გააზიარე:
ნუტრილაკი - რძიანი ფაფა, ხორბალი ვაშლით, 5 თვიდან, 200 გრ. 4600490620991
ხორბალი ვაშლით - უშაქრო, ორგანული, რძიანი ფაფა, 5 თვიდან. დამზადებულია ხორბლის მთლიანი მარცვლის ფქვილით; 100%-ით ნატურალური რძით; ჯანსაღი, არომატული ვაშლით. გაჯერებულია ბუნებრივი ვიტამინებით. არ შეიცავს შაქარს, მარილს, საღებავებს, კონსერვანტებს, გმო-ს, პალმის და რაფსის ზეთს!
• დაფასოებულია განსაკუთრებულ პირობებში, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის უსაფრთხოებას
• წარმოებაში გამოყენებამდე, მარცვლეული გადის მიკრობიოლოგიურ კვლევას.
ინგრედიენტები: ხორბლის (41%) მთლიანი მარცვლის ფქვილი, ნატურალური მოუხდელი რძე, მშრალი დემინერალიზებული რძის შრატი, ვაშლის ფანტელები. არ შეიცავს შაქარს. არ შეიცავს მარილს. შეიცავს გლუტენს.
კვებითი ღირებულება 100გ პროდუქტში: ცილები 16.5გ, ცხიმები 10.3გ, მ.შ. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები 5.9გ, ნახშირწყლები 64.0გ, მ.შ. შაქრები 30.7გ, დამატებული შაქარი 0, მარილი 0გ, ნატრიუმი 164მგ, ენერგ. ღირებულება 416კკალ.
მომზადების და გამოყენების ინსტრუქცია: 80-90 მლ ადუღებულ და 50°C-მდე გაგრილებულ სასმელ წყალში დაამატეთ 30გ (3ს/კ) მშრალი ფაფა. მოურიეთ სრულ გახსნამდე. მოამზადეთ კვების წინ.
პირველად მიეცით 1ჩ/კ მზა ფაფა, მომდევნო დღეებში თანდათან გაზარდეთ რაოდენობა. ნუ გამოიყენებთ ფაფის ნარჩენს შემდეგი კვებისთვის. გამოყენების შემდეგ მჭიდროდ შეკარით ფაფის შეფუთვა. გამოიყენეთ გახსნიდან 3 კვირა.
შენახვის პირობები: კოლოფი გახსნამდე შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას 1-25°C და არაუმეტეს 75% ჰაერის ტენ. პირობებში.
დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
წონა 200 გ.
მწარმოებელი დსს “ინფაპრიმი”. იმპორტიორი საქართველოში შპს "ნატურლენდი”. თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ.N3










