დროპ თერაპევტიკი10მლ თვ/წვ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
დროპ თერაპევტიკი
DROP THERAPEUTIC
ცრემლის აპკის დამატენიანებელი და აღმდგენი საშუალება
დროპ თერაპევტიკი წარმოადგენს ოფტალმოლოგიურ ხსნარს B2 (რიბოფლავინის), E ვიტამინის, ნატრიუმის ჰიალურონატის და ამინომჟავების საფუძველზე. ხსნარის შემადგენლობაში ტოკოფერილ პოლიეთილენგლიკოლ სუქცინატის (TPGS) სახით შემავალი E და B2 ვიტამინები ურთიერთქმედებენ ცრემლის აპკის გარეთა ლიპიდურ შრესთან და ქმნიან დამცავ ბარიერს ცრემლის სითხის ზედმეტად აორთქლების თავიდან აცილებისთვის. ნატრიუმის ჰიალურონატი მექანიკურად ურთიერთქმედებს ცრემლის აპკის მუცინურ შრესთან, აკავებს ტენიანობას და უზრუნველყოფს მის სტაბილურობას. ამინომჟავების სინერგიული მოქმედება უზრუნველყოფს თვალის ზედაპირის მკვებავ ფუნქციას, ამავდროულად არეგულირებს pH-ს და ცრემლის სითხის ოსმოლარულობას, აუმჯობესებს ეპითელიუმის დაცვას სხვადასხვა მავნე ფაქტორებისგან. ვიტამინი E (TPGS) ხელს უწყობს თვალის ზედაპირის დატენიანებას. ოფთალმოლოგიური ხსნარი ქმნის ოპტიმალურ პირობებს და შეიცავს ყველა მკვებავ ნივთიერებას, რომელიც საჭიროა თვალის ზედაპირის აღდგენისთვის ქირურგიული პროცედურების შემდეგ. დროპ თერაპევტიკი უზრუნველყოფს რქოვანას დატენიანებას ულტრაიისფერი დაზიანების დროს და შეიძლება გამოყენებული იყოს რქოვანას კროსლინკინგით მკურნალობის შემდეგ. დროპ თერაპევტიკი შეიძლება გამოყენებული იყოს კონტაქტური ლინზების გამოყენებისას.
გამოყენების ჩვენება: დროპ თერაპევტიკი ნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებმაც გაიარეს მკურნალობა რქოვანას კროსლინკინგით; კერატოკონუსის მქონე პაციენტებისთვის; მშრალი თვალის სინდრომის დროს; თვალის რქოვანი გარსის მთლიანობის დარღვევისას; ჰიპერემიის დროს რეფრაქციული ქირურგიული ჩარევების შემდეგ; თვალის მექანიკური დაზიანების დროს გარეშე საგნების მოხვედრის შედეგად; თვალის ზედაპირის მეტაბოლური დაზიანების დროს; მავნე გარემო ფაქტორების ზემოქმედების დროს (დაბინძურებული ჰაერის, მიკროკლიმატის, ჰაერის კონდიციონირების ცვლილების დროს); იონიზირებული გამოსხივების ინტენსიური და ხანგრძლივი ზემოქმედების დროს.
რეკომენდაციები გამოყენებისთვის: 1. გახსენით კონტეინერი და მოხსენით დამცავი ხუფი. 2. კონტეინერზე რბილად დაწოლით ჩაიწვეთეთ ორივე თვალში ერთი ან ორი წვეთი. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ ეს პროცედურა. მჭიდროდ დააფარეთ კონტეინერს გამოყენების შემდეგ: კონტეინერის გახსნიდან ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს ორი თვის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 10 მლ მრავალჯერადი მოხმარებისთვის, არ შეიცავს კონსერვანტებს - OSD (Ophthalmic Squeeze Dispenser).
შემადგენლობა: რიბოფლავინი ნატრიუმის ფოსფატი (0.075%), E ვიტამინი ტოკოფერილ პოლიეთილენგლიკოლ სუქცინატის (TPGS) სახით, ნატრიუმის ჰიალურონატი, L-პროლინი, L-გლიცინი, L-ლიზინის ჰიდროქლორიდი, L-ლეიცინი, ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, ორფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი. არ შეიცავს კონსერვანტებს.
გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის. შეინახეთ 30°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ კომპონენტების აუტანლობის ან მათ მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში. არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ დარღვეულია შეფუთვის ჰერმეტულობა. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ყურადღებით ადევნეთ თვალყური, რომ კონტეინერის წვერი არ ეხებოდეს თვალის ზედაპირს ან სხვა ზედაპირებს. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადა ეხება პროდუქტს, რომლის მთლიანობაც არ არის დარღვეული და რომელიც ინახება სათანადო პირობების დაცვით. პროდუქტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილებში. გამოყენების შემდეგ არ გადააგდოთ გარეთ. მან შეიძლება კვალი დატოვოს ზედაპირებსა ან ქსოვილებზე.
შენახვის პირობები: მჭიდროდ დახურეთ კონტეინერი გამოყენების შემდეგ. პროდუქტის დარჩენილი ნაწილი შეიძლება გამოყენებული იყოს გახსნიდან ორი თვის განმავლობაში. შეინახეთ 30°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: შეფუთვის მთლიანობის შენარჩუნებისას არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვასა და კონტეინერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ შეინახოთ კონტეინერი შეფუთვისგან და ინსტრუქციისგან ცალკე, რათა ერთად შეინახოთ სრული ინფორმაცია გამოყენების შესახებ.
ვარგისიანობის ვადა: ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი:
Iromed Group s.r.l.
Via Tempio del Cielo 3/5. 00144 რომი (იტალია)
დისტრიბიუტორი
SERVImed Industrial S.p.A
Via Tempio del Cielo 3/5. 00144 რომი (იტალია)
ტელ. +39 06 92595490
ფაქსი: +39 06 89360010