ერმუცინი 300მგ #20კაფს
გააზიარე:
ერმუცინი 300მგ #20კაფს
სავაჭროსახელწოდება: ერმუცინი®
საერთაშორისოარადაპატენტებულისახელწოდება: ერდოსტეინი.
წამლისფორმა: მყარი კაფსულა.
შემადგენლობა
თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს:
აქტიურიინგრედიენტი: ერდოსტეინი300 მგ.
არააქტიური ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი К30, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსი:
კორპუსი: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი(Е 171), რკინის საღებავი ყვითელი ოქსიდი (Е 172), თავსახური: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (Е 171), რკინის საღებავი ყვითელი ოქსიდი (Е 172), ინდიგოკარმინი(Е 132).
აღწერა
მყარი ჟელატინის კაფსულები, კორპუსი ყვითელი და სახურავი მწვანე შეფერილობის. კაფსულების შემადგენლობა: თეთრი და თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.
ფარმაკოლოგიურიჯგუფი: მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება, ბრონქოპროტექტორი სამკურნალო საშუალება.
ათქკოდი: R05CB15.
ფარმაკოლოგიურითვისებები
ფარმაკოკინეტიკა
ერდოსტეინი სწრაფად აბსორბირდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში სულ მცირე სამ აქტიურ მეტაბოლიტამდე, რომლიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია (%-ად) და ეფექტურია – N-თიოდიგლიკოლ-ჰომოცისტეინი (მეტაბოლიტ 1 ან M1). ძირითადი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები: (მითითებულია M1-სათვის) მაქსიმალური კონცენტრაცია Cmax-3,46 მგ/მლ; მაქსიმალური კონცენტრაციის Cmax-ის მიღწევის პერიოდი სისხლის შრატში – 1,48 სთ; “კონცენტრაცია-დრო”-ის მრუდის მოცულობა AUC (0-24 სთ) 12,09 მგ/ლ/სთ. ერდოსტეინის 64.5% უკვაშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პრეპარატი გამოიოფაა შარდით და განავალით არაორგანული სულფატების სახით.
(მთლიანად პრეპარატის, ანუ ერდოსტეინისა და მისიმეტაბოლიტების) ნახევრადგამოყოფის პერიოდი 5 საათზე მეტია. პრეპარატის განმეორებითი გამოყენება ან საჭმლის მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე. ფემენტაციული ინდუქცია ან პრეპარატის დაგროვება არ ხდება.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში აღინიშნება მაქსიმალური კონცენტრაციის და AUC მაჩვენებლების ზრდა.
ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ნახევრადგამოყოფის პერიოდის ზრდა. თირკმელების მწვავე უკმარისობის შემთხვევაში შესაძლებელია ერდოსტეინის მეტაბოლიტების აკუმულაცია.
ფარმაკოდინამიკა
ერდოსტეინი არის მუკომოდულატორი, რომლის ეფექტურობა განპირობებულია აქტიური მეტაბოლიტების მოქმედებით. მეტაბოლიტების თიოლის ჯგუფები იწვევს გლიკოპროტეინების ბოჭკოების დამაკავშირებელი დისულფიდური რღვევას, რაც იწვევს ლორწოს ელასტიურობის და წებოვანების შემცირებას. შედეგად ერდოსტეინი აძლიერებს და აჩქარებს რესპირატორული გზების განთავისუფლებას სეკრეტისგან, ზრდის მუკოცილიარული მექანიზმის ეფექტურობას რესპირატორული ტრაქტის ზედა და ქვედა ნაწილში, ლორწოს და ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენის ევაკუაციის თვალსაზრისით. ერდოსტეინი ასევე ამცირებს სასუნთქი გზების ეპითელიუმში გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ადჰეზიურ თვისებას. ინ ვიტრო პირობებში დადასტურებული ანტიბაქტერიული ანტიადჰეზიური ეფექტი ამცირებს ბაქტერიული კოლონიების წარმოქმნას და ბაქტერიული სუპერინფექციების წარმოშობის რისკს.
ერდოსტეინი მოქმედებს როგორც ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების შთანმთქმელი, აფერხებს მათ წარმოქმნას ადგილზე და მნიშვნელოვნად ამცირებს 8-იზოპროსტანის, ლიპიდების პეროქსიდული ჟანგვის მარკერების რაოდენობას. ერდოსტეინის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი ინ ვიტრო და ინ ვივო პირობებში ასევე დემონსტრირდება ზოგიერთი ანთების საწინააღმდეგო (IL-6 IL-8) ციტოკინების შემცირების გზით.
ერდოსტეინი ხელს უშლის თამბაქოს კვამლისმიერ ალფა-1-ანტიტრიფსინის ინჰიბირებას, რაც იცავს სასუნთქ გზებს თამბაქოს მოწევის ან კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან.
ერდოსტეინი ასევე ზრდის IgA კონცენტრაციას სასუნთქ გზებში იმ პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები და ასევე ამცირებს გრანულოციტების ფუნქციებზე თამბაქოს ბოლის დამრთგუნველ მოქმედებას. პრეპარატი ზრდის ბრონქიალურ სეკრეტში ამოქსიცილინის კონცენტრაციას, რაც მათი ერთდროულად გამოყენებისას საშუალებას იძლევა მიღწეული იქნას უფრო სწრაფი ეფექტი, ვიდრე ამოქსიცილინით მონოთერაპიისას. სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებში ერდოსტეინით 8 თვის განმავლობაში მკურნალობისას შეინიშნება გართულებების შემცირება და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.
პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვითარდება მიღებიდან 3-4 დღე-ღამის განმავლობაში. ერდოსტეინი არ შეიცავს თავისუფალ SH ჯგუფის რადიკალებს. ამიტომ პრეპარატი რეკომენდებული დოზებით არ ახდენს გავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე და საჭმლის მომნელებელი სისტემის თვალსაზრისით გვერდითი ეფექტები არ განსხვავდება პლაცებო ეფექტებისგან.
გამოყენებისჩვენება
- სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებები (რინიტი, სინუსიტი, ლარინგო-ფარინგიტი, მწვავე ბრონქიტი);
- სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გამწვავება (ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციული დაავადებები, ჰიპერსეკრეციული ასთმა, ბრონქოექტაზური დაავადება, თამბაქოს მწეველის ქრონიკული ბრონქიტი (სეზონური გამწვავებების ჩათვლით);
- კომპლექსური თერაპია ანტიბიოტიკებით ბაქტერიული ეტიოლოგიის ბრონქიტის გამწვავებისას;
- პნევმონიისა და ნაწილობრივი ატელექტაზის პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
გამოყენებისმეთოდიდადოზირება
დოზირება
მოზრდილებში: 1 კაფსულა (300 მგ) 2-3 ჯერ დღეში.
პრეპარატი ერმუცინი® კაფსულები განკუთვნილია მოზრდილების სამკურნალოდ.
პრეპარატი არის შიგნით მისაღებად.
მკურნალობის კურსი შეადგენს 7-დან 10-დღემდე პერიოდს, რაც საკმარისია სრულყოფილი ეფექტის მისაღებად.
ქრონიკული დაავადებების დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად გარკვეული სამედიცინო ჩვენებების შემთხვევაში
გვერდითიეფექტები
იშვიათად
-გულძმარვა, გულისრევა, დიარეა.
- ალერგიული რეაქციები: კანის გაწითლება, ჭინჭრის ციება.
ძალიანიშვიათად მკურნალობის დასაწყისში:
-აგევზია (გემოს შეგრძნების დაკარგვა) ან დისგევზია (გემოს შეგრძნების შეცვლა).
უკუჩვენებები
- დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების ან ნივთიერებების მიმართ, რომლებიც შეიცავენ SH თავისუფალ რადიკალებს;
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მაგალითად ტუტე ფოსფატაზას ან ტრანსამინაზას მომატებული დონე და ა.შ.);
- თირკმელების უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <25 მლ/წთ);
- ჰომოცისტეინურია (პრეპარატი წარმოადგენს ჰომოცისტეინის წყაროს, ამიტომ შესაძლებელია ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევა პაციენტებში, რომლებიც არიან დიეტაზე თავისუფალი მეთიონინის დაბალი შემცველობით);
- აქტიური პეპტიური წყლული.
სხვასამკურნალოპრეპარატებთანურთიერთქმედება
პრეპარატ ერმუცინის ისეთ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ფქოდ და რესპირატორული დაავადებების დროს, როგორიცაა მაგალითად თეოფილინი, ბრონქოდილატატორები, ერითრომიცინი, ამოქსიცილინი ან სულფამეტოპრინი, არასასურველი მოვლენები არ გამოვლენილა. ერდოსტეინი აძლიერებს ზოგიერთი ანტიბიოტიკის (მაგალითად ამოქსაცილინის, კლარიტრომიცინის) მოქმედებას, რაც შესაძლებელია გამოვიყენოთ სამკურნალო მიზნებისათვის. დადასტურებულია პრეპარატის სინერგიული ურთიერთქმედება ბუდესონიდსა და სალბუტამოლთან.
განსაკუთრებულიმითითებები
მომატებული მგრძნობელობის კლასიკური სიმპტომების გამოვლენისას რეკომენდებულია მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
სხვა ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან გამოყენება არარაციონალურია და შესაძლებელია ბრონქებში თხევადი სეკრეტის დაგროვება და სუპერინფექციის ან ბრონქოსპაზმის განვითარების საშიშროების ზრდა.
გამოყენებაორსულობისასდალაქტაციისას
პრეკლინიკურმა გამოკვლევებმა არ გამოავლინა ნაყოფის განვითარების პათოლოგიები. მაგრამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს შეზღუდულია. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში, უნდა ხდებოდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
ავტომობილისადასხვა საშიშიმექანიზმებისმართვისუნარზეზეგავლენა
პრეპარატი არ ახდენს ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე არანაირ ზემოქმედებას.
დოზისგადაჭარბებისსიმპტომებიდამკურნალობისმეთოდები
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არაა დაფიქსირებული.
თუმცა დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდირებულია სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
გამოშვებისფორმა
10 მყარი კაფსულა პვხ/პვდხ გარსისა და ალუმინის ფოლგის კონტურულ შეფუთვაში (ბლისტერში). 1 ან 2 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში.
შენახვისპირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერტურაზე
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობისვადა
5 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემთხვევაში.
აფთიაქიდანგაცემისწესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.









