ოკუვერს ლიპოსტამინი15მლ თვ/სპრ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ოკუვერს სპრეი ლიპოსტამინი
ეუფრაზიას შემცველი ლიპოსომური სპრეი
შემადგენლობა:
ფოსფოლიპიდეპის კომპლექსი, მცენარეების ( კორდისკბილა - Euphrasia officinalis, ძირტკბილა - Glyccyrrhiza glabra, კაპარი - Capparis spinosa, ნეგო - Helychrysum italicum) ექსტრაქტი.
იზოტონური ხსნარი, ბორატის ბუფერი PH – 7.2-ის მისაღებად.
ჩვენება:
ლიპოსომებსა და მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული ოკუვერსი გამოიყენება თვალისა და ქუთუთოების გაღიზიანების, წვის, წითელი თვალის და ალერგიული სიმპტომების მოსახსნელად.
დოზირება და გამოყების წესი:
1-2 შესხურება საჭიროებისამებრ.
შეისხურეთ დახუჭულ თვალებზე 10 სმ მანძილიდან, გაახილეთ თვალები, ხსნარი ადვილად გადანაწილდება დახუჭულ თვალზე. თვალის გახელის შემდეგ კი - თვალის ზედაპირზე ქმნის ეფექტურ ხელოვნურ საცრემლე აპკს.
გვერდითი მოვლენები:
ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას არ გამოვლენილა გვერდითი მოვლენები.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების მოვლენები არ გამოვლენილა.
სიფრთხილის ზომები:
არ შეისხათ გახელილ თვალში!
მოარიდეთ ბავშვებს. არ გადაყლაპოთ.
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
არ გამოიყენოთ წყალში ხსნადი კოსმეტიკის მოხმარებისას კოსმეტიკური საშუალებების თვალში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.
შენახვის პირობები:
არ გამოიყენოთ ბოთლზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
შეფუთვა:
15 მლ
მწარმოებელი:
Innomedis AG
Walther-Rathenau-Str.5 50996 Cologne Germany
Distributor innomedis AG medical care
P.O. Box 501413 50974