ამს გინკო ბილობა#60კაფს

ამს გინკო ბილობა#60კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გინკგო ბილობა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 90360
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

AMS®-ის გინგკო ბილობა

აუმჯობესებს მეხსიერებას

შესანიშნავი მცენარეული საშუალება თავის ტვინისთვის

ინარჩუნებს მენტალურ ჯანმრთელობას

 

დამატებითი ინფორმაცია

დღიური რაოდენობა 2 რბილი კაფსულა (30 დღის რაოდენობა)

2 კაფსულის შემადგენლობა გინგკო ბილობას ექსტრაქტი (ფოთლები)    120 მგ ***

 *** დღიური ნორმა არ არის დადგენილი

სხვა ინგრედიენტები: ჟელატინი, გლიცერინი, სოიოს ზეთი, ფუტკრის ცვილი, ლეციტინი, სუფთა წყალი.

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.

გაფრთხილება. ორსულობის ძუძუთი კვების ან სხვა პრეპარატების მიღების შემთხევვაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან პრეპარატის მიღებამდე.

შეიცავს სოიოს (სოიოს ზეთის სახით).

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

AMS®-ის გინგკო-ბილობას გაძლიერებული ფორმულა უზრუნველყოფს გინგკო ბილობაზე დღიურ მოთხოვნილებას, რომელიც საჭიროა მეხსიერების, კონცენტრაციისა და მენტალური სხვა ფუნქციების გასაუმჯობესებლად.

გინგკო ბილობა ერთერთი უძველესი მცენარეთაგანია, რომელიც გამოიყენება მცენარულ და ბუნებრივ მედიცინაში. გინგკოს ექტრაქტის დადებითი მოქმედება ხანდაზმულებში დამტკიცებულია.

ეს უძველესი მცენარე აძლიერებს ჟანგბადის მოხმარებას და ამით აუმჯობესებს მეხსიერებას, კონცენტრაციასა და მენტალურ სხვა ფუნქციებს. ნაჩვენებია, რომ გინგკოს ექსტრაქტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შორ მანძილზე მხედველობას და შეუძლია უკუაქციოს თვალის ბადურის დაზიანება.

კვლევებით ნაჩვენებია გინგკო ბილობას მნიშვნელობა ხანდაზმულ პირებში დეპრესიის მკურნალობისას. მისი ექსტრაქტი დამხმარე საშუალებაა თავის ტკივილის, სინუსიტებისა და ვერტიგოს დროს. ის, ასევე, ამსუბუქებს ქრონიკულ ხმაურს ყურებში, რომელიც ცნობილია ტინიტუსის სახელწოდებით.

გამოქვეყნებულია, რომ გინგკო ბილობას გააჩნია ანტიოქსიდაციური უნარი და აუმჯობესებს თრომბოციტებისა და ნერვული უჯრედების ფუნქციას, ასევე, ნერვული სისტემისა და თავის ტვინის სისხლმომარაგებას. ნაჩვენებია, რომ ის ამცირებს სისხლის წებვადობას. ის იწვევს სისხლძარღვების დილატაციას, რითაც შეუძლია შეამციროს მაკულის დეგენერაციით გამოწვეული ბადურის დაზიანება და უკუაქციოს სისხლმომარაგების შემცირებით განპირობებული სიყრუე.

>300 კვლევაში არის ნაჩვენები, რომ გინგკო ბილობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელს ორგანიზმში, განსაკუთრებით, თავის ტვინში, სადაც ის, როგორც იცავს, ასევე, აუმჯობესებს მეხსიერებასა და მენტალურ ფუნქციებს, მათ შორის, ალც-ჰაიმერის დაავადების მქონე პირებშიც. მისი ფართო შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ავადმყოფობის მკურნალობაში. პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა ხარისხის სისხლძარღვოვანი უკმარისობა, აღნიშნეს ხასიათის გაუმჯობესება გინგკო ბილობას მიღების დროს. სწორედ, ამან გამოიწვია ინტერესის ზრდა დეპრესიის მკურნალობაში გინგკო ბილობას გამოყენების მიმართულებით.