ქალმი N #20კაფს[]

ქალმი N #20კაფს[]

26.54 ლარი 22.38 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური პრეპარატები
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: ფორტექს ნუტრაცევტიკალს
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 90285
გააზიარე:

ქალმი N 

საკვები დანამატი–– ქალმი N  N 20 კაფს.

 1.   ქალმი N –ის 1 კაფსულა შეიცავს:

ბარამბოს ექსტრაქტი– 90 მგ, ვალერიანის ექსტრაქტი–75 მგ, სვიის ექსტრაქტი––60 მგ,

მაგნიუმის ოქსიდი––80 მგ,  ვიტამინი  B6—3 მგ.

2.  რა შედეგები მოაქვს  ქალმი N–ის გამოყენებას:

• ქალმი-N უზრუნველყოფს ნერვული სისტემის სიმშვიდეს ნერვული დაძაბულობის, აგზნების, გაღიზიანების დროს;

• დადებითად მოქმედებს კარდიოვასკულური სისტემის ფუნქციაზე;

• უზრუნველყოფს ნორმალურ მენტალურ ფუნქციას.

3. რა არის ქალმი N

ქალმი N ინოვაციური კომბინაციაა დამამშვიდებელი ეფექტით, რომელიც შეიცავს ვალერიანის ექსტრაქტს, ბარამბოს, სვიას, მაგნიუმის ოქსიდთან და ვიტამინ B6–სთან ერთად.

ვალერიანის ექსტრაქტს, ბარამბოს და სვიას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ნერვულ სისტემაზე. ისინი ამცირებენ აგზნებას და სტრესს. უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის სიმშვიდეს, ადვილად ჩაძინებას და ხანგრძლივ ძილს. ისინი ხელს უწყობენ კარდიოვასკულური სისტემის ნორმალურ მუშაობას.

მაგნიუმის ოქსიდი და ვიტამინი B6 ამცირებენ დაღლილობას, უზრუნველყოფენ ნორმალურ მენტალურ ფუნქციას და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ხელს უწყობენ ელექტროლიტების ბალანსის დაცვას, მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და ენერგიის წარმოქმნას ორგანიზმში.

4. ქალმი N–ის მიღებამდე

ნუ მიიღებთ ქალმ N-ს თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ქალმი N საკვები დანამატია. ის არ არის ბალანსირებილი კვების შემცვლელი.

რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია ორსულობისა და ლაქტაციის დროს, აგრეთვე სხვა სედატივების ერთდროული მიღებისას.

ქალმი N არ ახდენს გავლენას ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე.

არ იწვევს შეჩვევას.

5. როგორ მივიღოთ ქალმი N

12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 1-2 კაფსულა დღეში.

ძლიერი ნერვული დაძაბულობის და აგზნების დროს - 1 კაფსულა დილით (ან შუადღეს) და 1 კაფსულა საღამოს.

ძილის პრობლემების დროს- 1-2 კაფსულა საღამოს ძილის წინ. ნერვული სისტემის მხარდაჭერისთვის და სტაბილური მენტალური ფუნცქციის უზრუნველსაყოფად - 1 კაფსულა დღეში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას (2 კაფსულა).

7. როგორ შევინახოთ ქალმი N

ქალმი N ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ნუ გამოიყენებთ ქალმ N-ს შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი: Fortex Nutraceuticals ltd., Bulgaria