მუსტელა-სტრიების საწინააღმდეგო კრემი 150მლ

მუსტელა-სტრიების საწინააღმდეგო კრემი 150მლ

97.00 ლარი
კოდი: 90242
გააზიარე:

მუსტელა სტრიების საწინააღმდეგო კრემი 150 მლ.
ხელს უშლის სტრიების წარმოქმნას, ამკვრივებს და ღრმად ატენიანებს კანს, განკუთვნილია მთელი ორსულობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის. აქვს მსუბუქი ტექსტურა, ადვილად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიან კვალს ტანსაცმელზე. დამზადებულია 96% ნატურალური ინგრედიენტებისგან, უსაფრთხოა მისი გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
არ გამოიყენოთ საკეისრო კვეთის შედეგად დარჩენილ ნაწიბურზე ჭრილობის საბოლოო შეხორცებამდე.
ფორმულა შეიცავს ავოკადო პეპტიდს, რომელიც აღადგენს და იცავს დელიკატურ კანს, მარაკუიას პოლიფენოლი და ჰამამელის მცენარეული ექსტრაქტი ანიჭებს კანს ელასტიურობას და ხელს უშლის სტრიების წარმოქმნას. ფუტკრის ცვილი, ნატურალური გლიცერინი და შეას კარაქი კიდევ უფრო აძლიერებს კანის დატენიანების ეფექტს. არ შეიცავს პარაბენებს, ფტალატებს, ფენოქსიეთანოლს, მინერალურ ცხიმებს.
სპეციალურად შექმნილი ჰიპოალერგიული ფორმულა ტესტირებულია დერმატოლოგებისა და პედიატრების კონტროლით.
გამოყენება: დაიტანეთ გასუფთავებულ მშრალ კანზე მსუბუქი მასაჟით: მუცელზე, მკერდზე, თეძოებსა და ბარძაყებზე დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს. რეკომენდებულია გამოყენება ორსულობის დაწყებიდან და მშობიარობის შემდეგ 3-4 თვე.