ავენი-Cleanance Women შრატი-ფორების/საწ. კანის სიგლუვის 30მლ
გააზიარე:
ავენი - CLEANANCE WOMEN Corrective serum 30ml - ქლინანსი ქალებისთვის მაკორექტირებელი შრატი 30მლ. შრატი განკუთვნილია მოზრდილთათვის, რომელთა კანიც მიდრეკილია გამონაყარისკენ, არ არის გლუვი და აქვს გამოხატული ფორები. შრატი ამცირებს გამონაყარს აგლუვებს კანის ტექსტურას და ავიწროებს ფორებს მისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით: Synovea HR (დაპატენტებული ინგრედიენტი) – ამცირებს გამონაყარს და კანის ცხიმის დაჟანგვის პროცესს. P-Refinyl (დაპატენტებული ინგრედიენტი) – ავიწროებს ფორებს. გლიკოლის და რძის მჟავები - აგლუვებს კანის ტექსტურას. ავენის თერმული წყალი - აქვს კანის დამამშვიდებელი და დამარბილებებლი ეფექტი. მისი მსუბუქი ტექსტურა ანაზებს და აგლუვებს კანს, რის შემდეგაც შეგიძლიათ დაიტანოთ მასზე თქვენი დღის ან ღამის მოვლის პროდუქტი. გამოყენება: დაიტანეთ ყოველ დილით ან/და საღამოს გასუფთავებულ სახის კანზე თქვენი ყოველდღიური დღის ან ღამის კრემის წასმამდე. ერიდეთ თვალში მოხვედრას, არ გამოიყენოთ გაღიზიანებულ კანზე, არ გახვიდეთ მზეზე ან აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ მზისგან დამცავი. დისკომფორტის შემთხვევაში გამოიყენეთ დღეგამოშვებით. პროდუქტი არის არაკომედოგენური და აქვს ალერგიის მინიმალური რისკი.