ვამლოსეტი 5მგ/80მგ #30ტ
გააზიარე:
სამკურნალო პრეპარატის მოკლე დახასიათება
1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ვამლოსეტი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამლოდიპინი/ვალსარტანი
2. შემადგენლობა
1 ტაბლეტი 5 მგ/80 მგ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: 6,94 მგ ამლოდიპინის ბესილატი (5 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტური) და 80 მგ ვალსარტანი.
1 ტაბლეტი 5 მგ/160 მგ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: 6,94 მგ ამლოდიპინის ბესილატი (5 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტური) და 160 მგ ვალსარტანი.
1 ტაბლეტი 10 მგ/160 მგ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: 13,88 მგ ამლოდიპინის ბესილატი (10 მგ ამლოდიპინის ეკვივალენტური) და 160 მგ ვალსარტანი.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
აპკიანი გარსი: ოპადრაი II თეთრი (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი), საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).
3. გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ტაბლეტები 5 მგ + 80 მგ: მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მოყავისფრო-ყვითელი ფერის შესაძლო მუქი ჩანართებით, ნაზოლით.
ტაბლეტები 5 მგ + 160 მგ: ოვალური, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მოყავისფრო-ყვითელი ფერის შესაძლო მუქი ჩანართებით.
ტაბლეტები 10 მგ + 160 მგ: ოვალური, ორმხრივამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მოყავისფრო-ყვითელი ფერის.
4. კლინიკური დახასიათება
4.1. გამოყენების ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებისთვის, რომლებისთვისაც ნაჩვენებია კომბინირებული თერაპია).
4.2. გამოყენების წესი და დოზები
შიგნით, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით, საკვების მიღების დროისგან დამოუკიდებლად დღეში 1-ჯერ.
რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა - ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციის შემცველი პრეპარატ ვამლოსეტის 1 ტაბლეტი დოზით 5/80 მგ, 5/160 მგ ან 10/160 მგ.
პრეპარატ ვამლოსეტის მიღების დაწყება რეკომენდირებულია დოზით 5/80 მგ დღეში 1-ჯერ. დოზის გაზრდა შეიძლება თერაპიის დაწყებიდან 1-2 კვირის შემდეგ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 10/160 მგ ტაბლეტი.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები:
ამლოდიპინი
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით: დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით: მიიღება სიფრთხილით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: საჭიროა სიფრთხილე დოზის გაზრდისას.
ვალსარტანი
პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით: პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით (კკ ≥ 30 მლ/წთ) საწყისი დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით: ვალსარტანი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით, ბილიარული ციროზით და ქოლესტაზით. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ღვიძლის უკმარისობისას ვალსარტანის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 80 მგ.
პრეპარატი ვამლოსეტი დოზით 5/160 მგ, 10/160 მგ უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
4.3. უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა ამლოდიპინის, დიჰიდროპირიდონის რიგის სხვა წარმოებულების, ვალსარტანის, ასევე პრეპარატის სხვა დამხმარე კომპონენტების მიმართ.
- მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება, ან შეშუპება პაციენტებში AT II რეცეპტორების ანტაგონისტებით წინა თერაპიის ფონზე.
- ღვიძლის მძიმე უკმარისობა (ჩაილდ-პიუს სკალით 9 ქულაზე მეტი), ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი.
- თირკმლის მძიმე უკმარისობა (კკ ≥ 30 მლ/წთ), გამოყენება ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში.
- ორსულობის დაგეგმვა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
- მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ ვწყ.სვ-ზე ნაკლები), კოლაფსი, შოკი (კარდიოგენული შოკის ჩათვლით).
- მარცხენა პარკუჭის გამომტანი ტრაქტის ობსტრუქცია (მ.შ. მძიმე ხარისხის აორტალური სტენოზი).
- გულის ჰემოდინამიკურად არასტაბილური უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ.
- პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი.
- ერთდროული გამოყენება ალისკირენთან და ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან, გამოყენება პციენტებში შაქრიანი დიაბეტით და/ან თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან მძიმე დარღვევით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (გფს) 60 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე ნაკლები).
- ერთდროული გამოყენება აგფ ინჰიბიტორებთან დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
პრეპარატ ვამლოსეტის გამოყენების უსაფრთხოება პაციენტებში გადატანილი თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ, ასევე ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში დადგენილი არ არის.
სიფრთხილით: ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (ჩაილდ-პიუს სკალით 5-6 ქულა) და ზომიერი (ჩაილდ-პიუს სკალით 7-9 ქულა) სიმძიმის ხარისხის დარღვევა, ასევე სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადებების დროს, თირკმელების არტერიების ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი, NYHA-ის კლასიფიცირებით III-IV ფუნქციური კლასის გულის ქრონიკული უკმარისობა (გქუ), მწვავე კორონარული სინდრომი, გადატანილი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, დიეტა საკვები მარილის შეზღუდული გამოყენებით, მოცირკულირე სისხლის შემცირებული მოცულობა (მსმ) (მ.შ. დიარეა, ღებინება).
როგორც სხვა ვაზოდილატატორების გამოყენების მსგავსად, განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო გამოყენებისას პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი ხარისხის მიტრალური ან აორტული სტენოზით და ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიით (HOCM).
4.4. გაფრთხილებები გამოყენებისას
პაციენტები ჰიპონატრიემიით და/ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებით
პაციენტებში გაურთულებელი არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებსაც უტარდებათ თერაპია ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციით, 0,4% შემთხვევაში აღინიშნა გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია.
პაციენტებში აქტივირებული რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემით, (მაგალითად, პაციენტებში დეჰიდრატაციით და/ან ჰიპონატრიემიით, რომლებიც იღებდნენ დიურეზულებს მაღალი დოზებით), ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების მიღებისას, შეიძლება განვითარდეს სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდირებულია ნატრიუმის შემცველობის აღდგენა და/ან მსმ შევსება, კერძოდ, დიურეზულების დოზის შემცირებით ან თერაპიის დაწყება სათანადო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.
არტერიული წნევის გამოხატული დაწევის განვითარებისას: პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში წამოწეული ფეხებით და, საჭიროებისას, ჩაუტარდეს ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარის ინტრავენური ინფუზია. პრეპარატ ვამლოსეტით თერაპიის გაგრძელება შეიძლება ჰემოდინამიკის მაჩვენებლების სტაბილიზების შემდეგ.
ჰიპერკალიემია
კალიუმშემანარჩუნებელი დიურეზულების, კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატების ან სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის გაზრდის უნარის მქონე სხვა პრეპარატების (მაგალითად, ჰეპარინის) ერთდროულად გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა. აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის იონების შემცველობის რეგულარული კონტროლი.
თირკმლის არტერიის სტენოზი
პრეპარატი ვამლოსეტი ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის ფონზე, შარდოვანას და კრეატინინის შრატისმიერი კონცენტრაციების შესაძლო გაზრდის გათვალისწინებით.
მდგომარეობა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ
ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციის გამოყენების უსაფრთხოება პაციენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს თირკმლის ტრანსპლანტაცია, დადგენილი არ არის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ვალსარტანი უპირატესად გამოიყოფა უცვლელი სახით ნაღველით. პაციენტებში T1/2 ხანგრძლივდება, ხოლო AUC - იზრდება. საჭიროა სიფრთხილია დაცვა პრეპარატ ვამლოსეტის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (ჩაილდ-პიუს სკალით 5-6 ქულა) ან ზომიერი (ჩაილდ-პიუს სკალით 7-8 ქულა) დარღვევით ან სანაღვლე გზების ობსტრუქციული დაავადებებით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით პრეპარატ ვამლოსეტის დოზის კორექტირება საჭირო არ არის. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევით რეკომენდირებულია კალიუმის შემცველობის და სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი. ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების, ვალსარტანის ჩათვლით, ან აგფ ინჰიბიტორების ალისკირენთან ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით (კკ 60 მლ/წთ-ზე ნაკლები).
პირველადი ალდოსტერონიზმი
პირველადი ალდოსტერონიზმის დროს რენინ-ანგიოტენზინ ალდოსტერონის სისტემის დაზიანების გათვალისწინებით, ამ პაციენტებში არ შეიძლება ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების, მათ შორის ვალსარტანის, დანიშვნა.
ანგიონევროზული შეშუპება
პაციენტებს შორის ანგიონევროზული შეშუპებით (მათ შორის ხახის და ხმის იოგების შეშუპება, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ხორხის და/ან ენის შეშუპებას) პრეპარატ ვამლოსეტით თერაპიის ფონზე, აღინიშნებოდა ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევები ანამნეზში, მათ შორის აგფ ინჰიბიტორებზეც. ანგიონევროზული შეშუპების განვითარებისას სასწრაფოდ უნდა მოიხსნას პრეპარატი და გამოირიცხოს ხელახლა გამოყენების შესაძლებლობა.
გულის უკმარისობა/გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი
პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქცია შეიძლება დამოკიდებული იყოს რაას-ზე (მაგალითად, მძიმე ქრონიკული გულის უკმარისობის დროს), აგფ ინჰიბიტორებით და ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებით თერაპიას ახლავს ოლიგურია და/ან აზოტემიის გაზრდა, ხოლო იშვიათ შემთხვევებში - თირკმლის მწვავე უკმარისობა და/ან ლეტალური დასასრული. მსგავსი შედეგები აღწერილი იყო ვალსარტანის გამოყენებისას. პაციენტებში ქროიკული გულის უკმარისობით ან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით ყოველთვის უნდა შეფასდეს თირკმელების ფუნქცია.
პაციენტებში NYHA-ის კლასიფიცირებით III-IV ფუნქციური კლასის არაიშემიური ეთიოლოგიის ქრონიკული გულის უკმარისობით ამლოდიპინის გამოყენებას ახლდა ფილტვების შეშუპების განვითარების სიხშირის გაზრდა პლაცებოსთან შედარებით ორ ჯგუფს შორის ქრონიკული გულის უკმარისობის გაუარესების სიხშირის დაზუსტებული განსხვავების არქონის დროს. კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორების, მ.შ. ამლოდიპინის, გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს პაციენტებში ქრონიკული გულის უკმარისობით, ვინაიდან შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების და ლეტალური დასასრულის რისკის ზრდა.
აორტის სარქველის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის და მიტრალური სარქველის სტენოზი
როგორც ნებისმიერი ვაზოდილატატორის გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა პაციენტებში მიტრალური სტენოზით და მსუბუქი და ზომიერი ხარისხის აორტული სტენოზით. ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაცია შეისწავლებოდა მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
პრეპარატი ვამლოსეტი
პრეპარატ ვამლოსეტის (ამლოდიპინი/ვალსარტანი) ზოგადი წამლისმიერი ურთიერთქმედებები
ერთდროული გამოყენება, რომელიც ყურადღებას საჭიროებს
სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებს (მაგალითად, ალფა-ადრენობლოკატორები, დიურეზულები) და ჰიპოტენზიური მოქმედების მქონე სამკურნალო საშუალებებს (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ ალფა-ადრენობლოკატორები) შეუძლიათ ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.
ამლოდიპინის წამლისმიერი ურთიერთქმედებები
არასასურველი კომბინაციები
გრეიპფრუტი ან გრეიპფრუტის წვენი: კომბინირება რეკომენდირებული არ არის, ზოგიერთ პაციენტში ბიოშეღწევადობის გაზრდის და ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერების შესაძლებლობის გათვალისწინებით.
ერთდროული გამოყენება, რომელიც სიფრთხილეს საჭიროებს
CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორები
CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ ან ზომიერ ინჰიბიტორებთან (პროტეაზას ინჰიბიტორებთან, ვერაპამილთან ან დილთიაზემპთან, სოკოს საწინააღმდეგო აზოლურ სამკურნალო პრეპარატებთან, მაკროლიდებთან, როგორიცაა ერითრომიცინი ან კლარითრომიცი) ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამლოდიპინის სისტემური ექსპოზიციის მნიშვნელოვანი გაზრდა. ხანდაზმულ პაციენტებში ამ ცვლილებებს კლინიკური მნიშვნელობა აქვთ, ამიტომ საჭიროა სამედიცინო მეთვალყურეობა და დოზის კორექტირება.
CYP3A4 ინდუქტორები (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები [მაგალითად, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი], რიფამპიცინი, ჩვეულებრივი კრაზანას პრეპარატები)
CYP3A4 ცნობილ ინდუქტორებთან ერთად გამოყენებისას პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაცია შეიძლება ვარირებდეს. შედეგად, საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი და დოზის კორექტირება როგორც თანხმლები წამლების, განსაკუთრებით CYP3A4 ძლიერი ინდუქტორების (მაგალითად, რიფამპიცინის, ჩვეულებრივი კრაზანას პრეპარატების) მიღების დროს, ასევე მის შემდეგ.
სიმვასტატინი
10 მგ დოზით ამლოდიპინის და 80 მგ დოზით სიმვასტატინის განმეორებით ერთად მიღება სიმვასტატინის ექსპოზიციას ზრდის 77%-ით ასეთთან შედარებით სიმვასტატინით მონოთერაპიის დროს. პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს, რეკომენდირებულია სიმვასტატინის მიღება არაუმეტეს 20 მგ/დღეში დოზით.
დანტროლენი (ვენაში შეყვანა): ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში ვერაპამილის შიგნით მიღების და დანტროლენის ვენაში შეყვანის შემდეგ აღინიშნა ლეტალური დასასრულით პარკუჭების ფიბრილაციის და ჰიპერკალიემიასთან ასოცირებული გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის შემთხვევები. ჰიპერკალიემიის განვითარების რისკის გათვალისწინებით, მოსარიდებელია კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორებთან, მ.შ. ამლოდიპინთან ერთად გამოყენება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის განვითარებისკენ მიდრეკილ პაციენტებში.
ერთდროული გამოყენება, რომელიც ყურადღებას საჭიროებს
სხვა
ამლოდიპინის კლინიკურ კვლევებში არ არის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება თიაზიდურ დიურეზულებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატებთან, ენის ქვეშ გამოსაყენებელ ნიტროგლიცერინთან, დიგოქსინთან, ვარფარინთან, ატორვასტატინთან, სილდენაფილთან, მაალოქსთან (ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ანტაციდური პრეპარატები, სიმეტიკონი), ციმეტიდინთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (აასპ), ანტიბიოტიკებთან და შიგნით მისაღებ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან.
ტაკროლიმუსი
ამლოდიპინთან ერთად გამოყენებისას არსებობს სისხლის პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაციის გაზრდის რისკი, მაგრამ ამ ურთიერთქმედების ფარმაკოკინეტიკური მექანიზმი სრულად შესწავლილი არ არის. ამლოდიპინთან ერთად გამოყენებისას ტაკროლიმუსის ტოქსიკური მოქმედების პრევენციისთვის უნდა გაკონტროლდეს სისხლის პლაზმაში ტაკროლიმუსის კონცენტრაცია და საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირდეს ტაკროლიმუსის დოზა.
ციკლოსპორინი
ციკლოსპორინის და ამლოდიპინის გამოყენებით წამლისმიერი ურთიერთქმედების კვლევები ჯანმრთელ მოხალისეებში ან პაციენტთა სხვა ჯგუფებში არ ჩატარებულა, იმ პაციენტების გარდა, რომლებსაც გადატანილი აქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია, რომლებსაც აღენიშნათ ციკლოსპორინის მინიმალური მერყევი კონცენტრაციები (საშუალო მნიშვნელობები: 0%-40%). ამლოდიპინის ერთდროულად გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია, უნდა გაკონტროლდეს ციკლოსპორინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, და საჭიროებისას შემცირდეს მისი დოზა.
წამლისმიერი ურთიერთქმედებები ვალსარტანისტვის
ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროული გამოყენება, ვალსარტანის ჩათვლით, ან აგფ ინჰიბიტორების ალისკირენტან უკუნაჩვენებია პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით და თირკმელების ფუნქციის დარღვევით (კკ 60 მლ/წთ-ზე ნაკლები).
არასასურველი ერთდროული გამოყენება
ლითიუმი
ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება რეკომენდირებული არ არის, ვინაიდან შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის შექცევადი ზრდა და ინტოქსიკაციის განვითარება. ლითიუმის პრეპარატებთან ერთად გამოყენების აუცილებლობისას უნდა გაკონტროლდეს ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
კალიუმშემანარჩუნებელი დიურეზულები, კალიუმის პრეპარატები, კალიუმის შემცველი საკვები დანამატები, სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის გაზრდის უნარის მქონე სხვა სამკურნალო საშუალებები და ნივთიერებები (მაგალითად, ჰეპარინი)
კალიუმის შემცველობაზე ზემოქმედების მქონე პრეპარატებთან ერთად გამოყენების აუცილებლობისას, რეკომენდირებულია სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის კონტროლი.
ერთდროული გამოყენება, რომელიც სიფრთხილეს საჭიროებს
აასპ, მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორები, აცეტილსალიცილის მჟავა 3 გ-ზე/დღეში მეტი დოზით და არასელექტიური აასპ
ერთად გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის დასუსტება, თირკმელების ფუნქციის დარღვევების განვითარების რისკის გაზრდა და სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის მომატება. თერაპიის დაწყებისას რეკომენდირებულია თირკმელების ფუნქციის შეფასება, ასევე წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების დაკორექტირება.
გადამტანი ცილების ინჰიბიტორები
In vitro კვლევის შედეგებით ვალსარტანი არის ОАТР1В1 და MRP2 გადამტანი ცილების სუბსტრატი. ОАТР1В1 გადამტანი ცილის ინჰიბიტორთან (მაგალითად, რიფამპივინი, ციკლოსპორინი) და MRP2 გადამტანი ცილის ინჰიბიტორთან (მაგალითად, რიტონავირი) ვალსარტანის ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ვალსარტანის სისტემური ექსპოზიცია (Cmax და AUC). ეს გათვალისწინებული უნდა იქნას ერთდროული თერაპიის დასაწყისში და დასრულებისას.
სხვა: ვალსარტანით მონოთერაპიისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლოროთიაზიდი, ამლოდიპინი და გლიბენკლამიდი.
4.6. გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
ორსულობის დროს პრეპარატ ვამლოსეტის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, ორსულობის I ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენებისას ნაყოფისთვის რისკის გამორიცხვა არ შეიძლება.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (რაას) უშუალოდ მოქმედი სხვა ნებისმიერი პრეპარატის მსგავსად, პრეპარატ ვამლოსეტის მიღება ორსულობის დროს არ შეიძლება, ასევე ქალებში, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას. რაას-ზე მოქმედი საშუალებების გამოყენებისას, აუცილებელია რეპროდუქციული ასაკის ქალების ინფორმირება ორსულობის დროს ნაყოფზე ამ პრეპარატების უარყოფითი ზემოქმედების პოტენციური რისკის შესახებ. ორსულობის დაგეგმვისას რეკომენდირებულია ქალი პაციენტის გადაყვანა ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ თერაპიაზე უსაფრთხოების პროფილის გათვალისწინებით. ორსულობის დიაგნოსტირების შემთხვევაში პრეპარატ ვამლოსეტის გამოყენება უნდა შეწყდეს და, საჭიროებისას, უნდა მოხდეს გადაყვანა ალტერნატიულ ჰიპოტენზიურ თერაპიაზე.
რაას-ზე პირდაპირი მოქმედების მქონე სხვა საშუალებების მსგავსად, პრეპარატ ვამლოსეტის გამოყენება ორსულობის II-III ტრიმესტრებში უკუნაჩვენებია, ვინაიდან შეუძლია ფეტოტოქსიკური ეფექტების (თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ნაყოფის თავის ქალის ძვლების გაძვალების შენელება, ოლიგოჰიდრამნიონი) და ნეონატალური ტოქსიკური ეფექტების (თირკმლის უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის) და ნაყოფის სიკვდილის გამოწვევა. თუ ორსულობის II-III ტრიმესტრებში პრეპარატი მაინც გამოიყენებოდა, მაშინ საჭიროა ნაყოფის თირკმელების და თავის ქალის ძვლების ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება. ახალშობილები, რომელთა დედებიც ორსულობის დროს იღებდნენ პრეპარატ ვამლოსეტს, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, ვინაიდან შესაძლებელია ახალშობილში არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება.
ძუძუთი კვების პერიოდი
პრეპარატ ვამლოსეტის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდირებული არ არის. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ ვამლოსეტის გამოყენების აუცილებლობისას, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ამლოდიპინის გამოყენების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამლოდიპინი გამოიყოფა დედის რძეში. ამლოდიპინის კონცენტრაციისთვის რძე/პლაზმას საშუალო შეფარდებამ 0,85 შეადგინა 31 მეძუძურ დედას შორის, რომლებსაც აწუხებდათ ორსულობით განპირობებული არტერიული ჰიპერტენზია, და ამლოდიპინს იღებდნენ საწყისი დოზით 5 მგ დღეში. პრეპარატის დოზირება საჭიროებისას კორექტირდებოდა (საშუალო სადღეღამისო დოზის და წონის მიხედვით: 6 მგ და 98,7 მკგ/კგ, შესაბამისად). ამლოდიპინის სავარაუდო სადღეღამისო დოზა, რომელსაც ჩვილი იღებს დედის რძიდან, 4,17 მკგ/კგ შეადგენს.
4.7. ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატ ვამლოსეტის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა ტექნიკური მოწყობილობების მართვისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, ვინაიდან შესაძლებელია თავბრუსხვევის, დაღლილობის და ღებინების განვითარება.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ და უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
4.8. არასასურველი რეაქციები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) მიერ რეკომენდირებული გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის კლასიფიცირება:
ძალიან ხშირი ≥1/10
ხშირი ≥1/100-დან ˂1/10-მდე
არახშირი ≥1/1000-დან ˂1/100-მდე
იშვიათი ≥1/10000-დან ˂1/1000-მდე
ძალიან იშვიათი ˂1/10000
სიხშირე უცნობია შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე
|
კლასიფიცირება MedRA |
არასასურველი ეფექტები |
სიხშირე |
||
|
ამლოდიპინი/ვალსარტანი |
ამლოდიპინი |
ვალსარტანი |
||
|
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები |
ნაზოფარინგიტი |
ხშირად |
-- |
-- |
|
გრიპი |
ხშირად |
-- |
-- |
|
|
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ |
ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაწევა |
-- |
-- |
სიხშირე უცნობია |
|
ლეიკოპენია |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
ნეიტროპენია |
-- |
-- |
სიხშირე უცნობია |
|
|
თრომბოციტოპენია ზოგჯერ პურპურათი |
-- |
ძალიან იშვიათად |
სიხშირე უცნობია |
|
|
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ |
ჰიპერმგრძნობელობა |
იშვიათად |
ძალიან იშვიათად |
სიხშირე უცნობია |
|
დარღვევეი ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ |
ანორექსია |
არახშირად |
-- |
-- |
|
ჰიპერკალციემია |
არახშირად |
-- |
-- |
|
|
ჰიპერგლიკემია |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
ჰიპერლიპიდემია |
არახშირად |
-- |
-- |
|
|
ჰიპერურიკემია |
არახშირად |
-- |
-- |
|
|
ჰიპოკალიემია |
ხშირად |
-- |
-- |
|
|
ჰიპონატრიემია |
არახშირად |
-- |
-- |
|
|
ფსიქიკის დარღვევები |
დეპრესია |
-- |
არახშირად |
-- |
|
შფოთვა |
იშვიათად |
-- |
-- |
|
|
უძილობა/ძილის მოშლა |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
განწყობის ლაბილურობა |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
ცნობიერების არევა |
-- |
იშვიათად |
-- |
|
|
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ |
კოორდინაციის დარღვევა |
არახშირად |
-- |
-- |
|
თავბრუსხვევა |
არახშირად |
ხშირად |
-- |
|
|
პასტურალური თავბრუსხვევა |
არახშირად |
-- |
-- |
|
|
გემოს დარღვევა |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
ექსტრაპირამიდული დარღვევები |
-- |
სიხშირე უცნობია |
-- |
|
|
თავის ტკივილი |
ხშირად |
ხშირად |
-- |
|
|
კუნთების ჰიპერტონუსი |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
პარესთეზია |
არახშირად |
არახშირად |
-- |
|
|
პერიფერიული ნეიროპათია, ნეიროპათია |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
უძილობა |
არახშირად |
ხშირად |
-- |
|
|
გულყრა |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
ტრემორი |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
ჰიპესთეზია |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ |
მხედველობის გაუარესება |
იშვიათად |
არახშირად |
-- |
|
მხედველობის დარღვევა |
არახშირად |
არახშირად |
-- |
|
|
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები |
შუილი ყურებში |
იშვიათად |
არახშირად |
-- |
|
ვერტიგო |
არახშირად |
-- |
არახშირად |
|
|
დარღვევები გულის მხრივ |
გულისცემის შეგრძნება |
არახშირად |
ხშირად |
-- |
|
გულყრა |
იშვიათად |
-- |
-- |
|
|
ტაქიკარდია |
არახშირად |
-- |
-- |
|
|
არითმიები (ბრადიკარდიის, პარკუჭების ტაქიკარდიის და წინაგულების ფიბრილაციის ჩათვლით) |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
მიოკარდიუმის ინფარქტი |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ |
სისხლის სახის კანთან "მოწოლის" შეგრძნება |
-- |
ხშირად |
-- |
|
არტერიული წნევის გამოხატული დაწევა |
იშვიათად |
არახშირად |
-- |
|
|
ორთოსტაზული ჰიპოტენზია |
არახშირად |
-- |
-- |
|
|
ვასკულიტი |
-- |
ძალიან იშვიათად |
სიხშირე უცნობია |
|
|
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ |
ხველა |
არახშირად |
ძალიან იშვიათად |
არახშირად |
|
ქოშინი |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
ტკივილი ხახასა და ხორხში |
არახშირად |
-- |
-- |
|
|
რინიტი |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ |
დისკომფორტის შეგრძნება მუცელში, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში |
არახშირად |
ხშირად |
არახშირად |
|
განავლის შეცვლა |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
ყაბზობა |
არახშირად |
არახშირად |
-- |
|
|
დიარეა |
არახშირად |
არახშირად |
-- |
|
|
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე |
არახშირად |
არახშირად |
-- |
|
|
დისპეფსია |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
გასტრიტი |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
ღრძილების ჰიპერპლაზია |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
გულისრევა |
არახშირად |
ხშირად |
-- |
|
|
პანკრეატიტი |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
ღებინება |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ |
"ღვიძლის" ფერმენტების აქტივობის გაზრდა, სისხლის პლაზმაში ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა |
-- |
ძალიან იშვიათად ⃰ |
სიხშირე უცნობია |
|
ჰეპატიტი |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
ღვიძლშიდა ქოლესტაზი, სიყვითლე |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ |
ალოპეცია |
-- |
არახშირად |
-- |
|
ანგიონევროზული შეშუპება |
-- |
ძალიან იშვიათად |
სიხშირე უცნობია |
|
|
ბულოზური დერმატიტი |
-- |
-- |
სიხშირე უცნობია |
|
|
ერითემა |
არახშირად |
-- |
-- |
|
|
მრავალფორმული ერითემა |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
ეგზანთემა |
იშვიათად |
არახშირად |
-- |
|
|
ჰიპერჰიდროზი |
იშვიათად |
არახშირად |
-- |
|
|
ფოტომგრძნობელობის რეაქციები |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
კანის ქავილი |
იშვიათად |
არახშირად |
სიხშირე უცნობია |
|
|
პურპურა |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
გამონაყარი კანზე |
არახშირად |
არახშირად |
სიხშირე უცნობია |
|
|
კანის ფერის შეცვლა |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
ჭინჭრის ციება |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
ექსფოლიატური დერმატიტი |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
სტივენს-ჯონსონის სინდრომი |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
კვინკეს შეშუპება |
-- |
ძალიან იშვიათად |
-- |
|
|
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ |
ართრალგია |
არახშირად |
არახშირად |
-- |
|
ზურგის ტკივილი |
არახშირად |
არახშირად |
-- |
|
|
სახსრების შეშუპება |
არახშირად |
-- |
-- |
|
|
კუნთების სპაზმები |
იშვიათად |
არახშირად |
-- |
|
|
მიალგია |
-- |
არახშირად |
სიხშირე უცნობია |
|
|
ტერფების შეშუპება |
-- |
ხშირად |
-- |
|
|
სიმძიმის შეგრძნება მთელ სხეულში |
იშვიათად |
-- |
-- |
|
|
დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ |
სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის გაზრდა |
-- |
-- |
სიხშირე უცნობია |
|
შარდვის დარღვევა |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
ნიქტურია |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
პოლაკიურია |
იშვიათად |
არახშირად |
-- |
|
|
პოლიურია |
იშვიათად |
-- |
-- |
|
|
თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობის ჩათვლით |
-- |
-- |
სიხშირე უცნობია |
|
|
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის მხრივ |
იმპოტენცია |
-- |
არახშირად |
-- |
|
ერექციული დისფუნქცია |
იშვიათად |
-- |
-- |
|
|
გინეკომასტია |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
ზოგადი აშლილობები და დარღვევები შეყვანის ადგილას |
ასთენია |
ხშირად |
არახშირად |
-- |
|
დისკომფორტი |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
მომატებული დაღლილობა |
ხშირად |
ხშირად |
არახშირად |
|
|
სახის შეშუპება |
ხშირად |
-- |
-- |
|
|
სისხლის სახის კანთან "მოწოლის" შეგრძნება |
ხშირად |
-- |
-- |
|
|
არაკარდიოგენული ტკივილი გულში |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
შეშუპებები |
ხშირად |
ხშირად |
-- |
|
|
პერიფერიული შეშუპებები |
ხშირად |
-- |
-- |
|
|
ტკივილი |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
პასტოზურობა |
ხშირად |
-- |
-- |
|
|
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები |
სისხლის შრატში კალიუმის მაღალი შემცველობა |
-- |
-- |
სიხშირე უცნობია |
|
სხეულის მასის გაზრდა |
-- |
არახშირად |
-- |
|
|
სხეულის მასის შემცირება |
-- |
არახშირად |
-- |
|
5. ⃰ ყველაზე ხშირად ქოლესტაზის შედეგად.
4.9. ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები ამჟამად არ არსებობს. ვალსარტანით ჭარბი დოზირებისას მოსალოდნელია არტერიული წნევის გამოხატული დაწევის და თავბრუსხვევის განვითარება. ამლოდიპინით ჭარბა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის გამოხატული დაწევა რეფლექსური ტაქიკარდიის და გადაჭარბებული პერიფერიული ვაზოდილატაციის (გამოხატული და მდგრადი არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი, მ.შ. შოკისა და ლეტალური დასასრულის განვითარებით) შესაძლო განვითარებით.
იშვიათად იყო შეტყობინებები ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპების შესახებ ამლოდიპინის დოზის გადაჭარბების შედეგად, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს გადავადებული დაწყებით (შიგნით მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ) და საჭირო გახდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. პერფუზიისა და გულის წუთმოცულობის შესანარჩუნებლად ადრეული რეანიმაციული ღონისძიებები (მათ შორის, სითხით გადატვირთვა) შესაძლოა ხელშემწყობი ფაქტორები იყოს.
მკურნალობა: სიმპტომური, რომლის ხასიათი დამოკიდებულია პრეპარატის მიღების მომენტიდან გასულ დროსა და სიმპტომების სიმძიმის ხარისხზე. შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას უნდა მოხდეს გულისრევის გამოწვევა (თუ პრეპარატი მიღებულია ცოტახნის წინ) ან ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა. ჯანმრთელ მოხალისეებში აქტივირებული ნახშირის მიღება ეგრევე ან 2 სთ განმავლობაში ამლოდიპინის მიღებიდან, იწვევდა მისი შეწოვის მნიშვნელოვან შემცირებას. პრეპარატ ვამლოსეტის მიღების ფონზე არტერიული წნევის გამოხატული დაწევისას პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე "დაწოლილ" მდგომარეობაში წამოწეული ფეხებით, მიღებული უნდა იქნას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის შემანარჩუნებელი აქტიური ზომები, გულისა და სასუნთქი სისტემის ფუნქციის, მოცირკულირე სისხლის მოცულობის და გამოყოფილი შარდის მოცულობის რეგულარული კონტროლის ჩათვლით. უკუჩვენებების არარსებობისას სისხლძარღვების ტონუსის და არტერიული წნევის აღსადგენად შესაძლებელია სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებების გამოყენება (ფრთხილად). კალციუმის არხების ბლოკადის მოსახსნელად შესაძლებელია ვენაში კალციუმის გლუკონატის ხსნარის შეყვანა.
ვალსარტანისა და ამლოდიპინის გამოყოფა ჰემოდიალიზის ჩატარებისას ნაკლებად სავარაუდოა.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
სამკურნალო საშუალების კლასიფიცირების კოდი
ჰიპოტენზიური კომბინირებული საშუალება (კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორი + ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტი).
ათქ კოდი: C09DB01
5.1. ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული ჰიპოტენზიური პრეპარატი, რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას არტერიული წნევის (აწ) კონტროლის ერთმანეთის შემავსებელი მექანიზმით. ამლოდიპინი, დიჰიდროპირიდინის წარმოებული, მიეკუთვნება კალციუმის "ნელი" არხების ბლოკატორების კლასს, ვალსარტანი - ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების კლასს. ამ კომპონენტების კომბინაციას გააჩნია ერთმანეთის შემავსებელი ჰიპოტენზიური მოქმედება, რაც იწვევს არტერიული წნევის უფრო გამოხატულ დაწევას მათი ცალ-ცალკე გამოყენებისას არტერიულ წნევასთან შედარებით.
ფარმაკოდინამიკა
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინისა და ვალსარტანის კომბინაცია ადიტიურად დოზადამოკიდებულად დოზების თერაპიულ დიაპაზონში ამცირებს არტერიულ წნევას. ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციის ერთი დოზის მიღებისას ჰიპოტენზიური ეფექტი 24 საათის განმავლობაში ნარჩუნდება.
დამტკიცებულია ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციის კლინიკური ეფექტურობა პაციენტებში სუსტი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიით (საშუალო დიასტოლური არტერიული წნევა ≥ 95 მმ ვწყ. სვ. და < 110 მმ ვწყ. სვ.) გართულებების გარეშე პლაცებოსთან შედარებით.
"მჯდომარე" მდგომარეობაში არტერიული წნევის შემცირების დონე არტერიული ჰიპერტენზიისას საშუალო დიასტოლური არტერიული წნევით ≥ 110 მმ ვწყ. სვ. და < 120 მმ ვწეყ. სვ. შედარებადია ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის (აგფ) და თიაზიდური დიურეზულის კომბინაციის გამოყენებასთან.
ჰიპოტენზიური ეფექტი ხანგრძლივად ნარჩუნდება. პრეპარატის მიღების უცებ შეწყვეტას არ ახლავს არტერიული წნევის მკვეთრად მომატება ("მოხსნის" სინდრომი არ არის).
თერაპიული ეფექტურობა დამოკიდებული არ არის პაციენტის ასაკზე, სქესზე, რასაზე და სხეულის მასის ინდექსზე.
ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინირებული თერაპიის გამოყენებისას მიიღწევა არტერიული წნევის შედარებითი კონტროლი პერიფერიული შეშუპებების განვითარების ნაკლები ალბათობით პაციენტებში არტერიული წნევის ადრე მიღწეული კონტროლით და გამოხატული პერიფერიული შეშუპებებით ამლოდიპინით თერაპიის ფონზე.
ამლოდიპინი
ამლოდიპინი - დიჰიდროპირიდინის წარმოებული, „ნელი“ კალციუმის არხების ბლოკატორი, ახდენს ანტიანგინალურ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას. აინჰიბირებს კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ შეღწევას კარდიომიოციტებში და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში. ამლოდიპინის ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პირდაპირი მომადუნებელი ეფექტით სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე, რაც იწვევს სისხლძარღვების ზოგადი პერიფერიული წინააღმდეგობის და არტერიული წნევის შემცირებას.
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით თერაპიულ დოზებში ამლოდიპინი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაწევას ("მწოლიარე" და "მდგომარე" მდგომარეობაში). ამლოდიპინის ხანგრძლივი გამოყენებისას არტერიული წნევის დაწევას არ ახლავს გულის შეკუმშვების სიხშირის და სისხლის პლაზმაში კატექოლამინების კონცენტრაციის არსებითად ცვლილება.
სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაცია კორელირებს კლინიკურ ეფექტთან, როგორც ახალხაზრდა პაციენტებში, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით არტერიული ჰიპერტენზიისას თერაპიული დოზებით ამლოდიპინი იწვევს თირკმელების სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირებას და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის და ფილტრაციის ფრაქციის ცვლილების ან პროტეინურიის გარეშე თირკმლის ეფექტური სისხლდინების გაზრდას.
პაციენტებში მარცხენა პარკუჭის ნორმალური ფუნქციით, სხვა „ნელი“ კალციუმის არხების ბლოკატორის მსგავსად, ამლოდიპინი იწვევს მოსვენებულ მდგომარეობაში და ფიზიკური დატვირთვისას (ან სტიმულირებისას) გულის ფუნქციის ჰემოდინამიკური მაჩვენებლების ცვლილებას: გულის ინდექსის უმნიშვნელოდ გაზრდა, მარცხენა პარკუჭში წნევის აწევის მაქსიმალურ სიჩქარეზე (dP / dt) ან საბოლოო დიასტოლურ წნევაზე ან მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლურ მოცულობაზე არსებითი ზეგავლენის გარეშე. დოზების თერაპიულ დიაპაზონში ამლოდიპინის გამოყენება არ იწვევს უარყოფით ინოტროპულ ეფექტს, ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენების დროსაც კი.
ამლოდიპინი არ ცვლის სინოატრიული კვანძის ფუნქციას ან ატრიოვენტრიკულურ გამტარობას ინტაქტურ ცხოველებში ან ადამიანებში. ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში ამლოდიპინის გამოყენებას პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით ან სტენოკარდიით არ ახლდა ეკგ-ზე არასასურველი ცვლილებები.
დამტკიცებულია ამლოდიპინის კლინიკური ეფექტურობა პაციენტებში დაძაბულობის სტაბილური სტენოკარდიით, ვაზოსპასტიკური სტენოკარდიით და კორონარული არტერიების ანგიოგრაფიულად დადასტურებული დაზიანებით.
ვალსარტანი
ვალსარტანი შიგნით მისაღები, არაცილოვანი ბუნების, ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების სელექციური ანტაგონისტია (АТ1 ტიპის).
არჩევითად აბლოკირებს АТ1 ქვეტიპის რეცეპტორებს, რომლებიც პასუხს აგებენ ანგიოტენზინი II-ის ეფექტებზე. ვალსარტანის ზემოქმედების ქვეშ АТ1-რეცეპტორების ბლოკადის შედეგად ანგიოტენზინი II-ის პლაზმაში კონცენტრაციის გაზრდას შეუძლია АТ2 ქვეტიპის დაუბლოკავი რეცეპტორების სტიმულირება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ეფექტებს АТ1-რეცეპტორების სტიმულირებისას. ვალსარტანს არ გააჩნია აგონისტური აქტივობა АТ1-რეცეპტორების მიმართ. ვალსარტანის მსგავსება АТ1 ქვეტიპის რეცეპტორებთან დაახლოებით 20000-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე АТ2 ქვეტიპის რეცეპტორებთან.
ვალსარტანი არ აინჰიბირებს აგფ, ასევე ცნობილს როგორც კინინაზა II, რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და შლის ბრადიკინინს. აგფ-ზე ზემოქმედების არქონის გამო, არ პოტენცირდება ბრადიკინინის ან P სუბსტანციის ეფექტები, ამიტომ ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების მიღებისას ნაკლებად სავარაუდოა მშრალი ხველის განვითარება. დამტკიცებულია, რომ ვალსარტანით მკურნალობისას მშრალი ხველის განვითარება მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას. ვალსარტანი არ შედის ურთიერთქმედებაში და არ ბლოკავს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონების არხებს, რომლებიც მონაწილეობენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის რეგულირებაში.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას ვალსარტანი ამცირებს არტერიულ წნევას და არ მოქმედებს გულის შეკუმშვათა სიხშირზე.
ვალსარტანის ერთჯერადი დოზის შიგნით მიღების შემდეგ ჰიპოტენზიური ეფექტი ვითარდება 2 სთ-ის განმავლობაში, ხოლო არტერიული წნევის მაქსიმალური დაწევა მიიღწევა 4-6 სთ-ის განმავლობაში. ვალსარტანის ჰიპოტენზიური ეფექტი ნარჩუნდება მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში. ვალსარტანის განმეორებით მიღებისას არტერიული წნევის მაქსიმალური დაწევა, დოზის მიუხედავად, მიიღწევა 2-4 კვირაში და მიღწეულ დონეზე ნარჩუნდება ხანგრძლივი თერაპიის მიმდინარეობისას. ვალსარტანის გამოყენების უცებ შეწყვეტას არ ახლავს არტერიული წნევის მნიშვნელოვნად მომატება ან სხვა არასასურველი მოვლენები ("მოხსნის" სინდრომი).
5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
ხაზოვნება
ამლოდიპინისა და ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკას ხაზოვნება ახასიათებს.
ამლოდიპინი/ვალსარტანი
ამლოდიპინი/ვალსარტანის კომბინაციის შიგნით მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში ვალსარტანის და ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაციები (Сmax) მიიღება 3 სთ და 6-8 სთ-ში, შესაბამისად. შეწოვის სიჩქარე და ხარისხი ვალსარტანის და ამლოდიპინის ბიოშეღწევადობის ექვივალენტურია თითოეული მათგანის ცალ-ცალკე მიღებისას.
ამლოდიპინი
შეწოვა: შიგნით მიღების შემდეგ ამლოდიპინი ნელა აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. Сmax მიიღწევა 6-12 სთ-ში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%-ს. ბიოშეღწევადობა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
განაწილება: განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 21 ლ/კგ. Invitro მონაცემებით: სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება 97,5% შეადგენს.
ბიოტრანსფორმირება: ამლოდიპინი ინტენსიურად (დაახლოებით 90%) მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.
გამოყოფა: სისხლის პლაზმიდან ამლოდიპინი ორ ფაზად გამოიყოფა, ნახევარგამოყოფის (Т1/2) ტერმინალური პერიოდით 30-დან 50 სთ-მდე. სისხლის პლაზმაში წონასწორული კონცენტრაციები მიიღწევა შიგნით ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ 7-8 დღის განმავლობაში. უცვლელი ამლოდიპინის 10% და მეტაბოლიტების სახით ამლოდიპინის 60% თირკმელებით გამოიყოფა.
ვალსარტანი
შეწოვა: ვალსარტანის შიგნით მიღების შემდეგ Сmax მიიღწევა 2-4 საათში. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 23%-ს შეადგენს. საკვებთან ერთად ვალსარტანის მიღებისას აღინიშნება ბიოშეღწევადობის შემცირება ("კონცენტრაცია-დროს" მრუდის ქვეშ ფართობის (AUC) მნიშვნელობით) დაახლოებით 40%-ით, ხოლო Cmax - დაახლოებით 50%-ით. შიგნით მიღების შემდეგ დაახლოებით 8 სთ-ში ვალსარტანის კონცენტრაციები პლაზმაში პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ საკვებთან ერთად, და ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ უზმოზე, სწორდება. AUC-ის შემცირება არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი, ამიტომ ვალსარტანის მიღება შეიძლება საკვების მიღების მიუხედავად.
განაწილება: ვენაში შეყვანის შემდეგ წონასწორული მდგომარეობის პერიოდში ვალსარტანის განაწილების მოცულობა დაახლოებით 17 ლ შეადგენს, რაც მიუთითებს ქსოვილებში ვალსარტანის ექსტენსიური განაწილების არარსებობაზე. ვალსარტანი მნიშვნელოვნად უერთდება სისხლის შრატის ცილებს (94-97%), ძირითადად შრატის ალბუმინს.
ბიოტრანსფორმირება: ვალსარტანი არ ექვემდებარება გამოხატულ მეტაბოლიზმს. მიღებული დოზის მხოლოდ დაახლოებით 20% განისაზღვრება სისხლის პლაზმაში მეტაბოლიტების სახით. ჰიდროქსილური მეტაბოლიტი სისხლის პლაზმაში განისაზღვრება დაბალი კონცენტრაციებით (ვალსარტანის AUC-ის 10%-ზე ნაკლები). ეს მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არაა აქტიური.
გამოყოფა: ვალსარტანი ორ ფაზად გამოიყოფა: α-ფაზა (Т1/2α) 1 სთ-ზე ნაკლები ნახევარგამოყოფის პერიოდით და β-ფაზა დაახლოებით 9 სთ Т1/2β-ით. ვალსარტანი ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა ნაღველით ნაწლავით (დაახლოებით 83%) და თირკმელებით (დაახლოებით 13%). ვენაში შეყვანის შემდეგ ვალსარტანის კლირენსი პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 2 ლ/სთ და მისი კლირენსი თირკმელში შეადგენს 0,62 ლ/სთ (საერთო კლირენსის დაახლოებით 30%). ვალსარტანის Т½ 6 სთ შეადგენს.
ფარმაკოკინეტიკა პაციენტთა ცალკეულ ჯგუფებში
ბავშვები (ასაკი 18 წლამდე)
პაციენტთა ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების შესახებ ფარმაკოკინეტიკური მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე უფროსი)
ახალგაზრდა პაციენტების და ხანდაზმული პაციენტების სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის Сmax (TCmax) მიღწევის დრო ერთნაირია. ხანდაზმულ პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსს გააჩნია შემცირების ტენდენცია, რაც იწვევს AUC и T1/2 გაზრდას.
ხანდაზმულ პაციენტებში ვალსარტანის სისტემური ზემოქმედების (AUC) საშუალო მნიშვნელობები 70%-ით მეტია, ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებში, ამიტომ დოზის გაზრდისას საჭიროა სიფრთხილე.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება. ვალსარტანის კლირენსი თირკმელში შეადგენს სისხლის პლაზმის საერთო კლირენსის დაახლოებით 30%-ს, ამიტომ თირკმელების ფუნქციას და ვალსარტანის სისტემურ ზემოქმედებას (AUC მნიშვნელობით) შორის კორელაცია გამოვლენილი არ არის.
საწყისი დოზის შეცვლა საჭირო არ არის პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი (კკ) 30-50 მლ/წთ).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით ამლოდიპინის კლირენსი დაბალი აქვთ, რაც იწვევს AUC-ის გაზრდას დაახლოებით 40-60%-ით. საშუალოდ, პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (5-6 ქულა ჩაილდ-პიუს სკალით) და ზომიერი (7-9 ქულა ჩაილდ-პიუს სკალით) დარღვევით ვალსარტანის ბიოშეღწევადობა (AUC მნიშვნელობით) ორმაგდება შესაბამისი ასაკის, სქესისა და სხეულის წონის ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
6. ფარმაცევტული თვისებები
6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, კაჟბადის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
აპკიანი გარსი: ოპადრაი II თეთრი (ნაწილობრივ ჰიდროლიზებული პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი), საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
6.2. შეუთავსებლობა
არ გამოიყენება.
6.3. შენახვის ვადა
3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
6.4. განსაკუთრებული რეკომენდაციები შენახვის შესახებ
ინახება არაუმეტეს 30 °С ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
6.5. კონტეინერის აღწერილობა და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 5 მგ + 80 მგ, 5 მგ + 160 მგ, 10 მგ + 160 მგ.
ტაბლეტები 5 მგ + 80 მგ, 5 მგ + 160 მგ, 10 მგ + 160 მგ: 10 ტაბლეტი ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგის კომბინირებული მასალის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.
3, 6, 9 ან 10 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ტაბლეტები 5 მგ + 80 მგ: 14 ტაბლეტი ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგის კომბინირებული მასალის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.
1, 2, 4 ან 7 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ტაბლეტები 5 მგ + 160 მგ, 10 მგ + 160 მგ:
7 ტაბლეტი ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგის კომბინირებული მასალის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.
2, 4, 8 ან 14 კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
6.6. განსაკუთრებული რეკომენდაციები უტილიზების შესახებ
უტილიზების მიმართ სპეციალური მოთხოვნები გათვალისწინებული არ არის.
7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
8. სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი
9. პირველი რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაგრძელების თარიღი
10. ტექსტში ცვლილებების შეტანის თარიღი










