ბაუზოლი-ავერსი 20მგ #14ტ

ბაუზოლი-ავერსი 20მგ #14ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რაბეპრაზოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 89394
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

 ბაუზოლი-ავერსი BAUZOLE-AVERSI

20 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები  რაბეპრაზოლის ნატრიუმი

 ამ პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციის ფურცელი.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.
  • თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის ამ ჩანართ-ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ ინსტრუქციის ფურცელში:

  1. რა არის ბაუზოლი-ავერსი და რისთვის გამოიყენება
  2. ბაუზოლი-ავერსის მიღების წინ
  3. როგორ მიიღება ბაუზოლი-ავერსი
  4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
  5. როგორ ინახება ბაუზოლი-ავერსი
  6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ბაუზოლი-ავერსი და რისთვის გამოიყენება

ბაუზოლი-ავერსის ტაბლეტები შეიცავს რაბეპრაზოლს. მიეკუთვნება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების პრეპარატების ჯგუფს. ისინი მოქმედებენ კუჭის მიერ წარმოქმნილი მჟავას რაოდენობის შემცირების გზით.

ბაუზოლი-ავერსის ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი მდგომარეობებისთვის:

-  თორმეტგოჯა ნაწლავის ან კუჭის კეთილთვისებიანი წყლული (პეპტიური წყლულები) აქტიურ ფაზაში.

-  სიმპტომური ეროზიული ან წყლულოვანი გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება, რომელიც მოიხსენიება, როგორც საყლაპავის ანთება, გამოწვეული მჟავათი და ასოცირებული გულძმარვასთან, ან გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების გრძელვადიანი მკურნალობისთვის (გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების შემანარჩუნებელი თერაპია).

-  საშუალო და ძალიან მძიმე ფორმის გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების სიმპტომური მკურნალობა (სიმპტომური გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება), ასევე ასოცირებული გულძმარვასთან.

-  ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, იშვიათი მდგომარეობა იმ პაციენტებში, რომლებშიც კუჭის მიერ ხდება ძალიან დიდი რაოდენობით მჟავას წარმოქმნა.

-  ორ ანტიბიოტიკთან (კლარითრომიცინი და ამოქსიცილინი) კომბინაციაში ბაუზოლ-ავერსის ტაბლეტები გამოიყენება პეპტიური წყლულის დაავადების მქონე პაციენტებში H pylori ინფექციის ერადიკაციისთის.

2. ბაუზოლი-ავერსის მიღების წინ

არ მიიღოთ ბაუზოლი-ავერსი

-         თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) რაბეპრაზოლის ნატრიუმის ან ბაუზოლი-ავერსის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;

-         თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს (გთხოვთ იხილოთ პუნქტი „ორსულობა და ძუძუთი კვება“).

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ბაუზოლი-ავერსის გამოყენებისას

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის გამოყენებამ, როგორიცაა ბაუზოლი-ავერსი, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტ ხანს, შეიძლება გამოიწვიოს ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობების რისკის მცირედ მომატება. უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ოსტეოპოროზი ან თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს (რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ოსტეოპოროზის რისკი).

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

-  თუ გაქვთ ალერგია სხვა პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიმართ;

-  თუ გითხრეს, რომ გაქვთ კუჭის სიმსივნე;

-  თუ ანამნეზში გაქვთ ღვიძლის დაავადება;

-  თუ იღებთ ატაზანავირს (აივ სამკურნალო პრეპარატი).

თუ ამ პრეპარატს იღებთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ექიმი უზრუნველყოფს თქვენი მდგომარეობის მონიტორინგს.

ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა სისხლისა და ღვიძლის მხრივ პრობლემები, თუმცა ამგვარი მდგომარეობები უმჯობესდება რაბეპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტისას.

ღვიძლის მხრივ პრობლემების მქონე პაციენტები. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, რომელიც განსაკუთრებული სიფრთხილით დაიწყებს თქვენს მკურნალობას რაბეპრაზოლით და დაგაკვირდებათ მკურნალობის პერიოდშიც.

ბაუზოლი-ავერსის გამოყენება ბავშვებში არ შეიძლება.

თუ განვითარდა მძიმე (თხევადი ან სისხლიანი) დიარეა ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ცხელება, მუცლის ტკივილი ან მუცლის ტკივილი ზეწოლისას, შეწყვიტეთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატების მიღება

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერი სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

-  თუ იღებთ კეტოკონაზოლს ან იტრაკონაზოლს (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);

-  თუ იღებთ ატაზანავირს (აივ სამკურნალო პრეპარატი).

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

არ მიიღოთ ბაუზოლი-ავერსის ტაბლეტები, თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად. არ მიიღოთ ბაუზოლი-ავერსის ტაბლეტები, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა

ბაუზოლი-ავერსის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ძილიანობა. ასეთ შემთხვევაში, არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები.

3. როგორ მიიღება ბაუზოლი-ავერსი

ბაუზოლი-ავერსი ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბაუზოლი-ავერსის ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. არ შეიძლება ტაბლეტის გატეხვა ან დაღეჭვა.

ქვემოთ მოცემული დოზები, როგორც წესი, რეკომენდებულია მოზრდილებისა და ხანდაზმულებისთვის. თვითნებურად არ შეცვალოთ დოზა ან მკურნალობის ხანგრძლივობა. ბაუზოლი -ავერსი არ გამოიყენება ბავშვებში.

თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის კეთილთვისებიანი წყლული აქტიურ ფაზაში,

დოზა, როგორც წესი, არის ერთი ტაბლეტი ბაუზოლი-ავერსი 20 მგ დღეში ერთხელ.

თუ გაქვთ თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული აქტიურ ფაზაში, სავარაუდოდ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ოთხი კვირა; მაგრამ ამ დროის გასვლის შემდეგ ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის კიდევ ოთხი კვირით გაგრძელება.

თუ გაქვთ კუჭის კეთილთვისებიანი წყლული აქტიურ ფაზაში, სავარაუდოდ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ექვსი კვირა; მაგრამ ამ დროის გასვლის შემდეგ ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის კიდევ ექვსი კვირით გაგრძელება.

ეროზიული ან წყლულოვანი გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება

დოზა, როგორც წესი, არის ერთი ტაბლეტი ბაუზოლი-ავერსი 20 მგ დღეში ერთხელ. სავარაუდოდ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ოთხი კვირა; მაგრამ ამ დროის გასვლის შემდეგ ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის კიდევ ოთხი კვირით გაგრძელება.

გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების შემანარჩუნებელი თერაპია

დოზა, როგორც წესი, არის ბაუზოლი-ავერსი 20 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. ექიმი გირჩევთ, თუ რამდენ ხანს უნდა მიიღოთ ტაბლეტები. აუცილებელია ექიმთან რეგულარული ინტერვალებით ვიზიტი, რათა მან შეამოწმოს თქვენი სიმპტომები და გადახედოს დოზირებას.

სიმპტომური გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადება

დოზა, როგორც წესი, არის ერთი ტაბლეტი ბაუზოლი-ავერსი 20 მგ დღეში ერთხელ. სავარაუდოდ, ამგვარი მკურნალობა გაგრძელდება ოთხი კვირამდე. თუ თქვენი სიმპტომები არ გავა ოთხ კვირაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. საწყისი ოთხკვირიანი მკურნალობის შემდეგ, თუ სიმპტომები კვლავ განვითარდა, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ბაუზოლი-ავერსი 20 მგ ერთი ტაბლეტის მიღება საჭიროების მიხედვით, სიმპტომების კონტროლის მიზნით.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი

ჩვულებრივი საწყისი რეკომენდებული დოზა არის ბაუზოლი-ავერსი 20 მგ სამი ტაბლეტი დღეში ერთხელ. შემდეგ დოზა შეიძლება დაკორექტირდეს ექიმის მიერ მკურნალობაზე თქვენი პასუხის მიხედვით. ექიმი გეტყვით, თუ რამდენი ტაბლეტი და როდის უნდა მიიღოთ. აუცილებელია ექიმთან რეგულარული ინტერვალებით ვიზიტი პრეპარატის დოზირებისა და სიმპტომების გადასახედად.

H.pylori-ს ერადიკაცია

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა არის ბაუზოლი-ავერსი 20 მგ (ორ ანტიბიოტიკთან კომბინაციაში - კლარითრომიცინი 500 მგ და ამოქსიცილინი 1გ) დღეში ორჯერ და როგორც წესი, 7 დღე. სიმპტომების მოხსნა, როგორც წესი, აღინიშნება წყლულისაგან სრულად განკურნებამდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ტაბლეტების მიღება არ შეწყვიტოთ, ვიდრე ექიმი არ გეტყვით. დამატებითი ინფორმაცია H.pylori-ს ერადიკაციის თერაპიის სხვა კომპონენტების შესახებ, იხილეთ ინდივიდუალური პროდუქტების საინფორმაციო ინსტრუქციის ფურცლებში.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი ბაუზოლი-ავერსი, ვიდრე უნდა მიგეღოთ

არ მიიღოთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი. თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. საავადმყოფოში წასვლისას თან იქონიეთ ტაბლეტები და კოლოფი, რათა ექიმმა იცოდეს, რა ტაბლეტები მიიღეთ.

თუ დაგავიწყდათ ბაუზოლი-ავერსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ როგორც კი გაგახსენდებათ და შემდეგ გააგრძელეთ დანიშნული რეჟიმის მიხედვით. თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება 5 დღეზე მეტ ხანს, ვიდრე პრეპარატს მიიღებთ, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული გასტრორეზისტენტული ტაბლეტის კომპენსირების მიზნით.

თუ დაგავიწყდათ ბაუზოლი-ავერსის მიღება

არ შეცვალოთ დოზირება და არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პროდუქტის გამოყენების შესახებ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ბაუზოლი-ავერსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

ძალიან ხშირი:

ვითარდება 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელში

ხშირი:

ვითარდება 100-დან 1-10 მომხმარებელში

არახშირი:

ვითარდება 1000-დან 1-10 მომხმარებელში

იშვიათი:

ვითარდება 10000-დან 1-10 მომხმარებელში

ძალიან იშვიათი:

ვითარდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელში

ცნობილი არ არის:

სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე


შეწყვიტეთ ბაუზოლი-ავერსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ კანის გაწითლებას ბუშტუკებით და აქერცვლით.
შეიძლება, ასევე, განვითარდეს მძიმე ფორმის ბუშტუკები და სისხლდენა ტუჩების, თვალების, პირის, ცხვირისა და გენიტალიების უბნებში. ეს შეიძლება იყოს „სტივენს-ჯონსონის სინდრომი“ ან „ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი“.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტებია:

ხშირი:

-   ინფექცია

-  უძილობა (ძილის გაძნელება)

-   თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

-  ხველა, ფარინგიტი (ყელის ტკივილი), რინიტი (გამონადენი ცხვირიდან)

-  დიარეა, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მუცლის შებერილობა

- ტკივილი უცნობი მიზეზით, ზურგის ტკივილი

- ასთენია (სისუსტე), გრიპისმაგვარი სინდრომი.

არახშირი:

-   ნერვოზულობა ან ძილიანობა

-   ბრონქიტი, სინუსიტი

-   დისპეფსია (საჭმლის მონელების დარღვევა), პირის სიმშრალე, ბოყინი

-   კანზე გამონაყარი, კანის სიწითლე

-   კუნთების ან სახსრების ტკივილი, წვივის კუნთების სპაზმი

-   საშარდე ტრაქტის ინფექციები

-  ტკივილი გულ-მკერდის არეში

-  შემცივნება, ცხელება

-  ცვლილებები ღვიძლის ფუნქციურ ანალიზებში

-  ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის  მოტეხილობა

იშვიათი:

- ანორექსია (მადის დაკარგვა)

- დეპრესია

- მომატებული მგრძნობელობა - მძიმე დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია, მაგალითად, სახის შეშუპება, დაბალი არტერიული წნევა და ქოშინი, რაც გადის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ

- მხედველობის დარღვევები

- გასტრიტი (კუჭის გაღიზიანება და კუჭის ტკივილი), სტომატიტი, გემოს ცვლილებები

- ღვიძლის მხრივ პრობლემები, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) და სიყვითლე (კანისა და თვალის გუგების გაყვითლება), ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დაზიანება ღვიძლის დაავადების შედეგად)

- ქავილი, ოფლიანობა, კანზე ბუშტუკები (ეს რეაქციები, როგორც წესი, გადის თერაპიის შეწყვეტის შემდეგ)

- თირკმლის მხრივ პრობლემები, როგორიცაა ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმელებში შემაერთებელი ქსოვილის დაზიანება)

- წონაში მომატება

- სისხლის თეთრი უჯრედების ცვლილება:

- ნეიტროპენია (სისხლის თეთრი უჯრედების - ნეიტროფილების  შემცირება) ან ლეიკოპენია (სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება) - სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება, რაც იწვევს ხშირ ინფექციებს, როგორიცაა ყელის ტკივილი ან მაღალი ტემპერატურა (ცხელება) ან წყლულები პირის ღრუში ან ყელში.

- ლეიკოციტოზი (სისხლის თეთრი უჯრედების მომატება)

- თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების შემცირება) - სისხლში თრომბოციტების შემცირება, რაც იწვევს სისხლდენის ან ჩალურჯებების მარტივად განვითარებას.

 

ძალიან იშვიათი:

-  კანის მხრივ მძიმე რეაქციები, როგორიცაა:

-  მულტიფორმული ერითემა (კანის გაწითლება ბუშტუკებით)

-  ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (კანის მძიმე დაზიანება კანის ზედა ფენის აქერცვლით კანის ქვედა ფენებიდან, მთელს სხეულზე)

- სტივენს-ჯონსონის სინდრომი (ბუშტუკები, აქერცვლა და სისხლდენა კანზე, აგრეთვე ტუჩების, თვალების, პირის ღრუსა და ცხვირის მიდამოებში).

სიხშირე ცნობილი არ არის:

-  დაბნეულობა

-  ტერფების ან კოჭების შეშუპება

-  მკერდის შესიება მამაკაცებში

-  იპონატრიემია (სისხლში ნატრიუმის დაბალი დონეები) - სიმპტომებია გულისრევა და შეუძლოდ ყოფნა, კუნთების სისუსტით ან დაბნეულობით.

-  თუ ბაუზოლი-ავერსს იღებთ სამ თვეზე მეტ ხანს, სისხლში მაგნიუმის დონეები შეიძლება დაეცეს. მაგნიუმის დაბალი დონეების შედეგად შეიძლება აღინიშნოს დაღლილობა, კუნთების უნებლიე შეკუმშვები, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, გახშირებული გულისცემა. თუ განვითარდა რომელიმე ეს სიმპტომი, სასწრაფოდ უთხარით თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონეებმა შეიძლება, ასევე, გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონეების შემცირება. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს რეგულარული სისხლის ანალიზების ჩატარება მაგნიუმის დონეების კონტროლის მიზნით.

გვერდითიეფექტებისშეტყობინება

თუ განვითარდა გვერდითი ეფექტები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში .

5. როგორ ინახება ბაუზოლი-ავერსი

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ბაუზოლი-ავერსი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა აღნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 300C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში ტენისა და სინათლისაგან დაცვის მიზნით.

ბაუზოლი-ავერსის შეფუთვა არ გამოიყენოთ, თუ ის დაზიანებულია ან აღენიშნება გახსნის ნიშნები.

პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან საკანალიზაციო სისტემაში არ შეიძლება. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ბაუზოლი-ავერსი

აქტიური სუბსტანცია არის რაბეპრაზოლის ნატრიუმი.

ყოველი ბაუზოლი-ავერსი 20 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ რაბეპრაზოლის ნატრიუმს, რაც 18.85 მგ რაბეპრაზოლის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი, მაგნიუმის ოქსიდი, მძიმე, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

შუა ფენა: ეთილცელულოზა, მაგნიუმის ოქსიდი, მძიმე.

ტაბლეტის გარსი: ჰიპრომელოზას ფტალატი, დიბუთილ სებაკატი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი.

ბაუზოლი-ავერსის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ბაუზოლი-ავერსი 20 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები: ყვითელი, აპკიანი გარსით დაფარული, ორმხრივამოზნექილი, მრგვალი ტაბლეტები.

ტაბლეტები მოწოდებულია ბლისტერზე 14 ტაბლეტით.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:

შპს „ავერსი-ფარმა“

მწარმოებელი:

Laboratorios LICONSA, S.A

მირალკამპოს გამზ. N7, პოლიგონო ინდუსტრიალ მირალკამპო

19200 აზუკუეკა დე ჰენარეს (გუადალაჯარა), ესპანეთი