გინელა სილვერ კაფს #10ვაგ კაფს
გააზიარე:
გინელ სილვერ კაფსი
სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი, რომელიც დაფუძნებულია დაპატენტებულ ინგრედიენტ TIAB®-ზე; იგი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების, ასევე მშობიარობისა და ქირურგიული ჩარევის შემდგომი დაზიანებების მკურნალობისას.
პროდუქტი ხელს უწყობს ვაგინალური ინფექციებისა და მიკოზების (მათ შორის, მწვავე და რეციდივული ფორმების) მკურნალობას. გინელ სილვერ კაფსი ვაგინალური კაფსულები ეფექტურია ბაქტერიების, საფუარა სოკოებისა და ვირუსების წინააღმდეგ. ისინი შეიცავს დაპატენტებულ ნაერთ TIAB®-ს, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებული ვერცხლის ახალ „ერას“ წარმოადგენს. ვერცხლის იონების სტაბილიზაციის წყალობით, მათ მაღალი ანტიმიკრობული აქტივობა ახასიათებთ.
ანტიმიკრობული მოქმედება-
იონების სახით არსებულ ვერცხლის ნანონაწილაკებს გააჩნიათ ანტიბაქტერიული აქტივობა. ისინი ანეიტრალებენ მიკრობებს (საფუარა სოკოებს, ბაქტერიებსა და ვირუსებს) ზემოქმედების ადგილზე და, ამავდროულად, იცავენ ორგანიზმს გარე გარემოდან სხვა მიკროორგანიზმების შეჭრისგან.
ბარიერული მოქმედება
იზოლირებას უკეთებს დაზიანებულ უბანს და ფარავს მას დამცავი აპკით. ამის წყალობით, ინფექცია ვეღარ ვრცელდება.
რეგენერეცია -
ხელს უწყობს ბუნებრივ შეხორცებასა და ქსოვილების რეგენერაციას. შემახორცებელი თვისებების გამო, გინელა სილვერ კაფსი რეკომენდებულია ქირურგიული ჩარევების (მაგალითად, კონიზაციისა ან ჰისტერექტომიის) შემდეგაც, ქსოვილების შეხორცების პროცესის გასაადვილებლად.
ვაგინალური კაფსულები გამდიდრებულია შემდეგი კომპონენტებით:
ალოე ვერა – ვიტამინების, მინერალებისა და ამინომჟავების წყალობით უზრუნველყოფს დამატენიანებელ, დამამშვიდებელ, გამაგრილებელ და დამარბილებელ მოქმედებას, რითაც სწრაფ შვებას გვრის ორგანიზმს.
ჰიალურონის მჟავა – ხელს უწყობს მცირე ნაკაწრებისა და დაზიანებების ბუნებრივ შეხორცებას, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას, მაგალითად, სპორტული აქტივობების (განსაკუთრებით ველოსიპედით სეირნობის, სირბილის ან ცურვის) და სქესობრივი აქტის დროს.
გინელა სილვერ კაფსი -ადვილად ხსნადი გელის კაფსულები,
მარტივად გამოყენებადი აპლიკატორის გარეშე,
ეფექტიანია პათოგენების 3 ტიპის (ბაქტერიები, საფუარა სოკოები, ვირუსები) წინააღმდეგ.
აქტიური ინგრედიენტები
TIAB®-
Ag+ იონები მაღალი ანტიბაქტერიული აქტივობით
რბილი გელის კაფსულები, რომლებიც სწრაფად იხსნება
კაფსულის შიგთავსი გელისებრია, რაც უზრუნველყოფს მის სწრაფ გახსნას და დამცავი აპკის წარმოქმნას
ნატრიუმის ჰიალურონატი-
ხელს უწყობს დამცავი აპკის წარმოქმნას და აძლიერებს ბარიერულ ეფექტს
სურათი
ALOE BARBADENSIS (ალოე ვერა)
უზრუნველყოფს დამატენიანებელ, დამამშვიდებელ, გამაგრილებელ და დამარბილებელ მოქმედებას ვიტამინებით, მინერალებითა და ამინომჟავებით სიმდიდრის წყალობით; ამგვარად, უზრუნველყოფს სწრაფ შვებას, აუმჯობესებს ქსოვილების ტონუსსა და ელასტიურობას და ხელს უწყობს დაზიანებების შეხორცებას
გამოყენება: საუკეთესო შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია 1 კაფსულის გამოყენება ყოველდღიურად, 7 დღის განმავლობაში, ძილის წინ; შემდეგ კი — კვირაში ერთი კაფსულის გამოყენება (3 კვირის განმავლობაში).
გამოყენებამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ შეფუთვაში არსებულ ინსტრუქციას. გამოშვების ფორმა # 10 ვაგინალური კაფსულა
ჩვენება
ვაგინლური დისბიოზი
ბაქტერიული, სოკოვნი დ ვირუსული ეტილოგიის ვაგინალური პათოლოგიები
მშობიარობის შემდგომი ლორწოვანი გარსის აღდგენის მხარდაჭერა
კონიზაციის , ბიოფსიის, ლაზერული პროცედურების და სხვა გინეკოლოგიური ჩარევების შემდეგ
პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი
მწარმოებელი Healton Healthcare Group
ჩეხეთის რესპუბლიკა










