ნეიროქსონი 500მგ #20ტ

ნეიროქსონი 500მგ #20ტ

39.98 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: კიევმედპრეპარატი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ციტიქოლინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 89204
გააზიარე:

ნეიროქსონი®

(NEUROXON)

 

 შემადგენლობა :

მოქმედი ნივთიერება : citicoline;

ერთი ტაბლეტი შეიცავს ციტიკოლინის მონონატრიუმის მარილს (ციტიკოლინზე გადათვლით) 500 მგ; დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა; ნატრიუმის კროსკარმელოზა; აბუსალათინის ზეთი პოლიეთოქსილირებული, ჰიდროგენიზირებული  მინერალურმატარებელთან მაგნიუმის ალუმომეტასილიკატთან; ტალკი; სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური ჰიდროფობული; მაგნიუმის სტეარატი; საფარისთვის განკუთვნილი ნარევი, რომელიც შეიცავს ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას, ჰიდროქსიპროპილცელულოზას, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს, ტიტანიუმის დიოქსიდს.

სამკურნალო ფორმა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები : თეთრი ფერის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ოვალური ფორმის ორმხრივად ამოზნექილი ზედაპირით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

ფსიქოსტიმულატორები, საშუალებები, რომლებიც გამოიყენება  ყურადღების დეფიციტის სინდრომისა და ჰიპერაქტიურობის დროს(ყდსჰ) და ნოოტროპული საშუალებები.

ათქ კოდი N06B X06.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ციტიკოლინი ასტიმულირებს ნეირონების მემბრანების სტრუქტურული ფოსფოლიპიდების ბიოსინთეზს, რაც დადასტურებულია მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიის მონაცემებით. ასეთი მოქმედების მექანიზმის წყალობით ციტიკოლინი ავლენს ისეთი მემბრანული მექანიზმების ფუნქციონირებას, როგორიცაა იონების ცვლისა და რეცეპტორების მუშაობა, რომელთა მოდულაციაც აუცილებელია ნერვული იმპულსების ნორმალური გამტარობისთვის. ნეირონების მემბრანაზე მასტაბილიზირებელი მოქმედების წყალობით ციტიკოლინი ავლენს შეშუპების საწინააღმდეგო თვისებებს, რომლებიც ხელს უწყობს თავის ტვინის შეშუპების რეაბსორბციას.

ექსპერიმენტულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ციტიკოლინი აინჰიბირებს ზოგიერთი ფოსფოლიპაზას (A1, A2, C da D) აქტივაციას, ამცირებს რა თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას,

ხელს უშლის მემბრანული სისტემების დარღვევას და  ინახავს ისეთ  ანტიოქსიდანტურ სისტემებს, როგორიცაა გლუტატიონი.

ციტიკოლინი ინახავს ნეირონების ენერგიის რეზერვს, აინჰიბირებს აპოპტოზს და ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს.

ექსპერიმენტულად დადასტურებულია, რომ ციტიკოლინი ასევე ავლენს პროფილაქტიკურ ნეიროპროტექტორულ მოქმედებას თავის ტვინის ფოკალური იშემიის დროს.

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ციტიკოლინი დადასტურებულად ზრდის ფუნქციური გამოჯანმრთელების მაჩვენებლებს პაციენტებში თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე იშემიური დარღვევით, რაც ემთხვევა თავის ტვინის იშემიური დარღვევის ზრდის შენელებას ნეიროვიზუალიზაციის მონაცემებს.

ქალა-ტვინის ტრავმის მქონე პაციენტებთან ციტიკოლინი აჩქარებს აღდენას და ამცირებს  პოსტტრავმატული სინდრომის ხანგრძლივობასა და ინტენსივობას.

ციტიკოლინი აუმჯობესებს ყურადღებისა და ცნობიერების, კოგნიტიური და ნვროლოგიური დარღვევების დონეს, რომლებიც დაკავშირებულია თავის ტვინის იშემიასთან, ხელს უწყობს  ამნეზიის გამოვლინებების შემცირებას.

 

ფარმაკოკინეტიკა

ციტიკოლინი კარგად აბსორბირდება პერორალური შეყვანის დროს. პრეპარატის შეყვანის შემდეგ აღინიშნება სისხლის პლაზმაში ქოლინების  დონის მნიშვნელოვანი მატება. პერორალური გამოყენების დროს პრეპარატი პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება. კვლევებმა აჩვენა, რომ ბიოშეღწევადობა პერორალური და ინტრავენური გზებით შეყვანისას პრაქტიკულად ერთნაირია. პრეპარატი მეტაბოლიზდება ნაწლავებში და ღვიძლში ქოლინისა და ციტიდინის წარმოქმნით.

შეყვანის შემდეგ ციტიკოლინი ფართოდ ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურებში  ქოლინის ფრაქციის სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებში და ციტიდინის ფრაქციის ციტიდინურ ნუკლეოტიდებში და ნუკლეინურ მჟავებში სწრაფი ჩართვით. თავის ტვინში ციტიკოლინი ჩაეშენება  უჯრედულ, ციტოპლაზმურ და მიტოქონდრიალურ მემბრანებში, იღებს რა მონაწილეობას ფოსფოლიპიდების ფრაქციის მშენებლობაში.

დოზის მხოლოდ მცირე ნაწილი აღინიშნება შარდში და ფეკალიებში (3%-ზე ნაკლები). დოზის დაახლოებით 12 % გამოიყოფა ამონასუნთქი ჰაერის CO2-ის მეშვეობით. პრეპარატის შარდით  გამოყოფის დროს გამოიყოფა ორი ფაზა:  პირველი ფაზა - 36 საათის განმავლობაშიი, რომელშიც გამოყოფის სიჩქარე სწრაფად კლებულობს, და მეორე ფაზა - რომელშიც გამოყოფის ფაზა კლებულობს ბევრად უფრო ნელა. ასეთივე ფაზური მდგომარეობა აღინიშნება სასუნთქი გზებით გამოყოფის დროს. CO2 -ის გამოყოფის სიჩქარე მცირდება სწრაფად დაახლოებით 15 საათის მანძილზე, შემდეგ მცირდება ბევრად უფრო ნაკლებად.

 

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

  • ინსულტი, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების მწვავე ფაზა და მათი ნევროლოგიური შედეგები;
  • ქალა-ტვინის ტრავმა და მისი ნევროლოგიური შედეგები;
  • კოგნიტიური დარღვევები და საქციელის დარღვევები ქრონიკული სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ცერებრალური დარღვევების გამო.

უკუჩვენებები.

  • მომატებული მგრძნობელობა ციტიკოლინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
  • პარასიმპატიური ნერვული სისტემის მაღალი ტონუსი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედებისს სხვა სახეობები.

ციტიკოლინი აძლიერებს ლევოდოპას ეფექტს. არ შეიძლება დაინიშნოს ერთდროულად ისეთ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ მეკლოფენოკსატს.

გამოყენების თავისებურებები.

სამკურნალო საშუალება  შეიცავს აბუსალათინის ზეთს პოლიეთოქსილირებულს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის მოქმედების დარღვევა და დიარეა. ამიტომ კუჭ-ნაწლავში ანთებადი პროცესების მქონე პაციენტებს პრეპარატი ენიშნებად განსაკუთრებული სიფრთხილით.

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმს 25,5236 მგ/ტაბლ-დან 26,9096 მგ/ტაბლ-მდე. სიფრთხილე უნდა იქნას დაცული მისი გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ნატრიუმ-კონტროლირებად დიეტას.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

საკმარისი მონაცემები ციტიკოლინის გამოყენების შესახებ ორსულ ქალებში არ გაგვაჩნია. ციტიკოლინი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში უკიდურესი აუცილებლობის  შემთხვევების გარდა. ორსულობის პერიოდში პრეპარატი უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს. მონაცემები დედის რძეში ციტიკოლინის შეღწევის შესახებ და მის მოქმედებაზე ნაყოფზე ცნობილი არ არის.

გავლენის უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.

ინდივიდუალურ შემთხვევებში ზოგიერთმა გვერდითმა რეაქციამ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან შეიძლება იქონიოს გავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა ან რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოყენების წესი და დოზები.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 500-დან 2000  მგ-მდე დღე-ღამეში ( 1-4 ტაბლეტი).

პრეპარატის დოზები  და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების სიმძიმეზე და დგინდება ექიმის მიერ.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ სამკურნალო საშუალება უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნებისმიერ პოტენციურ რისკს.

დოზის გადაჭარბება.

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღნიშნული არ არის.

გვერდითი რეაქციები.

გვერდითი რეაქციები წარმოიქმნება ძალზე იშვიათად (< 1/10000) ერთეული შემთხვევების ჩათვლით.

ფსიქიკის მხრივ: ჰალუცინაციები

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ძლიერი ტკივილი, თავბრუსხვევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: დისპნოე.

საჭმლის მომნეელებელი ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, ეპიზოდური დიარეა.

ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, სიწითლე, ჭინჭრის ციება, ეგზანთემა, პურპურა.

ზოგადი დარღვევები: ციებ-ცხელება, შეშუპება.

შენახვის ვადა. 2 წელი

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვბეისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა. 10 ტაბლეტი ბლისტერზე, ორი ბლისტერი შეფუთვაში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი: სსს „კიევმედპრეპარატი“

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი:

უკრაინა, 01032, ქ. კიევი. ქუჩა საკსაგანსკო, 139