რეპარონი #12რექტ.სუპოზ.

რეპარონი #12რექტ.სუპოზ.

24.43 ლარი 20.77 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საბერძნეთი
მწარმოებელი: ეგისი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნაწლავის ჩხირი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 90279
გააზიარე:

სარეკომენდაციო ვერსია
ინფორმაცია მომხმარებლისთვის

რეპარონის სუპოზიტორიები
E.coli-ის მკვდარი ბაქტერიული კულტურის სუსპენზია

პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ინსტრუქციის მიხედვით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით.
• შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია თქვენ ხელმეორედ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
• თუ გჭირდებათ უფრო მეტი ინფორმაცია ან რჩევა, მიმართეთ ფარმაცევტს.
• რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული შეეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
• თუ რამდენიმე დღეში თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდება, მიმართეთ ექიმს.


ფურცელი-ჩანართის შინაარსი:

  1. რა არის რეპარონის სუპოზიტორია და რისთვის გამოიყენება
  2. რა უნდა იცოდეთ რეპარონის სუპოზიტორიის გამოყენებამდე
  3. როგორ გამოიყენება რეპარონის სუპოზიტორია
  4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
  5. როგორ უნდა იქნას შენახული რეპარონის სუპოზიტორია
  6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის რეპარონის სუპოზიტორია და რისთვის გამოიყენება
რეპარონის სუპოზიტორია მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს მკვდარი ბაქტერიული კულტურის სუსპენზიას (ფენოლის საშუალებით დახოცილი Escherichia coli-ის ბაქტერიების მყარი ელემენტები და მისი მეტაბოლიზმის პროდუქტები). ბაქტერიული კულტურის სუსპენზიის ზემოქმედება კანსა და ლორწოვან გარსზე იწვევს იმუნური პასუხის სტიმულაციას, აძლიერებს ქსოვილების ბუნებრივ დაცვით მექანიზმებს, ამცირებს ინფექციების მიმართ მგრძნობელობას და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
რეპარონის სუპოზიტორია გამოიყენება ბუასილის (ჰემოროიდული დაავადება) და მისი გართულებების სამკურნალოდ: ტკივილი, ქავილი, ეგზემა, ანალური ნახეთქები.
თუ რამდენიმე დღეში სიმპტომები არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.


2. რა უნდა იცოდეთ გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ:

  • თუ გაქვთ ალერგია პრეპარატის კომპონენტებზე

გაფრთხილებები:

  • პრეზერვატივთან ერთად გამოყენებამ შეიძლება შეამციროს მისი დაცვითი ეფექტი
  • 18 წლამდე გამოყენება რეკომენდებული არ არის

სხვა წამლები:
სწორი გამოყენებისას მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:
მიმართეთ ექიმს. მონაცემები შეზღუდულია, თუმცა რისკი დაბალია.

მართვა:
ზეგავლენა არ არის მოსალოდნელი.


3. გამოყენების წესი
რექტალური გამოყენებისთვის.

დოზა:

  • 1 სუპოზიტორია სწორ ნაწლავში
  • დღეში 1–2-ჯერ (დილით და/ან საღამოს)

გამოყენებამდე:

  • გაიწმინდეთ ნაწლავის არე

გამოყენების შემდეგ:

  • დაიბანეთ ხელები

არ მიიტანოთ თვალებში ან პირში.
შეიძლება დაალაქავოს ტანსაცმელი — რეკომენდებულია საფენების გამოყენება.

ხანდაზმულები: ჩვეულებრივი დოზა
ბავშვები: არ არის რეკომენდებული


ჭარბი დოზა
არ არის აღწერილი.
შემთხვევით გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება.


დოზის გამოტოვება
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.


მკურნალობის შეწყვეტა
შესაძლოა სიმპტომები გაუარესდეს.


4. გვერდითი მოვლენები

იშვიათი:

  • ალერგია
  • ქავილი
  • ჭინჭრის ციება

უცნობი სიხშირე:

  • სიწითლე
  • ქავილი
  • კანის აქერცვლა

მძიმე რეაქციის შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს.


5. შენახვა

  • ≤25°C
  • ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.


6. დამატებითი ინფორმაცია

შემადგენლობა:

  • აქტიური ნივთიერება: E.coli (0.66 მილიარდი)
  • დამხმარე: ფენოლი, ცხიმები, ტრიგლიცერიდები, წყალი

გარეგნობა:
თეთრი ან მოთეთრო, მოგრძო ფორმის სუპოზიტორია

შეფუთვა:
10 ან 12 სუპოზიტორია


გაცემის წესი:
ურეცეპტოდ


მწარმოებელი:
dss egis pharmaceuticals, ბუდაპეშტი


ინსტრუქციის განახლება:
მაისი, 2020 წელი