სენადექსინი 70მგ #10ტ(უკრ)

სენადექსინი 70მგ #10ტ(უკრ)

0.70 ლარი
ქვეყანა: უკრაინა
მწარმოებელი: ლუბნი ლუბნიფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სინამაქი (სენოზიდი)
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 89203
გააზიარე:

პრეპარატის

სენადექსინ-ლუბნიფარმ

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სამკურნალწამლო საშუალების შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს სენას ფოთლის ექსტრაქტის (კალციუმის A და B სენოზიდების) ჯამს, კალციუმის A და B სენოზიდების შემცველობის - 70 მგ 20%-ზე გადაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მონოჰიდრატი; სიმინდის სახამებელი; ვანილინი; მაგნიუმის სტეარატი; სტეარინის მჟავა; ტალკი.

სამკურნალწამლო ფორმა . ტაბლეტები.

მთლიანი, სწორი, მრგვალი ცილინდრები, რომელთა ზედა და ქვედა ზედაპირები ბრტყელია, ზედაპირების კიდეები დახრილია, გასაყოფი ნაჭდევით, ღია ყავისფერიდან მუქ-ყავისფერამდე ჩანართებით, ვანილინის სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

კონტაქტური საფაღარათო საშუალებები. სენას გლიკოზიდები. ათქ კოდი A06A b06.

მცენარეული წარმოშობის საფაღარათო პრეპარატი (სენას ფოთოლი ან ალექსანდრიული ფოთოლი, ან სინამაქის, მახვილფოთლიანი კასიას ფოთოლი), რომელიც მოქმედებს მსხვილი ნაწლავის ძრაობაზე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ანტრაგლიკოზიდებით (ძირითადად a და b სენოზიდებით), ასევე სხვა გლიკოზიდებით. პერორალურად გამოყენებისას სენის გლიკოზიდები უცვლელი სახით გადის კუჭსა და წვრილ ნაწლავში, შეწოვის გარეშე. მსხვილ ნაწლავში ანტრაგლიკოზიდები ნაწლავის ბაქტერიების ზემოქმედებით იშლება ფარმაკოლოგიურად აქტიურ ანტრონებად და ანტრანოლებად, რომლებიც აღიზიანებენ მსხვილი ნაწლავის ინტერორეცეპტორებს, აძლიერებენ პერისტალტიკას და აჩქარებენ ნაწლავის დაცლას. ანტრონები და ანტრანოლები ხელს უშლიან წყლისა და ელექტროლიტების შეწოვას, ხელს უწყობენ წყლის დიფუზიას ნაწლავის სანათურში. ოსმოსური ეფექტის შედეგად ხდება განავლის მასების მოცულობის ზრდა, შევსების წნევის მომატება. ხელს უწყობს პერისტალტიკის სტიმულირებას.

საფაღარათო მოქმედება ვლინდება 6-12 საათის შემდეგ. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას მისი მოქმედების ინტენსივობა შეიძლება დაეცეს ორგანიზმში კალიუმის შემცველობის შემცირების გამო.

აქტიური ნივთიერებები — სენას ანტრაგლიკოზიდების მეტაბოლიტები —პრაქტიკულად არ შეიწოვება, ისინი ძირითადად განავალთან, ასევე შარდთან ერთად გამოიყოფა. ასევე გამოიყოფა ოფლთან, უმნიშვნელო რაოდენობა აღწევს დედის რძეში.

გამოყენების ჩვენებები.

სხვადასხვა ეტიოლოგიის ნაწლავების ატონიით გამოწვეული ყაბზობა. მომზადება რენტგენოლოგიური კვლევების ჩასატარებლად.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გულისრევა, ღებინება, საკვების მომნელებელი ტრაქტის მწვავე ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, კოლიტები). საკვების მომნელებელი ტრაქტის არადიაგნოსტირებული დაავადებები, რომლებიც შეიძლება მწვავე ნაწლავური დაავადებების ან ქირურგიული ჩარევის შედეგი იყოს (დივერტიკულიტი, აპენდიციტი, პერიტონიტი, ხშირი დიარეა), ნაწლავის გაუვალობა, სპასტიკური ყაბზობა, ჩაჭედილი თიაქარი, კუჭ-ნაწლავური და საშვილოსნოდან სისხლდენა, ცისტიტი, გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი ეპიგასტრიუმში, სპასტიკური ტკივილი, ღვიძლის ორგანული დაზიანება, წყალ მარილის ბალანსის მძიმე დარღვევები (ჰიპოკალიემია), რექტალური ჰემორაგიები.

უსაფრთხოების სათანადო ზომები გამოყენების დროს.

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნაწლავის დაცლის მოწესრიგება დიეტის შეცვლით შეუძლებელია; კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციის აღსადგენად საჭიროა მინიმალური ეფექტური დოზის მიღება.

პაციენტები, რომლებიც იღებენ გულის გლიკოზიდებს, ანტიარითმიულ საშუალებებს, პრეპარატებს, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს, დიურეზულებს, კორტიკოსტეროიდებს ან ძირტკბილას ფესვის პრეპარატებს, პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს.

თუ ყაბზობის მიზეზი უცნობია ან არსებობს პრეტენზიები საკვების მომნელებელი ტრაქტის მხრიდან (მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება), მაშინ საფაღარათო საშუალებების მიღებამდე აუცილებელია, რომ ექიმმა განსაზღვროს ყაბზობის მიზეზი, რადგან ეს სიმპტომები შეიძლება ნაწლავის გაუვალობის დაწყებული ან უკვე არსებული ნიშანი აღმოჩნდეს.

პრეპარატი განკუთვნილია ეპიზოდურად გამოსაყენებლად, ამიტომ მას იღებენ სიფრთხილით და ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ, თუ პრეპარატის გამოყენება 1 კვირაზე მეტხანს გრძელდება, ნაწლავის აქტივობის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივ გამოყენებას შეიძლება ნაწლავის ატონიის გაძლიერება მოჰყვეს.

პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს სხვა მედიკამენტების მიღებიდან 2 საათის განმავლობაში ან რეკომენდებულზე მაღალი დოზებით.

განავლის შეუკავებლობის (ინკონტინენციის) მქონე მოზრდილები პრეპარატის მიღებისას უნდა მოერიდონ განავალთან კანის ხანგრძლივ კონტაქტს, საფენების (ხელსახოცების) ხშირად შეცვლის გზით.

სიფრთხილით უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენება ღვიძლის ან თირკმლის, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებების მქონე პაციენტების მიერ.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, რაც უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა ლაქტოზას გადაუტანლობის უიშვიათესი მემკვიდრეობითი ფორმებით, ლაქტაზას უკმარისობით, გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით.

განსაკუთრებული გაფრთხილებები.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში .

მიუხედავად იმისა, რომ ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგ ნაჩვენები არ არის, რეკომენდებულია გამოყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატის გამოყენება ორსული ქალების მიერ დაკავშირებულია გვერდითი ეფექტების განვითარების უფრო მაღალ რისკთან (აბდომინალური ტკივილი, დიარეა).

პრეპარატით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა, ვინაიდან პრეპარატის კომპონენტებს დედის რძეში შეღწევის და ბავშვის ხშირი თხევადი განავლის გამოწვევის უნარი აქვთ. ამავე დროს, სათანადო დოზირების დაცვის შემთხვევაში, ბავშვის ჯანმრთელობაზე არასასურველი ზემოქმედება ნაკლებად სავარაუდოა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის მოხდენის უნარი.

პრეპარატი, ჩვეულებრივ, არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე ან ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც ყურადღების მაღალ კონცენტრაციას, ფსიქიკური და მოძრაობითი რეაქციების სიჩქარეს მოითხოვენ. მიუხედავად ამისა, აუცილებელია პრეპარატზე ინდივიდუალური რეაქციის შემოწმება.

ბავშვები.

არაა რეკომენდებული გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

გამოყენების წესი და დოზები.

პრეპარატის მიღება ხდება შინაგანად, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით, ჩვეულებრივ ძილის წინ ან დილით.

მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია 2 ტაბლეტის მიღება 1-2-ჯერ დღეში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 4 ტაბლეტს შეადგენს.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა მკურნალობა უნდა დაიწყონ დოზიდან 1 ტაბლეტი.

ჭარბი დოზირება.

ჭარბი დოზირებისას შეიძლება განვითარდეს დიარეა, რაც იწვევს წყალ მარილის ბალანსის დარღვევას, ნაწლავურ კოლიკას, საკვების მომნელებელი ტრაქტის გაღიზიანებას, იწვევს გულისრევას, ეპიგასტრალურ ტკივილს, კრუნჩხვებს, ნაწლავის ფუნქციის გაუარესებას, სისხლძარღვთა კოლაფსს და მეტაბოლურ აციდოზს.

მკურნალობა: სიმპტომური, მათ შორის კუჭის ამორეცხვა. თუ არსებობს სერიოზული დიარეის რისკი, რეკომენდებულია დეჰიდრატაცია (დიდი რაოდენობით წყლის მიღება).

გვერდითი ეფექტები.

პრეპარატის გადატანა, ჩვეულებრივ, ხდება კარგად, მაგრამ იშვიათად შესაძლებელია გვერდითი მოვლენები, რომლებიც, ჩვეულებრივ, შექცევადია და სწრაფად გადის პრეპარატის შეწყვეტის ან მისი დოზის შემცირების შემდეგ.

საკვების მომნელებელი ტრაქტის მხრიდან: ერთეულოვან შემთხვევაში შესაძლებელია აპორექსია, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა; ხანგრძლივად/გადაჭარბებულად გამოყენებისას ̶̶ გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი; კუჭ-ნაწლავის ფსევდომელანოზი, მსხვილი ნაწლავის ატონია, საკვების მომნელებელი სისტემის დარღვევები, კოლიკა, სხეულის მასის კლება.

შარდის გამომყოფი სისტემის მხრიდან: შარდის შეფერილობის შეცვლა (წითელი ან ყავისფერი, pH მნიშვნელობაზე დამოკიდებულებით, რასაც კლინიკური მნიშვნელობა არა აქვს); ხანგრძლივად/გადაჭარბებულად გამოყენებისას — პროტეინურია, ჰემატურია.

ნივთიერებათა ცვლის და მეტაბოლიზმის მხრიდან: საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივად/გადაჭარბებულად გამოყენებამ შეიძლება ელექტროლიტების, ძირითადად კალიუმის კარგვა გამოიწვიოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის დისფუნქცია, კოლაფსი, დაღლილობის შეგრძნება, კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები.

იმუნური სისტემის მხრიდან: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლენა (გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ლოკალური ან გენერალიზებული ეგზანთემა).

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

დღემდე კლინიკურად მნიშვნელოვანი წამლისმიერი ურთიერთქმედების შემთხვევები დაფიქსირებული არ ყოფილა.

შესაძლებელია სისხლის შრატში მოქმედი ნივთიერებების დონის შემცირება ქინიდიპინის სულფატის (ანტიარითმიული პრეპარატი) ერთდროულად გამოყენებისას, ანტრაქინონის საფაღარათო საშუალებების მიმართ კონკურენტული თვისებების გამო. ჰიპოკალიემიის გამო გულის გლიკოზიდებთან ერთდროულად გამოყენებას შეიძლება გულის არითმია მოჰყვეს. ანტიარითმიული საშუალებების, დიურეზულებისა და კორტიკოსტეროიდების ერთდროულად გამოყენებისას ვითარდება კუნთების სისუსტე. ხანგრძლივად ან მაღალი დოზებით გამოყენებისას პრეპარატი ზრდის ტეტრაციკლინების შეწოვას. აქვეითებს პრეპარატების ეფექტურობას, რომლებიც ნელა შეიწოვება საკვების მომნელებელ ტრაქტში.

ვარგისიანობის ვადა. 3 წელი. პრეპარატის გამოყენება მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ არ შეიძლება.

შენახვის პირობები.

ინახება სინათლისა და ტენისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°c ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

№ 10 სტრიპებსა და ბლისტერებში, კოლოფში ჩაწყობის გარეშე.

გაცემის კატეგორია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაცემა ხდება რეცეპტის გარეშე.

მწარმოებლის სახელწოდება და ადგილმდებარეობა.

სს “ლუბნიფარმ”

უკრაინა, 37500, პოლტავის ოლქი, ქ. ლუბნი, ბარვინკოვის ქ., 16.