კორნეიალი 10მლ თვ/წვ

კორნეიალი 10მლ თვ/წვ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 88981
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კორნეიალი

Corneial

თვისებები და ჩვენებები:

Corneial® წვეთები წარმოადგენს ადიუვანტურ ხსნარს თვალის სიწითლის და დაღლილობის პრევენციისთვის. ეს ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს იმ პირების მიერ, რომლებსაც აქვთ თვალის სიმშრალე, არასაკმარისი ლაკრიმაცია და სიწითლე გარე აგენტების გამო, ან კონტაქტური ლიზნების გამოყენების გამო.

საპოხი და დამამშვიდებელი თვისებების გამო იგი დაუყოვნებლივ ამშვიდებს დაღლილ და გაწითლებულ თვალს. Corneial® წვეთების ფორმულა, რომელიც ორიენტირებულია მცენარეული წარმოშობის ახალი მოლეკულების გამოყენებაზე, ავლენს ექინაცეის და მზესუმზირის თესლებისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ექსტრაქციის სპეციალური მეთოდის გამო შესაძლებელია მერისტემატიკური ღეროვანი უჯრედების ზოგიერთი კვალის მიღება ექინაცეის ბიოლოგიური მცენარეებისგან, რომლებსაც აქვთ ცნობილი დამატენიანებელი თვისებები, ფიტოსტეროლის დამამშვიდებელი მოქმედება, ამინომჟავების და მინერალური მარილების მკვებავი თვისებები სასარგებლოა  ოსმოსური ბალანსისთვის. GPI Colina, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი, დამატენიანებელი და მკვებავი მოქმედება მასში არსებული არსებითი მკვებავი ელემენტების გამო, როგორიცაა Colina, ინოსიტოლი და გლიცეროლი, მიღებულია ლექტინის მზესუმზირის ექსტრაქტებიდან. ნატრიუმის ჰიალურონატის დანამატი, რომელსაც გააჩნია მაღალი წებვადი-ელასტიური მახასიათებლები, ზრდის ლუბრიკაციას და ანიჭებს კომფორტის შეგრძნებას განსაკუთრებით მშრალ თვალს. გარდა ამისა, ვირისტერფას გამო, რომელიც მისი დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ასევე ცნობილია „თვალის მცენარის“ სახით, იგი ამშვიდებს თვალს ლაკრიმაციის, სიწითლის და შესიების დროს.

გამოყენების ინსტრუქცია

საჭიროების შემთხვევაში ჩაიწვეთეთ უშუალოდ თვალში პროდუქციის ერთი ან ორი, ან მეტი წვეთი დღეში.  

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები

პროდუქტის გამოყენებამდე ზედმიწევნით დაიბანეთ ხელები. არ შეეხოთ დისპენსერის წვერს არც თითებით და არც სხვა საგნებით ნებისმიერი სახის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. ერთხელ გახსნისას პროდუქცია გამოყენებული უნდა იყოს ოცდაათი დღის განმავლობაში. შეინახეთ 5°C-დან 30 °C-მდე ტემპერატურაზე და არ გამოიყენოთ, თუ მისი ლუქი არ არის ინტაქტური. არ გამოიყენოთ მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ალერგიის შემთხვევაში. პრობლემების ან მუდმივი გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი მიღება და დაუკავშირდით კონსულტაციისთვის სპეციალისტს. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ გადაყლაპოთ და შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

უკუჩვენებები

არ არსებობს დადასტურებული უკუჩვენებები.

შემადგენლობა

GPI, PHMB 0.0002%, ჰიალურონის მჟავა 0.2%, ვირისტერფა, ექინაცეა, ეთილენის დიამინი ტეტრა ძმარმჟავა 0.023%, ნატრიუმის ქლორიდი, ფოსფატის ბუფერები, გამოხდილი წყალი.

BIOFTA

Biodue S.p.A. - ა. ლორენცეტის ქუჩა 3/ა

Loc. Sambuca V.P. - ტავარნელი V.P. (Fl) - იტალია

ანიენეს ქუჩა 10 – 00198 რომი, იტალია