სარპალი #24ტ

სარპალი #24ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტაციდური საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 90251
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

სარპალი

 

სავაჭრო დასახელება

სარპალი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება

ნატრიუმის ალგინატი + კალციუმის კარბონატი + ნატრიუმის ჰიდროკარბონატი

sodium aligante + Calcium carbonate + sodium hydrogen carbonate

სამკურნალო ფორმა

საღეჭი ტაბლეტები.

აღწერა: მრგვალი, ორივემხრიდან ბრტყელი, თეთრი ან ყვითელიფერის საღეჭიტაბლეტები ღია-ყავისფერი ჩანართებით, გრავირებით “S 500” ერთმხარეს.

შემადგენლობა

საღეჭი ტაბლეტი შეიცავს

აქტიურინივთიერებები: ნატრიუმი სალგინატი 500 მგ, კალციუმისკარბონატი 160 მგ, ნატრიუმისჰიდროკარბონატი 267 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მანიტი, მაკროგოლი, კოპოვიდონი, კალიუმი საცესულფამი, ასპარტამი, არომატიზატორი “ლიმონი”, მაგნიუმისსტეარატი, სიმინდის სახამებელი.

პრეპარატის ათქ კოდი A02BX

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საშუალებები პეპტიური წყლულის და გასტრო ეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადების სამკურნალოდ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღებისას სარპალი სწრაფად რეაგირებს კუჭის მჟავე შიგთავსზე. ამ დროს წარმოიქმნება ალგინატის გელი, pH-ის თითქმის ნეიტრალური მნიშვნელობით, რომელიც წარმოქმნის დამცავ ბარიერს კუჭის შიგთავსის ზედაპირზე, ხელს უშლის რა გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის წარმოქმნას. რეგურგიტაციის შემთხვევაში გელი ხვდება საყლაპავში, სადაც იგი ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ამცირებს.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფიზიკურ-ქიმიური პროცესებით და არ არის დამოკიდებული სისხლის სისტემურ დინებაში შეწოვაზე.

გამოყენების ჩვენებები

გასტროეზოფაგეალური რეფლუქსის სიმპტომების აღმოფხვრა, როგორიცაა მჟავე ბოყინი, გულძმარვა, დისპეფსია (დაკავშირებული კუჭის შიგთავსის მჟავიანობასთან, რომელიც გადაიტყორცნება საყლაპავში), მაგალითად, საკვების მიღების შემდეგ ან ორსულობის პერიოდში, ან პაციენტებში რეფლუქსურ ეზოფაგიტთან დაკავშირებული სიმპტომებით.

გამოყენების წესი და დოზირება

ტაბლეტები მიიღება შიგნით საგულდაგულოდ დაღეჭვის შემდეგ.

მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 ტაბლეტი ჭამის შემდეგ და ძილის წინ.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები

ამ ასაკობრივ ჯგუფში დოზის ცვლილებები არ არის საჭირო.

ბავშვები

12  წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი რეაქციები

ძალიან იშვიათად (≤ 1/10000) პაციენტებში შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრისციება ან ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრირების შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდება სერიოზული გვერდითი რეაქციას ამ კურნალო საშუალებაზე ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

ორი ტაბლეტი სდოზაში ნატრიუმის შემცველობა შეადგენს 234 მგ-ს (10,2 მმოლი). ესმხედველობაში უნდა იქნასმიღებული, თუ აუცილებელია დიეტის დაცვა მარილის ძალიან შეზღუდული  შემცველობით, მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობის ზოგიერთ შემთხვევაში და თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს.

თითოეული დოზა ორი ტაბლეტისგან შეიცავს 320 მგ (3,2მმოლ) კალციუმისკარბონატს.

სიფრთხილე  უნდაიქნას დაცული პაციენტების მკურნალობისას ჰიპერკალციემიით, ნეფროკალცინოზით და კალციუმის შემცველი თირკმელებისკენჭების მორეციდივე წარმოქმნით.

შემადგენლობაში ასპარტამის შემცველობის გამო ეს პრეპარატი არ უნდა იქნას დანიშნული პაციენტებში ფენილკეტონურიით.

არსებობს ეფექტურობის დაქვეითების შესაძლებლობა პაციენტებში კუჭის წვენის მჟავიანობის ძალიან დაბალი დონით.

თუ შვიდი დღის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ სიმპტომები არ გაქრება, მაშინ აუცილებელია კლინიკური  მდგომარეობის ხელახალი შეფასება.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე, აგრეთვე საქმიანობის სხვა პოტენციურად საშიში სახეობებით დაკავებაზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულკონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

გამოყენების დაგროვილმ აგამოცდილებამ არ აჩვენა რაიმე მნიშვნელოვანი უარყოფითი რეაქცია ორსულობის მიმდინარეობაზე ან ნაყოფისა და ახალშობილი ბავშვის ჯანმრთელობაზე. პრეპარატის გამოყენებაშესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციისპერიოდში. მიუხედავად ამისა, კალციუმის კარბონატის არსებობის გათვალისწინებით, რეკომენდებულია მკურნალობის ხანგრძლივობის მაქსიმუმამდე შეზღუდვა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

იმის გამო, რომ კალციუმის კარბონატი, რომელიც პრეპარატისშემადგენლობაში შედის, ანტაციდურ მოქმედებას ავლენს, სარპალის და სხვა პრეპარატების მიღებას შორის უნდა გავიდეს არანაკლებ 2 საათი (განსაკუთრებითH2-ჰისტამინის რეცეპტორებისბლოკატორებთან, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, დიგოქსინთან, ფტორქინოლონთან, რკინის მარილებთან, კეტოკონაზოლთან, ნეიროლეპტიკებთან, თიროქსინთან, პენიცილამინთან, β-ადრენობლოკატორებთან (ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპანოლოლი), გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ქლოროქინთან და დიფოსფონატებთან ერთდროულად მიღებისას).

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: შეიძლება აღინიშნოს მუცლის შებერვა.

მკურნალობა: სიმპტომატური.

გამოშვების ფორმა

საღეჭი ტაბლეტები.

6 ტაბლეტი ბლისტერში.

2 ან 4 ბლისტერი  სამედიცინოგამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები

ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°с ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

”ვორლდმედიცინილაჩ სან. ვეტიჯ. ა.შ.”-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მახ. ჯამიიოლუჯად. # 50 გიუნეშლიბაგჯილარ / სტამბოლი)

“WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.”, TURKEY

(15 TemmuzMah CamiYolu  Cad No: 50 GüneşliBაğcılar / İstanbul).