ბრომგექსინი 8მგ #20ტ (ბულგ)

ბრომგექსინი 8მგ #20ტ (ბულგ)

2.13 ლარი
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: სოფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბრომჰექსინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 89
გააზიარე:

ბროჰექსინი სოფარმა

Bromhexine Sopharma

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი 8 მგ.

სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

დახასიათება და გამოყენება

ბრომჰექსინი სოფარმას ტაბლეტები ათხიერებს სქელ ნახველს ბრონქებში, რომელიც წარმოიქმნება სასუნთქი გზების სხვადასხვა მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას. ამგვარად, ადვილდება ნახველის გამოყოფა, მცირდება ხველა და უმჯობესდება სუნთქვა.

გამოიყენება სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების სიმპტომური მკურნალობისათვის, რომელიც დაკავშირებულია სასუნთქ გზებში სქელი სეკრეტის ჩამოყალიბებასა და ბრონქებიდან მისი გამოდევნის გართულებასთან.

უკუჩვენება

არმიიღოთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტები

- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა შემადგენელი კომპონენტისადმი (იხილეთ პუნქტი „შემადგენლობა“).

- თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაქვთ:

- ამოხველების ან ნახველის ამოღების გაძნელება ან დაქვეითებული გაქვთ ხველის რეფლექსი;

- კუჭის წყლულოვანი დაავადება.

ბრომჰექსინმა შეიძლება გამოიწვიოს კანის სერიოზული რეაქციები. თუ გაგიჩნდათ კანზე გამონაყარი, მათ შორის, ლორწოვანის დაზიანებები (მათ შორის, პირზე, ყელში, ცხვირზე, თვალებზე, სასქესო ორგანოებზე) შეწყვიტეთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.

პაციენტებმა თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, არ უნდა მიიღონ აღნიშნული წამალი ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან შეიძლება საჭირო იყოს დოზის შემცირება და მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ბრომჰექსინი სოფრმა ტაბელტები

გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით ან პირებთ მიიღოთ  სხვა სამკურნალო პრეპარატები.

ბრომჰექსინის და სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას არ არის შემჩნეული სერიოზული არასასურველი ურთიერთქმედება.

- ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტები ერთდროული გამოყენება ხველის დამთრგუნველ სამკურნალო პრეპრატებთან, მაგ, როგორიცაა კოდეინი, მიზანშეწონილი არ არის.

- ბრომჰექსინის ერთდროული გამოყენება იმ პრეპარატთან, რომელიც ამცირებს ბრონქულ სეკრეციას (მაგ, ატროპინის და მისი წარმოების შემცველი), მიზანშეწონილი არ არის.

- ბრომჰექსინის და ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ერთდროული გამოყენება იწვევს ფილტვის ქსოვილში ანტიბიოტიკის კონცენტრაციის მომატებას და მათი მოქმედების გაუმჯობესებას.

რსულობა, ძუძუთიკვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა ან თვლით, რომ შესაძლოა ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ სამკურნალო პრეპარატის  გამოყენების დაწყებამდე.

ბრომჰექსინი სოფერმა ტაბლეტები ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს არ გამოიყენება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტები არ ახდენს არასასურველ გავლენას მოძრაობით რეაქციებსა და ყურადღებაზე. ამიტომ მისი გამოყენება შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და მანქანების ოპერატორებს.

რომჰექსინი სოფარმა ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების გამოყენების წესი

სამკურნალო საშუალება ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც  გითხრათ ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული რაიმეში, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზები:

მოზრდილებიდა 14 წელზე მეტიასაკის ბავშვები:

1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

გამოყენება ბავშვებში:

6-14 წლის ასაკის ბავშვები და 50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტები: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები: 8 მგ-იანი ტაბლეტური ფორმა არ არის ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შესაფერისი, რეკომენდებულია ბრომჰექსინი სოფარმას სიროფის ფორმის გამოყენება.

მიღების გზა

ტაბლეტები მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ, საკმარისი სითხის რაოდენობის დახმარებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ჩვენებასა და დაავადების სირთულეზე, არ მიიღოთ პრეპარატი 4-5 დღეზე მეტხანს ექიმის კონსულტაციის გარეშე.

თუ მიიღეთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების დანიშნულზე მეტი დოზა, მიმართეთ რჩევისთვის მკურნალ ექიმს.

უ გამოტოვეთ ბრომჰექსინი სოფარმა ტაბლეტების მიღება

თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის, რაც შეიძლება მალე. თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის დაცვით.

თუ შეწყვიტეთ ბრომჰექსინი სოფარმას მიღება

პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე, მიმართეთ რჩევისთვის  ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.

არასასურველი რეაქციები კლასიფიცირდება სიხშირის მიხედვით:

არახშირი (ემართება 100პაციენტიდან 1 პაციენტს)

გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დიარეა, შემცივნება.

იშვიათი (ემართება 1000 პაციენტიდან 1 პაციენტს)

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი).

გაურკვეველი სიხშირით (არსებული მონაცემები ვერ იძლება შეფასების საშუალებას)

ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, ანგიონევროზული შეშუპება (კანის სწრაფად განვითარებადი შეშუპება, კანქვეშა ქსოვილი, ლორწოვანი გარსები ან ლორწოვანქვეშა შრე) და პრურიტუსი (ქავილი).

კანის მძიმე გვერდითი მოვლენები (მათ შორის ერითემა მულტიფორმული, სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).

არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებ

რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რექციებზეც, რომლებიც არ არის ზემოთ მითითებული. არასასურველი რეაქციის შესახებ, ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ წამლის აღმასრულებელ სააგენტოს: “დამიან გრუევის” ქუჩა #8, 1303 სოფია, ტელ: +359 2 8903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.

ბრომჰექსინი სოფარმას შენახვის წესი

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, 25°C ზე  ნაკლები ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ტაბლეტები შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ არასაჭირო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დიამეტრით 7მმ, თეთრი ფერის, უსუნო.

20 ტაბლეტი მყარ, ნარინჯისფერ, გამჭირვალე PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე,

1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა,

ილიენსკოეს გზატკეცილი 16, 1220 სოფია, ბულგარეთი.

 

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით