არისეპტი 10მგ #28ტ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
არისეპტი 10 მგ
(Donepezil)
საერთაშორისო დასახელება - donepezil
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - N06DA02
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
10 მგ 28 ტაბლეტი
დონეპეზილი 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა და მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დონეპეზილი წარმოადგენს ფერმენტ აცეტილქოლინესთერაზას სელექტიურ და რევერზიბელურ (შექცევად) ინჰიბიტორს. აცეტილქოლინესთერაზა წარმოადგენს ქოლინესთერაზას დომინანტურ ტიპს თავის ტვინში. დონეპეზილი ახდენს ამ ფერმენტის ინჰიბირებას 1000-ჯერ უფრო ძლიერად ვიდრე ბუტირილქოლინესთერაზისა, რომელიც ძირითადად გვეხვდება ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ.
5 და 10 მგ. დონეპეზილის ერთჯერადი მიღების შემდეგ ერითროციტების მემბრანაში არსებული აცეტილქოლონესთერაზას აქტივობა ითრგუნება შესაბამისად 63,6 და 77,3 %-ით. არსებობს კორელაცია დონეპეზილის მიღების შედეგად ერითროციტების მემბრანის აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიციასა და ADAS -ცოგ შკალის ცვლილებებს შორის (ალცჰაიმერის დაავადების დროს კოგნიტური ფუნქციების შეფასების შკალა.)
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის შეწოვა
დონეპეზილის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათში. პრეპარატის პლაზმური კონცენტრაცია და ფართობი მრუდის ქვეშ მატულობს დოზის პროპორციულად. პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 70 საათს, შესაბამისად ერთჯერადი დოზების სისტემურ მიღებას თანადათანობით მივყავართ სტაბილურ პლაზმურ კონცენტრაციამდე, რაც საშუალოდ მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 2- 3 კვირაში. სტაბილური მდგომარეობის მიღწევის შემდეგ დონეპეზილის პლაზმური კონცენტრაცია და შესაბამისად ფარმაკოდინამიური ეფექტები აღარ განიცდიან მნიშვნელოვან ცვალებადობას დღის მანძილზე. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე.
პრეპარატის განაწილება:
დონეპეზილის 95% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ინფორმაცია მისი აქტიური მეტაბოლიტის, 6-0-დესმეთილდონეპეზილის, პლაზმის ცილებთან შეკავშირების შესახებ არ არსებოს.
დონეპეზილის განაწილების შესახებ სხვადასხვა ქსოვილებში და ორგანოებში ინფორმაცია მწირია, სავარაუდოდ დონეპეზილი და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმში იმყოფებიან 10 დღეზე მეტი დროის მანძილზე.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა:
დონეპეზილის მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში, ხოლო პრეპარატისა და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა ხორციელდება ძირითადად თირკმელების მეშვეობით:
დოზის 79% გამოიყოფა შარდით, ხოლო 21 % განავალით.
ამასთან, შარდში ძირითადად გვხვდება დონეპეზილი. პრეპარატის მეტაბოლიზმის ძირითად პროდუქტებს წაროადგენენ შემდეგი ნაერთები: M1 და M2 (0- დეალკილირებისა და ჰიდროქსილირების პროდუქტები), M11 და M12 (M1 და M2 გლუკუნირების პროდუქტები), M4 (ჰიდროლიზის პროდუქტი) და M6 პროდუქტი ( N-ჟანგვის პროდუქტი)
დონეპეზილისა და მისი პროდუქტების ღვიძლშიდა რეცირკულაციაზე ინფორმაცია არ არსებობს. სქესი, რასა და სიგარეტის მოწევა არ ახდენს გავლენას დონეპეზილის კონცენტრაციაზე პლაზმაში. დონეპეზილის საშუალო კონცენტრაცია დაავდებულთა პლაზამში იდენტურია ჯანმრთელ მოხალისეებში მისი პლაზმური საშუალო კონცენტრაციისა.
ჩვენებები
იოლი და საშუალო სიმძიმის ალცჰაიმერის ტიპის დემენციის სიმპტომური მკურნალობა
მიღების წესები და დოზები
მოზრდილები/ხანშიშესულები
მკურნალობა იწყება 5 მგ-ით, ერთხელ დღეში, 4-6 კვირის მანძილზე, რათა მიღწეულ იყოს სტაბილური პლაზმური კონცენტრაცია და განისაზღვროს ადრეული კლინიკური ეფექტი. ერთი თვის შედგომ ერჯერადი დღიური დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 10მგ-მდე, რაც წარმოადგენს მაქსიმალურ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შემანარჩუნებელი თერაპია გრძელდება თერაპიული ეფექტის არსებობამდე, რაც რეგულარულად უნდა შეფასდეს.
პაციენტები ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევით:
ღვიძლის ფუნქციების იოლი და საშუალოდ გამოხატული დარვევა, ასევე თირკმლის ფუნქციის მოშლა არ ახდენს რეალურ გავლენას დონეპეზილის ჰიდროქლორიდის კლირენსზე, ამიტომ ასეთ პაციენტებს პრეპარატი ეძლევათ ჩვეულებრივი სქემით.
გვერდითი მოვლენები
უფრო ხშირი გვერდითი მოვლენებია(>5%) დიარეა, გულისრევა, პირღებინება, კუნთოვანი სპაზმები, დაღლილობა, უძილობა
იშვიათი გვერდითი მოვლენებია: გულისწასვლა, ბრადიკარდია, სინოატრიალური და ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
ლაბორატორიული მაჩვენებლები: შესაძლებელია კუნთოვანი კრეატინკინაზას რაოდენობის უმნიშვნელო ზრდა სისხლის შრატში. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ლაბორატორიული ცვლილებანი არისეპტით მკურნალობის ფონზე არ გამოვლენილა.
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პაციენტებს ასევე აღენიშნათ თავის ტკივილი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი, ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევებს, დარღვევებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრიდან და თავბრუსხვევას. არსებობს მონაცემები ჰალუცინაციების შესახებ, ასევე შფოთვის, აგრესიული ქცევის, ეპილეფსიური გულყრების,თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და კუჭ-ნაწლავთა ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების შესახებ.
გვერდითი სიმპტომები, რომლებიც გამოვლინდა არაუმეტეს პაციენტთა 2%-ში არის შემდეგი:
საერთო ხასიათის: თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი. უბედური შემთხვევები.
კარდიოვასკულური სისტემის მხრივ: კოლაფსი
გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, პირღებინება, ანორექსია .
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კუნთების ფასციკულაცია.
ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავბრუსხვევა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა დონეპეზილის ჰიდროქლორიდისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი, ასევე პიპერიდინის წარმოებულებისამდი.
სიფრთხილით:
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები ( მათ შორის ბრონქული ასთმა), ასევე გულის რითმის დარღვევები( შესაძლებელია პრეპარატის ვაგოტონური ზემოქმედება გულისცემის სიხშირეზე, კერძოდ ბრადიკარდია), პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ანესთეზიის დროს, ასევე პაციენტებში, რომელთაც აქვთ წყლულოვანი დაავადების განვითარების მაღალი რისკი(მაგალითად პაციენტები, რომელთაც ანამნეზში ჰქონდათ წყლული ან იღებენ არასტეროიდულ ანტიანთებით პრეპარატებს), თუმცა არისეპტით მკურნალობის დროს არ გამოვლენილა პეპტიური წყლულების წარმოქმნის მომატებული სიხშირე ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
აუცილებელია მოვერიდოთ დონეპეზილის ჰიდროქლორიდის დანიშვნას აცეტილქოლინესთერაზას სხვა ინჰიბიტორებთან ერთად, ასევე ქოლინერგული სისტემის აგონისტებთან და ანტაგონისტებთან ერთად.
დონეპეზილის ჰიდროქლორიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი ბავშვებში, შესაბამისად არა არის რეკომენდებული არისეპტის დანიშვნა ბავშვებისათვის.
ორსულობა და ლაქტაცია
არ ჩატარებულა კონტროლირებადი კვლევები არისეპტის გამოყენებისა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. არ არსებობს ინფორმაცია დონეპეზლის შემცველობისა დედის რძეში. პრეპარატი ენიშნება ორსულ ქალებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მოსალოდნელი დადებითი შედეგი მნიშვნელოვნად აჭარბებს ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
ზოგადი ანესთეზია: პრეპარატი (ქოლინესთერაზას ინჰიბიტორი) აძლიერებს ჩონჩხის კუნთების რელაქსაციას სუქცინილქოლინის ტიპის პრეპარატებით მიორელაქსაციის დროს.
კარდიოვასკულური სისტემა: ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებს გააჩნია ვაგოტონური ზეგავლენა სინოატრიალურ და ატრიოვენტრიკულურ კვანძზე, რაც შესაბამისად ვლინდება ბრადიკარდიით ან გულის ბლოკადით. აღწერილია სინკოპეალური ეპიზოდები არისეპტით მკურნალობის დროს.
გასტროინტესტინური სისტემა: ქოლინერგული აქტივობის ზრდის გამო იზრდება კუჭის წვენის სეკრეცია. შესაბამისად აუცილებელია მონიტორინგი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადების და/ან სისხლდენის დროს. თავისი ფარმაკოლოგური თვისებებიდან გამომდინარე პრეპარატი იწვევს დიარეას, პირღებინებას და გულისრევას. აღნიშნული სიმპტომები ხშირად მსუბუქი ხასიათისაა და 1-3 კვირაში ქრება
ნერვული სისტემა: ვარაუდობენ, რომ ქოლინომიმეტურ საშუალებებს შეუძლიათ გენერალიზებული გულყრების გამოწვევა. თუმცა ყურადსაღებია, რომ გულყრები შეიძლება იყოს ალცჰაიმერის დაავადების მანიფესტირების სიმპტომი.
რესპირატორული სისტემა
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ასთმა ან ფილტვების ობსტრუქციული დაავადებები.
არისეპტით შემანარჩუნებელი თერაპია მიმდინარეობს კლინიკური ეფექტის არსებობამდე. კლინიკური ეფექტის შეწყვეტის დროს საჭიროა პრეპარატის მოხსნა. პრეპარატის მოხსნის შემდგომ სახეზეა არისეპტის მოქმედების თანდათანობითი შემცირება. პრეპარატის სწრაფად მოხსნის შემთხვევაში არ აქვს ადგილი “მოხსნის ფენომენს”
ჭარბი დოზირება
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორების ჭარბი დოზირება იწვევს ქოლინერგული კრიზის სიმპტომატიკას - პირღებინება, გულისრევა, სალივაცია, ოფლიანობა, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, რესპირატორული დეპრესია, კოლაფსი და გულყრა. შესაძლებელია კუნთოვანი სისუსტის განვითარება, რამაც თუკი პროცესში ჩათრეულია რესპირატორული კუნთები, შეიძლება მიგვიყვანოს ლეტალურ გამოსავალამდე.
დოზის გადაჭარბებისას რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა. როგორც ანტიდოტი გამოიყენება ატროპინის სულფატი დოზით 1-2 მგ ინტრავენურად, შემდგომი დოზის ცვალებადობა ხდება ეფექტის მიხედვით. არ არსებობს ინფორმაცია დონეპეზილისა და მისი მეტაბოლიტების დიალიზის გზით პლაზმიდან მოცილების თაობაზე (ჰემოდიალიზი, პერიტონეალური დიალიზი და ჰემოფილტრაცია)
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დონეპეზილის ჰიდოქლორიდი და მისი მეტაბოლიტები არ ახდენენ თეოფილინის,ვარფარინის, ციმეტიდინის, დიგოქსინის,თიორიდაზინის, რისპერიდონისა და სერტრალინის მეტაბოლიზმის ინჰიბირებას. ციმეტიდინის, დიგოქსინის,თიორიდაზინის, რისპერიდონისა და სერტრალინის მიღება არ ახდენს ზეგავლენს დონეპეზილის მეტაბოლიზმზე.
პაციენტებში პარკინსონის დაავადებით, რომლებიც მკურნალობდნენ ლევოდოფით ან კარბიდოფით, დონეპეზილის ჰიდროქლირიდის მიღება 21 დღის მანძილზე არ ახდენედა ზეგვალენას აღნიშნული პრეპარატების პლაზმურ კონცენტრაციაზე, ასევე არ ახდენდა ზეგავლენას ფიზიკურ აქტივობაზე.
დონეპეზილის მეტაბოლიზმში მონაწილეობს ციტოქრომ P450-3A4 იზოფერმენტი, ასევე მცირედ 2D6 იზოფერმენტი. კეტოკონაზოლი და ქინიდინი (CYP 3A4 და 2D6 იზოფერმენტის ინჰიბიტორები) თრგუნავენ არისეპტის მეტაბოლიზმს, შესაბამისად CYP 3A4 იზოფერმენტის სხვა ინჰიბიტორებს, მაგალითად იტრაკონაზოლსა და ერითრომიცინს, ასევე 2D6 იზოფერმენტის ინჰიბიტორებს მაგალითად ფლუოქსეტინს შეუძლიათ დათრგუნონ არისეპტის მეტაბოლიზმი. მოხალისეებში კეტოკონაზოლი იწვევს დონეპეზილის პლაზმური კონცენტრაციის მატებას დაახლოებით 30%-ით, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ სხვა პრეპარატებზე, რომელთა მეტაბოლიზმი ხორცილდება CYP 3A4 ფერმენტით კეტოკონაზოლის გავლენა შეუდარებლად მაღალია, შესაბამისად დონეპეზილის მეტაბოლიზმზე მისი ზეგავლენა კლინიკურად მნიშვნელოვან პარამეტრებს არ უახლოვდება.
CYP 3A4 ფერმენტის ინდუქტორები, მაგალითად ფენიტოინი, კარბამაზეპინი, რიფამპინიცინი და ალკოჰოლი ზრდიან პრეპარატის ელიმინაციის სიჩქარეს და შესაბამისად ამცირებენ დონეპეზილის პლაზმურ კონცენტრაციას. თუმცა უცნობია ხარისხი ასეთი მოქმედებისა, შესაბამისად ამ პრეპარატების ერთდროული დანიშვნა ხდება სიფრთხილით.
დონეპეზილის ჰიდროქლორიდი შესაძლებელია ხელს უშლიდეს ანტიქოლინერგული აქტივობის მქონე პრეპარატების მოქმედებას. ამასთანავე ერთდროული მიღებისას არისეპტმა შესაძლებლია გამოიწვიოს სუქცილინქოლინის მოქმედების პოტენცირება, ასევე სხვა მიორელაქსანტების, ქოლინერგული რეცეპტორების აგონისტებისა და ბეტა ბლოკატორების მოქმედების პოტენცირება. თუმცა ინ ვიტრო ჩატარებულმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ დონეპეზილის ზემოქმედება სუქცინილქოლინის ჰიდროლიზზე მინიმალურია.
სხვა ქოლინომიმეტიკებისა და დონეპეზილის ერთდროული მიღების დროს აღწერილია არტერიული წნევისა და გულისცემის სიხშირის ატიპიური ცვლილებები.
მწარმოებელი:
Pfizer