კლონიდერმი 15გ კრემი

კლონიდერმი 15გ კრემი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნეომიცინი,კლობეტაზოლი,მიკონაზოლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 88779
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კლონიდერმი კრემი

KLONIDERM CREAM

კლობეტაზოლის პროპიონატი, ნეომიცინის სულფატი და მიკონაზოლის ნიტრატი

 

1. სამედიცინო პროდუქტის დასახელება

კლონიდერმი კრემი (Kloniderm Cream)

2.  რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემცველობა

კლობეტაზოლის პროპიონატი  0.05% w/w

ნეომიცინის სულფატი  0.5% w/w

მიკონაზოლის ნიტრატი 2.0% w/w

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. ნაწილში 6.1.

3. სამკურნალო ფორმა

კრემი

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1  თერაპიული ჩვენებები

კლონიდერმი კრემი გამოიყენება რეზისტენტული დერმატოზების დროს, როდესაც არსებობს თანდართული მეორეული ბაქტერიული ან/და სოკოვანი ინფექცია, მოსალოდნელია ამ ინფექციების არსებობა ან შესაძლებელია მათი წარმოქმნა, მაგ., ფსორიაზი (ფართოდ გავრცელებული ფოლაქისებრი ფსორიაზის (plaque psoriasis) გარდა), მდგრადი ეგზემა.

4.2  დოზირება და გამოყენების წესი

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.

კრემები განსაკუთრებით ეფექტურია ნამიანი ან სველი ზედაპირისთვის.

მოზრდილები და მოზარდები

კრემი თხელ ფენად დაიტანება და ნაზად  შეიზილება, გამოიყენება მინიმალური რაოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება დაზიანებული უბნის დასაფარად, ინიშნება 2-ჯერ დღეში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. სხვა მაღალი აქტივობის მქონე ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების მსგავსად, კონტროლის მიღწევისას საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა. განსაკუთრებით კარგი საპასუხო რეაქციის შემთხვევაში ეს შეიძლება რამდენიმე დღეში მოხდეს. თუ 7 დღის განმავლობაში მდგომარეობა უარესდება ან არ უმჯობესდება, მკურნალობა და დიაგნოზი უნდა გადაიხედოს. თუ საჭიროა უფრო ხანგრძლივი კურსის ჩატარება, რეკომენდებულია მკურნალობა არ გაგრძელდეს 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. ამავდროულად, 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს სამედიცინო დაკვირვების გარეშე. კლონიდერმი კრემის განმეორებითი ხანმოკლე კურსების გამოყენება შესაძლებელია გამწვავებების კონტროლის მიზნით.

კორტიკოსტეროიდებით უწყვეტი მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება ნაკლები აქტივობის მქონე პრეპარატი, რომელიც არ შეიცავს ნეომიცინის სულფატს.

ყოველი დატანების შემდეგ, დამარბილებელი საშუალების გამოყენებამდე, პრეპარატი უნდა გააჩეროთ საკმარისი დროის განმავლობაში, რომ მოხდეს მისი შეწოვა.

კლონიდერმი კრემის ყოველი გამოყენების შემდეგ პაციენტმა უნდა დაიბანოს ხელები, თუ იგი არ მკურნალობს ხელებს.

უფრო რეზისტენტული დაზიანებების დროს, განსაკუთრებით ჰიპერკერატოზის შემთხვევაში, კლონიდერმი კრემის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს მკურნალობის ადგილას პოლიეთილენის ფირის ოკლუზიური ნახვევის დადებით. ჩვეულებრივ, დამაკმაყოფილებელი პასუხის მისაღებად საკმარისია ოკლუზიური ნახვევის ღამით დადება. შემდეგ მიღებული გაუმჯობესების შენარჩუნება შესაძლებელია პრეპარატის დატანებით ნახვევის გარეშე.

კვირის განმავლობაში მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 გ-ს.

2 წლის და მეტი ასაკის ბავშვები

ბავშვებში კლონიდერმი კრემი გამოყენება (2 წლის და მეტი) იმავე დოზებით, როგორც მოზრდილებში. ძალიან მცირეწლოვან ბავშვებში არსებობს გაზრდილი აბსორბციის შესაძლებლობა, რის გამოც კლონიდერმი კრემი უკუნაჩვენებია ახალშობილებსა და 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში (იხ. უკუჩვენებები).

ბავშვებში ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას უფრო მოსალოდნელია ადგილობრივი და სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება. როგორც წესი, საჭიროა უფრო ხანმოკლე მკურნალობის კურსის ჩატარება და უფრო ნაკლებად ძლიერი საშუალების გამოყენება, ვიდრე  მოზრდილებში.  

კლონიდერმი კრემი სიფრთხილით გამოიყენება, იმის გათვალისწინებით, რომ დატანებული იყოს მინიმალური რაოდენობის კრემი, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის თერაპიულ ეფექტს. 

ხანდაზმულები

კლონიდერმი კრემის გამოყენება შესაძლებელია ხანდაზმულებშიც. საჭირია სიფრთხილე თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევებში, როდესაც შესაძლებელია  ნეომიცინის სულფატის მნიშვნელოვანი სისტემური შეწოვა (იხ. სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები). პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური რაოდენობით, ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, საჭირო კლინიკური ეფექტის მიღწევამდე.

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე  პაციენტებში საჭიროა კლონიდერმი კრემის დოზირების შემცირება (იხ. სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები).

ღვიძლის უკმარისობა

პრეპარატის სისტემური აბსორბციის შემთხვევაში (კანის ფართო ზედაპირზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას), მისი მეტაბოლიზმი და ექსკრეცია შეიძლება შემცირდეს, რაც ზრდის სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. შესაბამისად, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური რაოდენობით, ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, საჭირო კლინიკური ეფექტის მიღწევამდე.

4.3 უკუჩვენებები

კლონიდერმი კრემი არ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობის დროს:

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
  • როზაცეა.
  • აკნე (Acne vulgaris).
  • პერიორალური დერმატიტი.
  • ქავილი ანთების გარეშე;
  • პერიანალური და გენიტალური ქავილი;
  • კანის პირველადი ვირუსული ინფექციები (მაგ., მარტივი ჰერპესი (Herpes simplex), ჩუტყვავილა).
  • კანის პირველადი ინფიცირებული დაზიანება, რომელიც გამოწვეულია სოკოვანი, ბაქტერიული ინფექციებით ან საფუარა სოკოებით.
  • მეორეული ინფექციები, რომლების გამოწვეულის Pseudomonas ან Proteus species-ის მიერ.
  • გარეთა ყურის ანთება აპკის პერფორაციით, რაც ზრდის ოტოტოქსიკურობის რისკს.

ნეომიცინის სულფატის ცნობილი ოტოტოქსიკურობის და ნეფროტოქსიკურობის პოტენციალის გამო, იმისათვის, რომ არ მოხდეს მნიშვნელოვანი სისტემური შეწოვა, კლონიდერმი კრემის დიდი რაოდენობით ან დიდ ფართობზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ძალიან მცირეწლოვან ბავშვებში არსებობს გაზრდილი აბსორბციის შესაძლებლობა, რის გამოც კლონიდერმი კრემი უკუნაჩვენებია ახალშობილებსა და 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში. ახალშობილებსა და ჩვილებში შეწოვა კანის ზედაპირიდან უფრო ინტენსიურია, ხოლო თირკმლის ფუნქცია არ არის სათანადოდ განვითარებული.

4.4   სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ფსევდომემბრანოზული კოლიტი

ანტიბიოტიკების გამოყენების ფონზე შესაძლებელია ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარება, რომელიც შეიძლება მერყეობდეს საშუალო სიმძიმის ფორმებიდან  სიცოცხლისთვის საშიშ ფორმებამდე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნება დიარეა ანტიბიოტიკების გამოყენების დროს ან მათი გამოყენების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ფსევდომემბრანოზული კოლიტის  განვითარება ნაკლებად შესაძლებელია ნეომიცინის ადგილობრივი გამოყენებისას, თუ პაციენტს განუვითარდა ხანგრძლივი ან გამოხატული დიარეა ან აბდომინალური სპაზმები, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პაციენტს უნდა ჩაუტარდეს სათანადო გამოკვლევა.

ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედასისტემის (HPA) შექცევადი დათრგუნვა

ზოგიერთ პირებში ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების მომატებული სისტემური აბსორბციის გამო შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმი (კუშინგის სინდრომი) და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის (HPA) შექცევადი დათრგუნვა. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული დარღვევების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მოხსნა, მისი სიხშირის თანდათანობითი შემცირების გზით, ან სხვა ნაკლებად ძლიერი კორტიკოსტეროიდით მისი ჩანაცვლებით. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გლუკოკორტიკოსტეროიდული უკმარისობა გამოიწვიოს.

სისტემური ეფექტების გაძლიერების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების აქტივობა და შემადგენლობა;
  • გამოყენების ხანგრძლივობა;
  • კანის ფართო ზედაპირზე დატანება;
  • კანის დახურულ მიდამოებში გამოყენება, მაგ., გამოყელვის ადგილებში ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ (ბავშვის საფენი შეიძლება ოკლუზიური ნახვევის როლს ასრულებდეს);
  • კანის რქოვანი გარსის მომატებული ჰიდრატაცია;
  • გამოყენება თხელი კანის მიდამოში, მაგ., სახეზე;
  • დაზიანებულ კანზე გამოყენება ან სხვა მდგომარეობების დროს, რომლებსაც თან ახლავს კანის ბარიერის მთლიანობის დარღვევა.

ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა

ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაციები შეიძლება მიმდინარე დაავადების სიმპტომების მსგავსი იყოს. ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

გამოყენება ბავშვებში

მოზრდილებთან შედარებით ბავშვებში აღინიშნება ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების მაღალი ხარისხის აბსორბცია, რის გამოც პაციენტების მოცემულ კატეგორიაში განსაკუთრებით მაღალია სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. ეს განპირობებულია იმით, რომ ბავშვებში არ არის მომწიფებული კანის ბარიერი და სხეულის მასასთან სხეულის ზედაპირის ფართობის შეფარდების მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე მოზრდილებში.

გრძელვადიანი უწყვეტი თერაპია თავიდან უნდა იქნას აცილებული, განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია მარტივად შეიძლება განვითარდეს ოკლუზიის გარეშეც.  ბავშვებში კლონიდერმი კრემის  დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა მხოლოდ რამდენიმე დღე უნდა გაგრძელდეს, ხოლო მდგომარეობა კვირაში ერთხელ უნდა შემოწმდეს.

სახეზე  დატანება

სახეზე გამოყენება არასასურველია, რადგან სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების სახის მიდამოზე ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ატროფიული ცვლილებების განვითარება. სახეზე გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობა მხოლოდ რამდენიმე დღით უნდა შემოიფარგლოს.

ქუთუთოებზე დატანება

ქუთუთოებზე დატანებისას გამოიყენება სიფრთხილით, რათა თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის თვალში მოხვედრა, რადგან მრავალჯერადი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს კატარაქტა და გლაუკომა.

გამოყენება ფსორიაზის დროს

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით გამოიყენება ფსორიაზის დროს, რადგან ზოგიერთ შემთხვევებში აღინიშნებოდა დაავადების რეციდივები, პრეპარატის მიმართ ტოლერანტობის განვითარება, გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზის განვითარების რისკი და კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევის შედეგად - ადგილობრივი და სისტემური ტოქსიკური რეაქციების განვითარება. ფსორიაზის მკურნალობის მიზნით გამოყენებისას აუცილებელია პაციენტის დაკვირვება.

ოტოტოქსიურობა და ნეფროტოქსიურობა

მნიშვნელოვანი სისტემური შეწოვის შემდეგ, ამინოგლიკოზიდებმა, მათ შორის ნეომიცინის სულფატმა, შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი ოტოტოქსიკურობა. ნეომიცინის სულფატს ასევე აქვს ნეფროტოქსიკური პოტენციალი (იხ.  უკუჩვენებები).

თირკმლის უკმარისობა

თირკმლის ფუნქციის დარღვევისას ნეომიცინის სულფატის პლაზმური კლირენსი მცირდება (იხ. დოზირება და გამოყენების წესი).

კონტაქტური სენსიბილიზაცია

გავრცელებულმა ან განმეორებითმა აპლიკაციებმა შეიძლება გაზარდოს კონტაქტური სენსიბილიზაციის რისკი.

განზავება

ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველი პროდუქტების განზავება დაუშვებელია.

ინფექცია

ინფექცია შეიძლება გავრცელდეს კორტიკოსტეროიდების შენიღბვითი ეფექტის გამო. ინფექციის შენარჩუნებისას შეიძლება საჭიროა გახდეს სისტემური ქიმიოთერაპიის ჩატარება. ინფექციის გავრცელებისას საჭიროა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული თერაპიის შეწყვეტა.

ინფექციის რისკი ოკლუზიის დროს

სითბო და ნესტი კანის ნაკეცებში, ასევე პირობები, რომლების წარმოიქმნება ოკლუზიური ნახვევის დადებისას, ხელს უწყობენ ბაქტერიული ინფექციის განვითარებას. ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, ყოველი ახალი ნახვევის დადების წინ საჭიროა კანის კარგად გაწმენდა.

ფეხის ქრონიკული წყლულები

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები ზოგჯერ გამოიყენება ფეხის ქრონიკული წყლულების გარშემო არსებული დერმატიტის მკურნალობისთვის. თუმცა, ასეთი გამოყენების დროს იზრდება მომატებული მგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციების განვითარების სიხშირე და ადგილობრივი ინფექციების განვითარების რისკი.

მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვიტარებისას ან გაღიზიანების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

4.5   ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებებ

CYP3A4-ის ინჰიბიტორები

ნაჩვენებია, რომ CYP3A4-ის იზოფერმენტების მაინჰიბირებელი პრეპარატების (მაგ., რიტონავირი და იტრაკანოზოლი) ერთდროული გამოყენება იწვევს კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმის ინჰიბირებისას, რის შედეგადაც იზრდება მათი სისტემური ექსპოზიცია. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობის ხარისხი დამოკიდებულია  დოზაზე,  კორტიკოსტეროიდების გამოყენების მეთოდსა და CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორის აქტივობაზე.

ნერვ -კუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი საშუალებები

ნეომოცინის სულფატმა მნიშვნელოვანი სისტემური აბსორბციის დროს შეიძლება გააძლიეროს სასუნთ გზებზე ნერვ-კუნთოვანი გადაცემის მაბლოკირებელი საშუალებების დამთრგუნველი მოქმედება. ამავე დროს, რეკომენდაციების შესაბამისად გამოყენების შემთხვევაში  ნეომოცინის სულფატის სისტემური აბსორბცია მინიმალურია, ხოლო წამლისმიერი ურთიერთქმედება უმნიშვნელოა.

 სისტემური ამინოგლიკოზიდური თერაპია

გასათვალისწინებელია კუმულაციური ტოქსიკურობის შესაძლებლობა, როდესაც ნეომიცინის სულფატი გამოიყენება სისტემურ ამინოგლიკოზიდებთან ერთად.

ცნობილია, რომ მიკონაზოლი სისტემური გამოყენებისას აინჰიბირებს CYP3A4/2C9 სისტემას. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ შეზღუდული სისტემური შეღწევადობის გამო კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება იშვიათია. თუმცა, პაციენტებში პერორალური ანტიკოაგულანტების, მაგ., ვარფარინის, გამოყენების ფონზე ინიშნება სიფრთხილით, ანტიკოაგულაციური ეფექტის კონტროლით.

4.6  ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ფერტილობა

მონაცემები ადგილობრივი გამოყენების კლობეტაზოლის პროპიონატის, ნეომიცინის სულფატის და მიკონაზოლის ნიტრატის კომბინაციის ზეგავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე არ მოიპოვება.

ვირთაგვებში კლობეტაზოლის კანქვეშ შეყვანისას ზეგავლენა შეჯვარების უნარზე არ გამოვლენილა, თუმცა ყველაზე მაღალი დოზებით გამოყენებისას აღინიშნებოდა ფერტილობის დაქვეითება.

ამ მონაცემების მნიშვნელობა ადამიანებისთვის დადგენილი არ არის.

ორსულობა

არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში კლობეტაზოლის პროპიონატის, ნეომიცინის სულფატის და მიკონაზოლის ნიტრატის გამოყენების შესახებ.

ორსულ ცხოველებში კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დარღვევები.

ამ მონაცემების მნიშვნელობა ადამიანებისთვის დადგენილი არ არის.

დედის სისხლში არსებულმა ნეომიცინმა შეიძლება გადალახოს პლაცენტური ბარიერი და გაზარდოს ნაყოფის ტოქსიკურობის თეორიული რისკი.

ცხოველებში მიკონაზოლის ნიტრატმა არ გამოავლინა ტერატოგენული ეფექტი, მაგრამ მაღალი პერორალური დოზების გამოყენებისას იგი ფეტოტოქსიკურია. ადგილობრივი გამოყენებისას მიკონაზოლის ნიტრატი ძალიან მცირე რაოდენობით შეიწოვება.

ორსულობის დროს კლინოდერმი კრემის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ლაქტაცია

ლაქტაციის პერიოდში კლობეტაზოლის პროპიონატის, ნეომიცინის სულფატის და მიკონაზოლის ნიტრატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

არ არის ცნობილი შესაძლებელია, თუ არა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ მოხდეს მათი სისტემური აბსორბცია იმ რაოდენობით, რომ შესაძლებელი იყოს მათი განისაზღვრა დედის რძეში.

ადგილობრივად გამოყენებული მიკონაზოლი მინიმალირად შეიწოვება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, არ არის ცნობილი გადადის თუ არა იგი დედის რძეში.

ლაქტაციის პერიოდში კლინოდერმი კრემის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

4.7  ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე

სატრანპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე კლობეტაზოლის პროპიონატის, ნეომიცინის სულფატის და მიკონაზოლის ნიტრატის ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. ადგილობრივი გამოყენების კლობეტაზოლის პროპიონატის, ნეომიცინის სულფატის და მიკონაზოლის ნიტრატის გვერდითი ეფექტების პროფილიდან გამომდინარე რაიმე სახის არასასურველი ზეგავლენა ასეთი სახის აქტივობებზე მოსალოდნელი არ არის.

4.8  გვერდითი ეფექტები

ქვემოთ მოცემულია გვერდითი ეფექტები MedDRA-ს ორგანოთა კლასების და განვითარების სიხშირის მიხედვით.

სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კლასიფიკაციით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 - <1/10), არც ისე ხშირად (≥1/1000 - <1/100), იშვიათად (≥1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით.

კლობეტაზოლის პროპიონატი

კლინიკური კვლევების მონაცემები

კანისადაკანქვეშაქსოვილისდარღვევები

ხშირად

კანის ატროფია*, ტელეანგიექტაზიები*

არც ისე ხშირად

სტრიები*

*კანის დარღვევები უკავშირდება ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვას.


პოსტ-მარკეტინგული მონაცემები

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან იშვიათად

ოპორტუნისტული ინფექციები

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათად

ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია და ჰიპერმგრძნობელობა

ენდოკრინული დარღვევები

ძალიან იშვიათად

ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა: კუშინგის სინდრომი (მაგ., მთვარისებური სახე, ცენტრალური ტიპის სიმსუქნე), სხეულის მასის მომატების შეფერხება ან/და ბავშვებში ზრდის შეფეხება, ოსტეოპოროზი, გლაუკომა, ჰიპერგლიკემია / გლუკოზურია, კატარაქტა, ჰიპერტენზია, წონის მომატება / სიმსუქნე, ენდოგენური კორტიზოლის კონცენტრაციის შემცირება

კანისადაკანქვეშაქსოვილისდარღვევები

ძალიან იშვიათად

კანის გათხელება*, დანაოჭებული კანი*, კანის სიმშრალე*, პიგმენტაციის ცვლილება*, ჰიპერტრიქოზი, დაავადების სიმპტომების გამწვავება, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი/დერმატიტი, პუსტულოზური ფსორიაზი, ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ალოპეცია*,  თმების მტვრევადობა*, ქავილი, ადგილობრივად კანის წვის შეგრძნება /კანის ტკივილი, აკნე. 

*კანის დარღვევები უკავშირდება ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვას.

ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მხრივ

ძალიან იშვიათად

გამოყენების ადგილას გაღიზიანება / ტკივილი

 

ნეომიცინის სულფატი

საერთო პოპულაციაში ნეომიცინის სულფატის მიმართ ალერგიული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის შემთხვევების სიხშირე დაბალია. თუმცა, დერმატოლოგიურ პრაქტიკაში პაციენტების ცალკეულ ჯგუფებში არსებობს მომატებული მგრძნობელობა ნეომიცინის მიმართ, განსაკუთრებით ვენოსტაზის მქონე პაციენტებში ეგზემით და ულცერაციით.

ადგილობრივი გამოყენებისას ნეომიცინის სულფატის მიმართ ალერგიული ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება გამოვლინდეს კანის სიწითლით, დაზიანებული კანის ეგზემატოზური გაღიზიანების მსგავსად, ან დაზიანებული მიდამოს შეუხორცებლობით.

მიკონაზოლის ნიტრატი

არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნებოდა ორმაგ ბრმა კლინიკურ კვლევებში 834 პაციენტის მონაწილეობით  2% კრემის (n = 426) ან/და პლაცებოს (n = 408) გამოყენებისას, მოცემულია ცხრილში 1. გარდა ამისა, ამ ცხრილში შესულია მსოფლიოს მაშტაბით ჩატარებული პოსტ-მარკეტინგული კვლევების დროს მიღებული სპონტანური შეტყობინებები პაციენტებისაგან, რომლებიც მკურნალობდნენ მიკონაზოლის ნიტრატის 2% კრემით.

გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კატეგორიებით:

ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 - <1/10), არც ისე ხშირად (≥1/1000 - <1/100), იშვიათად (≥1/10000 - <1/1 000), ძალიან იშვიათად (<1/10 000).

ცხრილი 1: კლინიკურ კვლევებში და პოსტ-მარკეტინგული გამოცდილებით მიღებული გვერდითი რეაქციები

ორგანოთა სისტემების კლასი

გვერდითი რეაქციები

 

სიხშირის კატეგორიები

 

არც ისე ხშირად  

(≥1/1 000 to <1/100)

უცნობია

იმუნური სისტემის დარღვევები

 

ანაფიალქსიური რეაქციები

ჰიპერმგრძნობელობა

ანგიონევროზული შეშუპება

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

კანის წვის შეგრძნება

კანის ანთება

კანის ჰიპოპიგმენტაცია

ურტიკარია

კონტაქტური დერმატიტი

გამონაყარი

ერითემა

ქავილი

ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადგილის მხრივ

გამოყენების ადგილას გაღიზიანება, წვის შეგრძნება,

ქავილი,

სითბოს შეგრძნება

 

 

შეტყობინება გვერდითი რეაქციის შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის შესახებ არასასურველი რეაქციების შეგროვება. ეს პრეპარატის სარგებელი/რისკის შეფარდების შესაძლებლობას  იძლევა. ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას აცნობეთ  ამის შესახებ სამედიცინო პერსონალს.

4.9  ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ადგილობრივი გამოყენებისას კლობეტაზოლი შეიძლება აბსორბირდეს იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გამოიწვიოს სისტემური ეფექტები. მწვავე ჭარბი დოზირების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის ქრონიკული ჭარბი დოზირების ან არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები.

მკურნალობა

ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატი თანდათან უნდა მოიხსნას, შემცირდეს გამოყენების სიხშირე, ან იგი უნდა ჩანაცვლდეს ნაკლები აქტივობის მქონე კორტიკოსტეროიდით, თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის რისკის გამო.

გასათვალისწინებელია ნეომიცინის სულფატის მნიშვნელოვანი სისტემურ აბსორბცია. ამაზე ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის კონტროლი, სმენის, თირკმლის ფუნქციის და ნერვ-კუნთოვანი სისტემის შემოწმება. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ნეომიცინის სულფატის დონე სისხლში. ჰემოდიალიზმა შეიძლება შეამციროს ნეომიცინის სულფატის დონე შრატში.

ადგილობრივად დიდი რაოდენობით მიკონაზოლის ნიტრატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, რაც ჩვეულებრივ გაივლის თერაპიის შეწყვეტის შემდეგ.

კლონიდერმი კრემი განკუთვნილია კანზე გამოყენებისათვის, არ გამოიყენება პერორალურად. შემთხვევით დიდი რაოდენობის პროდუქტის გადაყლაპვისას, საჭიროა სათანადო ზომების მიღება.

5.  ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1  ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები, ძალიან ძლიერი (ჯგუფი IV).

ათქ კოდი: D07CD01.

კლობეტაზოლის პროპიონატი

ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროებელი თვისებები.

ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია ალერგიული რეაქციების გვიანი ფაზის ინჰიბირების რამდენიმე მექანიზმით, მათ შორის პოხიერი უჯრედების სიმკვრივის შემცირება, ქემოტაქსისის და ეოზინოფილების აქტივობის შემცირება, ლიმფოციტების, მონოციტების,  პოხიერი უჯრედების და ეოზინოფილების მიერ ციტოკინების პროდუქციის შემცირება, ასევე არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის ინჰიბირება.

ნეომიცინის სულფატი

ნეომიცინის სულფატი უკავშირდება 30S რიბოსომულ სუბერთეულს და აფერხებს ბაქტერიული ცილის სინთეზს. ნეომიცინის სულფატს აქვს ბაქტერიციდული მოქმედება მრავალი გრამუარყოფითი ბაქტერების მიმართ; Pseudomonas aeruginosa-ს გარდა. მას აქვს ნაწილობრივი აქტივობა გრამდადებითი ბაქტერიის მიმართ. იგი ძირითადად ადგილობრივად გამოიყენება, სტაფილოკოკებით და სხვა მიკრორგანიზმებით გამოწვეული კანის, ყურის და თვალის ინფექციების წინააღმდეგ.

მიკონაზოლის ნიტრატი

მიკონაზოლის ნიტრატი არის იმიდოზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, იგი არღვევს სოკოვანი უჯრედის მემბრანის გამტარობას. მას აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი და ანტიბაქტერიული აქტივობა.

5.2  ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

კანის ზედაპირიდან კლობეტაზოლის პროპიონატის შეღწევადობა ვარირებს ინდივიდებს შორის და შეიძლება გაიზარდოს ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას, კანის ანთების ან დაავადების დროს.

განაწილება

ერთ-ერთ კვლევაში ჯანმრთელ კანზე 0.05 % მალამოს სახით 30 გ კლობეტაზოლის დატანებისას კლობეტაზოლის პროპიონატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მეორე გამოყენების შემდეგ მიიღწეოდა 8 სთ-ში (პირველი აპლიკაციის შემდეგ - 13 სთ-ში) და შეადგენდა 0.63 ნგ/მლ-ს. 0.05 % კრემის სახით 30 გ კლობეტაზოლის მეორე დოზის გამოყენებისას 10 სთ-ის შემდეგ კლობეტაზოლის პროპიონატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში უმნიშვნელოდ აღემატებოდა მალამოს კონცენტრაციას.

სხვა კვლევაში ფსორიაზის და ეგზემის მქონე პაციენტებში 0.05 % მალამოს სახით 25 გ კლობეტაზოლის პროპიონატის ერთჯერადი გამოყენებიდან 3 სთ-ის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შესაბამისად შეადგენდა დაახლოებით 2.3 ნგ/მლ-ს და 4.6 ნგ/მლ-ს.

კლობეტაზოლის პროპიონატი ინტენსიურად უკავსირდება პლაზმის პროტეინებს (> 90%), მას მცირე განაწილების მოცულობა აქვს.

მეტაბოლიზმი

კანის ზედაპირიდან აბსორბციის შემდეგ ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდები იმავე გზებით მეტაბოლიზდებიან, რაც სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები. მეტაბოლიზდებიან ძირითადად ღვიძლში.

ელიმინაცია

ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდები გამოიყოფა თირკმლებით. გარდა ამისა, ზოგიერთი კორტიკოსტეროიდები და მათი მეტაბოლიტები გამოიყოფა ასევე ნაღველით.

ნეომიცინის სულფატი

აბსორბცია

ნეომიცინის სულფატის აბსორბცია ხდება ჭრილობებიდან და ანთებითი კანის ზედაპირიდან. პერორალური მიღებისას ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

განაწილება

შეწოვის შემდეგ ნეიმოცინის სულფატი ნაწილდება ქსოვილებში და კონცენტრირდება თირკმლის ქერქში.

მეტაბოლიზმი

მონაცემები  ნეომიცინის სულფატის მეტაბოლიზმის შესახებ სისტემური აბსორბციის შემდეგ არ მოიპოვება.

ელიმინაცია

შეწოვის შემდეგ ნეომიცინის სულფატი სწრაფად გამოიყოფა თირკმლებით, საწყისი ნივთიერების სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი არის 2-3 სთ.

მიკონაზოლის ნიტრატი

აბსორბცია

მიკონაზოლის ნიტრატის ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება უმნიშვნელო აბსორბცია კანის ზედაპირიდან და ლორწოვანი გარსებიდან.

განაწილება

აბსორბციის შემდეგ მიკონაზოლი უკავშირდება პლაზმის პროტეინებს (88.2%) და სისხლის წითელ უჯრედებს (10.6%).

მეტაბოლიზმი და ელიმინაცია

მცირე რაოდენობით აბსორბირებული მიკონაზოლი გამოიყოფა ძირითადად ფეკალიებით, უცვლელად და მეტაბოლიტების სახით.

5.3  უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

კლობეტაზოლის პროპიონატის, ნეომიცინის სულფატის და მიკონაზოლის ნიტრატის კომბინაციის გამოყენებით კლინიკამდელი კვლევები არ ჩატარებულა.

კლობეტაზოლის პროპიონატი, ნეომიცინის სულფატი და მიკონაზოლის ნიტრატი ცალ-ცალკე შეფასდა ცხოველებზე ჩატარებულ ტოქსიკურობის შემსწავლელ კვლევებში და შემდეგი მონაცემები ეფუძნება ინფორმაციას ცალკეული კომპონენების შესახებ.

კლობეტაზოლის პროპიონატი

კლობეტაზოლის პროპიონატის კანცეროგენული პოტენციალის შეფასების მიზნით ხანგრძლივი კვლევები ცხოველებზე არ ჩატარებულა.

კლობეტაზოლის პროპიონატი არ იყო მუტაგენური in vitro ბაქტერიული უჯრედების რიგ ანალიზში.

ფერტილობის კვლევებში ვირთაგვებში კლობეტაზოლის პროპიონატის კანქვეშ შეყვანა დოზებით 6.25-50 მკგ/კგ/დღეში არ ახდენდა გავლენას შეჯვარებაზე, ხოლო ფერტილობა მცირდებოდა მხოლოდ დოზაზე 50 მკგ/კგ/დღეში.

ორსულობის დროს კლობეტაზოლის პროპიონატის კანქვეშ შეყვანა თაგვებში (≥100 მკგ/კგ/დღეში), ვირთხებსა (400 მკგ/კგ/დღეში) და ბოცვერებში (1-10 მკგ/კგ/დღეში) იწვევდა ნაყოფის განვითარების ანომალიებს, მათ შორის სასის ნაპრალი და პრენატალური განვითარების შეფერხება.

ნეომიცინის სულფატი

ნეომიცინის სულფატის კანცეროგენების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. ეიმსის ტესტში, ჩინური ზაზუნას საკვერცხეების უჯრედების HGPRT მუტაციის ანალიზში და თაგვების ძვლის ტვინის მიკრობირთვულ ტესტში ნეომიცინმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ნეომიცინის სულფატის ზეგავლენა შობადობასა და ორსულობაზე ცხოველებსი არ შეფასებულა.

მიკონაზოლის ნიტრატი

მიკონაზოლის კლინიკამდელ კვლევებში არ გამოვლენილა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებისათვის ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედების, ერთჯერადი და მრავალჯერადი ტოქსიკურობის შესწავლის, გენოტოქსიკურობის და რეპროდუქციული ტოქსიკურობის მხრივ.

იხ. ასევე ორსულობა და ლაქტაცია.

6.  ფარმაცევტული თვისებები

6.1  დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

თხევადი პარაფინი

თეთრი ვაზელინი

ცეტომაკროგოლი ემულსირებადი ცვილი

მეთილპარაბენი

პროპილ პარაბენი

ბუტილჰიდროქსიტოლუოლი

პროპილენგლიკოლი

უწყლო ნატრიუმის ფოსფატი

ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატის დიჰიდრატი

6.2  შეუთავსებლობა

შეუთავსებლობა არ გამოვლენილა.

6.3   ვარგისობის ვადა 36 თვე.

6.4  უსაფრთხოების სპეციალური ზომები შენახვისას

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

6.5  კონტეინერის შემცველობა და შემადგენლობა

15 გ კრემი ალუმინის ტუბში, 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

6.6  უტილიზაციის უსაფრთხოების სპეციალური ზომები

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

კლონიდერმი კრემის გამოყენების შემდეგ პაციენტმა უნდა დაიბანოს ხელები, თუ იგი არ მკურნალობს ხელებს.

7.  სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

CSBS Healthcare PVT LTD, ნიუ დელი-92, ინდოეთი

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

Blossom Pharmaceuticals

ნაკვეთი #21/22, ტივინ ინდასტრიალ ესტეიტ, კარასვადა ტივიმ ბარდეს-გოა

8. სავაჭრო ლიცენზიის ნომერი

[ივსება ეროვნული მოთხოვნებით]