ცინოტროპილი 25მგ+400მგ#60კაფს

ცინოტროპილი 25მგ+400მგ#60კაფს

23.00 ლარი
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: რომფარმ კომპანი რუმინეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პირაცეტამი+ცინარიზინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 89064
გააზიარე:

ცინოტროპილი 400 მგ /25 მგ , კაფსულები

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

პირაცეტამი + ცინარიზინი

ფარმაცევტული ფორმა

კაფსულები

კაფსულები გაუმჭვირვალე ყვითელი თავსახურით და გაუმჭვირვალე ყავისფერი კორპუსით, რომლებიშიც მოთავსებულია თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი.

შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს ცინარიზინს 25 მგ და პირაცეტამს 400 მგ

დამხმარე ნივთიერებების სია:

კაფსულის შემადგენლობა :

ლაქტოზას მონოჰიდრატი

სიმინდის სახამებელი

სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი

მაგნიუმის სტეარატი

კაფსულის სხეული :

ჟელატინი

ტიტანის დიოქსიდი (E171)

ყვითელი ქინოლინი (E 104)

პატენტ ბლუ (E131)

აზორუბინი (E122)

კაფსულის თავსახური :

ჟელატინი

ტიტანის დიოქსიდი (E171)

ყვითელი ქინოლინი (E 104)

რკინის წითელი ოქსიდი (E172)

ფარმაცევტული ჯგუფი და ათქ კოდი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფსიქოანალეფსიური საშიუალებები, სხვა ფსიქოსტიმულატორები და ნოოტროპული საშუალებები, ATC კოდი: N06BX

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

პირაცეტამის თერაპიული ეფექტი ბოლომდე არ არის გასაგები. დღემდე ცნობილი ეფექტები გამოავლინა ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა. ნაჩვენებია, რომ აძლიერებს GABA-ერგიულ, ქოლინერგულ და გლუტამატერგიულ ნეიროტრანსმისიას; ხელსი უწყობს ინტრა ნა ნახევარსფეროშიდა ინფორმაციის გადაცემას; და აქვს ანტი-იშემიური ეფექტი მეტაბოლიზმზე და ჰემორეოლოგიაზე გავლენის შედეგად.

ცინარიზინი არის კალციუმის არხის სელექციური ბლოკატორი და ჰისტამინის H1-რეცეპტორის ანტაგონისტი. ნაჩვენებია, რომ ის აფერხებს კალციუმის იონების ტრანსპორტირებას უჯრედის მემბრანებში; თრგუნავს ვაზოკონსტრიქტორული მედიატორების (კატექოლამინების, ანგიოტენზინის და ბრადიკინინის) მოქმედებას; უმნიშვნელოდ აფართოებს თავის ტვინის, კორონარულ და პერიფერიულ სისხლძარღვებს; ზრდის ნახშირორჟანგის მეტაბოლიზმის სიჩქარეს ცერებრალურ სისხლის მიმოქცევაში; ზრდის უჯრედების წინააღმდეგობას ჰიპოქსიის მიმართ; არ მოქმედებს არტერიულ წნევასა და პულსზე.

წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს გამოხატული ანტიჰიპოქსიური მოქმედებით. ორივე პრეპარატის ეფექტები ასევე გაძლიერებულია ცერებროვასკულარული წინააღმდეგობის შემცირების თვალსაზრისით. კომბინაცია ზრდის ცერებრალური სისხლისმიმოქცევის ნაკადს.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი, სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ცინარიზინი აღწევს მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას პერორალური მიღებიდან ერთი საათის შემდეგ. ცინარიზინი მთლიანად მეტაბოლიზდება. მისი დაახლოებით 91% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა განავლით, დანარჩენი - შარდით.

პირაცეტამი მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას აღწევს 2-6 საათში. თავისუფლად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. იგი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით.

თერაპიული ჩვენებები

ცინოტროპილი არის ცინარიზინის და პირაცეტამის ფიქსირებული დოზის კომბინაცია. ეს წამალი ინიშნება:

• ქრონიკული და ლატენტური ცერებროვასკულური უკმარისობა ათეროსკლეროზისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს; ანგიოდისტონური იშემიური ინსულტი და ინსულტის შემდგომი მდგომარეობა

• პოსტტრავმული ენცეფალასთენია;

• სხვადასხვა წარმოშობის ენცეფალოპათია;

• ფსიქოორგანული სინდრომი მეხსიერების და სხვა კოგნიტური ფუნქციების წამყვანი დარღვევით;

• ლაბირინთოპათიები - თავბრუსხვევა, ტინიტუსი, გულისრევა, ღებინება, ნისტაგმი;

• მენიერის სინდრომი;

• კინეტოზის (motion sickness) პროფილაქტიკა.

დოზირება და მიღების მეთოდი

დოზირება

მოზრდილები - 1-2 კაფსულა სამჯერ დღეში 1-დან 3 თვემდე, დაავადების სიმძიმის მიხედვით

პედიატრიული პოპულაცია

ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 1-2 კაფსულა, 1-2-ჯერ დღეში.

მიღების მეთოდი

პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული უწყვეტ რეჟიმში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

უკუჩვენებები

• ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია განყოფილებაში შემადგენლობა;

• თირკმლის მძიმე უკმარისობა;

• ჰემორაგიული ინსულტი.

არასასურველი ეფექტები
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება შემდეგი წესის მიხედვით: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100 და <1/10); არახშირად (≥ 1/1000 და <1/100); იშვიათად (≥ 1/10 000 და <1/1 000); ძალიან იშვიათად (<1/10 000); სიხშირე უცნობია (ვერ ფასდება არსებული მონაცემების მიხედვით). ყოველ სიხშირის ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდგენილია სერიოზულობის კლებადობის მიხედვით.
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები

ძალიან იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები - კანის სხვადასხვა რეაქციები, ფოტომგრძნობელობა,

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები

უცნობი სიხშირით: მომატებული ნერწყვდენა, გულისრევა, ღებინება.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები

უცნობი სიხშირით: შფოთვა, აგზნებადობა, ძილის დარღვევა.

ხანდაზმულებში ხანგრძლივმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ტრემორი.

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის იძლევა მუდმივი მონიტორინგის საშუალებას სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის დროს რეკომენდებულია თერაპიული დოზის შემცირება და დოზირების ინტერვალის გახანგრძლივება, განსაკუთრებით კრეატინინის კლირენსისას 60 მლ/წთ-ზე ქვემოთ.

ეს პროდუქტი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებში აუცილებელია ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლების მონიტორინგი.

მკურნალობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული ალკოჰოლის მიღება.

სიფრთხილით ინიშნება პარკინსონის დაავადების მქონე პირებში, თვალშიდა წნევის მომატებასთან დაკავშირებულ პირობებში.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემებით გალაქტოზას აუტანლობით, ლაქტაზას სრული დეფიციტით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების მტკიცებულება არ არსებობს.

ფერტილობა , ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ტერატოგენული აქტივობის მტკიცებულება, ცინოტროპილის მიღება არ არის

რეკომენდებულია ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში.

ლაქტაცია

პირაცეტამი გადადის დედის რძეში, ამიტომ ცინოტროპილი არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას სედატიური ეფექტი ძლიერდება. ცინარიზინი და პირაცეტამი აძლიერებს ნოოტროპული, ანტიჰიპერტენზიული და ვაზოდილატაციური საშუალებების ეფექტებს. ვაზოდილატატორებთან ერთდროული გამოყენება აძლიერებს მის მოქმედებას, ხოლო ცინარიზინის არსებობა იწვევს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედების მატებას.

პროდუქტი შთანთქავს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ეფექტს და შეიძლება გამოიწვიოს ტრემორი და შფოთვა. მას ასევე შეუძლია გააძლიეროს ორალური ანტიკოაგულანტების მოქმედება.

დოზის გადაჭარბება

ცინარიზინი და პირაცეტამი ძალიან კარგად გადაიტანება და დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არ შეინიშნება სერიოზული გვერდითი რეაქციები, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობის შეწყვეტას.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს მუცლის ტკივილი. ბავშვებში ჭარბობს აჟიტირებული რეაქციები - უძილობა, შფოთვა, ეიფორია, გაღიზიანებადობა, ტრემორი, იშვიათად კოშმარები, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა სიმპტომურია.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განკარგვისა და სხვა მოპყრობისთვის

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

შეუთავსებლობები

ცნობილი არ არის

ცინოტროპილის კაფსულები 15 ცალი პვქ/ალ აპკის ბლისტერში, 4 ბლისტერი კოლოფში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით