პენილეველი 250მგ პერ/ფხვ#40პაკ

პენილეველი 250მგ პერ/ფხვ#40პაკ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოსინთეზური პენიცილინები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფენოქსიმეთილპენიცილინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 90196
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

პენილეველი (Penilevel) 250 მგ. ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის

კალიუმის ფენოქსიმეთილპენიცილინი

მედიკამენტის მიღების წინ, ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ინსტრუქცია, რადგან შესაძლებელია მისი თავიდან წაკითხვა დაგჭირდეთ.

- პრეპარატთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვისა და ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

- აღნიშნული მედიკამენტი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის და მისი სხვა პირებისათვის მიცემა დაუშვებელია, თუნდაც თქვენის მსგავსი სიმპტომები ახასიათებდეთ, რადგან  შეიძლება ზიანი მიაყენოთ მათ.

- თუ აღგენიშნებათ გვერდითი მოვლენები, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილი მოცემულიინსტრუქციაში. იხილეთ  პუნქტი  4.

ინსტრუქციის შინაარსი

1. რა არის პენილეველი და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ პენილეველის მიღების დაწყებამდე

3. როგორ მივიღოთ პენილეველი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. პენილეველის შენახვის წესები

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

 

1. რა არის პენილეველი და რისთვის გამოიყენება

პენილეველის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი გახლავთ ფენოქსიმეთილპენიცილინი. ფენოქსიმეთილპენიცილინი გამოიყენება ბაქტერიების მიერ გამოწვეული ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ. იგი ზემოქმედებს მხოლოდ ბაქტერიების გარკვეულ სახეობაზე.

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და ისინი არ კურნავენ  ვირუსულ ინფექციების, როგორიცაა გრიპი ან გაციება.

მნიშვნელოვანია, მედიკამენტის გამოყენებისას ზედმიწევნით მისდიოთ  მოცემული დოზების შესახებ ინსტრუქციას, თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ მიღების ინტერვალსა და მკურნალობის ხანგრძლივობას.

არ შეინახოთ და ხელმეორედ არ გამოიყენოთ აღნიშნული მედიკამენტი. თუ მკურნალობის დასრულების შემდეგ, დაგრჩათ ანტიბიოტიკი, დააბრუნეთ იგი აფთიაქში, მათი სწორი განადგურებისთვის. არ ჩარეცხოთ  მედიკამენტები წყალში და არ გადაყაროთ ნაგავში.

 

პენილეველი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

მოზრდილები

- რესპირატორული ინფექციები: ყელის მწვავე სტრეპტოკოკური დაავადება (ჯგუფი A).

- კანისა და მისი სტრუქტურების მწვავე ბაქტერიული ინფექციები: ქუნთრუშა, ექთიმა, ფურუნკული,  იმპეტიგო, ერითსიპელა (წითელი ქარი), ერითსიპელოიდი.

- ოდონტოგენური ინფექციები: კბილის აბსცესი გაფანტული ცელულიტით.

პედიატრიული ასაკის წარმომადგენლები, ერთი წლის და ზევით (ჩვილები, ბავშვები და მოზარდები)

- რესპირატორული ინფექციები: ყელის მწვავე სტრეპტოკოკური დაავადება (ჯგუფი A).

- კანისა და მისი სტრუქტურების ბაქტერიული ინფექციები: ქუნთრუშა, ექთიმა, ფურუნკული,  იმპეტიგო, ერითსიპელა (წითელი ქარი) და  ცელულიტი.

- ოდონტოგენური ინფექციები: კბილის აბსცესი გაფანტული ცელულიტით.

 

2. რა უნდა იცოდეთ პენილეველის მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ პენილეველი

თუ ალერგიული ხართ ფენოქსიმეთილპენიცილინზე ან მედიკამენტის სხვა შემადგენელ კომპონენტზე (იხილეთ პუნქტი 6), ან სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე (პენიცილინები ან ცეფალოსპორინები).

შენიშვნები და გაფრთხილებები

პენილეველის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აღგენიშნებათ რაიმე სახის ჰიპერმგრძნობელობა ან ალერგიული რეაქცია პენიცილინისა ან სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე.

პენიცილინმა შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ალერგიური რეაქციები, რომელიც პაციენტისთვის შეიძლება გახდეს მომაკვდინებელი.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებმა, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.

მოერიდეთ მედიკამენტის ხანგრძლივ და ანტიბიოტიკების განმეორებით გამოყენებას, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის რეზისტენტობის და სხვა ინფექციებისგანვითარება.

პაციენტებმა, რომლებსაც აწუხებთ თირკმლის უკმარისობა ან იცავენ დიეტას კალიუმის მცირე შემადგენლობით, უნდა გაითვალისწინონ, რომ აღნიშნული მედიკამენტი შეიცავს 27,8 მგ (0,711 მმოლ) კალიუმს თითო პაკეტზე.

აღნიშნული მედიკამენტი შეიცავს 30 მგ ასპარტამს თითოეულ პაკეტზე. ასპარტამი შეიცავს ფენილალანინის წყაროს, რომელიც მავნებელია ფენილკეტონურიის (FCN) მქონე პაციენტებისათვის, ეს არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ ახერხებს  ფენილალანინის სწორად გაწოვას და ხდება მისი დაგროვება.

აღნიშნული მედიკამენტი შეიცავს საქაროზას. თუ თქვენი ექიმი გეუბნებათ, რომ გაქვთ გარკვეული სახის შაქრების მიმართაუტანლობა, მედიკამენტის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის  გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მედიკამენტი შეიცავს 1,389 გ საქაროზას თითოეულ პაკეტზე.

სხვა მედიკამენტები და პენილეველი

თუ აპირებთ სხვა პრეპარატის მიღებას, ამჟამად იღებთ, ან მცირე ხნის წინ დაასრულეთ სხვა მედიკამენტის მიღება, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს შემდეგი მედიკამენტების მოხმარების შესახებ:

- მეთოტრექსატი (კიბოსა და ფსორიაზის სამკურნალო პრეპარატი): პენიცილინებს შეუძლიათ ტოქსიკურობის რისკის გაზრდა მეთოტრექსატის ექსკრეციის შემცირების ხარჯზე.

- ორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები): პენიცილინებს შეუძლიათ ორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება, რის გამოც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს სხვა კონტრაცეპტული საშუალების დამატებითი გამოყენება (მაგალითად, მამაკაცის პრეზერვატივი).

- პრობენეციდი ან სულფინპრაზონი (პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტი).

პენილეველის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

პენილეველის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე, თუმცა რეკომენდებულია მისი მიღება  უზმოზე, საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ .

ორსულობა, ლაქტაცია ან ნაყოფიერება

ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ ხართ ორსულად, იმყოფებით ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

პრეპარატის მოხმარება გავლენას არ ახდენს, ან ახდენს უმნიშვნელო გავლენასსატრანსპორტო საშუალების მართვასა და მექანიზმების გამოყენებაზე.

3. როგორ მივიღოთ პენილეველი

თქვენი ექიმი მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას პენილეველის დოზირების, მისი მიღების სიხშირისა და  ხანგრძლივობის შესახებ. აღნიშნული დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, მის სიმწვავეზე და წონაზე. მედიკამენტის გამოყენებისას ზედმიწევნით მისდიეთ თქვენი ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულებას. რეკომენდებული დოზებია:

მოზრდილები

ჩვენება

დოზირება

მკურნალობის ხანგრძლივობა

ყელის მწვავე სტრეპტოკოკური დაავადება (ჯგუფი A).

500 მგ ყოველ 12 საათში

10 დღე

კანისა და მისი სტრუქტურების მწვავე ბაქტერიული ინფექციები

ქუნთრუშა

500 მგ ყოველ 12 საათში

10 დღე

ექთიმა

125-500 მგ ყოველ 6 საათში

10 დღე

ფურუნკული

125-500 მგ ყოველ 6 საათში

10 დღე

იმპეტიგო

125-500 მგ ყოველ 6 საათში

10 დღე

ერითსიპელა (წითელი ქარი)

250-500 მგ ყოველ 6 საათში

5 დღე

ერითსიპელოიდი

500 მგ ყოველ 6 საათში

7-10 დღე

ოდონტოგენური ინფექციები

კბილის აბსცესი გაფანტული ცელულიტით

1.000 მგ (საწყისიდოზა)

500 მგ (შემანარჩუნებელი დოზა) ყოველ 4-6 საათში

3-7 დღე

პედიატრიული ასაკის წარმომადგენლები, ერთი წლის და ზევით (ჩვილები, ბავშვები და მოზარდები)

ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის მიღების ზუსტ დოზებს თქვენი შვილისათვის:

ჩვენება

პედ. ასაკის წარმ. წონა

დოზირება

მკურნალობის ხანგრძლივობა

ყელის მწვავე სტრეპტოკოკური დაავადება (ჯგუფი A).

< 27 კგ

≥ 27 კგ

250 მგ ყოველ 12 საათში

500 მგ ყოველ 12 საათში

10 დღე

კანისა და მისი სტრუქტურების მწვავე ბაქტერიული ინფექციები

ქუნთრუშა

< 27 კგ

≥ 27 კგ

250 მგ ყოველ 12 საათში

500 მგ ყოველ 12 საათში

10 დღე

ექთიმა

25-50 მგ/კგ/დღე (მაქსიმალური დოზა: 3გ/დღე) ყოველ 6 საათში

10 დღე

ფურუნკული

25-50 მგ/კგ/დღე (მაქსიმალური დოზა: 3გ/დღე) ყოველ 6 საათში

10 დღე

იმპეტიგო

25-50 მგ/კგ/დღე (მაქსიმალური დოზა: 3გ/დღე) ყოველ 6 საათში

10 დღე

ერითსიპელა (წითელი ქარი)

25-50 მგ/კგ/დღე (მაქსიმალური დოზა: 3გ/დღე) ყოველ 6 საათში

5 დღე

ცელულიტი

25-50 მგ/კგ/დღე (მაქსიმალური დოზა: 3გ/დღე) ყოველ 6 საათში

5 დღე

ოდონტოგენური ინფექციები

კბილის აბსცესი გაფანტული ცელულიტით

25-50 მგ/კგ/დღე (მაქსიმალური დოზა: 3გ/დღე) ყოველ 6 საათში

5-7 დღე

         

პაციენტის საჭიროების შემთხვევაში, თუ დოზირება მოითხოვს, არსებობს პენილეველი 500 მგ  მყარი კაფსულები, მოზრდილებისა და მოზარდებისათვის 12 წლიდან ზევით.

პაკეტი უნდა გაიხსნას ზემო ნაწილიდან, მაკრატელის გამოყენებით, პაკეტის შიგთავსი  ჩაყარეთ 20 მლ ოდენობის წყალში, ურიეთ მის სრულ  გახსნამდე და მიიღეთ დაუყოვნებლივ.

პენილეველის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ასევე მის გარეშე, თუმცა სასურველია მისი მიღება  უზმოზე, საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

პენილეველის ზედმეტი დოზის მიღებისას

პენილეველის დოზის გადაჭარბების, ან პრეპარატის შემთხვევით მიღებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურს ტელეფონზე: 91 562 04 20. აცნობეთ მიღებული პრეპარატის დასახელება და მიღებული დოზა.

თუ დაგავიწყდათ პენილეველის მიღება

თუ გამოგრჩათ პენილეველის დღიური დოზის მიღება, განაგრძეთ შემდეგი დოზიდან ჩვეულ რეჟიმში. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

პენილეველით მკურნალობის შეწყვეტა

მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ექიმის მითითების გარეშე არ შეწყვიტოთ პენილეველის მიღება.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მსგავსად, პენილეველმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა იგი არ აღენიშნება ყველა მომხმარებელს.

ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავთან და ალერგიულ რეაქციებთან:

თუ აღგენიშნებათ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს:

- ალერგიული რეაქცია, რომელსაც თან სდევს სუნთქვის აჩქარება და გაძნელება, სიწითლე და ქავილი, გამონაყარი (ჭინჭრის ციება), კანის ანთება (განსაკუთრებით ტუჩების, სახისა და ენის), ციებ-ცხელება, ან სიცხე.

- ჭინჭრის ციება და კანის ალერგიული რეაქციები.

- კანკალი

- მწვავე და პროფუზური დიარეა, ხშირად სისხლისა და ლორწოს თანხლებით, მუცლის ტკივილი და სიცხე.

თუ შემდეგი გვერდითი მოვლენები ჩვეული სიმპტომებია (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა) რეკომენდაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ გამოგივლინდათ რომელიმე ტიპის გვერდითი მოვლენა და ასევე სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი წარმოდგენილინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ასევე შესაძლებელია პირდაპირ მიმართოთ ესპანეთის ფარმაკოუსაფრთხოების სისტემას ადამიანის გამოყენებისთვის განკუთვნილი მედიკანმენტებისთვის: https://www.notificaram.es. პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ ცნობების მოწოდებით, თქვენ დაგვეხმარებით მეტი ინფორმაციის მოპოვებაში აღნიშნული მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

5. პენილეველის შენახვის წესები

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ბლისტერზე და შეფუთვაზე „ვადა“ („CAD“)-ის შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. მოქმედების ვადად ითვლება მითითებული თვის უკანასკნელი დღე.

არ ჩარეცხოთ  მედიკამენტები წყალში და არ გადაყაროთ ნაგავში. კონტეინერები და მედიკამენტები, რომელთაც აღარ საჭიროებთ, ჩააბარეთ აფთიაქებში არსებულ პუნქტში „SIGRE“. შესაფუთი მასალისა და მედიკამენტების განადგურებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

პენილეველის შემადგენლობა

- პენილეველის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი გახლავთ კალიუმის ფენოქსიმეთილპენიცილინი (პენიცილინი V კალიუმი), რომელიც ექვივალენტურია 250 მგ ფენოქსიმეთილპენიცილინის.

- სხვა შემადგენელი კომპონენტები: საქაროზა, ნატრიუმის საქარინი, ბანანის ესენცია (E-951) და ასპარტამი.

პროდუქტის გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

პენილეველი 250მგ  ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად წარმოდგენილია 20 ან 40 პაკეტის შემცველი კოლოფის სახით, ფორმატის გათვალისწინებით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ს.ს. ERN ლაბორატორიები

(Laboratorios ERN, S.A.)

პერუ, 228

08020 ბარსელონა, ესპანეთი

წარმოებაზე პასუხისმგებელი

ს.ს. ERN ლაბორატორიები

(Laboratorios ERN, S.A.)

გორგს ლადო, 188

08210 ბარბერა დელ ვალეს, ბარსელონა, ესპანეთი

ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: 2019 წლის თებერვალი

მედიკამენტის შესახებ დეტალური და აქტუალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ესპანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების სააგენტოს (AEMPS) ვებ გვერდზე: http://aemps.gob.es

ERN

ს.ს. ERN ლაბორატორიები 229031/1903

პერუ, 228 - 08020 ბარსელონა