კოლდრექსი ჰოთრემი ლიმონით #5
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატები, ანტიპირეტული ანალგეტიკები, გაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
პარაცეტამოლი+ასკორბინის მჟ+ფენილეფრინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 8978
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
კოლდრექს ჰოტრემი ლიმნის არომატით
COLDREX HOTREM LEMON FLAVOUR
COLDREX HOTREM LEMON FLAVOUR
საერთაშორისო დასახელება - paracetamol, phenylephrine, ascorbic acid
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - N02B
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები; პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
5გ ფხვნილი პაკეტებში 5ც
5გ ფხვნილი პაკეტებში 10ც
წამლის ფორმა: ფხვნილი, ხსნარის დასამზადებლად, შიგნით მისაღებად (ლიმონის)
აღწერილობა:
კრისტალური ფხვნილი ღია-ყვითელიდან ყვითელ შეფერილობამდე, ლიმონისთვის დამახასიათებელი სურნელით. 1 საშეთში შემავალი ფხვნილი იხსნება 200მლ ცხელ წყალში, ყვითელი ფერის, ლიმონის დამახასიათებელი სურნელის წარმოქმნით.
შემადგენლობა: (1 საშეტის):
აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი 750მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 10მგ, ასკორბინის მჟავა 60მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონის მჟავა, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ციტრატი, საქაროზა(3გ), ლიმონის ტეტრარომი 100%, ლიმონის არომატიზატორი, ქინოლინის ყვითელი.
ჩვენებები
გრიპისა და გაციების ძიითადი სიმპტომების კუპირება:
- მომატებული ტემპერატურე
- თავის ტკივილი
- კანკალი
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი
- ცხვირის შეგუბება
- ყელის ტკივილი
მიღების წესები და დოზები
1 საშეტის შიგთავსი (ფხვნილი) უნდა მოთავსდეს ფინჯანში, დაესხას ცხელი წყალი, და მოირიოს მის გახსნამდე. საჭიროების შემთხვევაში, დაემატოს ცივი წყალი და შაქარი. მოზრდილები: 1 საშეტი ყოველ 4-6 საათში. არაუმეტეს 4 საშეტის 24საათის განმავლობაში. მიღებებს შორის შუალედი არაუმცირეს 4საათისა. 12 წლიდან ბავშვებში: 1 საშეტი ყოველ 6საათში. არაუმეტეს 3 საშეტისა 24 საათში.
12წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე. არ არის რეკომენდებული პრეპარატის 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით გამოყენება, ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.
ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, კარგი თვითშეგრძნების მიუხედავათ, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ვინაიდან მოგვიანებით ღვიძლის სერიოზული რისკი არსებობს. პარაცეტამოლით მოწამვლის დროს სპეციფიურ ანტიდოტს წარმოადგენს აცეტიცისტეინი.
გვერდითი მოვლენები
პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს. შესაძლოა ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ჭინჭრისციება, ანგიონევროზული შეშუპება. იშვიათად- თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი. ხანგრძლივი დროით დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლოა ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება. ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკი იზრდება ბარბიტურატების, დიფენინის, კარბამაზეპინის, რიფამპიცინის, ზიდოვუდინის და სხვა ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორებთან ერთად მიღებისას.
ფენილეფრინმა შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, თავის ტკივილი, სისხლის წნევის უმნიშვნელო მატება და იშვიათად გულისცემის გახშირება, რაც პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება. უჩვეულო რეაქციის გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- ღვიძლისა და თირკმლის გამოხატული დისფუნქცია;
- ჰიპერთირეოიდიზმი (თირეოტიქსიკოზი)
- შაქრიანი დიაბეტი და შაქრის შეწოვის მემკვიდრეობითი დარღვევა (შეიცავს შაქარს);
- გულის დაავადებები (აორტალური სარქვლის გამოხატული სტენოზი, მწვავე მიოკარდის ინფარქტი, ტაქიარითმია);
- არტერიული ჰიპერტენზია;
- ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ბეტა-ადრენობლოკატორების, მაო-ს ინჰიბიტორების მიღება. ასევე მათი მოხსნიდან 14 დღის განმავლობაში.
- სხვა პარაცეტამოლის შემცველი საშუალებების მიღება , გაციების და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად.
- დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
- ასაკი 12 წლამდე
სიფრთხილით მიიღება:
გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას გენეტუკური არ არსებობის, კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემიების, ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს
გაფრთხილება:
მიღებამდე ექიმის კონსულტაცია აუცილებელია: მეტოკლოპამიდის, დომპერიდონის, ქოლესტირამინის, ანტიკოაგულანტების (ვარფარინი) მიღების შემთხვევაში. აუცილებელია ჰიპონატრიული დიეტის შენარჩუნება (ყოველი საშეტი შეიცავს 0,12 გ ნატრიუმს)
ღვიძლის ტოქსიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, პარაცეტამოლის მიღება ალკოჰოლურ სასმელთან ერთად არ არის რეკომენდებული, ასევე იმ პირებისთვის რომელნიც ქრონიკულად იღებენ ალკოჰოლს.
განსაკუთრებული მითითებები
ვინაიდან პრეპარატის აქტიური კომპონენტები არ ახდენენ სედატიურ ეფექტს, რეკომენდებული დოზით მიღებისას ავტომობილის მართვა და დანადგარებთან მუშაობა შეიძლება შეზღუდვის გარეშე
ჭარბი დოზირება
პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ რეკომენდებული დოზით
დოზის გადაჭარბება ძირითადად გამოწვეულია პარაცეტამოლით. შესაძლოა: კანის სიფერმკრთალე, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, ჰეპატონეკროზი, ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის მატება, პროთრომბინის დროის მატება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა; სიმპტომატური თერაპია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს მაო-ს ინჰიბიტორების, საძილე საშუალებების, ეთანოლის ეფექტს. ანტიდეპრესანტები, პარკინსონისმ საწინააღმდეგო და ანტიფსიქოზური საშუალებები და ფენოთიაზინის წარმოებულები ზრდიან შარდის შეკავების, პირის ღრუს გამოშრობის და ყაბზობის განვითარების რისკს.
გლუკოკორტიკოსტეროიდები ზრდიან გლაუკომის განვითარების რისკს. პარაცეტამოლი აქვეითებს დიურეზული პრეპარატების ეფექტს. გალოტანი ზრდის პარკუჭოვანი არითმიის რისკს.
ფენილეფრინი აქვეითებს გუანეტიდინის ჰიპოტენზიურ ეფექტს. გუანეტიდინი აძლიერებს ალფა-ადრენომასტიმულირებელი, ხოლო ტრიციკლური ანტიდეპრესანტები- ფენილეფრინის სიმპატომიმეტიკურ ეფექტს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ტემპერატურე არაუმეტეს 25ºC
შენახვის ვადა 3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომნუ გამოიყენებთ პრეპარატს.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
გლაქსოსმიტკლაინ კონსიუმერ ჰლსქერ
ესპანეთი
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით