რივაროქსი 15მგ #28ტ
გააზიარე:
1. პრეპარატის დასახელება
რივაროქსი
RIVAROX
2. შემადგენლობა
-
აქტიური ნივთიერება: რივაროქსაბანი 15 მგ ან 20 მგ.
-
დამხმარე ნივთიერებები: სრული ჩამონათვალი იხ. პ. 6.1.
3. ფარმაცევტული ფორმა
მრგვალი, ორმხრივამობურცული, წითელი ფერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ერთ მხარეს ამონაჭდევით “II” (რივაროქსი (15 მგ)).
მრგვალი, ორმხრივამობურცული, მოწითალო-მოყავისფრო, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები (რივაროქსი (20 მგ)).
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1. თერაპიული ჩვენებები
რივაროქსი ნაჩვენებია მოზრდილ პაციენტებში:
-
ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის, არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით, ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორით, როგორიც არის გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, 75 წელზე მეტი ასაკი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა.
-
ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობისთვის და ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივის პროფილაქტიკისთვის.
4.2. მიღების წესი და დოზირება
დოზირება:
ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით რივაროქსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20 მგ-ს (1 ტაბლეტი) დღეში 1-ჯერ, რაც წარმოადგენს პრეპარატის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სანამ ვლინდება ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის რისკ-ფაქტორები. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მკურნალობისგან მიღებული სარგებლისა და მკურნალობის შედეგად განვითარებული შესაძლო გართულებების რისკ-ფაქტორების თანაფარდობაზე.
თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებულია, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს პრეპარატი და მომდევნო დღეს გააგრძელოს პრეპარატის მიღება რეკომენდებული რეჟიმით. არ შეიძლება დოზის გაორმაგება, გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) მკურნალობა და განმეორებითი ღვთ-ს პროფილაქტიკა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობა და განმეორებითი ფათე-ს პროფილაქტიკა რივაროქსის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ-ს 2-ჯერ დღეში პირველი 3 კვირის განმავლობაში. მეოთხე კვირიდან, შემდგომი ხანგრძლივი თერაპიისა და პროფილაქტიკის მიზნით, ინიშნება 20 mg დღეში 1-ჯერ. მკურნალობის კურსის მინიმალური ხანგრძლივობა (არანაკლებ 3 თვე) უნდა ეფუძნებოდეს რისკის შექცევადი ფაქტორების შეფასებას (გადატანილი ქირურგიული ჩარევა, ტრავმა, იმობილიზაციის პერიოდი). იდიოპათიური გენეზის ღვთ-ს და ფათე-ს განვითარების, ასევე ანამნეზში განმეორებადი ღვთ-ს და ფათე-ს არსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მკურნალობის კურსის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიიღება პერმანენტულად რისკის ფაქტორების შეფასების საფუძველზე.
როდესაც ნაჩვენებია მკურნალობის გახანგრძლივება განმეორებადი ღვთ-ს და ფათე-ს არსებობისას (6 თვიანი მკურნალობის დასრულების შემთხვევაში), რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ-ს დღეში 1-ჯერ. პაციენტებში ღვთ-ს და ფათე-ს განვითარების მაღალი რისკით (შესაბამისი თანმხლები დაავადებების არსებობისას), ან პაციენტში, რომელთაც პრეპარატის 10 მგ დოზით მიღების მიუხედავად მაინც აღენიშნებათ ღვთ-ს და ფათე-ს განვითარების საშიშროება, საჭიროა განხილულ იქნას დღეში 20 მგ დოზით მკურნალობის გაგრძელება.
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზის შერჩევა უნდა ხდებოდეს მხოლოდ თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად და სისხლდენის განვითარების რისკის შეფასების საფუძველზე.
|
მკურნალობის ხანგრძლივობა |
დოზირების რეჟიმი |
მაქსიმალური დღიური დოზა |
|
ღვთ-ს და ფათე-ს მკურნალობა და რეციდივის პროფილაქტიკა |
3 კვირის განმავლობაში |
15 მგ დღეში 2-ჯერ |
|
|
მე-4 კვირიდან |
20 მგ დღეში 1-ჯერ |
|
ღვთ-ს და ფათე-ს რეციდივის პროფილაქტიკა |
ღვთ-ს და ფათე-ს არანაკლებ 6 თვიანი მკურნალობის შემდგომ |
10 მგ დღეში 1-ჯერ ან 20 მგ დღეში 1-ჯერ |
თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებულია 3 კვირიანი მკურნალობის პერიოდში, პაციენტმა უნდა მიიღოს ტაბლეტი (15 მგ), როგორც კი გაახსენდება, რომ უზრუნველყოს დღიური 30 მგ დოზის მიღება. ამისთვის შესაძლებელია ორი 15 მგ-იანი ტაბლეტის ერთდროულად მიღება. მომდევნო დღიდან კი საჭიროა რეკომენდებული რეჟიმის გაგრძელება.
თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებულია 3 კვირიანი მკურნალობის შემდგომ პერიოდში, როდესაც პაციენტი გადასულია პრეპარატის 20 მგ-იანი დოზით დღეში 1-ჯერ მიღებაზე, პაციენტმა უნდა მიიღოს ტაბლეტი (20 მგ), როგორც კი გაახსენდება, და მომდევნო დღიდან კი საჭიროა რეკომენდებული რეჟიმის გაგრძელება. არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.
ვიტამინ K-ს ანტაგონისტებიდან (ვკა) გადასვლა რივაროქსზე პაციენტებში ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის ვიტამინ K-ს ანტაგონისტებით მკურნალობა უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მკურნალობა რივაროქსით, თუ საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) მაჩვენებელი შეადგენს ≤3-ს.
პაციენტებში ღვთ-ს და ფათე-ს მკურნალობისა და რეციდივის პროფილაქტიკისთვის ვიტამინ K-ს ანტაგონისტებით მკურნალობა უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მკურნალობა რივაროქსით, თუ საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) მაჩვენებელი შეადგენს ≤2.5-ს.
ვიტამინ K-ს ანტაგონისტებიდან რივაროქსზე გადასვლისას, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) მაჩვენებელი შეიძლება იყოს შეცდომით გაზრდილი. აღნიშნული მაჩვენებელი არ გამოიყენება რივაროქსაბანის ანტიკოაგულაციური აქტივობის შესაფასებლად და ამიტომ არ უნდა იყოს გამოყენებული ამ მიზნებისთვის.
რივაროქსიდან გადასვლა ვიტამინ K-ს ანტაგონისტებზე (ვკა) რივაროქსიდან ვიტამინ K-ს ანტაგონისტებზე გადასვლისას მოსალოდნელია არასაკმარისი ანტიკოაგულაციური ეფექტის განვითარება. ამასთან დაკავშირებით, საკმარისი ანტიკოაგულაციური ეფექტის მუდმივი უზრუნველყოფა აუცილებელია სხვა ალტერნატიული ანტიკოაგულანტების გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ რივაროქსმა შეიძლება გამოიწვიოს სნშ-ს გაზრდა. პაციენტებმა, რივაროქსიდან ვიტამინ K-ს ანტაგონისტებზე გადასვლისას, უნდა მიიღონ ვიტამინ K-ს ანტაგონისტები, სანამ სნშ არ მიაღწევს მაჩვენებელს - ≥2.0. გარდამავალი პერიოდის პირველი ორი დღის განმავლობაში პაციენტებმა უნდა მიიღონ ვიტამინ K-ს ანტაგონისტების სტანდარტული დოზა, შემდგომი დოზის დანიშვნით სნშ-ს მაჩვენებლის განსაზღვრის შედეგების მიხედვით. რივაროქსის და ვიტამინ K-ს ანტაგონისტების ერთდროული მიღებისას სნშ უნდა გაიზომოს რივაროქსის წინა დოზის მიღებიდან არანაკლებ 24 სთ-ის შემდეგ, მაგრამ შემდგომი დოზის დაწყებამდე. სნშ-ს მაჩვენებლის სარწმუნო განსაზღვრა შეიძლება მოხდეს რივაროქსის მიღების შეწყვეტის და, შესაბამისად, პრეპარატის უკანასკნელი დოზის მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ.
პარენტერული ანტიკოაგულანტებიდან რივაროქზე გადასვლა პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პარენტერულ ანტიკოაგულანტებს, რივაროქსის გამოყენება უნდა დაიწყონ 0-2 სთ-ით ადრე პრეპარატის შემდგომ გეგმიურ პარენტერალურ შეყვანამდე (მაგ., დაბალმოლეკულური ჰეპარინი) ან პრეპარატის უწყვეტი პარენტერული შეყვანის შეწყვეტის მომენტში (მაგ., არაფრაქცირებული ჰეპარინის ინტრავენური შეყვანა).
რივაროქსიდან გადასვლა პარენტერულ ანტიკოაგულანტებზე რივაროქსი უნდა მოიხსნას და შემდგომი დოზის მიღების დროს მოხდეს პარენტერული ანტიკოაგულანტის პირველი დოზის შეყვანა.
დამატებითი ინფორმაცია პაციენტების ცალკეული პოპულაციებისთვის
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით არსებული შეზღუდული მონაცემები პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) მიუთითებს სისხლის პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციის მნიშვნელოვან ზრდაზე. ამ კატეგორიის პაციენტებში რივაროქსი გამოიყენება სიფრთხილით. პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში 15 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით.
თირკმლის ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-49 მლ/წთ) ან მძიმე (კრეატინინის კლირენსი 15-29 მლ/წთ) უკმარისობის დროს რეკომენდებულია შემდეგი დოზირების რეჟიმი:
-
ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით რეკომენდებული დოზა შეადგენს 15 მგ-ს დღეში 1-ჯერ.
-
ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ), ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობისთვის და განმეორებითი ღვთ-ს და ფათე-ს პროფილაქტიკისთვის ინიშნება 15 მგ დღეში 2-ჯერ 3 კვირის განმავლობაში. შემდგომ, სისხლდენის განვითარების რისკის შეფასების საფუძველზე, შესაძლოა მკურნალობა გაგრძელდეს ნაკლები დოზით - 15 მგ დღეში 1-ჯერ დოზით, ნაცვლად დღიური 20 მგ-ისა.
იმ შემთხვევაში, როდესაც რეკომედებული დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის ფუნქციის მსუბუქი უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) მქონე პაციენტებში, პრეპარატის დოზის კორექციის საჭიროება არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით რივაროქსი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, რომლებიც ასოცირებულია კოაგულოპათიასთან და სისხლდენის განვითარების კლინიკურად მნიშვნელოვან რისკთან, ასევე პაციენტებში ღვიძლის ციროზით და ღვიძლის უკმარისობით, ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის B და C კლასის შესაბამისად.
ხანდაზმული პაციენტები დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სისხლდენის რისკი.
სქესი, სხეულის მასა დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ბავშვთა ასაკი ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რივაროქსის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. რივაროქსი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში.
კარდიოვერსია ინსულტის და სისტემური თრომბოემბოლიის პროფილაქტიკის დროს რივაროქსით მკურნალობის დაწყება ან გაგრძელება შეიძლება პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ კარდიოვერსია.
კარდიოვერსიის ჩატარების აუცილებლობისას (საყლაპავიდან ექოკარდიოგრაფიული კონტროლით) პაციენტებში, რომლებიც ადრე არ იტარებდნენ ანტიკოაგულაციურ თერაპიას, რივაროქსით მკურნალობის დაწყება, ანტიკოაგულაციური ეფექტის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია კარდიოვერსიამდე არა ნაკლებ 4 სთ-ით ადრე. კარდიოვერსიის ჩატარების დაწყებამდე ყოველი პაციენტისგან საჭიროა დასტური რივაროქსის დანიშნულებისამებრ მიღებასთან დაკავშირებით. კარდიოვერსიას დაქვემდებარებულ პაციენტებში გადაწყვეტილების მიღება რივაროქსით მკურნალობის დაწყებაზე და გაგრძელებაზე უნდა მოხდეს ანტიკოაგულაციური თერაპიის დადგენილი სქემების შესაბამისად.
პაციენტებში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით, რომელთაც ესაჭიროებათ სტენტირება მონაცემები რივაროქსის შემცირებული დოზის (15 მგ დღეში 1-ჯერ, ან 10 მგ დღეში 1-ჯერ თირკმლის ზომიერი უკმარისობის (30-49 მლ/წთ) მქონე პაციენტებში) დამატებით P2Y12 ინჰიბიტორთან ერთად მაქსიმუმ 12 თვის განმავლობაში გამოყენების შესახებ - არასაკმარისია.
მიღების წესი: რივაროქსი 15 მგ და რივაროქსი 20 მგ ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს.
იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არ შეუძლია ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, უშუალოდ მიღების წინ შეიძლება რივაროქსის ტაბლეტის დაფხვნა, წყალთან ან მსუბუქ საკვებთან შერევა, (მაგ., ვაშლის პიურე) და ასეთი სახით პერორალურად მიღება. დაფხვნილი ტაბლეტების მიღების შემდეგ საჭიროა საკვების მიღება.
ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს რივაროქსის დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა კუჭის ზონდის საშუალებით. ამ პროცედურის წინ საჭიროა დარწმუნება, რომ ზონდი სათანადოდ განთავსებულია კუჭში. დაფხვნილი ტაბლეტის შეყვანა ზონდის მეშვეობით უნდა მოხდეს მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, რის შემდეგაც საჭიროა ზონდის გარეცხვა წყლით. დაფხვნილი ტაბლეტების ზონდის საშუალებით შეყვანის შემდეგ საჭიროა ენტერალური კვება.
4.3. უკუჩვენება:
-
პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
-
აქტიური, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა.
-
მასიური სისხლდენის რისკთან დაკავშირებული პათოლოგიური ცვლილება ან მდგომარეობა, მაგ.:
-
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლული უახლოეს წარსულში ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულოვანი დაავადება აქტიურ ფაზაში,
-
ავთვისებიანი წარმონაქმნი სისხლდენის მაღალი რისკით,
-
უახლოეს წარსულში თავის ტვინის ან ზურგის ტვინის ტრავმა ან დაზიანება,
-
უახლოეს წარსულში თავის, ზურგის ტვინზე ან თვალებზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციები,
-
უახლოეს წარსულში გადატანილი ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა,
-
საყლაპავის ვენების დადგენილი ვარიკოზული გაფართოება ან ამ პათოლოგიისადმი არსებული წინასწარგანწყობა,
-
არტერიოვენური მალფორმაციები,
-
სისხლძარღვების ანევრიზმები ან ვრცელი ინტრასპინალური ან ინტრაცერებრული სისხლძარღვოვანი პათოლოგიები.
-
-
ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულაციური საშუალებით, მაგ., არაფრაქცირებული ჰეპარინით, დაბალმოლეკულური ჰეპარინებით (ენოქსიპარინი, დალტეპარინი და სხვა) ჰეპარინის წარმოებულებით (ფონდაპარინუქსი და სხვა), ორალური ანტიკოაგულანტებით (ვარფარინი, დაბიგატრანის ეტექსილატი, აპიქსაბანი და სხვა) ერთდროული მკურნალობა, გარდა სხვა ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე გადასვლის განსაკუთრებული შემთხვევებისა ან არაფრაქცირებული ჰეპარინის ისეთი დოზებით დანიშვნა, რაც აუცილებელია ღია ცენტრალური ვენური ან არტერიული კათეტერის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.
-
კოაგულოპათიასთან და კლინიკურად მნიშვნელოვან სისხლდენის რისკთან დაკავშირებული ღვიძლის დაავადებები, ჩაილდ-პიუს კლასიფიაკაციით B და C კლასის მიხედვით დაჯგუფებული ციროზის მქონე პაციენტების ჩათვლით.
-
ორსულობა და ლაქტაცია.
-
18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის).
4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვება დადგენილი ანტიკოაგულანტური პრაქტიკის ფარგლებში, მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
სისხლდენის რისკი ისევე, როგორც სხვა ანტიკოაგულაციური პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, რივაროქსის მიღების ფონზე საჭიროა პაციენტებზე გულდასმით დაკვირვება სისხლდენის ნიშნების გამოვლენის მიზნით. რეკომენდებულია რივაროქსის სიფრთხილით გამოყენება სისხლდენის მომატებული რისკის მქონე პაციენტებში. ძლიერი სისხლდენის განვითარების შემთხვევაში რივაროქსის მიღება უნდა შეწყდეს.
რივაროქსაბანის კვლევებში ლორწოვანი გარსის სისხლდენები (მგ., ცხვირის, ღრძილების, კუჭ-ნაწლავის და შარდ-სასქესო ტრაქტის სისხლდენები, პათოლოგიური ვაგინალური და უფრო უხვი მენსტრუალური სისხლდენების ჩათვლით) და ანემია ხშირად აღინიშნებოდა ხანგრძლივი მკურნალობის დროს ვიტამინ K-ს ანტაგონისტებით მკურნალობასთან შედარებით. ამგვარად, სტანდარტული კლინიკური დაკვირვების გარდა, და თუ მიზანშეწონილია, შეიძლება ინფორმატიული იყოს ჰემოგლობინის/ჰემატოკრიტის დონის ლაბორატორიული განსაზღვრა ფარული სისხლდენის და კლინიკურად გამოვლენილი სისხლდენის მნიშვნელობის რაოდენობრივი შეფასების მიზნით.
გაურკვეველი მიზეზით ჰემოგლობინის დონის ან არტერიული წნევის დაქვეითების შემთხვევაში, აუცილებელია სისხლდენის ადგილის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა აუცილებელია სიფრთხილის დაცვა პრეპარატის დანიშვნისას თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსით მატებას.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, კრეატინინის კლირენსით 15-29 მლ/წთ.
რივაროქსი გამოყენება არ არის რეკომენდებული თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსით
რივაროქსი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომლებიც ზრდის რივაროქსაბანის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება რივაროქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო სისტემური მოქმედების პრეპარატებით (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი) ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებით (მაგ., რიტონავირით). აღნიშნული პრეპარატები წარმოადგენენ CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორებს და მათი გამოყენების შედეგად შესაძლოა მოხდეს პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციის ზრდა კლინიკურად მნიშვნელოვან დონემდე (საშუალოდ 2.6-ჯერ), რაც შესაბამისად ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.
სიფრთხილის დაცვა აუცილებელია რივაროქსის დანიშვნისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰემოსტაზზე მოქმედ პრეპარატებს (მაგ., ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ), ანტიაგრეგანტები, სხვა ანტითრომბოზული საშუალებები ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები და სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკის მქონე პაციენტებში საჭიროა განხილულ იქნას საკითხი შესაბამისი პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
სისხლდენის განვითარების სხვა რისკ-ფაქტორები რივაროქსი, ისევე როგორც სხვა ანტითრომბოზული პრეპარატები, სიფრთხილით გამოიყენება სისხლდენის მომატებული რისკის მქონე პაციენტებში, მაგ., ისეთი პათოლოგიური მდგომარეობების დროს, როგორიცაა:
-
სისხლდენებისადმი თანდაყოლილი ან შეძენილი მიდრეკილება,
-
მძიმე არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია,
-
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები აქტიური დაწყლულების გარეშე, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა (მაგ., ნაწლავების ანთებითი დაავადებები, ეზოფაგიტი, გასტრიტი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და სხვა).
-
სისხლძარღვოვანი რეტინოპათია,
-
ბრონქოექტაზია ან ფილტვიდან სისხლდენა ანამნეზში,
პაციენტები გულის ხელოვნური სარქვლებით რივაროქსაბანის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება პაციენტებში გულის ხელოვნური სარქვლებით შესწავლილი არ არის, შესაბამისად, არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ პაციენტების მოცემულ კატეგორიაში რივაროქსის გამოყენება უზრუნველყოფს საკმარის ანტიკოაგულაციურ ეფექტს. აღნიშნული კატეგორიის პაციენტებში რივაროქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
პაციენტები ანტიფოსფოლიპიდური სინდრომით პირდაპირი მოქმედების ორალური ანტიკოაგულანტები, რივაროქსაბანის ჩათვლით, არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის ანტიფოსფოლიპიდური სინდრომით, რომელთაც წარსულში აქვთ გადატანილი თრომბოზი. ამ პაციენტების შემთხვევაში პირდაპირი მოქმედების ორალური ანტიკოაგულანტების გამოყენება ზრდის თრომოზის რისკს ვიტამინი K–ს ანტაგონისტებით თერაპიასთან შედარებით.
პაციენტებში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით, რომელთაც ესაჭიროებათ სტენტირება არსებობს რივაროქსაბანის უსაფრთხოების შეფასების პირველადი მონაცემები პაციენტებში არასარქვლოვანი წარმოშობის წინაგულების ფიბრილაციით, რომელთაც ესაჭიროებოდათ სტენტირება. ეფექტურობის მონაცემები ამ კატეგორიის პაციენტებში შეზღუდულია. მონაცემები პაციენტებში გადატანილი ინსულტით ან ტრანზიტორული იშემიური შეტევით – არ მოიპოვება.
ფათე-ს მქონე ჰემოდინამიურად არასტაბილური პაციენტები ან პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ თრომბოლიზი ან პულმონარული ემბოლექტომია რივარიქსი არ არის რეკომენდებული როგორც არაფრაქცირებული ჰეპარინის ალტერნატივა, ვინაიდან ამ კეტეგორიის პაციენტებში რივაროქსაბანის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ შესწავლილა.
ნეიროაქსიალური (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზია ნეიროაქსიალური (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზიის ჩატარებისას ან თავ-ზურგ-ტვინის პუნქციისას, პაციენტებში, რომლებიც თრომბოემბოლიური გართულებების თავიდან აცილების მიზნით ღებულობენ ანტითრომბოზულ პრეპარატებს, არსებობს ეპიდურული ან თავ-ზურგ-ტვინის ჰემატომების განვითარების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი დამბლა.
აღნიშნული მოვლენების განვითარების რისკი შემდგომში იზრდება მუდმივი ეპიდურული კათეტერების ან ჰემოსტაზზე მოქმედი თანმხლები პრეპარატების გამოყენებისას. რისკის ზრდას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ეპიდურული პუნქციის, თავ-ზურგ-ტვინის პუნქციის ან მრავალჯერადი პუნქციის დროს მიღებულმა ტრავმამ.
ნევროლოგიური დარღვევის სიმპტომების (მაგ., ფეხების დაბუჟება ან სისუსტე, ნაწლავების ან შარდის ბუშტის დისფუნქცია) გამოვლენის მიზნით საჭიროა პაციენტის რეგულარული მონიტორინგი. ნევროლოგიური დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულაციურ პრეპარატებს ან გეგმავენ მათ მიღებას, თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნეიროაქსიალური ანესთეზიის წინ ექიმის მიერ უნდა შეფასდეს პოტენციური სარგებლის და რისკის თანაფარდობა, თუმცა ასეთ სიტუაციებში რივაროქსაბანი 15 მგ და 20 მგ-ის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.
ნეიროაქსიალურ (ეპიდურული/სპინალური) ანესთეზიასთან ან სპინალური პუნქციის დროს რივაროქსაბანის გამოყენებასთან დაკავშირებული სისხლდენის პოტენციური რისკის შესამცირებლად, აუცილებელია რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინება. ეპიდურული კათეტერის დაყენება / მოცილება ან ლუმბური პუნქცია უმჯობესია ჩატარდეს მაშინ, როდესაც რივაროქსაბანის ანტითრომბოზული მოქმედება ფასდება როგორც დაბალი. ამავე დროს, თითოეული პაციენტისთვის ანტიკოაგულაციური ეფექტის საკმარისად დაბალი მაჩვენებლის მისაღწევად საჭირო ზუსტი დრო – უცნობია.
ეპიდურული კათეტერის ამოღებისთვის, პრეპარატის ბოლო მიღებიდან უნდა გავიდეს არანაკლებ 18 სთ (ახალგაზრდა პაციენტებში) და 26 სთ (ხანდაზმულ პაციენტებში).
რივაროქსი უნდა დაინიშნოს კათეტერის ამოღებიდან არა უადრეს 6 სთ-ში.
ტრავმული პუნქციის შემთხვევაში რივაროქსის დანიშვნა უნდა გადაიდოს 24 სთ-ით.
დოზირების რეკომენდაციები ქირურგიულ ჩარევებამდე და მათ შემდეგ პაციენტისთვის ინვაზიური პროცედურის ჩატარების ან ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმის კლინიკური დანიშვნის საფუძველზე, რივაროქსის 15 მგ ან 20 მგ დოზით მიღება უნდა შეწყდეს ჩარევამდე მინიმუმ 24 სთ-ით ადრე.
იმ შემთხვევაში, როდესაც პროცედურის გადადება არ შეიძლება, საჭიროა სასწრაფო ჩარევის აუცილებლობის შეფასება სისხლდენის მომატებულ რისკთან შედარებით.
ინვაზიური პროცედურის ან ქირურგიული ჩარევის დასრულების შემდეგ, თუ შესაბამისი კლინიკური მაჩვენებლები და ჰემოსტაზი ნორმის ფარგლებშია, რივაროქსის მიღება უნდა განახლდეს მაქსიმალურად მოკლე დროში.
ხანდაზმული პაციენტები პაციენტის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სისხლდენის რისკი.
დერმატოლოგიური რეაქციები სერიოზული კანის რეაქციები, მათ შორის, სტივენს-ჯონსონის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, აღინიშნა რივაროქსაბანის კვლევების დროის. პაციენტები, რომლებსაც აქვთ ამ რეაქციების განვითარების მაღალი რისკი, თერაპიის საწყის ეტაპზე: რეაქციები წარმოიქმნება უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის პირველ კვირებში. რივაროქსაბანით მკურნალობა უნდა შეწყდეს კანის სერიოზული გამონაყარის გაჩენისთანავე (მაგ., გავრცელებული, გამოხატული ან/და ბუშტუკოვანი გამონაყარი), ან ნებისმიერი სხვა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების შემთხვევაში ლორწოვანი გარსის დაზიანებასთან ერთად.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ: რივაროქსი შეიცავს ლაქტოზას.
ლაქტაზას თანდაყოლილი დეფიციტის, ლაქტოზას აუტანლობის, გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბციის დროს, პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.
4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები რივაროქსის გამოყენებამ CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის და ღვიძლის კლირენსის დაქვეითება და, შედეგად, მნიშვნელოვნად გააძლიეროს პრეპარატის სისტემური ზემოქმედება.
რივაროქსის და აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატის, კეტოკონაზოლის, ერთდროული გამოყენება (400 მგ ერთხელ დღეში), რომელიც წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორს, იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის 2.6-ჯერ და Cmax-ის 1.7-ჯერ მომატებას, პრეპარატის ფარმაკოდინამიკური ეფექტების მნიშვნელოვანი თანმხლები გაძლიერებით.
რივაროქსის და აივ პროტეაზას ინჰიბიტორის, რიტონავირის (600 მგ 2-ჯერ დღეში), ერთდროული დანიშვნისას, რომელიც წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ძლიერ ინჰიბიტორს, იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის 2.5-ჯერ და Cmax-ის 1.6-ჯერ მომატებას, პრეპარატის ფარმაკოდინამიკური ეფექტების მნიშვნელოვანი თანმხლები გაძლიერებით.
იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სისტემური მკურნალობა აზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით (მაგ., კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოსაკონაზოლი) ან აივ პროტეაზას ინჰიბიტორებით, რივაროქსის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
კლარითრომიცინი (500 მგ 2-ჯერ დღეში), რომელიც ძლიერად თრგუნავს CYP3A4 იზოფერმენტს და ზომიერად P-გლიკოპროტეინს, იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის 1.5-ჯერ და Cmax-ის 1.4-ჯერ მომატებას.
ერითრომიცინი (500 მგ 3-ჯერ დღეში), რომელიც ზომიერად თრგუნავს CYP3A4 იზოფერმენტს და P-გლიკოპროტეინს, იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის და Cmax-ის მომატებას 1.3-ჯერ.
AUC-ს და Cmax-ის აღნიშნული ზრდა მერყეობს ნორმის ფარგლებში და ითვლება კლინიკურად უმნიშვნელოდ.
თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში ერითრომიცინი (500 მგ 3-ჯერ დღეში) იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის 1.8-ჯერ და Cmax-ის 1.6-ჯერ მომატებას, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებთან შედარებით, თანმხლები პრეპარატების მიღების გარეშე. თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს, ერითრომიცინი იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის 2.0-ჯერ და Cmax-ის 1.6-ჯერ მომატებას, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით, თანმხლები პრეპარატების მიღების გარეშე.
ფლუკონაზოლი (400 მგ დღეში 1-ჯერ), CYP 3A4 იზოფერმენტის ზომიერი ინჰიბიტორი, იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის საშუალო მაჩვენებლის 1.4-ჯერ და Cmax-ის საშუალო მაჩვენებლის 1,3-ჯერ ზრდას, რომელიც მიეკუთვნება AUC-ის და Cmax-ის მერყეობის ნორმას და ითვლება კლინიკურად უმნიშვნელოდ. კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო არ არის რეკომენდებული რივაროქსაბანისა და დრონედარონის ერთდროული გამოყენება.
ანტიკოაგულანტები ენოქსიპარინის (ერთჯერადი დოზა 40 მგ) და რივაროქსაბანის (ერთჯერადი დოზა 10 მგ) ერთდროული დანიშვნის შემდეგ, ანტიფაქტორ Xa-სთან მიმართებაში აღინიშნება ადიტიური ეფექტი, რასაც არ ახლავს დამატებითი ეფექტები სისხლის შედედების სინჯებზე (პროთრომბინის დრო, ათდ). ენოქსიპარინი არ ცვლის რივაროქსაბანის ფარმაკოკინეტიკას. სისხლდენის მომატებული რისკის გამო, პაციენტები ფრთხილად უნდა იყვნენ, რდესაც იყენებენ რივაროქსს სხვა ანტიკოაგულანტებთან ერთად.
ასაპ/ანტიაგრეგანტები რივაროქსაბანის (დოზით 15 მგ) და ნაპროქსენის (დოზით 500 მგ) ერთდროული მიღების შემდეგ, სისხლდენის დროის კლინიკურად მნიშვნელოვანი გახანგრძლივება არ აღინიშება. მიუხედავად ამისა, ცალკეულ პირებში შესაძლებელია უფრო გამოხატული იყოს ფარმაკოდინამიკური ეფექტი.
რივაროქსაბანის და ასმ-ს (დოზით 500 მგ) ერთდროული გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები არ აღინიშნება.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება როვაროქსაბანსა (დოზით 15 მგ) და კლოპიდოგრელს (დარტყმითი დოზა 300 მგ, შემდგომი შემანარჩუნებელი დოზებით – 75 მგ) შორის არ აღინიშნება, მაგრამ, ამავე დროს, ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ხდება სისხლდენის დროის გახანგრძლივება, რაც არ კორელირებს თრომბოციტების აგრეგაციის ხარისხთან და P-სელექტინის შემცველობასთან ან GPIIb/IIIa-რეცეპტორთან.
სიფრთხილის დაცვაა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აცეტილსალიცილის მჟავას ჩათვლით) და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების ერთდროული დანიშვნისას, რადგან ეს პრეპარატები, როგორც წესი, ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები და სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები რივაროქსაბანის ერთდროული გამოყენებისას სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან და სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებთან ერთად მატულობს სისხლდენის განვითარების რისკი.
ვარფარინი პაციენტების გადასვლა ვიტამინ K-ს ანტაგონისტ ვარფარინიდან (სნშ 2.0-3.0) რივაროქსაბანზე (20 მგ) ან რივაროქსაბანიდან (20 მგ) ვარფარინზე, ზრდის შეფარდებას პროთრომბინის დრო/სნშ-ს (ნეოპლასტინი) მეტი ხარისხით, ვიდრე ეს მოსალოდნელია ეფექტების მარტივი შეჯამებისას (სნშ-ს ცალკეულმა მნიშვნელობებმა შეიძლება მიაღწიოს 12-ს), მაშინ, როდესაც ათდ-ზე გავლენა, Xa ფაქტორის დათრგუნვა და თრომბინის ენდოგენური პოტენციალი ადიტიურია. გარდამავალ პერიოდში რივაროქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტების კვლევის აუცილებლობის შემთხვევაში, აუცილებელი ტესტების სახით, რომლებზეც გავლენას არ ადხენს ვარფარინი, შეიძლება გამოყენებულ იქნას anti-Xa, PiCT და HepTest აქტივობის განსაზღვრა. ვარფარინის მიღების შეწყვეტის მე-4 დღიდან, ანალიზების ყველა შედეგი (მათ შორის, პროთრომბინის დრო, ათდ, Xa ფაქტორის აქტივობის ინჰიბირება და სხვა), ასახავს მხოლოდ რივაროქსაბანის გავლენას. გარდამავალ პერიოდში, ვარფარინის ფარმაკოდინამიკური ეფექტების გამოკვლევის აუცილებლობისას, აუცილებელი ტესტების სახით, რომლებზეც მინიმალურ გავლენას ახდენს რივაროქსაბანი, სნშ შეიძლება გამოყენებულ იქნას რივაროქსაბანის Ctrough-ის მიხედვით (რივაროქსაბანის ბოლო მიღებიდან 24 სთ-ის შემდეგ).
ვარფარინს და რივაროქსაბანს შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ ფიქსირდება.
CYP3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ინდუქტორები რივაროქსაბანის და რიფამპიცინის (CYP 3A4 იზოფერმენტის და P-გლიკოპროტეინის ძლიერი ინდუქტორი) ერთდროულად დანიშვნა იწვევს რივაროქსაბანის AUC-ის დაქვეითებას დაახლოებით 50%-ით და მისი ფარმაკოდინამიკური ეფექტების შემცირებას. რივაროქსაბანის და CYP 3A4 იზოფერმენტის სხვა ძლიერი ინდუქტორების (მაგ., ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტონი და კრაზანა) ერთდროულმა დანიშვნამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში რივაროქსაბანის კონცენტრაციის დაქვეითება. რივაროქსაბანის CYP 3A4 იზოფერმენტის ძლიერ ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
სხვა თანმხლები თერაპია რივაროქსაბანის ერთდროული გამოყენებისას მიდაზოლამთან (CYP3A4-ის სუბსტრატი), დიგოქსინთან (P-gp-ის სუბსტრატი), ატორვასტატინთან (CYP3A4-ის და P-gp–ის სუბსტრატი) ან ომეპრაზოლთან (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი) კლინიკურაად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნება.
გავლენა ლაბორატორიულ პარამეტრებზე რივაროქსის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით სისხლის შედედების პარამეტრების სინჯებზე (პროთრომბინის დრო, ათდ, HepTest) გავლენა შეესაბამება მოსალოდნელს.
4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობა პრეპარატის გაოიყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ორსულობის დროს დადგენილი არ არის. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა რივაროქსით მკურნალობისას უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები.
რივაროქსი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში.
ლაქტაცია პრეპარატის გაოიყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის.უნდა იქნას მირებული გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან მკურნალობის სეწყვეტის/ მკურნალობისგან თავის შეკავების შესახებ.
რივაროქსი არ გამოიყენება ძუძუთი კვების პერიოდში.
ფერტილობა მონაცემები ადამიანებში ფერტილობაზე რივაროქსაბანის გავლენის შესახებ არ არსებობს.
4.7. ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
არსებობს მონაცემები რივაროქსაბანის გამოყენებისას თავბრუსხვევის (ხშირი გვერდითი ეფექტი) ან გონების დაკარგვის (არახშირი გვერდითი ეფექტი) შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ მსგავსი რეაქციები, საჭიროა თავი შეიკიკავონ ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისგან.
4.8. შესაძლო გვერდითი მოვლენები
რივაროქსის ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, მისი გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ნებისმიერი ქსოვილიდან ან ორგანოდან ფარული ან გამოვლენილი სისხლდენის მომატებულ რისკთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოსტჰემორაგიული ანემია. სისხლდენის განვითარების რისკი მატულობს პაციენტებში არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით ან/და რივაროქსაბანის გამოყენებისას ჰემოსტაზზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად. სისხლდენის ნიშნები, სიმპტომები და შედეგების სიმძიმე (ლეტალური შედეგის ჩათვლით) დამოკიდებულია სისხლდენის ადგილმდებარეობაზე, ინტენსივობაზე და ხანგრძლივობაზე. რივაროქსაბანით მკურნალობისას შესაძლოა ასევე მენსტრუალური სისხლდენის გაძლიერება ან/და გახანგრძლივება. ჰემორაგიული გართულებები შეიძლება გამოვლინდეს სისუსტით, სიფერმკრთალით, თავბრუსხვევით ან აუხსნელი შეშუპებით, შოკით, დისპნოეთი. ზოგიერთ შემთხვევებში, როგორც ანემიის შედეგი, შესაძლოა გულის იშემიის სიმპტომების განვითარება (ტკივილი გულმკერდის არეში, სტენოკარდიული შეტევა).
გარდა ამისა, პრეპარატის გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნის სისხლდენის შემდგომი ისეთი მძიმე გართულებები, როგორიც არის კომპარტმენტ-სინდრომი და ჰიპოპერფუზიის მიზეზით გამოწვეული თირკმლის უკმარისობა. ანტიკოაგულაციური საშუალებების მიმღები ნებისმიერი პაციენტის მდგომარეობის შეფასების დროს აუცილებელია სისხლდენის ალბათობის გათვალისწინება.
მონაცემები გვერდითი მოვლენების სიხშირის შესახებ ისაზღვრება შემდეგი კატეგორიებით:
ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥ 1/100, <1/10), არახშირი (≥ 1/1000, <1/100); იშვიათი (≥ 1/10 000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10 000); უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია).
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ხშირი – ანემია (შესაბამისი ლაბორატორიული პარამეტრების ჩათვლით);
არახშირი – თრომბოციტემია (თრომბოციტების მომატებული რაოდენობის ჩათვლით)*.
უცნობია – თრომბოციტოპენია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირი – ჰიპოტენზია, ჰემატომა;
არახშირი – ტაქიკარდია.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირი – სისხლჩაქცევა თვალში (კონიუნქტივაში სისხლდენის ჩათვლით).
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი – სისხლდენა ღრძილებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (რექტალური სისხლდენის ჩათვლით), ტკივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, გულისრევა, ყაბზობა*, ღებინება;
არახშირი – სიმშრალე პირის ღრუში.
ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: არახშირი – ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
იშვიათი – სიყვითლე.
უცნობია – ქოლესტაზი, ჰეპატიტი, (ჰეპატოცელულური დარღვევის ჩათვლით).
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
არახშირი – სისხლჩაქცევა ტვინში და ქალასშიდა სისხლჩაქცევა, სინკოპე.
შადრ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ხშირი – სისხლ










