ვეგატონი 1000სე/გ 50გ გელი
გააზიარე:
ვეგატონი
სავაჭრო დასახელება: ვეგატონი
წამლის ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისათვის.
შემადგენლობა (1გ):
აქტიური ნივთიერება - ჰეპარინის ნატრიუმის მარილი - 1000 ს.ე.
არააქტიური ნივთიერებები: ეთანოლი 96%; მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი; კარბომერი; ტრომეტამოლი; ლავანდას ზეთი; ნეროლის ზეთი; გასუფთავებული წყალი.
ათქ კოდი: C05BA03.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვაზოპროტექტორები, ჰეპარინი და ჰეპარინოიდები ადგილობრივი გამოყენებისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი კანზე დატანისას ავლენს ანტიდერმატულ, ანტიექსუდაციურ, ანთების საწინააღმდეგო და ანტიკოაგულაციურ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა.
ჰეპარინი სისხლში რჩება პრეპარატის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, ამასთანავე ჰეპარინის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მიიღწევა 8 საათის შემდეგ. გამოყოფა მიმდინარეობს უპირატესად თირკმელებიდან. კანზე დატანისას პრეპარატი არ მოქმედებს სისხლის შედედების პარამეტრებზე.
გამოყენების ჩვენებები:
- ზედაპირული ვენების დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (დაავადებები, რომლისთვისაც დამახასიათებელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება და მათი გართულებები, თრომბების წარმოქმნა დაზიანებულ ვენებში ვენის კედლის ანთებით ან ანთების გარეშე, ასევე წყლულები კანზე ვენების ვარიკოზული გაგანიერების არეში);
- ოპერაციის შედეგად დაზიანებული ვენის კედლის ანთების მკურნალობა, ასევე ვენებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი გართულებების შესამცირებლად (სილურჯე; შეშუპება)
- ტრამვისშემდგომი შეშუპებისა და სილურჯის მოხსნა სახსრების და კუნთების მიდამოში
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ჰეპარინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ფეხების ტროფიული წყლულები, სისხლის შედედება, ღია ან/და ინფიცირებული ტრამვები, ჰემორაგიული დიალეზი, პურპურა, თრომბოციტოპენია, ჰემოფილია. მიდრეკილება სისხლის შედედების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება.
მოზრდილებისთვის პრეპარატი გამოიყენება 1-3-ჯერ დღე-ღამეში. კანის დაზიანებულ მონაკვეთზე დაიტანება 3-10სმ სიგრძის გელი და ფრთხილად შეიზილება. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად დაავადების დროს მისი სიმძიმიდან გამომდინარე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება.
ჰეპარინის შემცველი პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს სისხლის შედედების დროის გახანგრძლივებას იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს. არ არის სასურველი პრეპარატის მიღება ანტიკოაგულანტებთან ერთად, ასევე იმპრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავს ტეტრაციკლინს, ჰიდროკორტიზონს, სალიცინის მჟავას.
მიღების თავისებურებები
ვეგატონის გელი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს, ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება პაციენტის მიერ, თუ ალერგია აქვს პარაბენზე. ჰემორაგიული სიმპტომების არსებობისას საჭიროა ყურადღებით შეფასდეს პრეპარატის მიღების შესაძლებლობა. პრეპარატი არ ინიშნება სისხლდენის დროს, არ შეიძლება მისი დატანა ღია ჭრილობაზე, კანის ინფიცირებულ ნაწილებზე ჩირქოვანი პროცესების დროს, ლორწოვან გარსზე, თვალებზე და თვალების გარშემო, წყლულებზე და ბებერებზე.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს
არ არსებობს მონაცემები ორსულობის და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენებაზე.
გავლენა ავტოტრანსპორტის აან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
პრეპარატი გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების ან რთული მექანიზმების მართვაზე.
ბავშვები. არ არის რეკომენდებული გამოყენებულ იქნეს ბავშვებში.
ჭარბი დოზირება.
არ არის აღწერილი პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები. უმნიშვნელო სისტემური შთანთქმის გამო პრეპარატის ზედოზირების საშიშროება ადგილობრივი გამოყენებისას არ არსებობს. გელის შემთხვევითი პერორალურმა გამოყენებამ (მაგალითად, ბავშვის მიერ) შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა ან ღებინება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - სიმპტომატური თერაპიის დანიშვნა. ჰეპარინის მოქმედება შეიძლება განეიტრალდეს პროტამინ სულფატის მეშვეობით.
გვერდითი მოვლენები:
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ისეთი როგორიცაა გაწითლება, ქავილი და კანის გამოშრობა, წვის შეგრძნება, კანის გამონაყარი, ჭინჭრისციება, ანგიონევროტიული ჰიპოსტაზი, რომელიც მალე გაივლის პრეპარატის შეწყვეტიდან მალე. კანის დიდ ფართობზე დატანისას, შესაძლოა გამოვლინდეს სისტემური გვერდითი მოვლენები.
შენახვის პირობები.
ინახება ორიგინალი შეფუთვით, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა. 3 წელი.
შეფუთვა: 50გ გელი ალუმინის ტუბში. 1 ტუბი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის რეჟიმი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: შპს „ოფიცინა“, საქართველო
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს ვეგაფარმ - ჯორჯია.