ვიტ D3 2000სე(D3-კაფსი)#30კაფს
გააზიარე:
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
D3 -კაფსი
სავაჭრო დასახელება: D3-კაფსი
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: ქოლეკალციფეროლი
სამკურნალო ფორმა: კაფსულები
ერთი კაფსულა შეიცავს: ქოლეკალციფეროლი (ქოლეკალციფეროლის ზეთოვანი ხსნარის სახით 1 მლნ სე/გ) – 50 მკგ (2 000 სე) (2000 სე დოზირებისთვის) ან 125 მკგ (5 000 სე) (5000 სე დოზირებისთვის).
დამხმარე ნივთიერებები: საშუალო რგოლის ტრიგლიცერიდები, α-ტოკოფეროლი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გამოხდილი წყალი, ნატრიუმის ბენზოატი E-211.
აღწერილობა: სფეროსებრი ფორმის რბილი ჟელატინის კაფსულები ჭდით, გამჟვირვალე, ღია ყვითელი ფერის (2000 სე დოზირებისთვის).
ოვალური ფორმის რბილი ჟელატინის კაფსულები ჭდით, გამჟვირვალე, ღია ყვითელი ფერის (5000 სე დოზირებისთვის).
კაფსულის შიგთავსი: გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ მოყვითალო ზეთოვანი სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინი D და მისი ანალოგები. ქოლეკალციფეროლი.
ათქ კოდი: A11CC05
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)წარმოიქმნება კანში ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით და ჰიდროქსილირების ორი ეტაპის მეშვეობით გარდაიქმნება ბიოლოგიურად აქტიურ ფორმაში, 1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლში. პირველი მიმდინარეობს ღვიძლში (მდებარეობა 25), მეორე - თირკმელში (მდებარეობა 1). პარათირეოიდულ ჰორმონთან და კალციტონინთან ერთად 1,25-ჰირდროქსიქოლეკალციფეროლი ახდენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას კალციუმ-ფოსფორის მეტაბოლიზმის რეგულირებაზე. ბიოლოგიურად აქტიური ფორმის სახით D ვიტამინი აძლიერებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში, კალციუმის ჩაშენებას ოსტეოიდში და კალციუმის განდევნას ძვლოვანი ქსოვილიდან. D-ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში არ ხდება ჩონჩხის კალციფიცირება (რაც იწვევს რაქიტის განვითარებას) ან ვლინდება ძვლების დეკალციფიცირება (რაც იწვევს ოსტეომალაციას). კალციუმის დეფიციტი და/ან D-ვიტამინის დეფიციტი იწვევს პარათირეოიდული ჰორმონის სეკრეციის შექცევად მომატებას. მსგავსი მეორადი ჰიპერპარათირეოზი იწვევს მეტაბოლიზმის გაძლიერებას ძვლოვან ქსოვილში, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს ძვლების სისუსტის (მსხვრევადობის) და მოტეხილობის მიზეზი.
პროდუქციის, ფიზიოლოგიური რეგულირების და მოქმედების მექანიზმის მიხედვით D-ვიტამინი განიხილება როგორც სტეროიდული ჰორმონის პრეკურსორი. გარდა იმ ქოლეკალციფეროლისა, რომლის წარმოქმნა ფიზიოლოგიურ პირობებში ხდება კანში, მისი დამატებითი რაოდენობა ხვდება ორგანიზმში საკვებთან ერთად ან სამკურნალო საშუალებების სახით. რადგან ბოლო შემთხვევაში D ვიტამინის სინთეზის ინჰიბირება არ ხდება, შესაძლებელია ჭარბი დოზირების ან ინტოქსიკაციის სიმპრომების განვითარება. ერგოკალციფეროლის (ვიტამინი D2 ) სინთეზი ხდება მცენარეებში. მისი მეტაბოლიზმი წარმოებს ადამიანის ორგანიზმში, რის შედეგად ის გადადის საკუთარ აქტიურ ფორმაში გარკვეული გზით, რომელიც წარმოადგენს ქოლეკალციფეროლის აქტივაციის ანალოგს. მას ახასიათებს იგივე რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვისებები.
ფარმაკოკინეტიკა
საკვებთან ერთად მიღებული დოზებით ვიტამინი D თითქმის მთლიანად შეიწოვება ალიმენტარულ ლიპიდებთან ერთად. უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში ხდება D-ვიტამინის დაახლოებით ორი მესამედის შეწოვა. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანში წარმოებს D-ვიტამინის სინთეზი 7-დეჰიდროქოლესტეროლისაგან. D ვიტამინის ტრანსპორტირება ღვიძლში წარმოებს სპეციფიური სატრანსპორტო ცილის მეშვეობით. ღვიძლში ხდება მისი მეტაბოლიზირება მიკროსომალური ჰიდროქსილაზის ზემოქმედებით, რის შედეგად წარმოიქმნება 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლი. ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაღველთან და განავალთან ერთად.
ვიტამინი D გროვდება კუნთოვან და ცხიმოვან ქსოვილში და ამიტომ მას ახასიათებს ხანგრძლივი ბიოლოგიური ნახევარგამოყოფის პერიოდი. D-ვიტამინის მაღალი დოზებით მიღების შემდეგ სისხლის შრატში შესაძლებელია 25-ჰიდროქსივიტამინ-D-ს მომატებული დონე, რომელიც ნარჩუნდება რამდენიმე თვის განმავლობაში. ჰიპერკალციემია, რომელიც გამოწვეულია D-ვიტამინის ჭარბი დოზებით, შეიძლება იყოს შენარჩუნებული რამდენიმე კვირის განმავლობაში (იხილეთ პუნქტი „ჭარბი დოზირება“).
გამოყენების ჩვენებები:
- D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში და მოზარდებში (12-დან 18 წლამდე);
- როგორც დამატებითი საშუალება ოსტეოპოროზის სპეციფიური თერაპიის შემადგენლობაში პაციენტებში გამოვლენილი D ვიტამინის დეფიციტით, განვითარების სასურველია კალციუმთან ერთად.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ;
- ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია;
- ნეფროლითიაზი, ნეფროკალცინოზი;
- თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმები;
- D-ჰიპერვიტამინოზი;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები;
გამოყენების წესი და დოზირება
სამკურნალო საშუალება მიიღება შინაგანად, ჭამის დროს.
D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში და მოზარდებში (12-დან 18 წლამდე);
- D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად ექიმის მიერ ასაკის გათვალისწინებით, D ვიტამინის მიღების გათვალისწინებით სხვა წყაროებიდან (საკვები, ინსოლაცია), პაციენტის სხეულის ჭარბი წონის (სიმსუქნე), D ვიტამინის მეტაბოლიზმზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების მიღების გათვალისწინებით. ჩვეულებრივი რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს D ვიტამინის 500-1000 სე.
- D ვიტამინის სამკურნალო დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად ლაბორატორიულად დამტკიცებული D ვიტამინის დეფიციტის სიმძიმის საწყისი ხარისხის გათვალისწინებით, ასევე ასაკის, D ვიტამინის მიღების გათვალისწინებით სხვა წყაროებიდან (საკვები, ინსოლაცია), პაციენტის სხეულის ჭარბი წონის (სიმსუქნე), D ვიტამინის მეტაბოლიზმზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების მიღების გათვალისწინებით. ჩვეულებრივი რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს D ვიტამინის 5000-6000 სე. მკურნალობის ხანგრძლივობა 6-8 კვირამდე, სისხლში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის კონცენტრაციის შემდგომი ლაბორატორიული კონტროლით და მიღების გაგრძელების ან პროფილაქტიკური დოზის მიღებაზე გადასვლის საკითხის გადაწყვეტით.
როგორც დამატებითი საშუალება ოსტეოპოროზის სპეციფიური თერაპიის შემადგენლობაში პაციენტებში გამოვლენილი D ვიტამინის დეფიციტის რისკით: D ვიტამინის რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1000 სე ან ყოველკვირეული დოზა 7000 სე ან ალტერნატიული ყოველთვიური 50000 სე. ხანდაზმული პაციეტებისთვის, რომელებიც იმყოფებიან დაცემის და მოტეხილობების დიდი რისკის ქვეშ, რეკომენდებულია დოზა ეკვივალენტური 2000 სე დღე-ღამეში.
მოსახლეობის ზოგიერთ ჯგუფში არსებობს D ვიტამინის დეფიციტის განვითარების მაღალი რისკი, ამის გამო აღნიშნულ ჯგუფებში შეიძლება გახდეს საჭირო უფრო მაღალი დოზების დანიშვნა და 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში:
- ალკოჰოლიზმით დაავადებული პირები;
- ჰოსპიტალიზირებული ან ინსტიტუციონირებული პირი;
- შავკანიანები;
- პაციენტები ჰეპატობილიარული სისტემის დაავადებებით - ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ციროზი, ობსტრუქციული სიყვითლე;
- პაციენტები შეწოვის დარღვევით, მათ შორის ნაწლავების ანთებითი დაავადებებით, პერსისტირებადი დიარეით და ცელიაკიით;
- პაციენტები სიმსუქნით;
- პაციენტები ოსტეოპოროზის დიაგნოზით;
- პაციენტები, რომლებიც იღებენ თანმხლებ პრეპარატებს (მაგალითად, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები, გლუკოკორტიკოიდები);
- პირები მზის სხივების შეზღუდული ზემოქმედებით, მათ შორის ბავშვები.
D ვიტამინის დოზის შერჩევისას უფრო მოსახერხებელია სხვადასხვა დოზირების მქონე სამკურნალო საშუალებების გამოყენება (500 სე, 2000 სე, 5000 სე, 50000 სე).
დოზირება ღვიძლის უკმარისობის დროს.
დოზის კორექცია არ არის საჭირო.
დოზირება თირკმლის უკმარისობის დროს.
D ვიტამინის მიღება არ არის მიზანშეწონილი თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმების მქონე პაციენტებში.
ჩვილები და ბავშვები (0-12 წელი)
არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმულ ასაკში შეიძლება გაიზარდოს D ვიტამინზე მოთხოვნილება, რომელიც განპირობებულია D ვიტამინის აბსორბციის შემცირებით, კანის უჯრედებში პროვიტამინ D-ს სინთეზის უნარის შემცირებით, ინსოლაციის ხანგრძლივობის დაკლებით, თირკმლის უკმარისობის განვითარების სიხშირის მატებით. D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში სამკურნალო დოზის განსაზღვრა ხდება ექიმის მიერ დაავადების მიმდინარეობის და სიმძიმის მიხედვით.
სიფრთხილის ზომები
D ვიტამინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით, რომლებიც ღებულობენ D ვიტამინის პრეპარატებს, საჭიროა მისი ზემოქმედების მონიტორინგი კალციუმისა და ფოსფატების მეტაბოლიზმზე. D ვიტამინის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება თირკმელში კალციუმის შემცველი ქვების წარმოქმნისაკენ. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რბილი ქსოვილების კალციფიკაციის განვითარების რისკი.
პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, რომლებიც იღებენ სათანადო მკურნალობას, პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით.
D ვიტამინის პრაპარატები სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სარკოიდოზით, რადგან ამ შემთხვევაში იზრდება მისი ტრანსფორმაციის რისკი აქტიურ მეტაბოლიტში. ამ პაციენტებში საჭიროა კალციუმის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში და შარდში.
დამატებით სხვა D ვიტამინის შემცველი პრეპარატების დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქონიოთ მისი დოზირება D3 - კაფსი ულტრას შემადგენლობაში. D ვიტამინის ან კალციუმის დამატებითი დოზის მიღება უნდა ხდებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ამ შემთხვევაში საჭიროა კალციუმის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში და შარდში.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო D-ვიტამინის შემცველი პრეპარატების დანიშვნისას იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შარდში კალციუმისა და ფოსფატების გამოყოფის დარღვევა, ბენზოთიაზიდინის წარმოებულებით მკურნალობისას, აგრეთვე პაციენტებში შეზღუდული მობილობით (ჰიპერკალციემიის და ჰიპერკაცლიურიის განვითარების რისკის გამო). ამ შემთხვევაში საჭიროა კალციუმის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში და შარდში.
არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ მაღალი დოზით D-ვიტამინის მიღება (500 000 სე ერთჯერადი ბოლუსური შეყვანა წელიწადში ერთხელ) იწვევს მოტეხილობის რისკის ზრდას ხანდაზმულ პაციენტებში, თანაც ყველაზე მნიშვნელოვანი მატება აღინიშნება დოზის შეყვანიდან პირველი 3 თვის განმავლობაში.
ხანგრძლივი მკურნალობისას, როდესაც გამოყენებული D ვიტამინის დღიური დოზა აღემატება 1000 სე, საჭიროა კალციუმის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში.
ქოლეკალციფეროლის მიღება არ არის მიზანშეწონილი ფსევდოჰიპოპარათირეოზის დროს, რადგან D ვიტამინის მიმართ ნორმალური მგრძნობელობის ფაზაში მისი მოთხოვნილება შეიძლება შემცირდეს, რაც იწვევს ჭარბი დოზირების რისკს. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია გამოვიყენოთ D ვიტამინის სხვა წარმოებულები, რომლებიც უფრო ზუსტად არეგულირებენ დოზირებას.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ადეკვატური რაოდენობით D-ვიტამინის მიწოდება.
ორსულობის პერიოდში ქოლეკალციფეროლის დღიური დოზის დანიშვნა, რომელიც აღემატება 500 ს.ე., მიზანშეწონილია აშკარა საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ იმ დოზებით, რომლებიც წარმოადგენენ აბსოლუტურ საჭიროებას დეფიციტის შევსების მიზნით. უნდა გამოირიცხოს D ვიტამინის ჭარბი მიღება ორსულობის პერიოდში, რადგან მისი მიღებით გამოწვეული ჰიპერკალციემიის შედეგად ახალშობილებში შეიძლება წარმოიშვას ფიზიკური და გონებრივი განვითარების შენელება, სარქველზედა აორტალური სტენოზი და რეთინოპატია.
D-ვიტამინი და მისი მეტაბოლიტები აღწევენ დედის რძეში. ახალშობილებში ჭარბი დოზირების შემთხვევები, რომლებიც გამოწვეულია ძუძუთი კვებით, არ არის აღწერილი. მაგრამ, ჩვილი ბავშვისთვის D-ვიტამინის დამატებითი დოზის დანიშვნისას ექიმმა უნდა გაითვალისწინოს D-ვიტამინის ნებისმიერი დოზა, რომელსაც ღებულობს მეძუძური დედა.
გავლენა ფერტილობაზე
არ არსებობს მონაცემები D-ვიტამინით მკურნალობისა და ფერტილობაზე მისი გავლენის შესახებ.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვაზე
გავლენის შესწავლა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვაზე არ ჩატარებულა. გავლენა ნაკლებად სავარაუდოა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები (როგორიცაა ფენიტოინი ) და ბარბიტურატები. 25-ჰიდროქსიხოლეკალციფეროლის დონის ცვლილება იწვევს აქტიურ მეტაბოლიტებში გარდაქმნის სიჩქარის დაწევას ან მატებას.
თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული მიღება იწვევს კალციუმის გამოყოფის შემცირებას შარდით და, შესაბამისად, მოსალოდნელია ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი. ამ პაციენტებში საჭიროა კალციუმის დონის მუდმივი მონიტორინგი სისხლში და შარდში.
გლუკოკორტიკოსტეროიდები. გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთდროული მიღება იწვევს სამკურნალო პრეპარატის ეფექტურობის შემცირებას.
საგულე გლიკოზიდები. D ვიტამინის პერორალურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ეფექტურობის და ტოქსიურობის მომატება, რაც განპირობებულია კალციუმის დონის ზრდით
(გულის რითმის დარღვევის გამოვლინების რისკი). ამ პაციენტებში საჭიროა კალციუმის დონის კონტროლი სისხლის შრატში და შარდში, ეკგ, გარდა ამისა (ჩვენების შემთხვევაში) დიგოქსინის და დიგიტოქსინის დონის განსაზღვრა პლაზმაში.
D-ვიტამინის მეტაბოლიტები და მისი ანალოგები (მაგალითად, კალციტრიოლი). D ვიტამინის კომბინაცია მის მეტაბოლიტებთან და ანალოგებთან დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და უნდა ხორციელდებოდეს სისხლის შრატში კალციუმის დონის კონტროლით.
რიფამპიცინი და იზონიაზიდი. შესაძლებელია სამკურნალო საშუალების ეფექტის შემცირება, რაც განპირობებულია ბიოტრანსფორმაციის სიჩქარის მატებით.
იონგაცვლითიფისი, როგორიცაა ქოლესტირამინი, საფაღარათე საშუალებები, პარაფინის ზეთი: ზოგიერთ შემთხვევაში იწვევენ D-ვიტამინის შეწოვის შემცირებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ორლისტატი პოტენციურად აქვეითებს ცხიმში ხსნადი D ვიტამინის აბსორბციას.
აქტინომიცინი, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (იმიდაზოლის წარმოებულები): ახდენენ გავლენას D ვიტამინის აქტივობაზე, რაც განპირობებულია 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის გარდაქმნის ინჰიბირებით 1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლში.
გვერდითი მოქმედება
არასასურველი რეაქციები მოცემულია სისტემურ-ორგანული კლასიფიკაციის მიხედვით და გამოვლინების სიხშირის შესაბამისად.
სიხშირის განსაზღვრა: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10), არახშირი (≥ 1/1 000, მაგრამ < 1/100), იშვიათი (≥ 1/10 000, მაგრამ < 1/1 000), ძალიან იშვიათი (< 1/10 000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია მისი განსაზღვრა არსებული მონაცემების მიხედვით).
გვერდითი მოვლენების სიხშირე შეფასებულია როგორც უცნობი, რადგან ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევა, რომლის მიხედვით იქნებოდა შესაძლებელი მათი სიხშირის დადგენა, არ ჩატარებულა.
ნივთიერებათა ცვლის და კვებითი დარღვევები: არახშირი - ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.
მონაცემები გვერდითი მოვლენების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდგომ და მასთან დაკავშირებული უწყვეტი მონიტორინგის მიზნით „სარგებელი/რისკის“ თანაფარდობის დასადგენად, მნიშვნელოვანია მონაცემების მიწოდება საეჭვო რეაქციის შესახებ. სამედიცინო მუშაკებს ეძლევათ რეკომენდაცია მიაწოდონ ინფორმაცია ნაციონალური სისტემების მეშვეობით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა სახელმწიფოებს ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომები
D ვიტამინის დოზის მწვავე და ქრონიკულმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, რომელმაც შეიძლება მიიღოს მუდმივი და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში ხასიათი. აღნიშნული სიმპტომები ატიპიურია და შეიძლება მოიცავდეს გულის რითმის დარღვევას, წყურვილს, გაუწყლოებას, ადინამიას და ცნობიერების დარღვევას. გარდა ამისა, ქრონიკულმა გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის ნადების წარმოქმნა სისხლ-ძარღვებში და დეპონირება ქსოვილებში.
ერგოკალციფეროლს (ვიტამინი D2) და ქოლეკალციფეროლს (ვიტამინიD3) ახასიათებს დაბალი თერაპიული ინდექსი. D-ვიტამინით ინტოქსიკაციის ზღვარი ცვალებადია და მოზრდილებში პარათირეოიდული ჯირკვლის ნორმალური ფუნქციით მისი დღიური დოზა მერყეობს დიაპაზონში 40 000-დან 100 000 სე-მდე, მკურნალობის კურსი 1-დან 2 თვემდე. ახალშობილები და სკოლანდელი ასაკის ბავშვები ავლენენ მგრძნობელობას უფრო დაბალი დოზების მიმართ. ამიტომ D ვიტამინის დანიშვნა ამ კატეგორიის პაციენტებისთვის არ არის მიზანშეწონილი სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე.
დოზის გადაჭარბება იწვევს ფოსფორის დონის მომატებას სისხლის შრატში და შარდში, აგრეთვე ჰიპერკალციემიური სინდრომის განვითარებას კალციუმის მომდევნო დეპონირებით ქსოვილებში, პირველ რიგში თირკმელში (ნეფროლითიაზი, ნეფროკალცინოზი) და სისხლძარღვებში. ჰიპერკალციემიის სიმპტომები მოიცავს ანორექსიას, წყურვილის და გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, შეკრულობას, ტკივილს მუცლის არეში, კუნთოვან სისუსტეს, დაღლილობას, ფსიქიურ დარღვევას, პოლიდიფსიას, პოლიურიას, ტკივილს ძვლებში და მძიმე შემთხვევებში გულის რითმის დარღვევას. ექსტრემალურმა ჰიპერკალციემიამ შეიძლება გამოიწვიოს კომა და ლეტალური შედეგი.
ტიპიური ბიოქიმიური დარღვევები მოიცავს ჰიპერკალციემიას, ჰიპერკალციურიას და აგრეთვე 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის კონცენტრაციის მომატებას სისხლის შრატში.
ჭარბი დოზირების მკურნალობა
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა იმ ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც მიმართულია ხშირად პერსისტირებადი, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიცოცხლისთვის საშიში ჰიპერკალციემიის მკურნალობისთვის. პირველადი დახმარების ღონისძიებას წარმოადგენს სამკურნალო საშუალების მოხსნა; კალციემიის მდგომარეობის ნორმალიზებისთვის, რომელიც გამოწვეულია D-ვიტამინით ინტოქსიკაციით, შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე კვირა.
ჰიპერკალციემიის სიმძიმის ხარისხის მიხედვით შესაძლებელია შემდეგი ღონისძიების ჩატარება: დიეტა კალციუმის დაბალი შემცველობით ან კალციუმის გარეშე, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ფუროსემიდით ინდუცირებული ფორსირებული დიურეზი, და ზოგიერთ შემთხვევაში გლუკოკორტიკოსტეროიდების და კალციტონინის დანიშვნა.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში შესაძლებელია კალციუმის დონის საკმარისი ნიშნულით დაწევა ინტრავენურად 0.9 % ნატრიუმის ქლორიდის შეყვანით (3-6 ლიტრი 24 საათის განმავლობაში) ფუროსემიდის ერთდროული დანიშვნით, ზოგიერთ შემთხვევაში ნატრიუმის ედეტატის შეყვანით დოზით 15 მგ/სხეულის კგ/ საათში კალციუმის დონის და ეკგ მუდმივი ერთდროული მონიტორინგის ქვეშ. ოლიგურიის შემთხვევაში, პირიქით, საჭიროა ჰემოდიალიზის ჩატარება (დიალიზატი არ უნდა შეიცავდეს კალციუმს).
სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
D ვიტამინის მაღალი დოზებით ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში რეკომენდებულია პოტენციური ჭარბი დოზირების სიმპტომების წინასწარი განსაზღვრა (გულისრევის შეგრძნება, ღებინება, საწყის ეტაპზე დიარეა, შემდგომ შეკრულობა, მადის დაკარგვა, დაღლილობა, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში, სახსრებში, კუნთების სისუსტე, ძილიანობა, აზოტემია, პოლიდიფსია და პოლიურია).
შეფუთვა
რბილი ჟელატინის კაფსულები, 2000 სე დოზირების კაფსულებისთვის: 15 კაფსულა მოთავსებულია კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, რომელიც დამზადებულია არაგამჭვირვალე პოლივინილქლორიდის/პოლივინილდიქლორიდის აპკისგან და ალუმინის დაბეჭდილი ლაქირებული ფოლგისაგან. 2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეკვრაში; 5000 სე დოზირების კაფსულებისთვის: 10 კაფსულა მოთავსებულია კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, რომელიც დამზადებულია არაგამჭვირვალე პოლივინილქლორიდის/პოლივინილდიქლორიდის აპკისგან და ალუმინის დაბეჭდილი ლაქირებული ფოლგისაგან, 3 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს შეკვრაში;
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25 °С ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ:
უს „მინსკინტერკაფსი“. რესპუბლიკა ბელარუსი,
220075, ქ. მინსკი, სააბონენტო ყუთი 112, ქ. ინჟენერნაია, სახლი 26
უს „მინსკინტერკაფსი“-ს დირექტორი: ა.ა. ჟადანი










