიშნული პრეპარატის დასახელება და სერიის ნომერი.
4.5 ურთიერთქმედებასხვაპრეპარატებთანდასხვასახისურთიერთქმედება
In vitro ლირაგლუტიდს ძალიან დაბალი პოტენციალი გააჩნია საიმისოდ, რომ მონაწილეობა მიიღოს ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებაში სხვა აქტიურ ნივთიერებებთან, რომელებიც უკავშირდებიან ციტოქრომ P450-ს და პლაზმურ ცილებს.
ლირაგლუტიდით კუჭის დაცლის მცირედით შეყოვნებამ, შესაძლოა გავლენა იქონიოს მასთან ერთად პერორალურად მიღებული პრეპარატების აბსორბციაზე. ურთიერთქმედების კვლევებში არ გამოვლენილა რაიმე სახის კლინიკურად დაკავშირებული აბსორბციის შეყოვნება და ამიტომ, არ არის საჭირო დოზის კორექცია. რამოდენიმე პაციენტში ლირაგლუტიდით მკურნალობისას შეინიშენებოდა მწვავე ფაღარათის ერთი ეპიზოდი მაინც. ფაღარათმა შესაძლოა შეაფერხოს პერორალურად მიღებული თანმხლები პრეპრატების აბსორბცია.
ვარფარინიდასხვაკუმარინისწარმოებულები
არ ჩატარებულა ურთიერთქმედების კვლევები. კლინიკურად დაკავშირებული ურთიერთქმედება ცუდი ხსნადობის ან ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე აქტიურ ნივთიერებებთან, როგორიცაა ვარფარინი, არ არის გამორიცხული. ლირაგლუტიდით მკურნალობის დაწყებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ვარფარინს ან სხვა კუმარინის წარმოებულს, საჭიროა საერთაშორისო ნორმალიზებული კოეფიციენტის (INR) უფრო ხშირი მონიტორინგი.
პარაცეტამოლი
ლირაგლუტიდი არ ცვლის პარაცეტამოლის საერთო ექსპოზიციას 1000 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. პარაცეტამოლის Cmax მცირდებოდა 31% და მედიანური tmax შენელდა 15 წუთით. არ არის საჭირო პარაცეტამოლის დოზის კორექცია ერთდროული გამოყენებისას.
ატორვასტატინი
ლირაგლუტიდი არ ცვლის ატორვასტატინის საერთო ექსპოზიციას კლინიკურად დაკავშირებული ხარისხით ატორვასტატინის 40მგ ერთჯერადად მიღების შემდეგ. ამიტომ, არ არის საჭირო ატორვასტატინის დოზის კორექცია ლირაგლუტიდთან ერთად მიღებისას. ატორვასტატინის Cmax მცირდებოდა 38% და მედიანური tmax გვიანდებოდა 1-დან 3 სთ-მდე ლირაგლუტიდით.
გრიზეოფულვინი
ლირაგლუტიდი არ ცვლის გრიზეოფულვინის საერთო ექსპოიზიციას გრიზეოფულვინის 500 მგ ერთჯერადი დოზის გამოყენებისას. გრიზეოფულვინის Cmax იზრდებოდა 37% და მედიანური tmax არ იცვლებოდა. არ არის საჭირო გრიზეოფულვინის და სხვა დაბალი ხსნადობის და მაღალი შეღწევადობის მქონე შენაერთების დოზების კორექცია.
დიგოქსინი
დიგოქსინის ერთჯერადი დოზის 1 მგ მიღებისას ლირაგლუტიდთან ერთად, იწვევდა დიგოქსინის AUC-ს შემცირებას 16%; Cmax მცირდებოდა 31%. დიგოქსინის მედიანური tmax გვიანდებოდა 1-დან 1.5 სთ-მდე. მოცემულ შედეგებზე დაყრდნობით არ არის საჭირო დიგოქსინის დოზის კორექცია.
ლიზინოპრილი
ლიზინოპრილის 20 მგ ერთჯერადი დოზის მიღება ლირაგლუტიდთან ერთად იწვევდა ლიზინოპრილის AUC-ის შემცირებას 15%; Cmax მცირდებოდა 27%. ლიზინოპრილის მედიანური tmax გვიანდებოდა 6-8 სთ. არ არის საჭირო ლიზინოპრილის დოზის კორექცია.
პერორალურიკონტრაცეპტივები
ლირაგლუტიდი ამცირებდა ეთინილესტრადიოლის და ლევონორგესტრელის Cmax-ს 12 და 13%, შესაბამისად პერორალური კონტრაცეპტივის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. ორივე შენაერთისთვის tmax გვიანდებოდა 1.5 სთ ლირაგლუტიდთან ერთად მიღებისას. არ შეინიშნებოდა კლინიკურად დაკავშირებული ეფექტი ეთინილესტრადიოლის ან ლევონორგესტრელის საერთო ექსპოზიციაზე. ამიტომ კონტრაცეფციული ეფექტის შესუსტება არ არის მოსალოდნელი ლირაგლუტიდთან ერთად გამოყენებისას.
ინსულინი
არ შეინიშნებოდა ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება ლირაგლუტიდსა და ინსულინ დეტემირს შორის ინსულინი დეტემირის 0.5 U/კგ-ს ლირაგლუტიდის 1.8 მგ ერთჯერადი დოზის მიღებისას წონასწორულ მდგომარეობაში 2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
პედიატრიულიპოპულაცია
ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები მხოლოდ მოზრდილებში ჩატარდა.
4.6 ფერტილობა, ორსულობადალაქტაცია
ორსულობა
ლირაგლუტიდის ორსულებში გამოყენების შესახებ არ არსებობს ადეკვატური მონაცემები. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში რეპროდუქციული ტოქსიკურობა შეინიშნებოდა (იხ. ნაწილი 5.3). ადამიანებში პოტენციური რისკი უცნობია. ლირაგლუტიდის გამოყენება დაუშვებელია ორსულობის დროს და რეკომენდებულია მის მაგივრად ინსულინის მიღება. თუ პაციენტი გეგმავს დაორსულებას, ან თუ დგება ორსულობა, უნდა შეწყდეს ვიქტოზას® მიღება.
ლაქტაცია
უცნობია ლირაგლუტიდი გადადის თუ არა დედის რძეში, ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში ლირაგლუტიდის და მისი მეტაობლიტების გადასვლა რძეში ძალიან მცირეა. არაკლინიკურ კვლევებში გამოვლინდა მკურნალობასთან დაკავშირებული ნეონატალური ზრდის შემცირება ძუძუთი კვების დროს ვირთაგვებში (იხ. ნაწილი 5.3). გამოცდილების ნაკლებობის გამო, ვიქტოზას® მიღება დაუშვებელია ლაქტაციის პერიოდში.
ფერტილობა
ცოცხალი იმპლანტების რაოდენობის მცირე შემცირების გარდა, ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა მავნე ეფექტები ნაყოფიერებაზე.
4.7 ზემოქმედებაავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისადამექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ვიქტოზას® არ გააჩნია უარყოფითი ზემოქმედება ავტოსატრასპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტს უნდა მიეცეს გაფრთხილება, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა არ დაუშვან ჰიპოგლიკემიის განვითარება ავტომობილისა ან მექანიზმების მართვის დროს, განსაკუთრებით ვიქტოზას® გამოყენებისას სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან კომბინციაში.
4.8 გვერდითიმოვლენები
უსაფრთხოებისპროფილისშეჯამება
ხუთ ფართო, გრძლევადიან კლინიკურ 3ა ფაზის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 2,500 პაციენტი, გამოიყენებოდა ვიქტოზა® ცალკე ან მეტფორმინთან, სულფონილშარდოვანასთან (მეტფორმინით ან მის გარეშე) ან მეტფორმინს დამატებული როსიგლიტაზონის კომბინაციაში.
კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად განვითარებულ გვერდით რეაქციებს წარმოადგენდა კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა და დიარეა, ხოლო ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი და დისპეფსია იყო ხშირი. თერაპიის დასაწყისში, მოცემული ეფექტები შესაძლოა განვითარდეს უფრო ხშირად. მოცემული რეაქციები, როგორც წესი, ქრება რამოდენიმე დღეში ან კვირაში მკურნალობის გაგრძელებისას. ასევე ხშირი იყო ნაზოფარინგიტი და თავის ტკივილი. ამასთან ერთად, ჰიპოგლიკემია იყო ხშირი და ძალიან ხშირი, როდესაც ლირაგლუტიდი მიიღებოდა სულფონილშარდოვანასთან ერთად. ძლიერი ჰიპოგლიკემია უპირატესად ვითარდებოდა სულფონილშარდოვანასთნ ერთად გამოყენებისას.
გვერდითიმოვლენებისცხრილი
ცხრილი 1-ში მოცემული გვერდითი მოვლენების შეტყობინება მოხდა გრძელვადიან 3ა ფაზის კონტროლირებულ კვლევებში, LEADER® კვლევაში (გულსისხლძარღვოვანი გამოსავალის 6 გრძელვადიანი კვლევა) და სპონტანური (პოსტმარკეტინგული) გამოყენებისას. მოვლენების სიხშირე განისაზღვრა ინტენსივობის მიხედვით 3ა ფაზის კლინიკურ კვლევებში.
სიხშირე განისაზღვრა როგორც: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100; < 1/10), არახშირი (≥1/1000,; <1/100); იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000); უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება). სიხშირის თითოეულ ჯგუფში, გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.
ცხრილი 1 გვერდითირეაქციებიგრძელვადიანიკონტროლირებული 3აფაზისკვლევებიდან, გულ-სისხლძარღვთაშედეგებისგრძელვადიანი (LEADER®) გამოკვლევებისდა სპონტანური (პოსტმარკეტინგული ) მოხსენებებიდან
|
MedDRA სისტემათაორგანოებისკლასები
|
ძალიანხშირი |
ხშირი |
არახშირი |
იშვიათი |
ძალიანიშვიათი |
|
ინფექციები და ინვაზიები |
|
ნაზოფარინგიტი ბრონქიტი |
|
|
|
|
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები |
|
|
|
ანაფილაქსიური რეაქციები |
|
|
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები |
|
ჰიპოგლიკემია ანორექსია მადის დაქვეითება
|
დეჰიდრატაცია |
|
|
|
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები |
|
თავის ტკივილი თავბრუსხვევა |
დისგევზია |
|
|
|
გულის მხრივ დარღვევები |
|
გულის რითმის აჩქარება |
|
|
|
|
კუჭნაწლავის მხრივ დარღვევები |
გულისრევა ფაღარათი |
ღებინება დისპეფსია მუცლის ზედა ნაწილის ტკივიი ყაბზობა გასტრიტი შებერილობა მეტეორიზმი გასტროეზოფაგალური რეფლუქს დაავადება მუცელში დისკომფორტი კბილის ტკივილი |
კუჭის დაყოვნებული დაცლა |
ნაწლავების ობსტრუქცია |
პანკრეატიტი (მანეკროზებელი პანკრეატიტის ჩათვლით) |
|
ჰეპატობილიარული დარღვევები |
|
|
ქოლელითიაზი ქოლეცისტიტი |
|
|
|
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ დარღვევები |
|
გამონაყარი |
ჭინჭრის ციება ქავილი |
|
|
|
თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ დარღვევები |
|
|
თირკმლის ფუნქციის დარღვევა თირკმლის მწვავე უკმარისობა |
|
|
|
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები |
|
სისუსტე რეაქციები ინიექციის ადგილას |
უგუნებობა |
|
|
|
გამოკვლევები |
|
მომატებული ლიპაზა* მომატებული ამილაზა* |
|
|
|
*კონტროლირებული ფაზა 3ბ და 4 კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით.
ცალკეულიგვერდითიმოვლენებისაღწერა
ლირაგლუტიდის მონოთერაპიის კლინიკურ კვლევაში ჰიპოგლიკემიის სიხშირე დაბალი იყო, ვიდრე პაციენტებში აქტიური შესადარებელი პრეპარატის მიღებისას (გლიმეპირიდი). ყველაზე ხშირად შეტყობინებულ გვერდით მოვლენას წარმოადგენდა კუჭ-ნაწლავის მხრივ, ინფექციები და ინვაზიები.
ჰიპოგლიკემია
დადასტურებული ჰიპოგლიკემიის ეპიზოდების უმეტესობა კლინიკურ კვლევებში უმნიშვნელო იყო. ლირაგლუტიდის მონოთერაპიის სახით გამოყენებისას არ შეინიშნებოდა მწვავე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები. მწვავე ჰიპოგლიკემია შეიძლება განვითარდეს არახშირად და უპირატესად შეინიშნებოდა ლირაგლუტიდის სულფონილშარდოვანასთან (0.02 მოვლენა/პაციენტი წელიწადში) კომბინაციაში. რამოდენიმე ეპიზოდი (0,001 მოვლენა/პაციენტი წელიწადში) შეინიშნებოდა ლირაგლუტიდის პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, გარდა სულფონილშარდოვანასი. ჰიპოგლიკემიის რისკი დაბალია ბაზალური ინსულინის და ლირაგლუტიდის კომბინაციაში მიღებისას (1.0 მოვლენა პაციენტზე წელიწადში, იხ. ნაწილი 5.1). LEADER®-ის კვლევაში, მწვავე ჰიპოგლიკემიური ეპიზოდები შეინიშნებოდა დაბალი მაჩვენებლით ლიარგლუტიდის და პლაცებოს შედარებისას (1.0 vs 1.5 მოვლენა 100 პაციენტზე წელიწადში; დაახლოებითი წილი 0,69 [0.51-0.93]) (იხ. ნაწილი 5.1). პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პრემიქს ინსულინით საბაზისოდ და შემდგომი 26 კვირის განმავლობაში, 8 მწვავე ჰიპოგლიკემია ლირაგლუტიდის და პლაცებოს შემთხვევაში შეადგენდა 2. 2 მოვლენას 100 პაციენტზე წელიწადში.
გვერდითიმოვლენებიკუჭ-ნაწლავისტრაქტისმხრივ
მეტფორმინთან ერთად მიღებისას პაციენტების 20.7% აღენიშნებოდა გულისრევის ერთი ეპიზოდი მაინც და 12.6%-ს დიარეას ერთი ეპიზოდი მაინც. ლირაგლუტიდის სულფონილშარდოვანასთან ერთად გამოყენებისას პაციენტების 9.1% აღენიშნებოდა გულისრევის ერთი ეპიზოდი მაინც და 7.9%-ს დიარეას ერთი ეპიზოდი მაინც. ეპიზოდების უმრავლესობა იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და დოზაზე დამოკიდებული იყო. უწყვეტი თერაპიის დროს სიხშირე და სიმძიმე მცირდებოდა პაციენტების უმრავლესობაში, რომელთაც საწყის ეტაპზე აღენიშნებოდათ გულისრევა.
მონოთერაპიაში, პაციენტებში ვიქტოზას® ორივე დოზის მიღებისას, აღინიშნებოდა გულისრევის ხშირი განვითარება თერაპიიდან პირველ კვირებში (14%), ვიდრე გლიმეპირიდის დროს (3%). ვიქტოზას® ჯგუფის პაციენტების პროპორცია, რომელთაც აღენიშნებოდათ გულისრევა, დროთა განმავლობაში იხრებოდა და 16 კვირის შემდეგ პროპორცია მსგავსი იყო გლიმეპირიდის ჯგუფის პაციენტებისა. >70 წლის ასაკის პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ მეტი გვერდითი ეფექტები ლირაგლუტიდის მიღებისას. პაციენტებში თირმკლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 60-90 მლ/წთ და 30-59 მლ/წთ, შესაბამისად) შესაძლებელია უფრო მეტად განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი ეფექტები ლირაგლურიდით მკურნალობის დროს.
ქოლელითიაზიდაქოლეცისტიტი
ქოლელითიაზის რამოდენიმე შემთხვევა (0.4=%) და ქოლეცისტიტის (0.1%) შეინიშნებოდა გრძელვადიან, კონტროლირებულ 3ა ფაზის კლინიკურ კვლევებში ლირაგლუტიდის მიღებისას. LEADER -ის კვლევაში ქოლელითიაზის და ქოლეცისტიტის სიხშირე შეადგენდა 1.5% და 1.1% ლირაგლუტიდის და 1.1% და 0.7% პლაცებოსთვის, შესაბამისად (იხ. ნაწილი 5.1).
მკურნალობისმოხსნა
გვერდითი მოვლენების გამო მოხსნის სიხშირე შეადგენდა 7.8% ლირაგლუტიდის ჯგუფში და 3.4% შესადარებელი პროდუქტის ჯგუფში, გრძელვადიან კონტროლირებულ კვლევებში (26 კვირა ან მეტი). ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას, რომლის შედეგადაც საჭირო ხდებოდა ლირაგლუტიდის მოხსნა, წარმოადგენდა გულისრევა (2.8%) და ღებინება (1.5%).
რექციებიინექციისადგილას
რეაქციები ინექციის ადგილას შეინიშნებოდა პაციენტების 2% ვიქტოზას® მიღებისას გრძელვადიან (26 კვირაზე მეტი) კონტროლირებულ კვლევებში, აღნიშნული რეაქციები იყო მსუბუქი.
პანკრეატიტი
მწვავე პანკრეატიტის რამოდენიმე შემთხვევა (<0.2%) შეინიშნებოდა გრძელვადიან 3 ფაზის კლინიკურ კვლევებში ვიქტოზას მიღებისას. პანკრეატიტი, ასევე, შეინიშნებოდა პოსტმარკეტინგული გამოყენების დროს. LEADER-ის კვლევაში მწვავე პანკრეატიტის სიხშირე დადასტურებული გადაწყვეტილებით შეადგენდა 0.4% ლიტაგლუტიდისა და 0.5% პლაცებოსთვის, შესაბამისად (იხ. ნაწილი 4.4 და 5.1).
ალერგიულირეაქციები
ალერგიული რეაქციები, მათ შორის ჭინჭრის ციება, გამონაყარი და პრურიტი შეინიშნებოდა ვიქტოზას® მიღების შედეგად. ანაფილაქსიური რეაქციების რამოდენიმე შემთხვევა დამატებითი სიმპტომებით, როგორიცაა ჰიპოტენზია, პალპიტაციები, დისპნოე და შეშუპება, შეინიშნებოდა ვიქტოზას® გამოყენებისას. ანგიოედემის რამოდენიმე შემთხვევა (0.05%) შეინიშნებოდა ყველა გრძელვადიან კლინიკურ კვლევაში ვიქტოზას® მიღებისას.
პედიატრიულიპოპულაცია
ზოგადად, გვერდითი მოვლენების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე მოზარდებსა და ≥ 10 წლის ბავშვებში იგივე იყო, რაც მოზრდილ პოპულაციაში. დადასტურებული ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების სიხშირე უფრო მაღალი იყო ლირაგლუტიდით (0.58 მოვლენა/პაციენტი) პლაცებოსთან შედარებით (0.29 მოვლენა/პაციენტი წელიწადში). პაციენტებში, რომლებიც ინსულინით მკურნალობდნენ დადასტურებულ ჰიპოგლიკემიურ ეპიზოდამდე, სიხშირე უფრო მაღალი ლირაგლუტიდით (1.82 მოვლენა/პაციენტი წელიწადში) პლაცებოსთან შედარებით (0.91 მოვლენა/პაციენტი წელიწადში). ლირაგლუტიდით მკურნალობის ჯგუფში მძიმე ჰიპოგლიკემიური მოვლენები არ აღინიშნებოდა.
საეჭვოგვერდითიმოვლენებისშეტყობინება
პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება. იგი იძლევა პრეპარატის სარგებელის/რისკების ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას. მედიკოსებს სთხოვენ შეტყობინება გააგზავნონ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.
4.9 ჭარბიდოზირება
კლინიკური კვლევებიდან და მარკეტინგული გამოყენებისას, ჭარბი დოზირება შეინიშნებოდა რეკომენდებულ შემანარჩუნებელ დოზაზე (72 მგ) 40-ჯერ მეტი დოზის მიღებისას. შეტყობინებული მოვლენა მოიცავდა მწვავე გულისრევას, ფაღარათსა და ღებინებას.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, პაციენტის კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების გათვალისწინებით უნდა დაიწყოს შესაბამისი დამხმარე მკურნალობა. უნდა განხორციელდეს პაციენტზე დაკვირვება დეჰიდრატაციის კლინიკურ ნიშნებზე და აუცილებელია სისხლში გლუკოზის მონიტორინგი.
5. ფარმაკოლოგიურითვისებები
5.1 ფარმაკოდინამიკურითვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტური საშუალებები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ს (GLP-1) ანალოგები.
ათქკოდი: A10BJ02.
მოქმედებისმექანიზმი
ლირაგლუტიდი არის GLP-1 ანალოგი ადამიანების თანამიმდევრობასთან 97% ჰომოლოგიით, რაც უკავშირდება და ააქტიურებს GLP-1 რეცეპტორს. GLP-1 რეცეტპორი არის ბუნებრივი GLP-1 სამიზნე, ენდოგენური ინკრეტინული ჰორმონი, რომელიც აძლიერებს გლუკოზაზე დამოკიდებული ინსულინის სეკრეციას პანკრეატიტის ბეტა უჯრედებიდან. ბუნებრივი GLP-1– სგან განსხვავებით, ლირაგლუტიდს აქვს ადამიანებში ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური პროფილი, რაც შეესაბამება დღეში ერთჯერად გამოყენებას. კანქვეშა მიღების შემდეგ ხანგრძლივი მოქმედების პროფილი ემყარება სამ მექანიზმს: თვითასოციაცია, რაც იწვევს ნელ აბსორბციას, ალბუმინთან კავშირი და მაღალი ფერმენტული სტაბილურობა დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4 (DPP-4) და ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას (NEP) ფერმენტების მიმართ, არც იწვევს ხანგრძლივ პლაზმურ ნახერვარგამოყოფის პერიოდს.
ლირაგლუტიდის მოქმედება განპირობებულია სპეციფიური ურთიერთქმედებით GLP-1 რეცეპტორებთან, რაც იწვევს ციკლური ადენოზინ მონოფოსფატას მომატებას (cAMP). ლირაგლუტიდი ასტიმულირებს ინსულინის გამოყოფას გლუკოზადამოკიდებული ფორმით. ამავდროულად, ლირაგლუტიდი ამცირებს გლუკაგონის არასათანადოდ მაღალ სეკრეციას, ასევე გლუკოზადამოკიდებული ფორმით. ამგვარად, როდესაც სისხლში გლუკოზას დონე მაღალია, ინსულინის სეკრეცია ძლიერდება და ითრგუნება გლუკაგონის სეკრეცია. პირიქით, ჰიპოგლიკემიის დროს ლირაგლუტიდი აქვეითებს ინსულინის სეკრეციას და არ უშლის ხელს გლუკაგონის სეკრეციას. სისხლში გლუკოზას შემამცირებელი მექანიზმი ასევე მოიცავს კუჭის დაცლის მცირედით შეყოვნებას. ლირაგლუტიდი ამცირებს სხეულის წონას და სხეულის ცხიმის მასას შიმშილის გრძნობის და ენერგიის მოხმარების შემცირებით. GLP-1 არის მადის და საკვების მიღების ფიზიოლოგიური რეგულატორი, მაგრამ მოქმედების ზუსტი მექანიზმი ბოლომდე არ არის გარკვეული.
ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში, ლირაგლუტიდის პერიფერული მიღება იწვევდა შთანთქმას თავის ტვინის სპეციფიურ რეგიონებში და მოიცავდა მადის რეგულირებას, სადაც ლირაგლუტიდი GLP-1 რეცეპტორის (GLP-1R) სპეციფიური გააქტიურებით ზრდიდა დანაყრების შეგრძნებას და ამცირებდა შიმშილის სიგნალებს და ამგვარად იწვევდა სხეულის წონის შემცირებას. GLP-1 რეცეპტორები ასევე გამოიხატება სპეციფიურ ადგილებში გულში, ვასკულატურაში, იმუნურ სისტემაში და თირკმელებში. ათეროსკლეროზის თაგვის მოდელებში, ლირალგუტიდი ხელს უშლიდა აორტის ქოლესტერინული ფოლაქის განვითარების პროგრესს და ამცირებდა ანთებას ნადებში. დამატებით, ლირაგლუტიდს აქვს დადებითი ეფექტი პლაზმურ ლიპიდებზე. ლირაგლუტიდი არ ამცირებს უკვე დადგენილი ქოლესტერინული ფოლაქის ზომას.
ფარმაკოდინამიკურიეფექტები
ლირაგლუტიდის მოქმედება გრძელდება 24 სთ და აუმჯობესებს გლიკემიურ კონტროლს სისხლში გლუკოზას უზმოზე და პოსტპრანდიალური შემცირებით პაციენტებში 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით.
კლინიკურიეფექტურობადაუსაფრთხოება
გლიკემიური კონტროლი და გულსისხლძარღვოვანი სიკვდილიანობა და ავადობა 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის განუყოფელი ნაწილია.
გლიკემიურ კონტროლზე ლირაგლუტიდის ეფექტების შესაფასებლად ჩატარდა 5 ორმაგ-ბრმა, რანდომიზებული, კონტროლირებული კლინიკური მე-3ა ფაზის კვლევა (ცხრილი 2). ლირაგლუტიდით მკურნალობა კლინიკურად და სტატისტიკურად მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა გლიკოზილირებულ ჰემოგლობინს A1C (HbA1c), უზმოზე პლაზმურ გლუკოზას და პოსტპრანდიალურ გლუკოზას, პლაცებოსთან შედარებით.
აღნიშნული კვლევები მოიცავდა 3,978 პაციენტს 2 ტიპის დიაბეტით (2,501 პაციენტი იღებდა ლირაგლუტიდს), 53.7% მამაკაცები და 46.3% ქალები, 797 პაციენტი (508 მკურნალობდა ლირაგლუტიდით) იყვნენ ≥65 წლის ასაკის და 113 პაციენტი (66 იღებდა ლირაგლუტიდს) იყო ≥75 წლის ასაკის.
დამატებითი კვლევები ჩატარდა ლირაგლუტიდით, რაც მოიცავდა 1,901 პაციენტს ოთხ არაბრმა რანდომიზებულ, კონტროლირებულ (მათ შორის 464, 658, 323 და 177 პაციენტი თითო კვლევაში) და ერთი ორმაგ-ბრმა, რანდომიზებულ კლინიკურ კვლევაში. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში პაციენტებში 2 ტიპის დიაბეტით და თირკმლის საშუალო სიმძიმის დისფუნქციით (279 პაციენტი).
ასევე ჩატარდა გულ-სისხლძარღვთა შედეგების დიდი კვლევა (LEADER-ის კვლევა) ლირაგლუტიდით 9,340 პაციენტში 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით, რომლებიც იყვნენ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
- გლიკემიური კონტროლი
მონოთერაპია
ლირაგლუტიდის მონოთერაპია 52 კვირის განმავლობაში იწვევდა HbA1c-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვან და მდგრად შემცირებას 8 მგ გლიმეპირიდთან შედარებით (-0.84% 1.2 მგ-ზე, -1.14% 1.8 მგ-ისთვის vs. -0.51% შედარებით) პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ დიეტით და ვარჯიშით ან ჩაუტარდათ OAD მონოთერაპია არაუმეტეს ნახევარი მაქსიმალური დოზით (ცხრილი 2).
კომბინაციაპერორალურანტიდიაბეტურსაშუალებებთან
ლირაგლუტიდი კომბინირებულ თერაპიაში, 26 კვირის განმავლობაში, მეტფორმინთან, გლიმეპირიდთან ან მეტფორმინთან და როსიგლიტაზონთან ან SGLT2i ± მეტფორმინთან ერთად იწვევდა HbA1c-ის სტატისტიკურად მნიშვნელოვან და მდგრად შემცირებას პლაცებოსთან შედარებით (ცხრილი 2).
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ HbA1c 9.5% საბაზისო მაჩვენებელზე ზემოთ შეინიშნებოდა HbA1c-ს შემცირება 2.1%-ით ვიქტოზას® მკურანლობის შემდეგ მონოთრაპიის სახით, მაშინ როდესაც ვიქტოზას® თერაპიაზე მყოფ პაციენტებში კომბინაციაში გამოყენების კვლევებში შეინიშნებოდა HbA1c-ს შემცირება 1.1-2.5%-ით.
ცხრილი 2: ლირაგლუტიდისგამოყენებამონოთერაპიაში (52 კვირა) დაკომბინაციაშიპერორალურანტიდიაბეტურსაშუალებებთან (26 კვირა) კლინიკური 3აფაზისკვლევებში
|
|
N |
საშუალო საბაზისო HbA1c (%) |
საშუალო HbA1c ცვლილება საბაზისოდან (%) |
პაციენტები (%), რომლებმაც მიაღწიეს HbA1c<7% |
საშუალო საწყისი წონა (კგ) |
წონის საშუალო ცვლილება საწყისი მაჩვენებლიდან (კგ) |
|
მონოთერაპია |
||||||
|
ლირაგლუტიდი 1.2 მგ |
251 |
8.18 |
-0.84* |
42.81, 58.33 |
92.1 |
-2.05** |
|
ლირაგლუტიდი 1.8 მგ |
246 |
8.19 |
-1.14** |
50.91, 62.03 |
92.6 |
-2.45** |
|
გლიმეპირიდი 8 მგ/დღე |
248 |
8.23 |
-0.51 |
27.81, 30.83 |
93.3 |
1.12 |
|
მეტფორმინზედამატებისსახით (2,000 მგდღეში) |
||||||
|
ლირაგლუტიდი 1.2 მგ |
240 |
8.3 |
-0.97† |
35.31, 52.82 |
88.5 |
-2.58** |
|
ლირაგლუტიდი 1.8 მგ |
242 |
8.4 |
-1.00† |
42.41, 66.32 |
88.0 |
-2.79** |
|
გლიმეპირიდი 4 მგ/დღე |
121 |
8.4 |
0.09 |
10.81, 22.52 |
91.0 |
-1.51 |
|
|
242 |
8.4 |
-0.98 |
36.31, 56.02 |
89.0 |
0.95 |
|
გლიმეპირიდზედამატებისსახით (4 მგ/დღეში) |
||||||
|
ლირაგლუტიდი 1.2 მგ |
228 |
8.5 |
-1.08** |
34.51, 57.42 |
80.0 |
0.32** |
|
ლირაგლუტიდი 1.8 მგ |
234 |
8.5 |
-1.13** |
41.61, 55.92 |
83.0 |
-0.23** |
|
პლაცებო |
114 |
8.4 |
0.23 |
7.51, 11.82 |
81.9 |
-0.10 |
|
როსიგლიტაზონი |
231 |
8.4 |
-0.44 |
21.91, 36.12 |
80.6 |
2.11 |
|
4 მგ/დღეში |
|
|
|
|
|
|
|
მეტფორმინი (2000 მგ/ დღეში) + როსიგლიტაზონზე (4 მგორჯერდღეში) დამატებისსახით |
||||||
|
ლირაგლუტიდი 1.2 მგ |
177 |
8.48 |
-1.48 |
57.51 |
95.3 |
-1.02 |
|
ლირაგლუტიდი 1.8 მგ |
178 |
8.56 |
-1.48 |
53.71 |
94.9 |
-2.02 |
|
პლაცებო |
175 |
8.42 |
-0.54 |
28.11 |
98.5 |
0.60 |
|
მეტფორმინი (2000 მგ /დღეში)+გლიმეპირიდზე (4 მგ/დღეში) დამატებისსახით |
||||||
|
ლირაგლუტიდი 1.8 მგ |
230 |
8.3 |
-1.33* |
53.11 |
85.8 |
-1.81** |
|
პლაცებო |
114 |
8.3 |
-0.24 |
15.31 |
85.4 |
-0.42 |
|
ინსულინ გლარგინი4 |
232 |
8.1 |
-1.09 |
45.81 |
85.2 |
1.62 |
|
SGLT2i5 ± მეტფორმინი (≥1500 მგ/დღეში)დამატებისსახით |
||||||
|
ლირაგლუტიდი 1.8 მგ |
203 |
8.00 |
-1.02*** |
54.8*** |
91.0 |
-2.92 |
|
პლაცებო |
100 |
7.96 |
-0.28 |
13.9 |
91.4 |
-2.06 |
*უპირატესად (p<0.01) vs აქტიურ შესადარებელ პროდუქტთან; **უპირატესობა (p<0.0001) vs აქტიურ შესადარებელ პროდუქტთან; ***უმაღლესობა (p<0.001) აქტიური შედარების წინააღმდეგ; † არასრულფასოვნება (p<0.0001) vs აქტიურ შესადარებელ პროდუქტთან
1 ყველა პაციენტი; 2 მანამდე ჩატარებული OAD მონოთერაპია; 3 პაციენტები მანამდე ჩატარებული კვებითი მკურნალობით
5 ვიქტოზას დამატება SGLT2i გამოკვლეული იყო SGLT2i-ის ყველა დადასტურებულ დოზაზე.
4 ინსულინ გლარგინის დოზირება იყო ღია და მიიღებოდა ინსულინ გლარგინისთვის განკუთვნილი ტიტრირების გაიდლაინის მიხედვით. ინსულინ გლარგინის დოზის ტიტრირება იმართებოდა პაციენტის მიერ მკვლევარის მიერ მიცემული ინსტრუქციების შემდეგ:
ინსულინგლარგინისტიტრირებისგაიდლაინები
|
თვითშემოწმებული FPG |
ინსულინ გლარგინის დოზის მომატება (სე) |
|
≤5.5 მმოლ/ლ (≤100მგ/დლ) სამიზნე >5.5 და 100 და ≥6.7 მმოლ/ლ (≥100 და < 120 მგ/დლ) ≥6.7 მმოლ/ლ (≥120 მგ/დლ) |
არ საჭიროებს კორექციას 0–2 სეa 2 სე |
ა წინა ვიზიტის დროს მკვლევარის მიერ გაწეული ინდივიდუალური რეკომენდაციების მიხედვით, მაგ. იმის მიხედვით, თუ პაციენტს აღენიშნებოდა ჰიპოგლიკემია.
ინსულინთანკომბინაცია
104-კვირიან კლინიკურ კვლევაში, 2 ტიპის დიაბეტით დაავადებული პაციენტების 57% ინსულინ დეგლუდეკით მკრუნალობისას მეტფორმინთან კომბინაციაში, მიიღწეოდა სამიზნე HbA1c <7% და დანარჩენ პაციენტებში გრძელდებოდა 26-კვირის მანძილზე ღია კვლევაში და მათი რანდომიზება მოხდა ლირაგლუტიდის ან ინსულინ ასპარტის ერთჯერადი დოზის დამატებით (ყველაზე ნოყიერ საკვებთან). ინულინ დეგლუდეკი+ლირაგლუტიდით მკურნალობისას, ინსულინის დოზა მცირდებოდა 20% ჰიპოგლიკემიის რისკის შემსამცირებლად. ლირაგლუტიდის დამატება იწვევდა HbA1c-ს სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას (-0.73% ლირაგლუტიდის vs -0.40% შესადარებელი პროდუქტისთვის) ასევე სხეულის წონის შემცირებას (-3.03 VS 0.72კგ). ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების სიხშირე (თითოეულ პაციენტში წელიწადში ექსპოზიციისას) სტატისტიკურად მნიშვნელოვნად დაბალი იყო ლირაგლუტიდის დამატებისას, ვიდრე ინულინის ასპარტის ერთჯერადი დოზის დამატებისას (1.0 vs 8.15; წილი: 0.13; 95% CI: 0.08 – 0.21).
52-კვირიან კლინიკურ კვლევაში, ინსულინ დეტემირის დამატებისას ლირაგლუტიდზე 1.8 მგ და მეტფორმინზე, პაციენტებში, რომლებშიც ვერ მიიღწეოდა გლიკემიური სამიზნე ლირაგლუტიდის და მეტფორმინის ცალკე მიღებისას, იწვევდა HbA1c-ს შემცირებას საბაზისო მაჩვენებლიდან 0.54%-ით, ლირაგლუტიდის 1.8 მგ და მეტფორმინის 0.20% -ით შემცირებისას საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. შეინიშნებოდა წონის კლება. შეინიშნებოდა უმნიშვნელო ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების მცირედით მომატება (0.23 VS 0.03 მოვლენები თითოეულ პაციენტში წელიწადში).
LEADER-ის კვლევაში (იხ. ქვეპუნქტი გულ-სისხლძარღვთა შეფასება), 873 პაციენტი იმყოფებოდა პრემიქს ინსულინზე (OAD-ით ან მის გარეშე საბაზისოდან და შემდგომი 26 კვირის განმავლობაში. საშუალო HbA1c საბაზისოდ შეადგენდა 8,7% ლირაგლუტიდის და პლაცებოსთვის. 26-ე კვირას HbA1c-ს საშუალო მაჩვენებელის ცვლილება შეადგენდა -1.4% და - 0.5% ლირაგლუტიდისთვის და პლაცებოსთვის, შესაბამისად, მკურნალობის საშუალო განსხვავებით -0.9 [-1.00; -0.70] 95% CI. ლირაგლუტიდის უსაფრთხოების პროფილი პრემიქს ინსულინთან კომბინაციაში შედარებითი იყო პლაცებოს პროფილის პრემიქს ინსულინთან კომბინაციაში (იხ. ნაწილი 4.8).
თირკმლისფუნქციისდარღვევისმქონეპაციენტები
ორმაგ-ბრმა კვლევაში ლირაგლუტიდის 1.8 მგ ეფექტურობის და უსაფრთხოების შედარებისას პლაცებოსთან, ინსულინზე და/ან OAD-ზე დამატების სახით 2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით, ლირაგლუტიდს უპირატესობა აღინიშნებოდა პლაცებოსთან შედარებით HbA1c-ს შემცირებაში 26 კვირის შემდეგ (-1.05% vs - 0.38%). მნიშვნელოვნად მეტ პაციენტში შეინიშნებოდა HbA1c <7% ლირაგლუტიდის ჯგუფში პლაცებოსთნ შედარებით (52.8% vs 19.5%)/ ორივე ჯგუფში სხეულის წონის შემცირება შეადგენდა: -2.4 კგ ლირაგლუტიდის ჯგუფში vs -1.09 კგ პლაცებო ჯგუფში. ორ სამკურნალო ჯგუფს შორის ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების რისკი შედარებითი იყო. ლირაგლუტიდის უსაფრთხოების პროფილი ზოგადად მსგავსი იყო ლირაგლუტიდის სხვა კვლევებში არსებული პროფილისა.
- პაციენტთა პროპორცია, რომლებშიც მიიღწეოდა HbA1c-ს შემცირება
ლირაგლუტიდის მონოთერაპია იწვევდა პაციენტების სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მეტ პროპორციას, რომლებშიც მიიღწეოდა HbA1c ≤6.5% 52-ე კვირას გლიმეპირიდის ჯგუფის პაციენტებთან შედარებით (37.6% 1.8 მგ-თვის და 28.0% 1.2 მგ-სთვის vs 16.2% შესადარებელი პროდუქტისთვის).
ლირაგლუტიდი მეტფორმინთან, გლიმეპირიდთან, მეტფორმინსა და როსიგლიტაზონთან ან SGLT2i ± მეტფორმინთან კომბინაციაში იწვევდა პაციენტების სტატისკტიკურად მნიშვნელოვან მეტ პროპორციას, რომლებშიც მიიღწეოდა HbA1c ≤6.5% 26-ე კვირას, ვიდრე პაციენტებში მოცემული საშუალებების ცალკე გამოყენებისას.
- პლაზმური გლუკოზა უზმოზე
ლირაგლუტიდით მკურნალობა ცალკე და ერთ ან ორ პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებასთან კომბინაციაში იწვევდა პლაზმური გლუკოზას უზმოზე შემცირებას 13-43.5 14 მგ/დლ (0.72-2.42 მმოლ/ლ). მსგავსი შემცირება შეინიშნებოდა მკურნალობიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში.
- პოსტპრანდიალური გლუკოზა
ლირაგლუტიდი ამცირებდა პოსტპრანდიალურ გლუკოზას 31-49 მგ/დლ-ით (1.68-2.71 მმოლ/ლ) დღეში სამჯერადი ჭამის დროს.
- ბეტა-უჯრედების ფუნქცია
ლირაგლუტიდის კლინიკური კვლევები ანალიზებზე დაყრდნობით მიუთითებს ბეტა უჯრედების ფუნქციის გაუმჯობესებაზე, როგორიცაა ჰომეოსტაზის მოდელის შეფასება ბეტა უჯრედების ფუნქციისთვის (HOMA-B) პროინსულინის ინსულინის თანაფარდობისთვის. ლირაგლუტიდით 52-კვირიანი მკურნალობის შემდეგ გამოვლინდა პირველი და მეორე ფაზის ინსულინის გაუმჯობესებული სეკრეცია 2 ტიპის დიაბეტით (N=29) დაავადებულ პაციენტთა ქვეჯგუფში.
- სხეულის წონა
ლირაგლუტიდის მონოთერაპია და მეტფორმინთან, მეტფორმინსა და გლიმეპირიდთან ან მეტფორმინსა და რესიგლიტაზონთან, ან SGLT2i მეტფორმინით ან მეტფორმინის გარეშე ასოცირდებოდა წონაში კლებასთან კვლევების მსვლელობისას 0.86 კგ-დან 2.62 კგ-მდე დიაპაზონში პლაცებოსთან შედარებით.
წონის უფრო მეტად შემცირება შეინიშნებოდა სხეულის წონის ინდექსის (BMI) საწყის მაჩვენებლიდან მომატებასთან ერთად.
- გულ-სისხლძარღვთა შეფასება
გულ-სისხლძარღვთა მხრივ სერიოზული ძირითადი გვერდითი მოვლენების რეტროსპექტულ ანალიზებში (კარდიოვასკულური სკვდილი, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი) ყველა შუალედური და გრძელვადიანი ფაზა 2 და 3 კვლევაში (26-დან 100-მდე კვირის დიაპაზონში) 5,607 პაციენტის მონაწილეობით (3,651 იღებდა ლარიგლუტიდს) არ შეინიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის რისკის მომატება (ინტენსივობის წილი 0.75 (95% CI 0.35;1.63)) ლირაგლუტიდისთვის ყველა შესადარებელ პროდუქტთან მიმართებაში.
გულ-სისხლძარღვთა შედეგების დიაბეტის შეფასებაში ლირაგლუტიდის ეფექტის და მოქმედების (LEADER) კვლევა იყო მულტიცენტრული, პლაცებო-კონტროლირებული, ორმაგ-ბრმა კლინიკური კვლევა. 9,340 პაციენტი იყო შემთხვევით რანდომიზებული ლირაგლუტიდს (4,668) ან პლაცებოს (4,672) ჯგუფში, ორივე შემთხვევაში HbA1c -ს ზრუნვის სტანდარტებზე დამატების სახით და გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორები (CV). კვლევის ბოლოს პირველადი გამოსავალი ან სასიცოცხლო სტატუსი ხელმისაწვდომი იყო მონაწილეთა 99.7%-სთვის და 99.6%-სთვის შესაბამისად ლირაგლუტიდის და პლაცებოსთვის შემთხვევით რანდომიზებული. დაკვირვების ხანგრძლივობა შეადგენდა მინიმუმ 3.5 და მაქსიმუმ 5 წელს. კვლევის პოპულაცია მოიცავდა >65 წლის ასაკის პაციენტებს (n=4,329) და ≥75 წლის ასაკის (N=836) და პაციენტებს თირკმლის მსუბუქი (n=3,907), საშუალო (n=1,934) ან მძიმე (n=224) დისფუნქციით. საშუალო ასაკი შეადგენდა 64 წელს და საშუალო BMI შეადგედა 32.5 კგ/მ2. დიაბეტის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 12.8 წელს.
პირველადი საბოლოო წერტილი იყო დრო დაწყებული რანდომიზებიდან რომელიმე მთავარი გვერდითი გულსისხლძარღვა მოვლენების (MACE) პირველად განვითარებამდე: CV სიკვდილი, არაფატალური მიოკარდიუმის ინფარქტი ან არაფატალური ინსულტი. ლირაგლუტიდი აღემატებოდა პრევენციაში MACE პლაცებოსთან შედარებით (სურათი 1). საშუალო მავნე თანაფარდობა მნიშვნელოვნად 1-ზე დაბალი იყო ყველა 3 MACE კომპონენტისთვის.
ლირაგლუტიდმა ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა გაფართოებული MACE-ის რისკი (პირველადი MACE, არასტაბილური სტენოკარდია, რომელიც იწვევს ჰოსპიტალიზაციას, კორონარული რევასკულარიზაციას ან ჰოსპიტალიზაციას გულის უკმარისობის გამო) და სხვა მეორადი საბოლოო წერტილების (სურათი 2).
სურათი 1: კაპლანმეიერისდროისგრაფიკიპირველი MACE-FAS პოპულაციისმიმართ
სურათი 2: ინდივიდუალურიგულ-სისხლძარღვთამოვლენისტიპებისანალიზისკოეფიციენტი - FAS პოპულაცია
HbA1c -ს მნიშვნელოვანი და მდგრადი შემცირება საბაზისოდან 36 თვემდე შეინიშნებოდა ლირაგლუტიდით პლაცებოსთან შედარებით, სტანდარტულ მკურნალობაზე დამატებითი სახით გამოყენებისას (-1.16% vs -0.77%; მკურნალობის დაახლოებითი განსხვავება (ETD) -0.40% [-0.45; -0.34]). ინსულინით მკურნალობის გაძლიერების საჭიროება შემცირდა 48%-ით ლირაგლუტიდის შემთვევაში პლაცებოსთან შედარებით საბაზისოდ ინსულინით არანამკურნალებ პაციენტებში (HR 0.52 [0.48; 0.57]).
- არტერიული წნევა და გულის რითმი
3ა ფაზის კვლევის მსვლელობისას, ლირაგლუტიდი ამცირებდა სისტოლურ არტერიულ წნევას საშუალოდ 2.3 – 6.7 mmHg. საბაზისოდან და აქტიურ შესადარებელ პროდუქტთან შედარებით შემცირება შეადგენდა 1.9-4.5 mmHg. გულის რითმის საშუალო ზრდა საბაზისოდან 2-3 დარტყმით მეტჯერ წუთში შეინიშნებოდა ლირაგლუტიდის გამოყენებისას გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში, მათ შორის LEADER-ში. LEADER -ის კვლევაში არ შეინიშნებოდა მომატებული გულის ცემის გრძელვადიანი კლინიკური ზემომქედება გულსისლხძარღვთა მოვლენების რისკზე.
- მიკროვასკულარული შეფასება
LEADER-ის კვლევაში, მიკროვასკულარული მოვლენები მოიცავს ნეფროპათიას და რეტინოპათიას. პირველი მიკროვასკულარული მოვლენისადმი დროის ანალიზს ლირაგლუტიდის და პლაცებოს შედარებისას ჰქონდა HR 0.84 [0.73, 0.97]. ლირაგლუტიდის HR პლაცებოსთან შედარებით შეადგენდა 0.78 [0.67, 0.92]პირველი ნეფროპათიის მოვლენის მიმართ დროისთვის და 1.15 [0.87, 1.52] პირველი რეტინოპათიის მოვლენის მიმართ.
- იმუნოგენურობა
ცილების ან პეპტიდების შემცველი სამედიცინო პროდუქტების პოტენციურად იმუნოგენური თვისებების შესაბამისად, პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ლირაგლუტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულები ლირაგლუტიდის მკურნალობის შემდეგ. პაციენტების საშუალოდ 8.6%-ში შეინიშნებოდა ანტისხეულების განვითარება. ანტისხეულების ფორმირება არ ასოცირდებოდა ლირაგლუტიდის ეფექტურობის შემცირებასთნ.
პედიატრიულიპოპულაცია
ორმაგ-ბრმა კვლევაში, რომელიც ადარებდა ვიქტოზას 1,8 მგ ეფექტურობასა და უსაფრთხოებას და პლაცებოს, მეტფორმინის ± ინსულინის სახით მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზარდებსა და ≥ 10 წლის ბავშვებში, ვიაქტოზას უფრო უკეტესი იყო პლაცებოსთან შედარებით HbA1c შემცირებაში 26 კვირის შემდეგ(-1.06, [-1.65, 0.46]). მკურნალობის განსხვავება HbA1c იყო 1,3% დამატებითი 26 კვირის შემდეგ, რამაც დაადასტურა ვიქტოზას ძლიერი გლიკემიური კონტროლი. ვიქტოზას ეფექტურობისა და უსაფრთხოების პროფილი იგივე იყო, რაც მოზრდილთა პოპულაციაში. ადეკვატური გლიკემიური კონტროლსა თუ ტოლერანტობაზე დაყრდნობით, საკვლევ პირთა 30% დარჩა 0,6. მგ დოზაზე, 17%-ში დოზა გაიზარდა 1,2 მგ-მდე, ხოლო 53%-ში - 1,8 მგ-მდე.
სხვაკლინიკურიმონაცემები
ღია კვლევაში ლირაგლუტიდის (1.2 მგ და 1.8 მგ) და სიტაგლიპტინის (DPP-4 ინჰიბიტორი, 100 მგ) ეფექტურობისა და უსაფრთოების შედარებისას, პაციენტებში, რომლებშიც შეინიშნებოდა მეტფორმინის მონოთერაპიისას არასათანადო კონტროლი (საშუალო HbA1c 8,5%), ლირაგლუტიდის ორივე დოზა სტატისტიკურად უპირატესი იყო სიტაგლიპტინით მკურნალობასთან შედარებით HbA1c-ს შემცირებაში 26 კვირის შემდეგ (-1.24%, -1.50% vs -0.90%, p< 0.0001). ლირაგლუტიდით მკურალობისას პაციენტებში შეინიშნებოდა სხეულის წონის მნიშვნელოვანი შემცირება, ვიდრე სიტაგლიპტინის ჯგუფის პაციენტებში (-2.9 კგ და -3.4 კგ vs - 1.0 კგ, p<0.0001).
ლირაგლუტიდით მკურნალობისას პაციენტების უმეტესობაში შეინიშნებოდა გარდამავალი გულისრევა სიტაგლიპტინის ჯგუფის პაციენტებთან შედარებით (20.8% და 27.1% ლირაგლუტიდისთვის vs 4.6% სიტაგლიპინისთვის). HbAc1-ის შემცირება და უპირატესობა სიტაგლიპინთან შედარებით, რაც შეინიშნებოდა ლირალგლუტიდით მკურნალობის 26 კვირის შემდეგ (1.2 მგ და 1.8 მგ) ნარჩუნდებოდა მკურნალობიდან 52 კვირის შემდეგ (-1.29% და -1.51% vs -0.88%, p<0.0001). პაციენტების გადაყვანა სიტაგლიპტინიდან ლირაგლუტიდის მკურნალობაზე 52 კვირის შემდეგ იწვევდა Hba1C-ს დამატებით და სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას (-0.24% და -0.45%, 95% CI: -0.41 -დან -0.07-მდე და 0.67-დან -0.23- მდე) 78-ე კვირას, მაგრამ არ არსებობდა ფორმალური საკონტროლო ჯგუფი.
ღია კვლევაში ლირაგლუტიდის 1.8 მგ დღეში ერთხელ მიღების და ექსანატიდის 10 მკგ დღეში ორჯერ მიღების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შედარებისას, პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ მეტფორმინით და/ან სულფონილშარდოვანას თერაპიით არასათანადო კონტროლი (საშუალო HbA1c 8.3%), ლირაგლუტიდი სტატისტიკურად უპირატესი იყო ექსენატიდის მკურნალობასთან შედარებით HbA1c-ს შემცირების მხრივ მკურნალობიდან 26 კვირის შემდეგ (-1.12% vs -0.79%; მკურნალობის მიახლოებითი განსხვავება: -0.33; 95% CI: -0.47 - დან -0.18-დე). მნიშვნელოვნად ბევრ პაციენტში მიიღწეოდა HbA1c <7% ლირაგლუტიდის ჯგუფში ექსენატიდის ჯგუფთან შედარებით (54.2% vs 43.3%, p=0.0015). ორივე სახის მკურნალობა იწვევდა სხეულის წონის საშუალო შემცირებას დაახლოებით 3კგ-ით. პაციენტების გადაყვანისას ექსენატიდიდან ლირაგლუტიდზე 26-ე კვირას იწვევდა HbA1c-ს დამატებით და სტატისტიკურად მნიშვნელოვან შემცირებას (-0.32%, 95% CI: -0.41 -დან -0.24-დე) 40-ე კვირას, მაგრამ არ არსებობდა ფორმალური საკონტროლო ჯგუფი. 26 კვირის განმავლობაში ლირაგლუტიდის გამოყენებისას ადგილი ჰქონდა 12 სერიოზულ მოვლენას 235 პაციენტში (5.1%), მაშინ როდესაც ექსენატიდის გამოყენებისას - 6 სერიოზულ გვერდით მოვლენას 232 პაციენტში (2.6%). არ არსებობდა თანამიმდევრული ნიმუში სისტემურ ორგანოთა კლასის მოვლენებთან დაკავშირებით.
ღია კვლევაში ლირაგლუტიდის 1.8 მგ ეფექტურობის და უსაფრთხოების შედარებისას ლიქსისენატიდთან 20 მკგ 404 პაციენტში, რომელთა კონტროლი არაადეკვატური იყო მეტფორმინის თერაპიით (საშუალო HbA1c 8,4%), ლირაგლუტიდი უპირატესი იყო ლიქსისენატიდზე HbA1c-ს შემცირებაში მკურნალობის 26 კვირის შემდეგ (-1.83% vs -1.21%, p < 0.0001) მნიშვნელოვნად მეტ პაციენტში მიიღწეოდა <7% HbA1c ლირაგლუტიდით, ვიდრე ლიქსისენატიდით (74.2% vs 45.5%, p <0.0001) ასევე HbA1c სამიზნე 6.5% -ზე ნაკლები ან ტოლი (54.6% vs 26.2%, p < 0.0001) სხეულის წონის კლება შეინიშნებოდა ორივე სამკურნალო ჯგუფში (- 4.3 კგ ლირაგლუტიდით და - 3.7 კგ ლიქსისენატიდით. გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ უფრო ხშირი იყო ლირაგლუტიდით მკურნალობისას (43.6% vs 37.1%).
5.2 ფარმაკოკინეტიკურითვისებები
აბსორბცია
ლირაგლუტიდის აბსორბცია კანქვეშა მიღების შემდეგ ნელია, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს მიღებიდან 8-12 საათის შემდეგ. ლირაგლუტიდის სავარაუდო მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენდა 9,4 ნმოლ/ლ (საშუალო სხეულის წონა დაახლოებით 73 კგ) ლირაგლუტიდის კანქვეშა ერთჯერადი 0,6 მგ დოზისას. 1.8 მგ ლირაგლუტიდის დროს, ლირაგლუტიდის საშუალო წონასწორული კონცენტრაცია (AUCτ/24) მიაღწია დაახლოებით 34 ნმოლ/ლ (სხეულის საშუალო წონა დაახლოებით 76 კგ). ლირაგლუტიდის ექსპოზიცია მცირდება სხეულის წონის მატებასთან ერთად. ლირაგლუტიდის ექსპოზიცია დოზის პროპორციულად იზრდებოდა. სუბიექტში ვარიაციის კოეფიციენტი ლირაგლუტიდის AUC იყო 11% ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ.
ლირაგლუტიდის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა კანქვეშა მიღების შემდეგ არის დაახლოებით 55%.
განაწილება
განაწილების აშკარა მოცულობა კანქვეშა მიღების შემდეგ არის 11-17 ლ. განაწილების საშუალო მოცულობა ინტრავენური მიღების შემდეგ არის 0.07 ლ/კგ. ლირაგლუტიდი ჭარბად უკავშირდება პლაზმური ცილებს (>98%).
ბიოტრანსფორმაცია
ჯანმრთელ სუბიექტებში რადიომარკირებული [3H]- ლირაგლუტიდის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში, პლაზმაში ძირითად კომპონენტს წარმოადგენდა ინტაქტური ლირაგლუტიდი. აღმოჩნდა ორი უმნიშვნელო პლაზმური მეტაბოლიტი (≤9% და ≤5% საერთო პლაზმური რადიოაქტიურობის ექსპოზიცია). ლირაგლუტიდი მეტაბოლიზდება იგივენაირად დიდ ცილებად სპეციფიური ორგანოს გარეშე, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა ელიმინაციის ძირითადი გზის სახით.
ელიმინაცია
[3H]- ლირაგლუტიდის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, არ აღმოჩნდა ინტაქტური ლირაგლუტიდი შარდში ან ფეკალიებში. მიღებული რედიოაქტიურობის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყოფოდა ლირაგლუტიდთან დაკავშირებული მეტაბოლიტების სახით შარდსა და ფეკალიებში (6% და 5%, შესაბამისად). შარდსა და ფეკალიებში რადიოაქტიურობა ძირითადად გამოიყოფოდა პირველი 6-8 დღის განმავლობაში და შეესაბამებოდა სამ უმნიშვნელო მეტაბოლიტს, შესაბამისად.
ლირაგლუტიდის ერთჯერადი დოზის კანქვეშა გამოყენების შემდეგ საშუალო კლირენსი დაახლოებით 1.2 ლ/სთ-ია ელიმინაციის ნახევრაგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 13 სთ.
განსაკუთრებულიპოპულაცია
ხანდაზმულები: ჯანმრთელ სუბიექტებში ფარმაკოკინეტიკური კვლევის შედეგების და პაციენტების პოპულაციის ფარმაკოკიუნეტიკური მონაცემების ანალიზების (18-80 წლის ასაკის) საფუძველზე, ასაკს არ ჰქონდა კლინიკურად დაკავშირებული ეფექტი ლირაგლუტიდის ფარმაკოკინეტიკაზე.
სქესი: სქესს არ ჰქონია კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ლირაგლუტიდის ფარმაკოკინეტიკაზე მამაკაცებსა და ქალებში ფარმაკოკინეტიკური მონაცემების ანალიზების შედეგების და ჯანრმთელ სუბიექტებში ფარმაკოკინეტიკური კვლევის მიხედვით.
ეთნიკურიწარმოშობა: ეთნიკურ წარმოშობას არ ჰქონია კლინიკურად დაკავშირებული ეფექტი ლირაგლუტიდის ფარმაკოკინეტიკაზე პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზების შედეგების მიხედვით, რომელიც მოიცავდა თეთრკანიან, შავკანიან, აზიური და ესპანური წარმოშობის პაციენტებს.
სიმსუქნე: პოპულაციის ფარმაკოკინეტიკური ანალიზების მიხედვით, სხეულის მასის ინდექსს (BMI) არ გააჩნდა მნიშვნელოვანი ეფექტი ლირაგლუტიდის ფარმაკოკინეტიკაზე.
ღვიძლისფუნქციისდარღვევა: ერთჯერადი დოზის კვლევაში ლირაგლუტიდის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევით. ლირაგლუტიდის ექსპოზიცია მცირდებოდა 13-23%-ით ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში ჯანმრთელ სუბიექტებთან შედარებით. ექსპოზიცია იყო მნიშვნელოვნად დაბალი (44%) პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევით (ჩაილდ პიუს ქულა >9).
თირკმლისფუნქციისდარღვევა:ლირაგლუტიდის ექსპოზიცია მცირდებოდა პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ინდივიდებთან შედარებით. ლირაგლუტიდის ექსპოზიცია მცირდებოდა 33%, 14%, 27% და 26%-ით შესაბამისად, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი, CrCl 50-80 მლ/წთ), ზომიერი (CrCl 30-50 მლ/წთ), და მწვავე (CrCl < 30 მლ/წთ) დარღვევით და თირკმლის ბოლო სტადიის დაავადებით, რომელიც საჭიროებს დიალიზს. ასევე 26 -კვირიან კლინიკურ კვლევაში 2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ და თირკმლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში (CrCl 30-59 მლ/წთ, იხ. ნაწილი 5.1) აღინიშნებოდა ლირაგლუტიდის 26%-ით დაბალი ექსპოზიცია ცალკე კვლევაში მონაწილე 2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტებთან შედარებით თირკმლის ნორმალური ფუნქციით და ფუნქციის მსუბუქი დარღვევით.
პედიატრიულიპოპულაცია: ფარმაკოკინეტიკური თვისებები შეფასდა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ≥ 10 წლის პედიატრიული პაციენტების კლინიკურ კვლევებში. ლირაგლუტიდის ექსპოზიცია მოზარდებსა და ბავშვებში იგივე იყო, რაც მოზრდილებში.
5.3 უსაფრთხოებისპრეკლინიკურიმონაცემები
არაკლინიკური მონაცემების მიხედვით არ გამოვლენილა განსაკუთრებული ზიანი ადამიანებში უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიურობის ან გენოტოქსიურობის კონვენციურ კვლევებზე დაყრდნობით.
ფარისებრი ჯირკვლის C-უჯრედების არალეტალური სიმსივნე შეინიშნებოდა 2-წლიან კანცეროგენულობის კვლევაში ვირთხებსა და თაგვებში. ვირთხებში არ შეინიშნებოდა გვერდითი ეფექტების დონე (NOAEL). მსგავსი სიმსივნეები არ შეინიშნებოდა მაიმუნებში 20 თვის მანძილზე მკურნალობისას. მსგავსი აღმოჩენა მღრღნელებში გამოწვეულია არაგენოტოქსიური, სპეციფიური GLP-1 რეცეტპორებით განპირობებული მექანიზმით, რომლის მიმართაც მღრღნელები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. ადამიანებთან კავშირი დაბალია, მაგრამ არ შეიძლება მთლიანად გამოირიცხოს. მკურნალობასთან დაკავშირებული სხვა სიმსივნეები არ შეინიშნებოდა. ცხოველებში ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ მავნე ეფექტებზე ნაყოფიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ მცირედით იზრდებოდა ემბრიონის ადრეული სიკვდილიანობა მაღალი დოზების მიღებისას. ვიქტოზას® მიღება შუა გესტაციის პერიოდში იწვევდა დედის სხეულის წონის შემცირებას და ნაყოფის ზრდას ვირთაგვების ნეკნებზე საეჭვო ეფექტებით და კურდღლებში ჩონჩხის ცვლილებით. ნეონატალური ზრდა მცირდებოდა ვირთაგვებში ვიქტოზას® ექსპოზიციისას და ხანგრძლივდებოდა მაღალი დოზების მიღებისას. უცნობია ლეკვების ზრდის შემცირება გამოწვეული იყო თუ არა ლეკვების მიერ რძის მიღების შემცირებით პირდაპირი GLP-1 ეფექტის გამო ან რძის წარმოების შემცირებით შემცირებული კალორიების მიღებით. კურდღლებში ინტრა-არტერიული ინექციის შემდეგ იწვევდა მსუბუქ ან ზომიერ ჰემორაგიას, ერითემას და ინექციის ადგილის შეშუპებას.
6. ფარმაცევტულითვისებები
6.1 დამხმარენივთიერებებისჩამონათვალი
დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, პროპილენ გლიკოლი, ფენოლი, საინექციო წყალი.
6.2 შეუთავსებლობა
ვიქტოზას® დამხმარე ნივთიერებებმა შესაძლებელია გამოიწვიოს ლირაგლუტიდის დეგრადაცია. თავსებადობის შესახებ კვლევების არარსებობის გამო, მოცემული პრეპარატის შერევა დაუშვებელია სხვა პრეპარატებთან.
6.3 ვარგისობისვადა
პირველი გამოყენების შემდეგ: 1 თვე
6.4 შენახვისგანსაკუთრებულიპირობები
ინახება მაცივარში (2-8°C). არ გაყინოთ. შეინახეთ საყინულედან მოშორებით.
პირველიგამოყენებისშემდეგ: ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-8°C). არ გაყინოთ.
კალამი შეინახეთ თავდახურული სინათლისგან დაცვის მიზნით.
6.5 კონტეინერისაღწერადაშემადგენლობა
წინასწარ შევსებული მულტიდოზიანი კალამის შეფუთვის შემადგენლობაში შედის კარტრიჯი (I ტიპის შუშა) დგუშით (ბრომობუთილი) და ლამინირებული რეზინის ფურცლით (ბრომობუთილი/პოლიიზოპრენი), რომელიც წარმოებულია პოლიოლეფინის და პოლიაცეტალისგან.
თითოეული კალამი შეიცავს 3 მლ ხსნარს, რომელიც შეიცავს 0.6 მგ 30 დოზას, 1.2 მგ 15 დოზას ან 1.8 მგ 10 დოზას.
შეფუთვა შეიცავს 1, 2 ან 3 წინასწარ შევსებულ კალამს. შესაძლებელია ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.
6.6 სპეციალური გაფრთხილებები განადგურებისა შესახებ და სხვა მითითებები
ვიქტოზას® გამოყენება დაუშვებელია თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე და უფერო ან თითქმის უფერო. ვიქტოზას® გამოყენება დაუშვებელია, თუ მოხდა მისი გაყინვა.
ვიქტოზას® მიღება შესაძლებელია 8 მმ სიგრძის და 32G სისქის ნემსით. კალამი შექმნილია ისე, რომ მოხდეს მისი გამოყენება NovoFine® ან NovoTwist®-ის ერთჯერადი ნემსებით.
შეფუთვა არ შეიცავს ნემსებს.
საჭიროა პაციენტების გაფრთხილება, რომ ყოველი ინექციის შემდეგ საინექციო ნემსის გადაგდება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების მიხედვით და კალამის შენახვა უნდა მოხდეს მასზე ნემსის გარეშე. მსგავსი ქმედებებით თავიდან აიცილებთ დაბინძურებას, ინფექციას და პროდუქტის გამოჟონვას. ასევე ხდება ზუსტი დოზირების უზრუნველყოფა.
7. სავაჭრო ლიცენზიისმფლობელი და მწარმოებელი
ნოვო ნორდისკ ა/ს, ნოვო ალე, DK-2880 ბაგსვერდი, დანია
Victoza®, NovoFine®, NovoTwist® წარმოადგენსNovo Nordisk A/S, დანიისკუთვნილსავაჭრონიშნებს.
©2023
ნოვო ნორდისკი ა/ს
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
|
ვიქტოზას® კალმისგამოყენებისინსტრუქცია გთხოვთ კალმისგამოყენებამდეწაიკითხეთმოცემულიინსტრუქციები. კალამი შეიცავს 18 მგ ლირაგლუტიდს. შეგიძლიათ აირჩიოთ 0.6 მგ , 1.2 მგ და 1.8 მგ დოზები. კალმის გამოყენება უნდა მოხდეს NovoFine® ან NovoTwist®-ის ერთჯერადი საინექციო 8 მმ სიგრძის და 32G სისქის (0.25/0.23 მმ) ნემსების მეშვეობით. |
|
|
ნემსი(ნიმუში)
გარე ნემსის თავი შიდა ნემსის თავი ნემსი ქაღალდის სანიშნი
|
|
|
|
|
|
კალმისმომზადება შეამოწმეთკალმისდასახელებადაფერადიეტიკეტი იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ იგი შეიცავს ლირაგლუტიდს. არასწორი პრეპარატის გამოყენება გამოიწვევს მძიმე შედეგებს. მოხსენით კალამს თავსახური |
A |
|
მოხსენით ქაღალდის სანიშნი ახალი ერთჯერადი ნემსიდან. მოარგეთ ნემსი თქვენს კალამს პირდაპირ და მჭიდროდ.
|
B
|
|
მოხსენით ნემსის გარეთა თავსახური და შეინახეთ შემდეგში გამოყენებისათვის. |
C |
|
მოხსენით ნემსის შიდა თავსახური და გადააგდეთ ის. |
D |
|||||||
|
|
||||||||
|
კალმისმოვლა
დააზიანოთ კალამი. |
||||||||
|
მნიშვნელოვანიინფორმაცია
|
||||||||
|
ახალიკალმისგამოყენებისასშეამოწმეთნაკადისგადმოსვლა ყოველიახალიკალმისპირველადგამოყენებისწინშეამოწმეთპრეპარატისნაკადი. თუკალამიუკვეგამოიყენება, დაიწყეთ „აირჩიეთთქვენიდოზა“-დან, საფეხური H. შეატრიალეთ დოზის სელექტორი, ვიდრე მაჩვენებელი არ გაუსწორდება ნაკადის შემოწმების სიმბოლოს. |
E
|
|||||||
|
დაიჭირეთ კალამი ნემსით ზემოთ მიმართული. კარტრიჯს ფრთხილად მიარტყით თითი რამოდენიმეჯერ. ამის მეშვეობით ჰაერის ბუშტუკები შეგროვდება კარტრიჯის ზედაპირზე. |
F |
|||||||
|
დაიჭირეთ ნემსით ზემოთ მიმართული და მიაწექით დოზირების ღილაკს, ვიდრე მაჩვენებელი არ გაუსწორდება 0 მგ-ს. ლირაგლუტიდის დოზა გამოჩნდება ნემსის წვერზე. თუ წვეთი არ გამოჩნდება, გაიმეორეთ საფეხურები E –G 4 -ჯერ. თუ კვლავ არ გამოჩნდება ლირაგლუტიდის წვეთი, გამოცვალეთ ნემსი და გაიმეორეთ საფეხურები E-G კიდევ ერთხელ. არ გამოიყენოთ კალამი, თუ ლირაგლუტიდის წვეთი კვლავ არ გამოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ კალამი წუნიანია და საჭიროა ახალი კალმის გამოყენება.
|
G |
|||||||
|
თუ კალამი დაგივარდებათ მაგარ ზედაპირზე ან ეჭვი გაქვთ, რომ არ არის მწყობრში, ყოველთვის მოარგეთ მას ახალი ერთჯერადი ნემსი და ინექციამდე შეამოწმეთ ნაკადის გამოსვლა. |
||||||||
|
აირჩიეთდოზა ყოველთვისშეამოწმეთრომმაჩვენებელიუსწორდებოდეს 0 მგ-ს. ატრიალეთ დოზის სელექტორი, ვიდრე საჭირო დოზა არ გაუსწორდება მაჩვენებელს (0.6 მგ, 1.2 მგ ან 1.8 მგ). თუ შემთხვევით აირჩევთ არასწორ დოზას, უბრალოდ შეცვალეთ ის დოზის სელექტორის წინ და უკან ტრიალით, ვიდრე სწორი დოზა არ გაუსწორდება მაჩვენებელს. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ დოზის სელექტორის უკან მიმართულებით ტრიალისას არ დააჭიროთ ხელი დოზის ღილაკს, ვინაიდან შესაძლებელია გადმოვიდეს ლირაგლუტიდი. თუ დოზის სელექტორი გაჩერდება იქამდე, ვიდრე საჭირო დოზა გაუსწორდება მაჩვენებელს, ესე იგი სრული დოზისთვის აღარ არის დარჩენილი საკმარისი ლირაგლუტიდი. მაშინ შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი: გაყოთთქვენიდოზაორინექციად: ატრიალეთ დოზის სელექტორი იქამდე, ვიდრე მაჩვენებელი არ გაუსწორდება 0.6მგ ან 1.2მგ- ს. გაიკეთეთ დოზა. შემდეგ მოამზადეთ ახალი კალამი ინექციისთვის და გაიკეთეთ დანარჩენი მგ იმისათვის, რომ დაასრულოთ თქვენი დოზა. დოზის გაყოფა ძველსა და ახალ კალმებს შორის შეგიძლიათ მხოლოდ ექიმის მითითების შემთხვევაში. დოზების დასაგეგმად გამოიყენეთ კალკულატორი. თუ დოზას გაყოფთ შეცდომით, შეიძლება გაიკეთოთ ლირაგლუდტიდის ძალიან დიდი ან ძალიან მცირე დოზა. გაიკეთეთსრულიდოზაახალიკალმით: თუ დოზის სელექტორი გაჩერდება 0.6 მგ-თან ნიშნულით, მოამზადეთ ახალი კალამი და გაიკეთეთ სრული დოზა ახალი კალმით. |
|
|||||||
|
დაუშვებელია 0.6 მგ, 1.2 მგ ან 1.8 მგ დოზების გარდა სხვა დოზების არჩევა. ეკრანზე ციფრები ზუსტად უნდა უსწორდებოდნენ მაჩვენებელს, იმისათვის რომ მოხდეს სწორი დოზის არჩევა. დოზის სელექტორი ტრიალისას გამოსცემს ხმას. დაუშვებელია ამ ხმების გამოყენება დოზის ასარჩევად. დაუშვებელია კარტრიჯის შკალის გამოყენება ლირაგლუტიდის დოზის ასარჩევად, ვინაიდან იგი არ არის საკმარისად ზუსტი. |
||||||||
|
გაიკეთეთდოზისინექცია შეიყვანეთნემსიკანშიინექციისმეთოდით, რომელსაცგიჩვენებთთქვენიექიმიანექთანი. შემდეგმიყევითქვემოთინსტრუქციებს: დააჭირეთ დოზის ღილაკს ინექციისთვის, ვიდრე მაჩვენებელი არ გაუსწორდება 0მგ-ს. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ არ შეეხოთ ეკრანს თითებით ან არ დააჭიროთ ხელი გვერდებზე დოზის სელექტორს ინექციის პროცედურის დროს, ვინაიდან შესაძლებელია ინექციის ბლოკირება. დოზის ღილაკზე გეჭიროთ ხელი და ნემსი გააჩერეთ კანში სულ მცირე 6 წამით, იმისათვის რომ სრული დოზის შეყვანა მოხდეს. |
I |
|||||||
|
|
გამოიღეთ ნემსი. შემდეგ, თქვენ დაინახავთ ლირაგლუტიდის წვეთს ნემსის წვერზე. ეს ნორმალურია და გავლენას არ მოახდენს დოზაზე.
|
J |
||||||
|
|
ნემსის წვერი მოათავსეთ ნემსის გარე თავსახურში ნემსზე ან ნემსის გარე თავსახურზე შეხების გარეშე. |
|
||||||
|
|
როდესაც ნემსი თავდახურული იქნება, ფრთხილად მიაწექით ბოლომდე ნემსის გარეთა თავსახურს. შემდეგ მოხსენით ნემსი. გადააგდეთ ის და კალამს დაახურეთ თავსახური. როდესაც კალამი დაიცლება, გადააგდეთ იგი ნემსის გარეშე. კალმის და ნემსის გადაგება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების თანახმად. |
L
|
||||||
|
|
|
|||||||










