პროტექტუმი პროპოლისი Zn,D3#30ტ

პროტექტუმი პროპოლისი Zn,D3#30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 91585
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ყელის დამცავი საწუწნი ტაბლეტებიპროპოლისით,

თუთიით და D ვიტამინით#30

ნატურალური პროდუქტი ყელის ტკივილის და გაღიზიანების შესამსუბუქებლად, სამკურნალოდ და პრევენციისთვის. წარმოადგენს პირველად ბუნებრივ ბარიერს, პირის ღრუდან ვირუსების და ბაქტერიების შეღწევის წინააღმდეგ.

 

ინგრედიენტები

მალტოდექტრინი, სორბიტოლი, პროპოლისის მშრალი ექსტრაქტი (6% გალანგინი), არომატიზატორი, თუთიის გლუკონატი, ანწლის (Sambucus nigra) ყვავილების მშრალი ექსტრაქტი (0,3% იზოკვერცეტინი), მდოგვის ბუჩქის (Sisymbrium officinale) ყვავილების მშრალი ექსტრაქტი (0,5% გლუკოზინოლატი), შეწებების საწინააღმდეგო აგენტი (ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები), შემამჟავებელი (მჟავა ტარტრატი), ევკალიპტის ეთერზეთი (Eucalyptus globulus), თიმის ეთერზეთი (Thymus vulgaris), დამატკბობელი (სტევიოლის გლიკოზიდები), ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3).

რეკომენდებული ერთჯერადი მიღების დოზა

 

რაოდენობა (3 საწუწნი ტაბლეტი)

პროპოლისის მშრალი ექსტრაქტი

 

180 მგ

(6% გალანგინი**)

 

(10,8 მგ)

ანწლის ყვავილების მშრალი ექსტრაქტი

 

90  მგ

(0,3% იზოკვერცეტინი**)

 

(0,27  მგ)

მდოგვის ბუჩქის ყვავილების მშრალი ექსტრაქტი

 

75  მგ

(0,5% გლუკოზინოლატი**)

(0,37%)

თუთია

 

10  მგ

(100% NRV*)

ევკალიპტის ეთერზეთი

 

0,5  მგ

თიმის ეთერზეთი

 

0,5  მგ

ვიტამინი D3

 

5  მკგ

(100% NRV*)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მალტოდექტრინი, სორბიტოლი, პროპოლისის მშრალი ექსტრაქტი (6% გალანგინი), არომატიზატორი, თუთიის გლუკონატი, ანწლის (Sambucus nigra) ყვავილების მშრალი ექსტრაქტი (0,3% იზოკვერცეტინი), მდოგვის ბუჩქის (Sisymbrium officinale) ყვავილების მშრალი ექსტრაქტი (0,5% გლუკოზინოლატი), შეწებების საწინააღმდეგო აგენტი (ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები), შემამჟავებელი (მჟავა ტარტრატი), ევკალიპტის ეთერზეთი (Eucalyptus globulus), თიმის ეთერზეთი (Thymus vulgaris), დამატკბობელი (სტევიოლის გლიკოზიდები), ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3).

* NRV = საკვები ნივთიერებების ეტალონური სიდიდე

**   ექსტრაქტის აქტიური კომპონენტის სტანდარტიზაცია 6% -მდე ნიშნავს, რომ ყოველი 100 მგ შეიცავს 6 მგ აქტიურ კომპონენტს.

უმეტეს შემთხვევაში, ყელის ტკივილს ვირუსები იწვევენ (მაგალითად, გაციების გამომწვევი) და მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ბაქტერიები. სწორედ ამიტომ, შემუშავებულ იქნა ყელის დამცავი საწუწნი ტაბლეტები, რომლის ძირითადი კომპონენტია პროპოლისი, მისი მოქმედება კი გაძლიერებულია მდოგვთან, ანწლთან, თუთიასთან, ვიტამინ D3 და თიმის ეთერზეთებთან კომბინაციით.

პროპოლისი

პროპოლისს უძველესი დროიდან იყენებდნენ ეგვიპტელები და ბერძნები ხალხურ მედიცინაში.

ცნობილია, რომ პროპოლისს მრავალი ბიოლოგიური თვისება აქვს. უფრო კონკრეტულად შემდეგი მოქმედება1:

  • ანტივირუსული
  • ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო. ეფექტურია მრავალი სახეობის მიკროორგანიზმების და სოკოების წინააღმდეგოდ.
  • ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი.
  • პირის ღრუს იმუნიტეტის გამაძლიერებელი, რომელიც განპირობებულია მის მიერ ციტოკინების სეკრეციის გაზრდის უნარით.

მდოგვი

მდოგვს, რომელიც ფართოდ არის ცნობილი, როგორც "მომღერლის მცენარე", სასუნთქ გზებზე მისი ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედებიდან გამომდინარე ტრადიციულად იყენებენ ყელის გაღიზიანების მოსახსნელად (დისფონია, მშრალი ხველა) და როგორც ხორხის დამცავ საშუალებას.

ანწლი

ანწლს გააჩნია კლინიკური კვლევებით დადასტურებული ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული ეფექტი, ფლავონოიდების, ფენოლური მჟავებისა და სტეროლების მაღალი შემცველობიდან გამომდინარე, რომლებიც ამცირებენ ისეთი სიმპტომის ინტენსივობას და ხანგრძლივობას, როგორცაა ხველა.

თუთია და ვიტამინი D3

თუთია ხელს უწყობს ციტოკინების Th1 გამომუშავებას, სისხლის თეთრი უჯრედების (B ლიმფოციტები) განვითარებას და ანტისხეულების გამომუშავებას, რაც აუცილებელია ჩვენს სხეულში შეჭრილ ვირუსებთან და ბაქტერიებთან საბრძოლველად.

მეორეს მხრივ, ნაჩვენებია, რომ ვიტამინი D3- ს ამცირებს სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციების განვითარების რისკს, განსაკუთრებით  ამ ვიტამინის დეფიციტის მქონე ადამიანებში. გარდა ამისა, ბოლო დროინდელი კლინიკური კვლევებით დადგინდა კავშირი ვიტამინ D-ს მოქმედების მექანიზმებს, მიკრობულ ინფექციასა და სიკვდილიანობის რისკის  შემცირებას შორის, რადგანაც აქვს ბარიერიული მოქმედება და უზრუნველყოფს უჯრედულ  და ადაპტაციურ იმუნიტეტს.

თიმის და ევკალიპტის ეთერზეთი

თიმისა და ევკალიპტის ეთერზეთებს აქვთ  გაციებასთან დაკავშირებული ხველის შემცირების უნარი, გარდა ამისა, გააჩნიათ ანტისეპტიკური მოქმედება სასუნთქ გზებზე და წარმოადგენენ ნაზალურ დეკონგესტანტებს.

კომპონენტების სასარგებლო მოქმედება ორგანიზმზე:

ü  მდოგვი ხელს უწყობს სასუნთქი გზების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

ü  ანწლი ხელს უწყობს ჯანმრთელი იმუნური სისტემის შენარჩუნებას.

ü  თუთია და D ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჩვენებები

ყელის ტკივილის და გაღიზიანების შემსუბუქება, პრევენცია და მკურნალობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა, დაცვა ვირუსების და ბაქტერიების შეღწევისგან და ამით იმუნიტეტის გაძლიერება.

გამოყენების წესი

მიიღება 1 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 8 საათში ერთხელ.

მიიღება 13 წლის ასაკიდან.

გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი.

მოსახლეობის რისკის ჯგუფები: მოიძიეთ პროფესიონალური რჩევა.

უკუჩვენებები

რეკომენდებული დოზებით საწუწნი ტაბლეტების გამოყენებისას ცნობილი არ არის.

გამოშვების ფორმა

10 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერზე.

კოლოფში მოთავსებულია სამი ბლისტერი.

კოლოფში 30 საწუწნი ტაბლეტი.

 

 

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)