წყალი საინექციო 2მლ #50ა
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
საინექციო წყალი
პრეპარატის სავაჭრო დასახელება : საინექციო წყალი
აქტიური ნივთიერება ( საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ): წყალი
წამლის ფორმა : საინექციო ხსნარი
აღწერილობა : გამჭვირვალე უფერო სითხე.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : გამხსნელები.
ათქ კოდი: V07AB
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
გამხსნელი. საინექციო წყალი არ არის ქიმიურად აქტიური და არ გააჩნია ფარმაკოლოგიური ეფექტი.
საინექციო წყალი გამოიყენება საინფუზიო და საინექციო ხსნარების მოსამზადებლად, რაც უზრუნველყოფს სუბსტრატების და წყლის თავსებადობისათვის და ეფექტურობისათვის ოპტიმალურ პირობებს.
ფარმაკოკინეტიკა
წყლისა და ელექტროლიტების მუდმივად მონაცვლეობითი შეყვანით, ჰომეოსტაზი ნარჩუნდება თირკმელებით.
გამოყენების ჩვენებები
როგორც გადამტანი ან გამხსნელი ხსნარი ფხვნილებისგან, ლიოფილიზატებისგან და კონცენტრატებისგან სტერილური საინექციო ხსნარების მოსამზადებლად. გამოიყენება სტერილური ხსნარების მოსამზადებლად, მ.შ. კანქვეშა (ს/კ), ინტრამუსკულარული (ი/მ), ინტრავენური (ი/ვ) შეყვანისთვის.
გამოყენების ინსტრუქცია და დოზები
დოზა და მიღების სიჩქარე უნდა შეესაბამებოდეს განსაზავებელი პრეპარატების დოზირების ინსტრუქციას.
საინექციო წყლის გამოყენებით სამკურნალო ხსნარების მომზადება უნდა განხორციელდეს სტერილურ პირობებში (ამპულების გახსნა, შპრიცების და კონტეინერების შევსება სამკურნალო საშუალებებით).
უკუჩვენებები
საინექციო წყალი არ გამოიყენება, თუ წამლის ხსნარის მოსამზადებლად მითითებულია სხვა გამხსნელი.
საინექციო წყალი არ შეიძლება შეყვანილი იყოს ინტრავასკულარულად მისი ბუნებრივი ფორმით დაბალი ოსმოსური წნევის გამო (ჰემოლიზის რისკი!).
მედიკამენტური ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევისას (საინფუზიო ხსნარები, კონცენტრატები საინფუზიო ხსნარების მოსამზადებლად; საინექციო ხსნარები, ფხვნილები, მშრალი ნივთიერებები საინექციო ხსნარების მოსამზადებლად), აუცილებელია თავსებადობის ვიზუალური კონტროლი (შეიძლება მოხდეს ფარმაცევტული შეუთავსებლობა).
სპეციალური მითითებები
საინექციო წყლის დაბალი ოსმოსური წნევის გამო, მისი ნატიური სახით ინტრავენურად შეყვანა შეუძლებელია (ჰემოლიზის საშიშროება!).
საინექციო წყალი არ უნდა იყოს შერეული ზეთოვან გამხსნელებთან.
გამოშვების ფორმა
პრეპარატი არის 2 მლ, 4 მლ, 5 მლ ან 10 მლ ან მინის ან პოლიპროპილენის ან სამედიცინო პოლიეთილენის ამპულაში. 5 ან 10 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 1 ან 2 კონტურულ უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, ან 5, 10, 20, 30, 40 ან 50 ამპულა მთლიანი ბლოკის სახით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
50 მლ, 100 მლ, 250 მლ და 500 მლ სამედიცინო პოლიპროპილენის ფლაკონებში.
შენახვის პირობები
მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
ამპულები – 4 წელი.
ფლაკონები – 2 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი :
ორგანიზაციის დასახელება და მისამართი , რომელიც ღებულობს სამკურნალო საშუალების ხარისხთან დაკავშირებულ პრეტენზიებს ( მოსაზრებებს )
ერთობლივი საწარმო შპს “Jurabek Laboratories”
უზბეკეთის რესპუბლიკა, 10003, ქ. ტაშკენტი, ალმაზარის ქ. 165,
ტელ/ფაქსი: (99871) 1500303
ვებგვერდი: www.jurabek.uz










