ოფთასიალი 10მლ თვ/წვ დისპან.
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
Oftassiale ®
ოფთასიალი®
გთხოვთ, პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას
1. რა არის ოფთალმოლოგიური ხსნარი ოფთასიალი და რისთვის გამოიყენება
მექანიკური, ქიმიური ან ფიზიკური ტრავმების დროს ირღვევა რქოვანას მთლიანობა. რქოვანას ეპითელიუმი მდიდარია ნერვული დაბოლოებებით, რომელებსაც აკისრია რქოვანას მორფოფუნქციური მთლიანობის შენარჩუნება. ოფთასიალი არის ოფთალმოლოგიური ხსნარი -შეიცავს ჰიალურონის მჟავას, გლიცერილფოსფორილქოლინს და დექსპანთენოლს. უზრუნველყოფს რქოვანას ნეირორეპარაციას და ეპითელიზაციას. ოფთასიალი ზრდის საცრემლე აპკის მოცულობის და აუმჯობესებს მის სტაბილურობას. მასში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები (ვიტამინი B12 და ვიტამინი B6) აუმჯობესებს თვალის ზედაპირის დამცველობით შესაძლებლობებს გარეგანი და ქირურგიული აგენტების ზემოქმედებისას.
ოფთასიალი არის სამედიცინო მოწყობილობა, რომელის დანიშნულებაა რქოვანას ლუბრიკაცია და დაცვა. ნაჩვენებია თვალის დისკომფორტის, უცხო სხეულის შეგრძნების და ტკივილის სამართავად, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს გარეგანი აგენტების, ქირურგიული ჩარევის და ტრამვის შედეგად და რომლებიც ემქვემდებარება ადგილობრივ მკურნალობას. ოფთასიალი ხელს უწყობს რქოვანას ნეირორეპარაციას და რეეპითელიზაციას.OSD (Ophthalmic Squeeze Dispenser) ტექნოლოგია უზრუნველყოფს კონსერვანტებისგან თავისუფლი ხსნარის ინოვაციურ მიწოდებას შიგთავსის სტერილობის შენარჩუნებით.
2. რა უნდა იცოდეთ სანამ გამოიყენებთ ოფთასიალ-ს
არ გამოიყენოთ ოფთასიალი თუ გაქვთ ალერგია რომელიმე კომპონენტის მიმართ (იხ.პუნქტი 6)
3. როგორ გამოიყენება ოფთასიალი
• ოფთასიალის გამოყენებისას არ არის საჭირო კონტაქტური ლინზების მოხსნა.
• კარგად დაიბანეთ ხელები გამოყენების წინ.
• ჩაიწვეთეთ 1 ან 2 წვეთი თითოეულ თვალში 2-3-ჯერ დღეში ან თქვენი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
• ჩაწვეთებისას საწვეთური არ უნდა შეეხოს თვალს.
4. სიფრთხილის ზომები
• არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოიყენება და კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს.
• გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ფლაკნის მთლიანობა არ არის დარღვეული.
• არ გამოიყენეთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
• დანიშნულებაა მხოლოდ თვალში გამოიყენება, არ დალიოთ.
5. როგორ ინახება ოფთასიალი
• შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
• გამოიყენება გახსნიდან 60 დღის განმავლობაში.
• გამოყენების შემდეგ კარგად დახურეთ ფლაკონი.
• ცარიელი ფლაკონით არ დააბინძუროთ გარემო.
6. შემადგენლობა (დამატებითი ინფორმაცია)
ინგრედიენტები: ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი, α- გლიცერილფოსფორილქოლინი, ვიტამინი B12 (ციანკობალამინი), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), დექსპანთენოლი, ბუფერული იზოტონული ხსნარი pH 7,2. კონსერვანტების გარეშე.
7. გამოშვების ფორმა
10 მლ ფლაკონი OSD (Ophthalmic Squeeze Dispenser) დისპენსერით
მწარმოებელი: DMG, იტალია
ოფთასიალი® წარმოადგენს სამედიცინო მოწყობილობას 93/42/EEC კონსილიუმის დირექტივის თანახმად.