კეტონალი ექსტ.პლ50მგ/2გ 2გ#12პ
25.65 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი: FINE Foods &Pharmaceuticals N>
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
კეტოპროფენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 90908
გააზიარე:
1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება
კეტონალი® ექსტრა 25მგ გრანულები, შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად.
კეტონალი® ექსტრა პლუსი 50მგ გრანულები, შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად.
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
კეტონალ ექსტრა
თითოეული პაკეტი შეიცავს 25მგ კეტოპროფენს (რაც არის 40მგ კეტოპროფენის ლიზინის მარილის ექვივალენტური).
კეტონალ ექსტრა პლიუს
ორმაგი პაკეტი შეიცავს 50მგ კეტოპროფენს (რაც არის 80მგ კეტოპროფენის ლიზინის მარილის ექვივალენტური).
ორმაგი პაკეტიდან შეიძლება ნახევარი (25 მგ) ან სრული (50 მგ) დოზის მიღება.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი მითითებულია განყოფილებაში 6.1.
3. გამოშვების ფორმა
გრანულები, შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად.
თეთრი ან მოყვითალო გრანულიატი პაკეტში.
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1 გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის ხანმოკლე სიმპტომატური მკურნალობისთვის, როგორიცაა:
· თავის ტკივილი;
· კბილის ტკივილი;
· მენსტრუალური ტკივილი (დისმენორეა);
· ტკივილი კუნთების, იოგების ან მყესების უმნიშვნელო დაჭიმვის და გაწყვეტის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენება ნაჩვენებია ზრდასრულებსა და 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებისთვის.
4.2დოზები და გამოყენების წესი:
დოზები
გვერდითი რეაქციების ალბათობა შეიძლება შემცირდეს წამლის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით მიღებით უმოკლეს დროში, რაც აუცილებელია სიმპტომების კონტროლისთვის (იხ. განყოფილება 4.4).
ზრდასრულებიდა 16 წელზეუფროსიასაკისმოზარდები
25 მგ კეტოპროფენი 1–3 -ჯერ დღე-ღამეში ან
50 მგ კეტოპროფენი 1–2 -ჯერ დღე-ღამეში.
ინტერვალი მიღებებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 8 საათი.
ხანდაზმულები
დოზას საგულდაგულოდ შეარჩევს ექიმი, რომელმაც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება შეამციროს ზემოთ აღნიშნული დოზა (იხ. განყოფილება 4.4).
ბავშვებიდამოზარდები
პრეპარატი არ არის რეკომენდებული ბავშვებისა და 16 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდებისთვის.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ხანმოკლე მკურნალობისთვის.
თუ 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდისთვის საჭიროა პრეპარატის გამოყენება 3 დღეზე დიდი ხნის განმავლობაში ან მისი სიმპტომები უარესდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
თუ მოზრდილი ადამიანისთვის საჭიროა პრეპარატის გამოყენება 3 დღეზე დიდი ხნის განმავლობაში სხეულის ტემპერატურის შესამცირებლად ან 5 დღეზე დიდხანს ტკივილის მოსახსნელად, სხეულის მომატებული ტემპერატურის არ არსებობის პირობებში ან (და) თუ მისი სიმპტომები უარესდება, მან უნდა მიმართოს ექიმს.
პაციენტებიღვიძლისფუნქციისდარღვევით
პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით, რეკომენდებულია საწყისი დოზის შემცირება, შემანარჩუნებელი დოზა უნდა იყოს მინიმალურად ეფექტური (იხ.თავი 4.4).
პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით კეტოპროფენის გამოყენება უკნაჩვენებია (იხ. თავი 4.3).
პაციენტებითირკმლის ფუნქციისდარღვევით
პაციენტებისთვის თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით, რეკომენდებულია საწყისი დოზის შემცირება, შემანარჩუნებელი დოზა უნდა იყოს მინიმალურად ეფექტური (იხ.თავი 4.4).
პაციენტებისთვის ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით კეტოპროფენის გამოყენება უკნაჩვენებია (იხ. თავი 4.3).
გამოყენებისმეთოდი:
შიგნით მისაღებად. ხსნარს იღებენ ჭამის დროს.
შიგნითმისაღებიხსნარისდამზადებისწესი
ჩაყარეთ 25 მგ-იანი პაკეტის შიგთავსი 50 მლ წყალში ან 50 მგ-იანი პაკეტის შიგთავსი 100 მლ წყალში და მოურიეთ დაახლოებით 30 წამის განმავლობაში, გრანულების სრულად გახსნამდე.
4.3 უკუჩვენებები:
· ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების, აცეტილსალიცილის მჟავის (ასმ), სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (აასს), ან თავი 6.1-ში მითითებული პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების ჩათვლით, როგორიცაა რინიტი, ბრონქოსპაზმი, ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, ან ალერგიული ტიპის რეაქციები ანამნეზში, რომლებიც ვიტარდებოდა კეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა აასს მიღების ფონზე; ასეთ პაციენტებს აღენიშნებოდათ მძიმე და იშვიათ შემთხვევებში ლეტალური ანაფილაქსური რეაქციები (იხ. თავი 4.8).
· ბრონქული ასთმა ანამნეზში.
· აქტიური პეპტიკური წყლული ან სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტაქტიდან, წყლულები ან
პერფორაციები ანამნეზში.
· კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი.
· გულის მძიმე უკმარისობა.
· ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
· თირკმელის მძიმე უკმარისობა.
· სისხლდენისკენ მიდრეკილება.
· ორსულობის მესამე ტრიმესტრი.
კეტოპროფენის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში მომატებული რისკით კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის: ხანდაზმულებისა და იმ პაციენტებისთვის, ვინც იღებს ანტიკოაგულანტებს, ანტითრომბოზულ პრეპარატებს, კორტიკოსტეროიდებს, სხვა აასს, სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებს (სუსი) ან ნიკორანდილს (იხ. აგრეთვე თავი 4.4).
4.4 განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
გაფრთხილებები
არასასურველი რეაქციების განვითარების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანა შეიძლება, თუ პრეპარატის მიღება მოხდება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით, სიმპტომების კონტროლისთვის აუცილებელი მაქსიმალურად მოკლე დროის განმავლობაში (იხ.ქვემოთ თავი 4.2 და ინფორმაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის არსებული რისკის შესახებ).
საჭიროა თავის არიდება კეტონალის და აასს ერთდროული გამოყენებისგან, ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით.
სისხლდენა, წყლულებიდაპერფორაციებიკუჭ-ნაწლავისტრაქტში (კნტ)
სისხლდენა, წყლულები და პერფორაციები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი, დაფიქსირდა ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას და განვითარდა მკურნალობის დროს ნებისმიერ დროს, როგორც წინა სიმპტომებით, ასევე მის გარეშე, ან ანამნეზში სერიოზული კუჭ-ნაწლავის დარღვევებისას.
ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური მონაცემი ვარაუდობს, რომ კეტოპროფენი შეიძლება იყოს
დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის სერიოზული გვერდითი რეაქციების უფრო მაღალ რისკთან, ზოგიერთ სხვა არასტეროიდულ საშუალებებთან შედარებით, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღებისას (იხ.თავი 4.3)
სიფრთხილის დაცვაა საჭირო წამლების ერთდროული გამოყენებისას, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ წყლულის ან სისხლდენის რისკი, როგორიცაა პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები (მაგ. ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (სუსი), ანტითრომბოციტული საშუალებები, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა (ასმ) ან ნიკორანდილი (იხ.თავი 4.5).
კუჭ-ნაწლავური სისხლდენის, წყლულების ან პერფორაციების წარმოქმნის რისკი იზრდება აასს-ს დოზების ზრდასთან ერთად, აგრეთვე პაციენტებში ანამნეზში წყლულით, განსაკუთრებით გართულებული სისხლდენით ან პერფორაციით (იხ. განყოფილება 4.3) და ხანდაზმულ პირებში. ასეთი პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე დაბალი არსებული დოზით.
ასეთი პაციენტების, აგრეთვე პაციენტებისთვის, რომელთათვისაც აუცილებელია აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა ისეთი პრეპარატების დაბალი დოზების ერთროული გამოყენება, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების რისკის გაზრდის უნარი გააჩნიათ, უნდა განხილული იქნეს დამცავი პრეპარატებით (მაგალითად, მიზოპროსტოლით ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით) კომბინირებული თერაპიის დანიშვნა (იხ. ქვემოთ, აგრეთვე განყოფილება 4.5).
პაციენტებმა კუჭ-ნაწლავური ტოქსიკურობის მოვლენებით ანამნეზში, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა აცნობონ მუცლის არეში ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომების შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.
ხანდაზმულები: ხანდაზმულ ადამიანებში უფრო ხშირად ვიტარდება არასასურველი რეაქციები აასს-ზე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავური სისხლდენები და პერფორაციები, რომლებმაც შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიონ.
თუ კეტოპროფენით მკურნალობის ფონზე ჩნდება კუჭ-ნაწლავური სისხლდენა ან წყლული, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
კანისრეაქციები
უკიდურესად იშვიათად იყო აღწერილი აასს-ს გამოყენებასთან დაკავშირებული კანის მძიმე რეაქციები (ზოგიერთი მათგანი სასიკვდილო შედეგით), როგორიცაა ექსფოლიაცური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (იხ. თავი 4.8).
ამ რეაქციების განვითარების ყველაზე დიდი რისკი არსებობს მკურნალობის კურსის დასაწყისში; უმრავლეს შემთხვევაში რეაქციები ჩნდება მკურნალობის პირველ თვეში. კეტოპროფენი უნდა მოიხსნას კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის დაზიანებების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების პირველივე გამოჩენისას.
გულ-სისხლძარღვთადაცერებროვასკულურიეფექტები
კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების გაზრდილ რისკთან (მაგ., მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი). არ არის საკმარისი მონაცემები კეტოპროფენის ასეთი რისკის გამოსარიცხად.
არტერიული თრომბოზის გაზრდილი რისკი დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ არაასპირინულ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს პერიოპერაციული ტკივილის სამკურნალოდ კორონარული არტერიის შემოვლითი ოპერაციის დროს.
ბავშვებიდამოზარდები
ზოგიერთ ბავშვს და მოზარდს, ვინც იღებს მკურნალობას კეტოპროფენის ლიზინის მარილით, აღენიშნებოდათ კუჭ-ნაწლავური სისხლდენის, ზოგჯერ მძიმე, აგრეთვე წყლულების შემთხვევები (იხ. თავი 4.8). ამიტომ პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ, ამასთან თითოეულ შემთხვევაში ექიმმა ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მკურნალობის რეჟიმის სისწორე.
ეს სამკურნალო საშუალება არ არის განკუთვნილი ბავშვების და 16 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდების მკურნალობისთვის.
სიფრთხილის ზომები
ზეგავლენათირკმელებზე
მკურნალობის დასაწყისში პაციენტებში გულის უკმარისობით, ღვიძლის ციროზით და ნეფროზით, პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკებს, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის ქრონიკული დარღვევით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, აუცილებელია საგულდაგულოდ გაკონტროლდეს თირკმელების ფუნქცია. პაციენტების ასეთ კატეგორიებში კეტოპროფენის გამოყენებამ, პროსტაგლადინების დათრგუნვის შედეგად, შეიძლება თირკმელების სისხლის მიმოქცევის შემცირება და თირკმელების მძიმე უკმარისობა გამოიწვიოს.
სიფრთხილეა საჭირო ჰიპერტენზიის და/ან გულის მსუბუქი და ზომიერი შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისას, რადგან სითხის შეკავება და შეშუპება აღინიშნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიის დროს.
არსებული ინფექციების სიმპტომების შენიღბვა
კეტოპროფენმა შესაძლებელია შენიღბოს ინფექციის სიმპტომები. ამან შეიძლება შეაფერხოს შესაბამისი მკურნალობის დაწყება და ამით გააუარესოს ინფექციის შედეგი, როგორც ეს დაფიქსირდა არაჰოსპიტალური პნევმონიის და ჩუტყვავილას ბაქტერიული გართულებების დროს. თუ კეტოპროფენი გამოიყენება სიცხის შესამცირებლად ან ინფექციისგან ტკივილის შესამსუბუქებლად, რეკომენდებულია ინფექციის მონიტორინგი. ამბულატორიულმა პაციენტმა უნდა მიმართონ ექიმს, თუ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება.
ზემოქმედება ღვიძლზე
ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევების მქონე ან ანამნეზში ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში, ღვიძლის ტრანსამინაზების დონე პერიოდულად უნდა შეფასდეს, განსაკუთრებით ხანგრძლივი თერაპიის დროს. თუ ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
კეტოპროფენის გამოყენებისას აღინიშნა სიყვითლისა და ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები.
რესპირატორული დარღვევები
საერთო პოპულაციასთან შედარებით, პაციენტებში ბრონქული ასთმით, ქრონიკულ რინიტთან, ქრონიკულ სინუსიტთან და (ან) ცხვირში პოლიპებთან კომბინაციაში, აღინიშნება ალერგიული რეაქციების განვითარების მომატებული რისკი აცეტილსალიცილის მჟავის და (ან)ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღების შემდეგ. ამ პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება მოახდინოს ბრონქული ასთმის ან ბრონქოსპაზმის შეტევის პროვოცირება, განსაკუთრებით პაციენტებში, ალერგიით აცეტილსალიცილის მჟავაზე ან აასს-ზე (იხ. თავი 4.3).
ჰიპერკალიემია
შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია, განსაკუთრებით პაციენტებში, შაქრიანი დიაბეტით, თირკმელების უკმარისობით და (ან) ერთდროული თერაპიისას პრეპარატებით, რომლებიც ხელს უწყობენ ჰიპერკალიემიის განვითარებას (იხ. თავი 4.5). ასეთ პირობებში აუცილებელია კალიუმის დონის კონტროლი.
პაციენტებმა უკონტროლო ჰიპერტენზიით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, კორონარული არტერიის დაავადებით, პერიფერიული არტერიული დაავადებით და/ან ცერებროვასკულური დაავადებით კეტოპროფენით მკურნალობა უნდა მიიღონ (როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით) მხოლოდ მისი საჭიროების გულდასმით შეფასების შემდეგ. იგივე საგულდაგულო შეფასება აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ფაქტორების მქონე პაციენტებისთვის (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, მოწევა) ხანგრძლივი მკურნალობის დანიშვნამდე.
მხედველობის დარღვევის გამოვლენისას, როგორიცაა ბუნდოვანი ხედვა, პრეპარატის მიღება წყდება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება დააქვეითონ ნაყოფიერება ქალებში (იხ. თავი 4.6).
პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო პაკეტში და ამიტომ ითვლება როგორც ნატრიუმის შემცველობის გარეშე.
4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
პრეპარატებისარარეკომენდებულიკომბინაციები
სხვააასს-ები (ციკლოოქსიგენაზა-2-ისსელექტიურიინჰიბიტორებისჩათვლით) დასალიცილატებიმაღალიდოზებით
კუჭ-ნაწლავური წყლულების და სისხლდენების წარმოქმნის მომატებული რისკი.
ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი, K ვიტამინის ანტაგონისტები (მაგ. ვარფარინი),
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები (მაგ., ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი), თრომბინის ინჰიბიტორები (მაგ. დაბიგატრანი), Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები (მაგ. აპიქსაბანი, რივაროქსაბანი, ედოქსაბანი)) მომატებულია სისხლდენის რისკი (იხ. თავი 4.4). თუ ერთდროული გამოყენება გარდაუვალია, საჭიროა მჭიდრო სამედიცინო ზედამხედველობა.
ლითიუმი
ლითიუმის და კეტოპროფენის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელებით ლითიუმის ექსკრეციის შემცირება, რაც გამოიწვევს პლაზმაში ლითიუმის დონის ტოქსიკურ დონემდე მატებას. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა პლაზმაში ლითიუმის დონის გულდასმითი მონიტორინგი და დოზის კორექტირება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების თერაპიის დროს და მის შემდეგ.
მეტოტრექსატი 15 მგ/კვირაშიდამეტიდოზებით
მეტოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობის მომატებული რისკი, განსაკუთრებით მისი მაღალი დოზებით (≥15მგ/კვირაში) გამოყენებისას, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია მეტოტრექსატის გამოდევნასთან ცილებთან კავშირიდან და მისი თირკმელების კლირენსის დაქვეითებასთან.
ჰიდანტოინები(მაგალითად, ფენიტოინი) დასულფანილამიდები
ამ ნივთიერებების ტოქსიკური ეფექტები შეიძლება გაძლიერდეს.
კომბინაციები, რომლებიცსიფრთხილისდაცვასმოითხოვენ:
სამკურნალო საშუალებები დაპრეპარატებისკლასები, რომლებმაცშეიძლებაგამოიწვიოსჰიპერკალიემია (მაგ., კალიუმისმარილები, კალიუმისშემანარჩუნებელიდიურეზულები, აგფინჰიბიტორებიდაანგიოტენზინ II რეცეპტორებისანტაგონისტები, არასტეროიდულიანთებისსაწინააღმდეგოსაშუალებები, ჰეპარინები (დაბალმოლეკულური ანარაფრაქციული), ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსიდატრიმეტოპრიმი)
ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ჰიპერკალიემიის რისკი.
აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები
თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგ. დეჰიდრატირებული ან ხანდაზმული პაციენტები), აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულმა გამოყენებამ წამლებთან, რომლებიც აინჰიბირებენ ციკლოოქსიგენაზას, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმელების შესაძლო მწვავე უკმარისობა.
კორტიკოსტეროიდები
კუჭ-ნაწლავური წყლულების ან სისხლდენების წარმოქმნის მომატებული რისკი (იხ. თავები 4.3. და 4.4).
დიურეზულები
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ დიურეზულებს, განსაკუთრებით პაციენტებში დეჰიდრატაციით, პროსტაგლადინების დათრგუნვით გამოწვეული თირკმელების სისხლის მიმოქცევის დაქვეითების შედეგად არსებობს მძიმე თირკმელების უკმარისობის განვითარების მომატებული რისკი. ასეთი პაციენტებისთვის პრეპარატების ერთდროული გამოყენების დაწყებამდე აუცილებელია სითხის მოცულობის შევსება, ხოლო მისი დაწყების შემდეგ — გაკონტროლდეს თირკმლის ფუნქცია (იხ. თავი 4.4).
მეტოტრექსატი 15 მგ/კვირაშინაკლებიდოზებით
კომბინირებული თერაპიის პირველი კვირების განმავლობაში აუცილებელია ყოველკვირეულად გაკონტროლდეს სისხლის ანალიზის ვრცელი მაჩვენებლები. თირკმლის ფუნქციის რაიმე დარღვევის არსებობისას და ხანდაზმულ პაციენტებში აუცილებელია ასეთი კონტროლის განხორციელება უფრო ხშირად.
პენტოქსიფილინი
სისხლდენების მომატებული რისკი. აუცილებელია პაციენტების მდგომარეობის უფრო ხშირად გაკონტროლება, აგრეთვე სისხლდენების დროის უფრო ხშირი კონტროლი.
ტენოფოვირი
ტენოფოვირის დიზოპროქსილის ფუმარატის და აასს-ს ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თირკმელების მძიმე უკმარისობის განვითარების რისკი.
ნიკორანდილი
ნიკორანდილის და აასს-ს ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სერიოზული გართულებების რისკი, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები, პერფორაცია და სისხლდენა (იხ. თავი 4.4).
საგულეგლიკოზიდები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააუარესოს გულის უკმარისობა, შეამციროს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე და გაზარდოს გლიკოზიდების პლაზმური კონცენტრაცია. ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება კეტოპროფენსა და დიგოქსინს შორის, თუმცა, არ არის აღნიშნული.
ზიდოვუდინი
არსებობს ერითროციტებზე მომატებული ტოქსიკური ზემოქმედების რისკი, რეტიკულოციტებზე ზეგავლენის შედეგად, რომელიც ვლინდება მძიმე ანემიით და ჩნდება ერთ კვირაში აასს-ით მკურნალობის დაწყების შემდეგ. 1-2 კვირაში კეტოპროფენის ლიზინის მარილით მკურნალობის დაწყებიდან, უნდა გაკონტროლდეს ვრცელი ანალიზის სისხლის მაჩვენებლები და რეტიკულოციტების რაოდენობა.
სულფონილშარდოვანასპრეპარატები
აასს-მა შეიძლება გააძლიერონ სულფონილშარდოვანას პრეპარატების ჰიპოგლიკემიური მოქმედება, მათი გამოდევნით სისხლის პლაზმის ცილებთან ბმის ადგილებიდან.
გასათვალისწინებელი კომბინაციები:
ანტიჰიპერტენზიურიპრეპარატები (ბეტა-ადრენორეცეპტორებისანტაგონისტები, ანგიოტენზინგარდამქმნელიფერმენტისინჰიბიტორები, დიურეზულები): ანტიჰიპერტენზიური ეფექტის დაქვეითების რისკი (აასს თრგუნავენ სისხლძარღვების გამაფაროთოებელი პროსტაგლადინების სინთეზს).
ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი
ადიტიური ნეფროტოქსიკური ეფექტების რისკი, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
პრობენეციდი: პრობენეციდის ერთობლივი გამოყენებისას შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს კეტოპროფენის პლაზმური კლირენსი.
სეროტონინისუკუმიტაცებისსელექციურიინჰიბიტორები (სუსი): კუჭ-ნაწლავური სისხლდენის მომატებული რისკი (იხ.თავი 4.4).
თრომბოლიზურიპრეპარატები: სისხლდენების მომატებული რისკი.
4.6 ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა:
ორსულობა
პროსტაგლადინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ორსულობაზე და (ან) ემბრიონის და ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, პროსტაგლადინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება ორსულობის ადრეულ ვადებზე დაკავშირებულია აბორტის, გულის მანკების და გასტროშიზისის განვითარების მომატებულ რისკთან. გულ-სისხლძარღვთა სისტემის თანდაყოლილი მანკების განვითარების აბსოლუტური რისკი იზრდებოდა 1%-ზე ნაკლები სიდიდიდან დაახლოებით 1,5%-მდე. ითვლება, რომ რისკი იზრდება დოზების და გამოყენების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად.
ნაჩვენებია, რომ ცხოველებში პროსტაგლადინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება იწვევს ნაყოფების პრე- და პოსტიმპლანტაციური სიკვდილიანობის ზრდას, აგრეთვე ემბრიოფეტალური სიკვდილიანობის გაზრდას. გარდა ამისა, პროსტაგლადინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენებისას ცხოველებში ორგანოგენეზის პერიოდში აღინიშნებოდა სხვადასხვა თანდაყოლილი მანკების განვითარების მომატებული სიხშირე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მანკების ჩათვლით. ორსულობის მე-20 კვირიდან კეტოპროფენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ოლიგოჰიდრამნიოზის განვითარება ნაყოფში თირკმელების ფუნქციის დარღვევის შედეგად. ეს დარღვევა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან მალევე და ჩვეულებრივ შექცევადია პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. გარდა ამისა, იყო შეტყობინებები ორსულობის მეორე ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენების შემდეგ არტერიული სადინრის შევიწროვების შესახებ, რაც უმეტეს შემთხვევაში ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამ მიზეზით, ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში კეტოპროფენის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მკაცრი ჩვენებები. თუ კეტოპროფენის შემცველ პრეპარატს იყენებს ქალი, რომელიც ცდილობს დაორსულდეს ან იმყოფება ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში, დოზა უნდა იყოს რაც შეიძლება დაბალი და მკურნალობის ხანგრძლივობა რაც შეიძლება ხანმოკლე. ორსულობის მე-20 კვირიდან რამდენიმე დღის განმავლობაში კეტოპროფენის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ოლიგოჰიდრამნიოზისა და არტერიული სადინრის შევიწროების პრენატალური მონიტორინგი. თუ ეს პათოლოგია გამოვლინდა, კეტოპროფენი უნდა შეწყდეს.
პროსტაგლადინების სინთეზის ყველა ინჰიბიტორმა ორსულობის მესამე ტრიმესტრის განმავლობაში გამოყენებისას, შეიძლება მოახდინოს შემდეგი ზეგავლენა ნაყოფზე:
-გულის-ფილტვების ტოქსიკურობა (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა და ფილტვების ჰიპერტენზიის განვითარება);
-თირკმლის ფუნქციის დარღვევა (იხ.ზემოთ)
ორსულობის დასასრულს პროსტაგლადინის სინთეზის ინჰიბიტორებმა შეიძლება შემდეგნაირი გავლენა იქონიონ დედასა და ახალშობილზე:
- სისხლდენის დროის შესაძლო გახანგრძლივება ანტიაგრეგანტული მოქმედების გამო, რომელიც შეიძლება აღინიშნოს პრეპარატის ძალიან დაბალი დოზების გამოყენებისას;
- საშვილოსნოს კუმშვადობის დათრგუნვა, რაც იწვევს მშობიარობის შეყოვნებას ან მისი ხანგრძლივობის გაზრდას.
ამასთან დაკავშირებით კეტოპროფენი უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
ძუძუთი კვება:
მონაცემები კეტოპროფენის ლაქტატში გამოყოფის შესახებ მიღებული არ ყოფილა. მეძუძური დედების მიერ კეტოპროფენის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ფერტილობა
აასს-მა შეიძლება დაარღვიონ ქალების ფერტილობა და ამიტომ მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას. უნდა განიხილონ აასს-ს მოხსნა ქალებში, რომლებიც განიცდიან დაორსულების სირთულეს ან გადიან გამოკვლევას უშვილობაზე.
4.7 ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვაზე
ეს პრეპარატი არ ახდენს ან პრაქტიკულად არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პაციენტებმა უნდა იცოდნენ ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარების შესაძლებლობის შესახებ, როგორიცაა ძილიანობა, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები ან არამკაფიო მხედველობა, რომელთა განვითარებისას რეკომენდებულია სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და მექანიზმებთან მუშაობისგან თავის შეკავება.
4.8 გვერდითი მოქმედება
ყველაზე უფრო ხშირად აღინიშნება არასასურველი რეაქციები კნტ-ს მხრივ. შეიძლება წარმოიქმნას პეპტიკური წყლულები, პერფორაცია ან სისხლდენა კტნ-დან (ზოგჯერ ლეტალური გამოსავალით), განსაკუთრებით ხანდაზმულებში (იხ. თავი 4.4). პრეპარატის მიღების შემდეგ აღინიშნებოდა გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა, დისპეპსია, მუცლის ტკივილი, მელენა, სისხლიანი ღებინება, წყლულოვანი სტომატიტი, კოლიტის გამწვავება და კრონის დაავადება. უფრო იშვიათად აღინიშნებოდა გასტრიტი.
კლინიკურ გამოკვლევებში ჩვილებსა და ბავშვებს აღენიშნებოდათ ღებინება, დიარეა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის კლასიფიკაცია:
ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 და < 1/10); არახშირი (≥ 1/1 000 და < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000 და < 1/1000); ძალიან იშვიათი (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების თანახმად სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია).
ზრდასრულებს, რომლებიც იყენებდნენ კეტოპროფენს, აღენიშნებოდათ შემდეგი არასასურველი რეაქციები.
სისტემურ- ორგანული კლასი |
ხშირი |
არახშირი |
იშვიათი |
ძალიან იშვიათი |
სიხშირე უცნობია |
|
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
|
|
|
პოსტგემორაგიული ანემია |
|
აგრანულოციტოზი,თრომბოციტოპენია,ძვლის ტვინის უკმარისობა,ჰემოლიზურიანემია, ლეიკოპენია |
|
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
|
|
|
|
ანაფილაქსური რეაქციები (შოკის ჩათვლით), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება |
|
დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ |
|
|
|
|
ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია (იხ. თავი 4.4) |
|
ფსიქიკური დარღვევები |
|
|
|
|
დაბნეულობა, განწყობის ცვალებადობა, მომატებული აგზნებადობა, უძილობა, |
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
|
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,ძილიანობა, ვესტიბულარული თავბრუსხვევა |
პარესთეზია |
დისკინეზია, სინკოპე |
ასეპტიკური მენინგიტი, კრუნჩხვები, დისგევზია |
|
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ |
|
|
არამკაფიო მხედველობა (იხ. თავი 4.4) |
|
პერიორბიტალური შეშუპება |
|
დარღვევები სმენის ორგანოს და წონასწორობის მხრივ |
|
|
შუილი ყურებში |
|
|
|
დარღვევები გულის მხრივ |
|
|
|
|
გულის უკმარისობა, ძლიერი გულისცემა, წინაგულების ფიბრილაცია |
|
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ |
|
|
|
არტერიული ჰიპოტენზია |
არტერიული ჰიპერტენზია, ვაზოდილატაცია, ტაქიკარდია, ვასკულიტი (ლეიკოციტოკლასტური ვასკულიტის ჩათვლით) |
|
|
|
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ |
|
|
ბრონქული ასთმა |
ხორხის შეშუპება |
ბრონქოსპაზმი(განსაკუთრებით პაციენტებში დადგენილიჰიპერმგრძნობელობით აცეტილსალიცილის მჟავის და სხვააასს-ს მიმართ), რინიტი, ქოშინი,ლარინგოსპაზმი |
|
|
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
დისპეპსია,გულისრევა,მუცლის ტკივილი ღებინება |
ყაბზობა, დიარეა,მეტეორიზმი,გასტრიტი |
სტომატიტი,პეპტიკური წყლული |
|
კოლიტის და კრონის დაავადების გამწვავება,კუჭ-ნაწლავურისისხლდენა დაპერფორაცია,პანკრეატიტი ცხელება, |
|
|
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ |
|
|
ჰეპატიტი,ტრანსამინაზების დონის მომატება, შრატის ბილირუბინის დონის მომატება ჰეპატიტის განვითარებასთან დაკავშირებით |
|
|
|
|
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ |
|
გამონაყარი, ქავილი |
|
|
ფოტომგრძნობელობის რეაქციები, ალოპეცია,ჭინჭრის ციება,ანგიონევროზული შეშუპება, ბულოზური გამონაყარი, სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით, ტოქსიკურიეპიდერმულინეკროლიზი, მწვავეგენერალიზებული ეგზანთემური პუსტულეზი, ერითემა,ეგზანთემა, მაკულო-პაპულური გამონაყარი,დერმატიტი |
დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივან |
|
|
|
ჰემატურია |
თირკმელების მწვავე უკმარისობა, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფრიტული სინდრომი, თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლების დარღვევა, |
|
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე |
|
შეშუპებები, მომატებული დაღლილობა |
|
ასთენია, სახის შეშუპება |
|
|
ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები |
|
|
სხეულის მასის გაზრდა |
|
|
|
კლინიკური კვლევები და ეპიდემიოლოგიური მონაცემები მოწმობენ იმის შესახებ, რომ ზოგიერთი აასს-ის გამოყენება (განსაკუთრებით მაღალი დოზებით და ხანგრძლივად) შეიძლება დაკავშირებული იყოს არტერიული თრომბოზული მოვლენების (მაგალითად, მიოკარდის ინფარქტის და ინსულტის) წარმოქმნის მომატებულ რისკთან (იხ. თავი 4.4).
4.9 ჭარბი დოზირება
სიმპტომები
არსებობს შეტყობინებები ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ კეტოპროფენის დოზების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც აღწევდა 2,5გ-ს. უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული სიმპტომები იყო მსუბუქი და შემოიფარგლებოდა შენელებულობით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით და ტკივილით ეპიგასტრიუმის არეში.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მისაღები ზომები
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. სავარაუდო მასიური ჭარბი დოზირების შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაცია. აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, აგრეთვე სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპიის დანიშვნა, რომელიც მიმართულია დეჰიდრატაციის თავიდან აცილებაზე, დიურეზის მონიტორინგზე და აციდოზის კორექციაზე (ამგვარის განვითარებისას).
აუცილებელია საგულდაგულოდ გაკონტროლდეს თირკმლის და ღვიძლის ფუნქცია. თირკმლის მძიმე უკმარისობის განვითარებისას სისხლის მიმოქცევაში არსებული აქტიური ნივთიერების მოცილებაში შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს ჰემოდიალიზი.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები:
5.1 ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული და რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, პროპიონმჟავას წარმოებულები.
ათქ კოდი: M01AE03.
მოქმედებისმექანიზმი:
აასს-ს მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლადინების სინთეზის დაქვეითებასთან, ფერმენტ ციკლოოქსიგენაზის დათრგუნვის გზით.
კერძოდ, ხდება არაქიდონის მჟავის ციკლურ ენდოპეროქსიდებად, PGG2 და PGH2 გარდაქმნის დათრგუნვა, რომელნიც წარმოადგენენ პროსტაგლადინების PGE1, PGE2, PGF2 და PGD2, აგრეთვე პროსტაციკლინის PGI2 და თრომბოქსანების (TxA2 და TxB2) პრეკურსორებს. გარდა ამისა, პროსტაგლადინების სინთეზის დათრგუნვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა მედიატორებზე, როგორიცაა ქინინები, რაც ახდენს პირდაპირი ეფექტის შემავსებელ ირიბ ზემოქმედებას.
ფარმაკოდინამიკურიეფექტები:
კეტოპროფენის ლიზინის მარილი — ეს არის 2-(3-ბენზოილფენილ) პროპიონმჟავას ლიზინის მარილი, რომელსაც გააჩნია ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებები და ეკუთვნის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (აასს) კლასს.
კეტოპროფენის ლიზინის მარილის ხსნადობა უფრო მაღალია, ვიდრე კეტოპროფენის მჟავის.
კეტოპროფენის ლიზინის მარილს გააჩნია გამოხატული ანალგეზიური მოქმედება, რომელიც კორელირებს მის ანთების საწინააღმდეგო ეფექტთან და ცენტრალურ ზემოქმედებასთან. კეტოპროფენის ლიზინის მარილი ავლენს სიცხის დამწევ აქტივობას და არ ახდენს გავლენას თერმორეგულაციის ბუნებრივ პროცესებზე.
სამკურნალო საშუალება ხსნის ან ასუსტებს მტკივნეულ ანთებით გამოვლინებებს, აუმჯობესებს სახსრების მობილობას.
5.2 ფარმაკოკინეტიკა:
კეტოპროფენის ლიზინის მარილს აქვს უფრო მაღალი ხსნადობა კეტოპროფენის მჟავასთან შედარებით.
შეწოვა
სამკურნალწამლო ფორმა გრანულების სახით, შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად, იძლევა მოქმედი ნივთიერების წყალხსნარის სახით შიგნით მიღების საშუალებას. ეს იწვევს ნივთიერების პლაზმური კონცენტრაციის სწრაფ ზრდას და პიკური პლაზმური კონცენტრაციის სწრაფად მიღწევას. კლინიკურად ეს გამოიხატება მოქმედების უფრო სწრაფად დაწყებაში და უფრო ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტში.
განაწილება
განმეორებითი მიღება არ ცვლის სამკურნალო საშუალების კინეტიკას და არ იწვევს მის დაგროვებას. კეტოპროფენი 95-99%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
სისტემური შეყვანის შემდეგ კეტოპროფენის მნიშვნელოვანი დონეები მიიღწევა ნუშისებრი ჯირკვლების ქსოვილში და სინოვიალურ სითხეში.
მეტაბოლიზმი
კეტოპროფენი ინტენსიურად მეტაბოლიზდება: სისტემურად შეყვანილი აქტიური ნივთიერების 60-80%, გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით, შარდთან ერთად.
გამოყოფა
გამოყოფა — სწრაფია და უმთავრესად ხდება თირკმელების მეშვეობით: სისტემურად შეყვანილი აქტიური ნივთიერების 50%, გამოიყოფა შარდთან ერთად 6 საათის განმავლობაში.
ბავშვებიდამოზარდები
ბავშვების კინეტიკური პროფილი არ განსხვავდება მოზრდილების კინეტიკური პროფილისგან.
5.3 უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები
კეტოპროფენის ლიზინის მარილის ლდ50პერორალური შეყვანისას ვირთაგვებში და თაგვებში შეადგენდა 102 და 444 მგ/კგ შესაბამისად, რაც 30-120-ჯერ აღემატება პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ დოზას ცხოველებისთვის. ინტრაპერიტონეალური შეყვანის შემდეგ კეტოპროფენის ლიზინის მარილის ლდ50 ვირთაგვებში და თაგვებში შეადგენდა 104 და 610 მგ/კგ შესაბამისად.
კეტოპროფენის ლიზინის მარილის ხანგრძლივმა პერორალურმა შეყვანამ ვირთაგვების, ძაღლების და მაიმუნებისთვის რეკომენდებული თერაპიული დოზების ტოლი ან მეტი დოზებით, არ გამოუწვევია რაიმე ტოქსიკური გამოვლინება. მაღალი დოზების გამოყენებისას აღინიშნებოდა ცნობილ არასასურველ ეფექტებთან დაკავშირებული ცვლილებები კტნ-სა და თირკმელების მხრივ, რომელიც უჩნდებათ ცხოველებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენებისას.
ბოცვრებზე ჩატარებულ ტოქსიკურობის ხანგრძლივ გამოკვლევაში კეტოპროფენის პერორალურად ან რექტალურად შეყვანით, ნაჩვენები იყო, რომ კეტოპროფენის გადატანა უკეთესად ხდება რექტალურად შეყვანისას, ვიდრე პერორალურად შეყვანისას. ბოცვრებში ამტანობის გამოკვლევაში კეტოპროფენის ლიზინის მარილი ინტრამუსკულარულად შეყვანისას კარგად გადაიტანებოდა.
კეტოპროფენის ლიზინის მარილს გენოტოქსიკურობაზე in vitro და in vivo მუტაგენური თვისებები არ გამოუვლენია.
კეტოპროფენის კანცეროგენობის კვლევებმა თაგვებში და ვირთაგვებში აჩვენა კანცეროგენური ეფექტების არ არსებობა აჩვენეს.
ინფორმაცია ცხოველებში აასს-ს ემბრიო-ფეტალური ტოქსიკურობის და ტერატოგენობის შესახებ იხ. თავში 4.6.
6. ფარმაცევტული მონაცემები
6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი:
მანიტოლი (E421)
პოვიდონი K30
პიტნის არომატიზატორი
ნატრიუმის ქლორიდი
ნატრიუმის საქარინატი
სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი
6.2 შეუთავსებლობა
არ არის წარმოდგენილი
6.3 შენახვის ვადა
3 წელი. არ გამიოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ხსნარი უნდა მიიღოთ უშუალოდ მომზადების შემდეგ.
6.4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
6.5 შეფუთვა
კეტონალი ექსტრა
ქაღალდი/ალუმინი/პე პაკეტი
15 და 30 პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ერთად მუყაოს კოლოფში.
კეტონალი ექსტრა პლუსი
ქაღალდის/ალუმინის/პე პაკეტი.
12 ორმაგი პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.
6.6. სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და განკარგვისას
გამოუყენებელი სამკურნალო პრეპარატის ან ნარჩენების უტილიზება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ლეკ დ.დ., ვეროვშკოვის 57, 1526 ლიუბლიანა, სლოვენია — ჯგუფი «სანდოზი»-ს კომპანია.
მწარმოებელი:
ლეკდ.დ. ვეროვშკოვის 57, 1526 ლუბლიანა, სლოვენია - ჯგუფი „სანდოზი“-ს კომპანია
(თანამშრომლობით ფაინ ფუდზ ენდ ფარმასიუტიკალზ-თან ნ.ტ.მ.ს.პ.ა, 24041 ბრემბატე,
იტალია)
8. გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
10. ტექსტის გადახედვა
2023 წლის აგვისტო.










