გააზიარე:
ნუტრილაკი - რძიანი ფაფა, წიწიბურა შავი ქლიავით, 4 თვიდან, 200 გრ. 4600490620960
წიწიბურა შავი ქლიავით - უშაქრო, უგლუტენო, ორგანული, რძიანი ფაფა, 4 თვიდან. დამზადებულია წიწიბურას მთლიანი მარცვლის ფქვილით, 100%-ით ნატურალური რძით, ჯანსაღი, არომატული ქლიავით. გაჯერებულია ბუნებრივი ვიტამინებით. არ შეიცავს შაქარს, მარილს, საღებავებს, კონსერვანტებს, გმო-ს, პალმის და რაფსის ზეთს!
• დაფასოებულია განსაკუთრებულ პირობებში, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის უსაფრთხოებას
• წარმოებაში გამოყენებამდე, მარცვლეული გადის მიკრობიოლოგიურ კვლევას.
ინგრედიენტები: წიწიბურას (41%) მთლიანი მარცვლის ფქვილი, ნატურალური მშრალი მოუხდელი რძე, მშრალი დემინერალიზებული რძის შრატი, შავი ქლიავის ფანტელები. არ შეიცავს შაქარს. არ შეიცავს მარილს. შეიძლება შეიცავდეს გლუტენის კვალს.
კვებითი ღირებულება 100გ პროდუქტში: ცილები 16.4გ, ცხიმები 10.3გ, მ.შ. ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები 6გ, ნახშირწყლები 64გ, მ.შ. შაქრები 30.2გ, დამატებული შაქარი 0, მარილი 0, ნატრიუმი 167მგ, ენერგ. ღირებულება 414კკალ.
მომზადების და გამოყენების ინსტრუქცია: 80-90 მლ ადუღებულ და 50°C-მდე გაგრილებულ წყალში დაამატეთ 30გ (3ს/კ) მშრალი ფაფა. მოურიეთ სრულ გახსნამდე. მოამზადეთ კვების წინ. პირველად მიეცით 1ჩ/კ მზა ფაფა, მომდევნო დღეებში თანდათან გაზარდეთ რაოდენობა. ნუ გამოიყენებთ ფაფის ნარჩენს შემდეგი კვებისთვის. გამოყენების შემდეგ მჭიდროდ შეკარით ფაფის შეფუთვა. გამოიყენეთ გახსნიდან 3 კვირა.
შენახვის პირობები: კოლოფი გახსნამდე შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას 1-25°C და არაუმეტეს 75% ჰაერის ტენ. პირობებში.
დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. წონა 200 გ.
მწარმოებელი დსს “ინფაპრიმი”. იმპორტიორი საქართველოში შპს “ნატურლენდი”. თბილისი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ.N3










