ფარინგოჩუპსი ქაცვ/კანფ.ვიტ#25
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ფარინგო ჩუპსი
ქაცვის კანფეტები C ვიტამინით
გამოყენების სფერო: საკვები დანამატის სახით – C ვიტამინის დამატებითი წყარო.
ფარინგო ჩუპსი შეიცავს ქაცვის ზეთს, რომელიც ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის დატენიანებას და მისი სიჯანსაღის შენარჩუნებას. ქაცვის ზეთის ყველაზე გამოხატული თვისებაა ქსოვილების რეგენერციის და შეხორცების აქტიური სტიმულაცია, დამატებით ავლენს ანტიბაქტერიულ, ანალგეზიურ და ანთების საწინაღმდეგო ეფექტს.
C ვიტამინი არის ანტიოქსიდანტი, შედის ფარინგო ჩუპსის შემადგენლობაში. ხელს უშლის ან მნიშვნელოვნად ამცირებს უჯრედების დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია თავისუფალი რადიკალებით. ქაცვის ზეთი და C ვიტამინი აგრეთვე ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
შემადგენლობა და რეკომენდებული სადღეღამისო დოზა |
8 გ (1 კანფეტი) |
24 გ (3 კანფეტი) |
C ვიტამინი |
14 მგ (18 % NRV*) |
42 მგ (53 % NRV*) |
*NRV – რეკომენდებული დღიური დოზა
ინგრედიენტები. შაქარი, გლუკოზის სიროფი, მჟავიანობის მარეგულირებელი ლიმონმჟვა, ქაცვის ზეთი (0,5%), ნატურალური წითელი ფორთოხლის არომატიზატორი, L-ასკორბინის მჟავა, ნატურალური საღებავი კურკუმინი. არ შეიცავს დამცავ საშუალებებს და ხელოვნურ საღებავებს.
გამოყენება. პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია 3 წლის ასაკიდან. გამოიყენეთ საჭიროებისამებრ 1-3 კანფეტი დღე-ღამეში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
გაფრთხილებები. არ გამოიყენოთ პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგია) შემთხვევაში. საკვები დანამატი არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი, ბალანსირებული დიეტის და ცხოვრების ჯანსაღი წესის შემცვლელის სახით. მცირე ასაკის ბავშვებმა პროდუქტი უნდა მიიღონ მშობლის მეთვალყურეობით.
შენახვა. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (15‑25 °C), მჭიდროდ დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას.
პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება (კალორიების შემცველობა): 127კჯ/30კკალ (1.5%) 1 კანფეტში.
კვებითი ღირებულება: ცილები <0.04გ/1 კანფეტი, ცხიმები <0.04გ/1 კანფეტი, ნახშირწყლები 7გ/1 კანფეტი
1/5/7/25/50 კანფეტი
სუფთა წონა: 8/40/56/200/400 გ
მწარმოებელი: SIA “SILVANOLS”, Kurbada 2A, Rīga, LV-1009, ლატვია
მომხმარებლის პრეტენზიების მიღების ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაცია
სს “ოლაინფარმის” წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში:
საქართველო, თბილისი, ვ.ფშაველას გამზირი #71, ოფისი #7, „ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე“
გაყიდვის პირობები: აფთიაქების ქსელში, დისტრიბუციის ქსელის სპეციალურ მაღაზიებში ან დეპარტამენტებში
საკვები დანამატი
არ წარმოადგენს სამედიცინო პროდუქტს.
ვარგისია: დამზადებიდან 18 თვის განმავლობაში.