კო-ვამლოსეტი10/160/25მგ#30ტ

კო-ვამლოსეტი10/160/25მგ#30ტ

27.02 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: კრკა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ამლოდიპინი+ვალსატანი+ჰიდროქლორთიაზიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 88468
გააზიარე:

სამკურნალო პრეპარატის ზოგადი დახასიათება  

1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება

კო-ვამლოსეტი 5 მგ + 160 მგ + 12,5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

კო-ვამლოსეტი 10 მგ + 160 მგ + 12,5 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

კო-ვამლოსეტი 10 მგ + 160 მგ + 25 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

 

2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ამლოდიპინი + ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდი.

კო-ვამლოსეტი, 5 მგ + 160 მგ + 12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 6,94 მგ ამლოდიპინის ბეზილატს (ამლოდიპინის ბესილატს), რაც 5 მგ ამლოდიპინის, 160 მგ ვალსარტანის და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ეკვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები, რომელთა არსებობაც გასათვალისწინებელია სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში: ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი (იხ. 4.4 პუნქტი).

კო-ვამლოსეტი, 10 მგ + 160 მგ + 12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 13,88 მგ ამლოდიპინის ბეზილატს (ამლოდიპინის ბესილატს), რაც 10 მგ ამლოდიპინის, 160 მგ ვალსარტანის და 12,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ეკვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები, რომელთა არსებობაც გასათვალისწინებელია სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში: ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი (იხ. 4.4 პუნქტი).

კო-ვამლოსეტი, 10 მგ + 160 მგ + 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 13,88 მგ ამლოდიპინის ბეზილატს (ამლოდიპინის ბესილატს), რაც 10 მგ ამლოდიპინის, 160 მგ ვალსარტანის და 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდის ეკვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები, რომელთა არსებობაც გასათვალისწინებელია სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში: ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი (იხ. 4.4 პუნქტი).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ 6.1 პუნქტში.

 

3. წამლის ფორმა

კო-ვამლოსეტი, 5 მგ + 160 მგ + 12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პრეპარატი წარმოადგენს ოვალურ, ორმხრივ ამოზნექილ ტაბლეტებს, დაფარულს აპკიანი გარსით, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ერთ მხარეს K1 გრავირებით.

გადატეხის ადგილზე: თეთრი ან თითქმის თეთრი ხორკლიანი ზედაპირი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის გარსით.

კო-ვამლოსეტი, 10 მგ + 160 მგ + 12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პრეპარატი წარმოადგენს ოვალურ, ორმხრივ ამოზნექილ ტაბლეტებს, ვარდისფერი აპკიანი გარსით დაფარული K2 გრავირებით ერთ მხარეს.

გადატეხის ადგილზე: თეთრი ან თითქმის თეთრი ხორკლიანი ზედაპირი ვარდისფერი აპკიანი გარსით.                                                            

კო-ვამლოსეტი, 10 მგ + 160 მგ + 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პრეპარატი წარმოადგენს ოვალურ, ორმხრივ ამოზნექილ ტაბლეტებს, ყავისფერ-მოყვითალო ფერის აპკიანი გარსით დაფარული  K4 გრავირებით ერთ მხარეს.

გადატეხის ადგილზე: თეთრი ან თითქმის თეთრი ხორკლიანი ზედაპირი ყავისფერ-ყვითელი აპკიანი გარსით.                                           

 

4. კლინიკური მონაცემები

4.1. გამოყენების ჩვენებები

პრეპარატის გამოყენება ნაჩვენებია მოზრდილებში.

II და III ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია.

 

4.2. დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

დოზირების რეჟიმი

რეკომენდირებული დღიური დოზა - 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ამლოდიპინს + ვალსარტანს + ჰიდროქლოროთიაზიდს დოზით 5 მგ + 160 მგ + 12,5 მგ, 10 მგ + 160 მგ + 12,5 მგ (პრეპარატ კო-ვამლოსეტის სახით, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 5 მგ + 160 მგ +12,5 მგ, 10 მგ + 160 მგ + 12,5 მგ) ან 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ამლოდიპინს + ვალსარტანს + ჰიდროქლოროთიაზიდს დოზით 10 მგ + 160 მგ + 25 მგ (პრეპარატ კო-ვამლოსეტის სახით, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 10 მგ + 160 მგ + 25 მგ), დღეში ერთხელ.

მოხერხებულობისათვის პაციენტები, რომლებიც იღებენ მონოთერაპიას ამლოდიპინით, ვალსარტანით და ჰიდროქლოროთიაზიდით ცალკე ტაბლეტებით, შეიძლება გადაყვანილნი იქნან თერაპიაზე კო-ვამლოსეტის პრეპარატით, რომელიც შეიცავს აქტიური ნივთიერებების იგივე დოზებს. არტერიული წნევის (აწ) არასაკმარისი კონტროლისას, ორმაგი კომბინირებული თერაპიის ფონზე (ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდი, ამლოდიპინი + ვალსარტანი და ამლოდიპინი + ჰიდროქლოროთიაზიდი), პაციენტები შეიძლება გადაყვანილნი იქნან პრეპარატ  კო-ვამლოსეტის სამმაგ კომბინირებულ მკურნალობაზე შესაბამისი დოზებით. პრეპარატ კო-ვამლოსეტის დოზის შერჩევა ხდება იმ მონოკომპონენტიანი სამკურნალო პრეპარატების დოზების ადრე ჩატარებული ტიტრირების შემდეგ, რომლებიც შეიცავს პრეპარატ კო-ვამლოსეტის შემადგენლობაში შემავალ აქტიურ ნივთიერებებს. თუ საჭირო იქნება პრეპარატ კო-ვამლოსეტის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე აქტიური ნივთიერების დოზის შეცვლა (მაგალითად, ახლად დიაგნოსტირებულ დაავადებასთან, პაციენტის მდგომარეობის ცვლილებასთან და მედიკამენტურ ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით), მაშინ აუცილებელია ცალკეული კომპონენტების დოზების ინდივიდუალური შერჩევა.

ნატრიუმის დეფიციტის და (ან) ჰიპოვოლემიის მქონე პაციენტებში (მაგალითად, პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკების მაღალ დოზებს) შესაძლებელია სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება პრეპარატ კო-ვამლოსეტით თერაპიის დასაწყისში. მოცემული კომბინაციის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ ჰიპონატრიემიის და (ან) ჰიპოვოლემიის კორექციის შემდეგ. 

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება დოზაზე დამოკიდებული გვერდითი ეფექტები პრეპარატ კო-ვამლოსეტის ნებისმიერი კომპონენტების ორმაგი კომბინირებული თერაპიის გამოყენებისას, აწ-ის შესადარებელი დაქვეითების მისაღწევად შესაძლებელია პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენება იმ აქტიური ნივთიერების უფრო დაბალი დოზით, რომელმაც გამოიწვია ეს გვერდითი ეფექტი.

დოზის გაზრდა შესაძლებელია თერაპიის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ.

პრეპარატ კო-ვამლოსეტის მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აღინიშნება დოზის გაზრდიდან 2 კვირის შემდეგ.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები

პრეპარატის დოზის კორექცია არ არის საჭირო. ამ კატეგორიის პაციენტებში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საწყისი დოზის შემცირება ამლოდიპინის მინიმალური დოზის შემცველ დოზამდე, ანუ, 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ამლოდიპინს + ვალსარტანს + ჰიდროქლოროთიაზიდს დოზით 5 მგ + 160 მგ + 12,5 მგ (პრეპარატ კო-ვამლოსეტის სახით, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 5 მგ + 160 მგ + 12,5 მგ) ან 5 მგ + 160 მგ + 25 მგ (პრეპარატ კო-ვამლოსეტის სახით, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 5 მგ + 160 მგ + 25 მგ).      

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სიმძიმის დარღვევის მქონე პაციენტებში (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (გფს) ≥30 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე  მაჩვენებლიდან ≤90 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე მაჩვენებლამდე) არ არის საჭირო საწყისი დოზის კორექცია. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში  (გფს ˂30 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე), პრეპარატის შემადგენლობაში ჰიდროქლოროთიაზიდის არსებობის გამო.

თიაზიდური დიურეტიკების გამოყენება თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტების მონოთერაპიაში  (გფს ˂30 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) არაეფექტურია, მაგრამ ერთდროული გამოყენება “მარყუჟოვან” დიურეტიკებთან ამ კატეგორიის პაციენტებში შესაძლებელია.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

პრეპარატი კო-ვამლოსეტი, მის შემადგენლობაში ამლოდიპინის, ვალსარტანისა და ჰიდროქლოროთიაზიდის არსებობის გამო, უკუნაჩვენებია ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში (>9 ქულა ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით). ქოლესტაზის გარეშე ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 80 მგ ვალსარტანს, და ამიტომ პრეპარატი კო-ვამლოსეტი (შეიცავს 160 მგ ვალსარტანს) ვერ გამოიყენება პაციენტთა ამ ჯგუფში (იხ. 4.3., 4.4., 5.2 პუნქტები). რეკომენდაციები ამლოდიპინის დოზირებასთან დაკავშირებით ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში  არ არის შემუშავებული. ამ კატეგორიის პაციენტებში, საჭიროების შემთხვევაში, პრეპარატი უნდა დაინიშნოს ამლოდიპინის მინიმალური დოზით.

ბავშვები

ვინაიდან პრეპარატ კო-ვამლოსეტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში (18 წელზე უმცროსი ასაკის) არ არის დადგენილი, პრეპარატი არ არის რეკომენდირებული გამოსაყენებლად ამ კატეგორიის პაციენტებში.

გამოყენების წესი

პრეპარატი კო-ვამლოსეტი მიიღება შიგნით, დღეში ერთხელ, უმჯობესია დილის საათებში; საჭიროა ტაბლეტის გადაყლაპვა მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით, საკვების მიღების დროის მიუხედავად.

 

4.3. უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა ამლოდიპინის, ვალსარტანის, ჰიდროქლოროთიაზიდის ან პრეპარატის ნებისმიერი  დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია 6.1 პუნქტში.
  • ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდის და დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების მიმართ.
  • პაციენტებში მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება ან ანგიოთენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტით წინა თერაპიის ფონზე შეშუპება.
  • თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (>9 ქულა ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით), ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი.
  • თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (გფს ˂30 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე), ანურია, პაციენტები ჰემოდიალიზზე.
  • ადეკვატური თერაპიისადმი რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია, ასევე ჰიპერურიკემია კლინიკური გამოვლინებებით.
  • მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური აწ ˂ 90 მმ ვცხ. წყ. სვ.), კოლაფსი, კარდიოგენური შოკი.
  • მარცხენა პარკუჭის სადინარი ტრაქტის ობსტრუქცია (მათ შორის რთული აორტული სტენოზი).
  • ჰემოდინამიურად არასტაბილური გულის უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ.
  • ალისკირენთან და ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენება შაქრიანი დიაბეტით ან/და თირკმლის ფუნქციის ზომიერი და მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში (გფს ˂60 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე).
  • ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენება პაციენტებში დიაბეტური ნეფროპათიით.
  • ორსულობა, ორსულობის დაგეგმვა, ლაქტაციის პერიოდი (იხ. 4.6 პუნქტი).

 

4.4. განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

გამოიყენება სიფრთხილით

თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზი ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი; ისეთი მდგომარეობების დროს, რასაც ახლავს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის (ცსმ) შემცირება და წყალ-ელექტროლიტური დარღვევები: ნეფროპათია, რასაც ახლავს მარილების დაკარგვა, თირკმელების ფუნქციის პრერენალური (კარდიოგენური) დარღვევა; მიტრალური ან აორტული სტენოზი, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია; III-IV ფუნქციონალური კლასის ქრონიკული გულის უკმარისობა (გქუ) NYHA კლასიფიკაციის მიხედვით; მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (მწვავე პერიოდში და მის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში); მწვავე კორონალური სინდრომი, არასტაბილური სტენოკარდია; ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი (5-6 ქულა ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით) და საშუალო (7-9 ქულა ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით) ხარისხის დარღვევები;  ნაღვლმდენი გზების ობსტრუქციული დაავადებები ქოლესტაზის გამოვლენის გარეშე; სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (გამოხატული ტაქიკარდია, ბრადიკარდია); შაქრიანი დიაბეტი; სისტემური წითელი მგლურა; ჰიპერურიკემია; სისხლის პლაზმაში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების მომატებული კონცენტრაცია; ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპოქლორემია; კანის არამელანომური კიბო (კამკ) ანამნეზში (იხ. 4.4 პუნქტი); მდგომარეობა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ; ხანდაზმული ასაკის პაციენტები; კალიუმის შემცველ საკვებ დანამატებთან, კალიუმის შემნახველი დიურეტიკებთან და სხვა პრეპარატებთან, მარილის შემცვლელებთან, ასევე ისეთ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობა (მაგალითად, ჰეპარინი); იზოფერმენტის CYP3A4 ინჰიბიტორებთან ან ინდუქტორებთან ერთდროული გამოყენება; პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი; QT ინტერვალის გახანგრძლივება ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ); ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ,,პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭისებრი ტაქიკარდია ან QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე; ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოკალიემია, საგულე გლიკოზიდების, ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენება; ჰიპერპარათირეოზი; ანამნეზში ალერგიული რეაქციები პენიცილინზე.

ამლოდიპინი

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი

გულის მძიმე იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში ამლოდიპინის მიღების დაწყებიდან (ან დოზის გაზრდის შემდეგ) შესაძლოა განვითარდეს სტენოკარდიული შეტევა ან მიოკარდიუმის ინფარქტი.

აორტული და (ან) მიტრალური სარქველის სტენოზი

სხვა ვაზოდილატორული პრეპარატებით მკურნალობის მსგავსად, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ამ პრეპარატის იმ პაციენტებში გამოყენებისას, რომელთაც აღენიშნებათ მიტრალური ან/და რთული აორტული სტენოზი.

პერიფერიული შეშუპება

ამლოდიპინის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას, არსებობს პერიფერიული შეშუპებების განვითარების რისკი.

ვალსარტანი

ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებთან, კალიუმის შემცველ ან კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებთან და ისეთ სხვა პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის გაზრდა (მაგალითად, ჰეპარინი), აუცილებელია სიფრთხილე და სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი.

თირკმლის ტრანსპლანტაცია

თირკმლის ტრანსპლანტაციას დაქვემდებარებულ პაციენტებში ვალსარტანის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ჰიდროქლოროთიაზიდი

თირკმელების ფუნქციის დარღვევები

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჰიდროქლოროთიაზიდმა შესაძლოა გამოიწვიო აზოტემია. თირკმლის უკმარისობისას შესაძლებელია ჰიდროქლოროთიაზიდის კუმულაცია.

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში აუცილებელია კრეატინინის კლირენსის (კკ) პერიოდული კონტროლი. თირკმელების ფუნქციის დარღვევის პროგრესირების ან/და ოლიგურიის (ანურია) გამოვლენის შემთხვევაში ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები

თიაზიდური დიურეტიკების გამოყენებისას ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შესაძლებელია ღვიძლის ენცეფალოპათიის განვითარება. მძიმე ხარისხის ღვიძლის უკმარისობის ან ღვიძლის ენცეფალოპათიის  მქონე პაციენტებში თიაზიდების გამოყენება უკუნაჩვენებია. მსუბუქი და ზომიერი ხარისხის  ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში და (ან) ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებების დროს ჰიდროქლოროთიაზიდი მიიღება სიფრთხილით, რადგან წყალ-ელექტროლიტური ბალანსის თუნდაც მცირე ცვლილებამ და სისხლის შრატში ამონიუმის დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის კომა. ენცეფალოპათიის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დიურეტიკების მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

წყალ-ელექტროლიტური ბალანსი და მეტაბოლური დარღვევები

თიაზიდურმა დიურეტიკებმა (მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდმა) შესაძლოა გამოიწვიოს ცსმ-ის შემცირება (ჰიპოვოლემია) და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები (მათ შორის ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი). წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების კლინიკური სიმპტომებია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, წყურვილი, სისუსტე, უღონობა, დაღლილობა, ძილიანობა, მოუსვენრობა, კუნთების ტკივილი და კრუნჩხვები, კუნთების სისუსტე, აწ-ს გამოხატული დაქვეითება, ოლიგურია, ტაქიკარდია, არითმია და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (როგორიცაა გულისრევა და ღებინება). პაციენტებში, რომლებიც იტარებენ თერაპიას ჰიდროქლოროთიაზიდით (განსაკუთრებით მკურნალობის გახანგრძლივებული კურსით), აუცილებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის კლინიკური სიმპტომების, სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის რეგულარული კონტროლი.

ნატრიუმი

ყველა დიურეზულმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპონატრიემია, რაც ზოგჯერ შესაძლოა იწვევს მძიმე გართულებებს. ჰიპონატრიემიამ და ჰიპოვოლემიამ შესაძლოა გამოიწვიოს გაუწყლოება და ორთოსტაზული ჰიპოთენზია. ქლორის იონების შემცველობის თანმდევმა შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს მეორადი კომპენსატორული მეტაბოლური ალკალოზი, თუმცა ამ ეფექტის გამოვლენის სიხშირე და ხარისხი უმნიშვნელოა. მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდებულია სისხლის პლაზმაში ნატრიუმის იონების შემცველობის განსაზღვრა და ამ მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების ფონზე.

კალიუმი

თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეტიკების გამოყენებისას, არსებობს სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის მკვეთრი შემცირების და ჰიპოკალიემიის განვითარების  რისკი (კალიუმის შემცველობა 3,4 მმოლ/ლ-ზე ნაკლები). ჰიპოკალიემია ზრდის გულის რითმის დარღვევის განვითარების რისკს (მათ შორის მძიმე არითმიის) და აძლიერებს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურ მოქმედებას. გარდა ამისა, ჰიპოკალიემია (ისევე როგორც ბრადიკარდია) წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც ხელს უწყობს ,,პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭისებრი ტაქიკარდიის განვითარებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.

ჰიპოკალიემია წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს შემდეგი ჯგუფების პაციენტებში: ხანდაზმულ პირები, პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იტარებენ თერაპიას ანტიარითმიული და არაანტიარითმიული პრეპარატებით, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ,,პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭისებრი ტაქიკარდია ან გაზარდოს QT  ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე, თირკმლის ფუნქციის დარღვევის, გულის იშემიური დაავადების, გქუ-ის მქონე პაციენტები. გარდა ამისა, მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან პაციენტები, რომლებთაც ახასიათებთ გახანგრძლივებული QT ინტერვალი. ამავდროულად, არ აქვს მნიშვნელობა, გამოწვეულია ეს გახანგრძლივება თანდაყოლილი მიზეზებით თუ მედიკამენტის ზემოქმედებით.

ყველა აღწერილ შემთხვევაში აუცილებელია ჰიპოკალიემიის განვითარების რისკის თავიდან აცილება და სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლი. სისხლის პლაზმაში კალიუმის იონების შემცველობის პირველი შემოწმება უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან პირველივე კვირის განმავლობაში. ჰიპოკალიემიის განვითარების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ჰიპოკალიემიის კორექტირება შესაძლებელია კალიუმის შემცველი პრეპარატების ან კალიუმით მდიდარი საკვები პროდუქტის (ხილის ჩირი, ხილი, ბოსტნეული) მიღების შედეგად.

კალციუმი

თიაზიდურმა დიურეტიკებმა შესაძლოა შეამციროს თირკმელებით კალციუმის იონების გამოყოფა, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში კალციუმის დონის უმნიშვნელო და დროებით გაზრდას. ზოგიერთ პაციენტებში, თიაზიდური დიურეტიკების ხანგრძლივი გამოყენებისას, აღინიშნებოდა ფარისებრი ჯირკვლების პათოლოგიური ცვლილებები ჰიპერკალციემიისა და ჰიპერფოსფატემიის თანხლებით, მაგრამ ჰიპერპარათირეოზისთვის ტიპიური გართულებების (ნეფროლითიაზი, ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, წყლულოვანი დაავადება) გარეშე. გამოხატული ჰიპერკალციემია შესაძლოა იყოს ადრე არადიაგნოსტირებული ჰიპერპარათირეოზის ნიშანი. კალციუმის მეტაბოლიზმზე ზეგავლენის გამო თიაზიდებმა შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე. თიაზიდური დიურეტიკების (მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდის) მიღება უნდა შეწყდეს ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის გამოკვლევამდე.

მაგნიუმი

დადგენილია, რომ თიაზიდები ზრდიან თირკმელებით მაგნიუმის გამოყოფას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპომაგნიემია. ჰიპომაგნიემიის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

გლუკოზა

თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა. გამოხატული ან ლატენტურად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას, აუცილებელია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების დოზის კორექცია.

შარდმჟავა

ნიკრისის ქარის (პოდაგრა) მქონე პაციენტებში შესაძლოა შეტევების წარმოქმნის სიხშირის გაზრდა ან დაავადების მიმდინარეობის გამწვავება. აუცილებელია ნიკრისის ქარისა და შარდმჟავას მეტაბოლიზმის დარღვევის (ჰიპერურიკემია) მქონე პაციენტების საგულდაგულოდ კონტროლი.

ლიპიდები

ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

ქორიოინული ეფუზია/მწვავე მიოპია/მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომა

პრეპარატებმა, რომლებიც შეიცავს სულფონამიდს ან სულფონამიდის წარმოებულებს, მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდმა, შესაძლოა გამოიწვიოს იდიოსინკრატული რეაქცია, რომლებიც იწვევს ქორიონულ ეფუზიას მხედველობის ველების დეფექტით, ტრანზიტორულ მიოპათიასა და მწვავე დახურულკუთხოვან გლაუკომას. სიმპტომები მოიცავს: მხედველობის სიმკვეთრის უეცარ დაქვეითებას ან თვალების ტკივილს, რაც ვლინდება, როგორც წესი, ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. მკურნალობის გარეშე მწვავე დახურულკუთხოვანმა გლაუკომამ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებელია ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების სასწრაფოდ შეწყვეტა. თუ თვალშიგა წნევა არაკონტროლირებადი რჩება, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი მედიკამენტოზური მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა. მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების რისკ-ფაქტორი არის ალერგიული რეაქცია სულფონამიდებზე ან პენიცილინზე ანამნეზში.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

არსებობს ცნობები, რომ თიაზიდურმა დიურეტიკებმა (მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდმა) შესაძლოა გამოიწვის სისტემური წითელი მგლურას გამწვავება ან პროგრესირება, ასევე მგლურას მსგავსი რეაქციები.

პაციენტებში, რომლებიც იღებენ თიაზიდურ დიურეტიკებს, შესაძლოა აღინიშნოს ასევე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ არსებობს მითითებები ალერგიულ რეაქციებზე ან ბრონქულ ასთმაზე ანამნეზში.

ფოტომგრძნობელობა

დაფიქსირდა ფოტომგრძნობელობის რეაქციების განვითარების შემთხვევები თიაზიდური დიურეტიკების მიღებისას. ფოტომგრძნობელობის გამოვლენის შემთხვევაში, ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების ფონზე, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

კანის არამელანომური კიბო (კამკ)

ორ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში, დანიური ეროვნული ონკოლოგიური რეგისტრის მონაცემების გამოყენებით,  აღინიშნა ამკკ-ის (ბაზალურუჯრედოვანი კარცინომისა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის) განვითარების რისკის ზრდა ჰიდროქლოროთიაზიდის კუმულაციური დოზის გაზრდისას. კამკ-ის განვითარების რისკი იზრდება ჰიდროქლოროთიაზიდის ხანგრძლივი გამოყენების დროს, ხოლო განვითარების პოტენციური მექანიზმი შესაძლოა იყოს ჰიდროქლოროთიაზიდის ფოტომასენსიბილიზირებელი ზემოქმედება.

პაციენტები, რომლებიც იღებენ ჰიდროქლოროთიაზიდს მონოთერაპიის სახით ან სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში, უნდა იქნენ გაფრთხილებულნი კამკ-ის განვითარების რისკისა და კანის რეგულარული შემოწმების საჭიროების შესახებ, როგორც ნებისმიერი ახალი საეჭვო ცვლილებების, ისე უკვე არსებული ცვლილებების  გამოვლენის მიზნით.

კანის ყველა საეჭვო ცვლილების შესახებ დაუყონებლივ უნდა ეცნობოს ექიმს. კანის საეჭვო მონაკვეთები გამოკვლეული უნდა იქნეს სპეციალისტის მიერ. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით შესაძლებელია საჭირო გახდეს კანის ბიოპტატების ჰისტოლოგიური ანალიზი.

ამკკ-ის განვითარების რისკის შემცირების მიზნით პაციენტებს უნდა გაეწიოთ ისეთი პროფილაქტიკური ზომების დაცვის რეკომენდაცია, როგორიცაა მზის სინათლის ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შეზღუდვა, ასევე შესაბამისი დამცავი საშუალებების გამოყენება.

ანამნეზში არამელანომური კანის კიბოს მქონე პაციენტების შემთხვევაში რეკომენდებულია ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების მიზანშეწონილობის განხილვა.

მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობა

ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობის ძალიან იშვიათი შემთხვევები, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის (მრდს) ჩათვლით. უმეტეს შემთხვევაში, ფილტვის შეშუპება ვითარდება ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში. საწყისი სიმპტომები მოიცავს ქოშინს, ცხელებას, ფილტვების მდგომარეობის გაუარესებასა და არტერიულ ჰიპოტენზიას. მრდს-ს განვითარებასთან დაკავშირებული ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. ჰიდროქლოროთიაზიდი არ უნდა დაინიშნოს პაციენტებისთვის, რომლებსაც ადრე განუვითარდათ მრდს ჰიდროქლოროთიაზიდის ან სხვა თიაზიდური დიურეტიკის მიღების შემდეგ.

ალკოჰოლი

ჰიდროქლოროთიაზიდით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელების გამოყენება, რადგან ეთანოლი აძლიერებს თიაზიდური დიურეტიკების ანტიჰიპერთენზულ ზემოქმედებას.

სპორტსმენები

ჰიდროქლოროთიაზიდმა შესაძლოა გამოიწვიოს დადებითი შედეგი სპორტსმენებში დოპინგ-კონტროლის ჩატარებისას.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენების დროს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში რეკომენდებულია, განხილულ იქნეს ამლოდიპინის უმცირესი დოზის შემცველი საწყისი დოზის გამოყენების შესაძლებლობა (იხ. 4.2. პუნქტი).

სხვა

გამოხატული ცერებრალური და კორონალური არტერიის ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებმა უნდა დაიცვან სიფრთხილე ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას.

თიაზიდურმა დიურეტიკებმა შესაძლოა შეამციროს სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირებული იოდის რაოდენობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების გამოვლენის გარეშე.

ამლოდიპინი + ვალსარტანი

NYHA კლასიფიკაციის მიხედვით, III-IV ფუნქციონალური კლასის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ

NYHA კლასიფიკაციის მიხედვით, III-IV ფუნქციონალური კლასის გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების (მათ შორის ამლოდიპინის) გამოყენება ხდებოდეს სიფრთხილით. პაციენტებში, რომელთა თირკმელების ფუნქცია დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგალითად, პაციენტები, NYHA კლასიფიკაციის მიხედვით, III-IV ფუნქციური კლასის სისხლის მიმოქცევის უკმარისობით), ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებით თერაპიას შეიძლება ახლდეს ოლიგურია ან/და პროგრესირებადი აზოთემია, ხოლო იშვიათ შემთხვევებში ამ თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების მწვავე უკმარისობა და სიკვდილი. სისხლის მიმოქცევის უკმარისობის მქონე პაციენტების ან იმ პაციენტების, ვისაც გატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, მდგომარეობის შეფასება ყოველთვის უნდა მოიცავდეს თირკმელების ფუნქციის გამოკვლევას.

ამლოდიპინი + ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდი

ჰიპონატრიემია და (ან) ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება

კონტროლირებად კვლევებში ამლოდიპინი + ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის მაქსიმალური დღიური დოზით (10 მგ + 320 მგ + 25 მგ) გამოყენებისას II და III ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, შემთხვევების 1,7%-ში აღინიშნა გამოხატული არტერიული წნევის დაქვეითება, მათ შორის ორთოსტაზული ჰიპოთენზია (1,8%, 0,4% და 0,2%-თან შედარებით, შესაბამისად, 320 მგ + 25 მგ ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდით, 10 მგ + 320 მგ ამლოდიპინი + ვალსარტანით და 10 მგ + 25 მგ ამლოდიპინი + ჰიდროქლოროთიაზიდით კომბინირებული თერაპიის ფონზე).

პაციენტებში გამოხატული ცირკულირებადი სისხლის მოცულობის დეფიციტით ან/და ჰიპონატრიემიით, მაგალითად, პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკების მაღალ დოზებს, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების მიღებისას, იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია სიმპტომატური ჰიპოტენზიის განვითარება.  პრეპარატ კო-ვამლოსეტით თერაპიის დასაწყისში რეკომენდირებულია სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის ან/და ცირკულირებადი სისხლის მოცულობის კორექცია ან მკურნალობის დაწყება საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ.

არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, სიმაღლეზე მოთავსებული ფეხებით, და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-ანი ხსნარის ინტრავენური ინფუზია.  არტერიული წნევის სტაბილიზირების შემდეგ შესაძლებელია კო-ვამლოსეტით მკურნალობის გაგრძელება.

თირკმლისარტერიისსტენოზი

პაციენტებში თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზით ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზით პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღებას შეიძლება ახლდეს სისხლის შრატში შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, ამიტომ ასეთ პაციენტებში პრეპარატი კო-ვამლოსეტი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული.

ანგიონევროზულიშეშუპება

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს, აღინიშნებოდა ანგიონევროზული შეშუპება, ხახის და ხორხის შეშუპების ჩათვლით, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას ან/და სახის, ტუჩების, ხახის და (ან) ენის შეშუპებას. ამ პაციენტთაგან ზოგიერთს ადრე აღენიშნებოდათ ანგიონევროზული შეშუპება სხვა პრეპარატების, მათ შორის, აგფ ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე. ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატ კო-ვამლოსეტის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და პრეპარატი ხელმეორედ არ უნდა იქნეს გამოყენებული.

სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების კონცენტრაციის ცვლილება

პრეპარატ კო-ვამლოსეტის ერთდროულმა გამოყენებამ კალიუმის მარილებთან, კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან, კალიუმის შემცველ საკვები მარილის შემცვლელებთან ერთად, ასევე სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის გაზრდა (მაგალითად, ჰეპარინი), შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.

თიაზიდური დიურეტიკებით თერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპონატრიემიის, ჰიპოქლორიემიის  განვითარება ან არსებული ჰიპონატრიემიის გართულება. აღინიშნა ნევროლოგიური სიმპტომატიკის განვითარების ცალკეული შემთხვევები ჰიპონატრიემიის მქონე პაციენტებში (ღებინება, ასთენია, დეზორიენტაცია, აპათია). პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ სისხლის პლაზმაში ნატრიუმის დაბალი დონე ან ცირკულირებადი სისხლის დაქვეითებული მოცულობა, კო-ვამლოსეტით თერაპიის დაწყებას შესაძლოა თან ახლდეს არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება. კო-ვამლოსეტის გამოყენებისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.

პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი

პრეპარატი არაეფექტურია არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი, რადგან აღნიშნული კატეგორიის პაციენტებში არ აღინიშნება რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) აქტივაცია.

თირკმლის ტრანსპლანტაცია

არ მოიპოვება პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პაციენტებში, რომლებთაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდათ თირკმლის ტრანსპლანტაცია.

პრეპარატის მოხსნა

არ შეიძლება პრეპარატის სწრაფი მოხსნა. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია პრეპარატის მოხსნის განხორციელება ამლოდიპინის დოზის შემცირების გზით.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა სხეულის მასის, ნატრიუმის მოხმარების კონტროლი და შესაბამისი დიეტის დაცვა, ასევე აუცილებელია სტომატოლოგის დაკვირვება (ღრძილების მტკივნეულობის, სისხლდენის და ჰიპერპლაზიის პრევენციის მიზნით).

დამხმარე ნივთიერებები

ნატრიუმი

აღნიშნული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს ერთ ტაბლეტზე, რაც ნიშნავს, რომ ის, ფაქტობრივად, არ შეიცავს ნატრიუმს.

 

4.5. ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება

ამლოდიპინი

ამლოდიპინით მონოთერაპიის დროს არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება თიაზიდურ დიურეტიკებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, აგფ ინჰიბიტორებთან, ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატებთან, სუბლინგვალური გამოყენებისათვის ნიტროგლიცერინთან, დიგოქსინთან, ვარფარინთან, ატორვასტატინთან, სილდენაფილთან, ალუმინის- და მაგნიუმის ჰიდროქსიდთან, სიმეტიკონთან, ციმეტიდინთან, არასტეროიდულ ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატებთან (ააპ), ანტიბიოტიკებთან და შიგნით მისაღებ ჰიპოგლიკემიურ სამკურნალო საშუალებებთან. 

ამლოდიპინისა და ეთანოლის ერთდროულად მიღება არ მოქმედებს უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკაზე.

CYP3A4 იზოფერმენტისინჰიბიტორები

5 მგ/დღეში დოზით ამლოდიპინის ერთდროულად გამოყენებისას 180 მგ/დღეში დოზით დილთიაზემთან, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში აღინიშნებოდა ამლოდიპინის სისტემური ექსპოზიციის 1,6-ჯერ ზრდა.  ამლოდიპინის გამოყენებისას CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებთან (მაგალითად, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი), შესაძლებელია ამლოდიპინის სისტემური ექსპოზიციის უფრო გამოხატული ზრდა. ამლოდიპინი CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორებთან სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული. 

CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბირებასთან დაკავშირებით გრეიპფრუტის წვენთან ერთდროულად მიღებისას, ამლოდიპინის ბიოშეღწევადობა შეიძლება გაიზარდოს. თუმცა კლინიკურ კვლევაში ჯანმრთელ მოხალისეებში არ გამოვლენილა ფარმაკოკინეტიკის მნიშნელოვანი ცვლილებები 10 მგ დოზით ამლოდიპინის 240 მლ გრეიპფრუტის წვენთან მიღებისას. 

CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორები

რადგანაც ამლოდიპინის გამოყენებამ CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორებთან (მაგალითად, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, ფოსფენიტოინი, პრიმიდონი, რიფამპიცინი, მცენარეული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კრაზანას) შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის გამოხატული შემცირება, საჭიროა სიფრთხილის დაცვა ამლოდიპინის CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორებთან გამოყენებისას.

სიმვასტატინი

80 მგ/დღეში სიმვასტატინისა და 10 მგ/დღეში ამლოდიპინის მრავალჯერადი კომბინირებული გამოყენება იწვევს სიმვასტატინის ექსპოზიციის 77%-ით ზრდას სისხლის პლაზმაში. რეკომენდირებულია სიმვასტატინის დოზის შემცირება 20 მგ-მდე/დღეში პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს.

ტაკროლიმუსი

არსებობს ტაკროლიმუსის შრატისმიერი კონცენტრაციის ზრდის რისკი ამლოდიპინთან ერთდროულად გამოყენებისას. ტაკროლიმუსის ტოქსიკურობის თავიდან ასაცილებლად, ამლოდიპინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტაკროლიმუსს, აუცილებელია ტაკროლიმუსის შრატისმიერი კონცენტრაციის მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დოზის კორექცია.

 კლარითრომიცინი

კლარითრომიცინი წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორს. არსებობს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მომატებული რისკი პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კლარითრომიცინს ამლოდიპინთან. კლარითრომიცინის ამლოდიპინთან ერთდროულად გამოყენებისას, რეკომენდირებულია პაციენტებზე საგულდაგულო დაკვირვება.

mTOR ინჰიბიტორები (რაპამიცინის ძუძუმწოვრების სამიზნე)

mTOR ინჰიბიტორები, როგორიცაა სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და ტემსიროლიმუსი, წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის სუბსტრატებს. ამლოდიპინი წარმოადგენს CYP3A4 იზოფერმენტის სუსტ ინჰიბიტორს. ამლოდიპინის ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს mTOR ინჰიბიტორების ექსპოზიციის გაზრდა.

ციკლოსპორინი

ამლოდიპინის და ციკლოსპორინის ურთიერთქმედების შესახებ კვლევები ჯანმრთელ მოხალისეებში ან სხვა პოპულაციებში არ ჩატარებულა, გარდა პაციენტებისა, რომლებთაც გადატანილი აქვთ თირკმლის ტრანსპლანტაცია, და ამ პაციენტებში აღინიშნა სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის უმცირესი კონცენტრაციების გაზრდის ვარიაბელობა (საშუალოდ 0-დან 40%-მდე). პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ციკლოსპორინის ამლოდიპინთან  ერთდროულად გამოყენებისას, საჭიროა სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციის კონტროლის შესაძლებლობის განხილვა. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ციკლოსპორინის დოზის შემცირება.

დანტროლენი (ვენაში შეყვანისას)

ცხოველებში აღინიშნა პარკუჭისებრი ფიბრილაცია და გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი ლეტალური შედეგით, ჰიპერკალიემიასთან ერთად, დანტროლენის შეყვანის შემდეგ.  ჰიპერკალიემიის რისკის განვითარების გამო არ არის რეკომენდებული კალციუმის ნელი არხების ბლოკატორებთან ერთად, როგორიცაა ამლოდიპინი, გამოყენება, პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ მიდრეკილება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ, ასევე ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მკურნალობისას.

ვალსარტანი

დადგენილია, რომ ვალსარტანით მონოთერაპიის დროს არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლოროთიაზიდი, ამლოდიპინი, გლიბენკლამიდი.

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონისსისტემის (რაას) ორმაგიბლოკადაანგიოტენზინ II-ისრეცეპტორებისანტაგონისტების, აგფინჰიბიტორებისანალისკირენისგამოყენებისას 

ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულად გამოყენება ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტის ან/და თირკმლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ˂60 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) მქონე პაციენტებში და არ არის რეკომენდირებული სხვა პაციენტებში. ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულად გამოყენება აგფ ინჰიბიტორებთან უკუნაჩვენებია დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში და არ არის რეკომენდირებული სხვა პაციენტებში.

ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტაგონისტების ერთდროულად გამოყენება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს რაას-ზე, იწვევს არტერიული ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის, თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევების წარმოქმნის სიხშირის ზრდას. აუცილებელია არტერიული წნევის, თირკმელების ფუნქციის, ასევე სისხლის პლაზმაში ელექტროლიტების შემცველობის მაჩვენებლების კონტროლირება პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენებისას სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს რაას-ზე. 

პრეპარატებიდანივთიერებები, მოქმედიკალიუმისშემცველობაზესისხლისშრატში

კალიუმის შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებთან, კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეტიკებთან, ეპლერენონთან, კალიუმშემცველ მარილის შემცვლელებთან ან სხვა პრეპარატებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის ზრდა (მაგალითად, ჰეპარინთან), ერთდროულად გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა და სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლის ჩატარება.

არასტეროიდულიანთებსაწინააღმდეგოპრეპარატები (ააპ), ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციურიინჰიბიტორებისჩათვლით

შესაძლებელია ვალსარტანის დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული მოქმედების შემცირება ააპ-თან, ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორების ჩათვლით, მაგალითად, სალიცილის მჟავის წარმოებულებთან, ინდომეტაცინთან, ერთდროული გამოყენებისას. გარდა ამისა, თანხმლები ჰიპოვოლემიის (მათ შორის დიურეტიკების მიღების შედეგად) ან თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების და ააპ-ის, ცოგ-2-ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით, ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის გაუარესება. პაციენტთა ამ ჯგუფში რეკომენდირებულია თირკმელების ფუნქციის კონტროლის ჩატარება.

ცილა-ტრანსპორტერები

ვალსარტანის ცილა-ტრანსპორტერის ინჰიბიტორებთან ОАТР1В1 (რიფამპიცინი, ციკლოსპორინი) და ცილა-ტრანსპორტერის ინჰიბიტორთან MRP2 (რიტონავირი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ვალსარტანის სისტემური ბიოშეღწევადობის ზრდა.

ჰიდროქლოროთიაზიდი

სამკურნალო საშუალებების არარეკომენდებული კომბინაცია

ლითიუმის პრეპარატები

ჰიდროქლოროთიაზიდისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენება იწვევს ლითიუმის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მატება და მისი ტოქსიკურობის ზრდა. ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, აუცილებელია ლითიუმის პრეპარატების დოზირების ფრთხილი შერჩევა, სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი და შესაბამისი წესით პრეპარატის დოზის შერჩევა.

სამკურნალო პრეპარატების კომბინაციები, რომლებიც საჭიროებს  განსაკუთრებულ ყურადღებას

პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ,,პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭისებრი ტაქიკარდია

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ჰიდროქლოროთიაზიდის შემდეგ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას:

  • IA კლასის (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, პროკაინამიდი) და IC კლასის (ფლეკაინიდი) ანტიარითმიული სამკურნალო პრეპარატები;
  • III კლასის ანტიარითმიული სამკურნალო პრეპარატები (დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმის ტოზილატი), სოტალოლი, დრონედარონი, ამიოდარონი;
  • სხვა (არა-ანტიარითმიული) სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა:

- ნეიროლეპტიკები: ფენოთიაზინები(ქლორპრომაზინი, ციამემაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ფლუფენაზინი), ბენზამიდები (ამისულპრიდი, სულტოპრიდი, სულპირიდი, თიაპრიდი), ბუთიროფენონები (დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი); პიმოზიდი, სერტინდოლი;

- ანტიდეპრესანტები: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (ციტალოპრამი, ესციტალოპრამი);

- ანტიბაქტერიული საშუალებები: ფტორქინოლონები (ლევოფლოქსაცინი, მოკსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი, ციპროფლოქსაცინი); მაკროლიდები (ერითრომიცინი ვენაში შეყვანისას, აზიტრომიცინი, კლარიტრომიცინი, როქსიტრომიცინი, სპირამიცინი), კო-ტრიმოქსაზოლი;

- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები: აზოლები (ვარიკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ფლუკონაზოლი);

- მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები (ქინინი, ქლოროქინი, მეფლოქინი, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი);

- ანტიპროტოზული საშუალებები (პენტამიდინი პარენტერალური შეყვანისას);

- ანტიანგინალური საშუალებები (რანოლაზინი, ბეპრიდილი);

- სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებები (ვანდეტანიბი, დარიშხანის ტრიოქსიდი, ოქსალიპლატინი, ტაკროლიმუსი);

- ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები (დომპერიდონი, ონდანსეტრონი);

- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე მოქმედი საშუალებები (ციზაპრიდი);

- ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, ტერფენადინი, მიზოლასტინი);

- სხვა სამკურნალო საშუალებები (ანაგრელიდი, ვაზოპრესინი, დიფემანილის მეთილსულფატი, კეტანსერინი, პრობუკოლი, პროპოფოლი, სევოფლურანი, ტერლიპრესინი, ტეროდილინი, ცილოსტაზოლი).

პარკუჭისებრი არითმიის რისკის გაზრდის გამო, განსაკუთრებით ,,პირუეტის‘‘ ტიპის პოლიმორფული პარკუჭისებრი ტაქიკარდიისა (რისკ-ფაქტორი არის ჰიპოკალიემია), უნდა განისაზღვროს სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობა და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი კორექტირება ჰიდროქლოროთიაზიდით ზემოთ მითითებულ პრეპარატებთან ერთად კომბინირებული თერაპიის დაწყებამდე.

აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, სისხლის პლაზმაში ელექტროლიტებისა და ეკგ მაჩვენებლების  კონტროლი. ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში აუცილებელია ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც არ იწვევს ,,პირუეტის“ ტიპის პოლიმორფულ პარკუჭისებრ ტაქიკარდიას.

სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც შეუძლია QT ინტერვალის გახანგრძლივება

ჰიდროქლოროთიაზიდის ისეთ პრეპარატებთან ერთად ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც ხელს უწყობს QT ინტერვალის გახანგრძლივებას, უნდა ეფუძნებოდეს პაციენტისთვის მოსალოდნელი სარგებლის და პოტენციური რისკის საგულდაგულო შეფასებას (შესაძლებელია ,,პირუეტის“ ტიპის პოლიმორფული პარკუჭისებრი ტაქიკარდიის განვითარების რისკის გაზრდა). ასეთი კომბინაციების გამოყენებისას, აუცილებელია ეკგ-ის რეგულარული რეგისტრირება (QT ინტერვალის გახანგრძლივების გამოვლენისთვის), ასევე სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის კონტროლი.

პრეპარატები, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ჰიპოკალიემია

B ამფოტერიცინი (ვენაში შეყვანისას), გლუკო- და მინერალოკორტიკოსტეროიდები (სისტემური გამოყენებისას), ტეტრაკოზაკტიდი (ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი), გლიცირიზინებული მჟავა (კარბენოქსოლონი, ტკბილძირას  ფესვის შემცველი პრეპარატები), ნაწლავის მოტორიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები - შესაძლებელია ჰიპოკალიემიის განვითარების რისკის გაზრდა ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთდროული გამოყენებისას (ადიტიური ეფექტი). აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის რეგულარული კონტროლი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მისი კორექცია. ჰიდროქლოროთიაზიდით თერაპიის ფონზე რეკომენდებულია ისეთი საფაღარათო საშუალებების მიღება, რომლებიც არ ახდენს ნაწლავის მოტორიკის სტიმულირებას.

საგულე გლიკოზიდები

ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, განპირობებული თიაზიდური დიურეტიკების მოქმედებით, აძლიერებს საგულე გლიკოზიდების ტოქსიკურობას. ჰიდროქლოროთიაზიდის და საგულე გლიკოზიდების ერთდროული გამოყენებისას, აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის, ეკგ-ის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, თერაპიის კორექტირება.

სამკურნალო პრეპარატების კომბინაციები, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას

სხვაჰიპოტენზულიპრეპარატები

ჰიდროქლოროთიაზიდის ანტიჰიპერტენზული მოქმედების პოტენცირება (ადიტიური ეფექტი). შესაძლოა საჭირო გახდეს ერთდროულად დანიშნული ჰიპოტენზული პრეპარატების დოზების კორექცია.

რეკომენდებულია ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შეწყვეტა აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე, სიმპტომატური არტერიული ჰიპოთენზიის განვითარების თავიდან ასაცილებლად. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ უნდა დაინიშნოს აგფ-ინჰიბიტორების უფრო დაბალი საწყისი დოზა.

ეთანოლი, ბარბიტურატები, ანტიფსიქოზური საშუალებები (ნეიროლეპტიკები), ანტიდეპრესანტები, ანქსიოლიტიკები, ნარკოტიკული ანალგეტიკები და ზოგადი საანესთეზიო საშუალებები

შესაძლებელია ჰიდროქლოროთიაზიდის ანტიჰიპერტენზული მოქმედების გაძლიერება და ორთოსტაზური ჰიპოტენზიის პოტენცირება (ადიტიური ეფექტი).

არადეპოლარიზირებადი მიორელაქსანტები (მაგალითად, ტუბოკურარინი)

შესაძლებელია არადეპოლარიზირებადი მიორელაქსანტების ეფექტის გაძლიერება.

ადრენომიმეტიკები (პრესორული ამინები)

ჰიდროქლოროთიაზიდმა შესაძლოა გამოიწვიოს ადრენომიმეტიკების, როგორიცაა ეპინეფრინი (ადრენალინი) და ნორეპინეფრინი (ნორადრენალინი), ეფექტის დაქვეითება.

არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატები (ააპ), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) ინჰიბიტორები და აცეტილსალიცილის მჟავის მაღალი დოზები (>3 გ/დღეში)

ააპ-მა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული და ანტიჰიპერტენზული მოქმედების დაქვეითება. ერთდროული გამოყენებისას, არსებობს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარის შემცირების გამო. ჰიდროქლოროთიაზიდმა შესაძლოა გააძლიეროს სალიცილატების მაღალი დოზების ტოქსიკური ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ჰიპოგლიკემიური საშუალებები შიგნით მისაღები და ინსულინი

თიაზიდური დიურეტიკები ზეგავლენას ახდენს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე (შესაძლებელია ჰიპერგლიკემიის განვითარება) და ამცირებს ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტიანობას (შესაძლოა საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია).

საჭიროა სიფრთხილე ჰიდროქლოროთიაზიდის და მეტფორმინის ერთდროული გამოყენებისას ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის გამო, ჰიდროქლოროთიაზიდით გამოწვეული თირკმელების ფუნქციის დარღვევის ფონზე.

ბეტა-ადრენობლოკატორები, დიაზოქსიდი

თიაზიდური დიურეტიკების (მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდის) ერთდროულმა გამოყენებამ ბეტა-ადრენობლოკატორებთან ან დიაზოქსიდთან შესაძლოა გაზარდოს ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკი.

სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ნიკრისის ქარის (პოდაგრის) სამკურნალოდ (პრობენიციდი, სულფინპირაზონი, ალოპურინოლი)

შესაძლოა საჭირო გახდეს ურიკოზული სამკურნალო საშუალებების დოზის კორექცია, რადგან ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციას. თიაზიდურმა დიურეტიკებმა შესაძლოა გაზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების სიხშირე.

ამანტადინი

თიაზიდურმა დიურეტიკებმა (მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდმა) შესაძლოა დააქვეითოს ამანტადინის კლირენსი, გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ამანტადინის კონცენტრაციის მატება და მისი არასასურველი ეფექტების რისკის გაზრდა.

ანტიქოლინერგული პრეპარატები (ქოლინობლოკატორები)

ანტიქოლინერგული პრეპარატები (მაგალითად, ატროპინი, ბიპერიდენი) ზრდის თიაზიდური დიურეტიკების ბიოშეღწევადობას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკისა და კუჭის დაცლის სიჩქარის  შემცირების ხარჯზე.

ციტოტოქსიკური (სიმსივნის საწინააღმდეგო) პრეპარატები

თიაზიდური დიურეტიკები ამცირებს ციტოტოქსიკური სამკურნალო საშუალებების (მაგალითად, ციკლოფოსფამიდისა და მეტოტრექსატის) თირკმლისმიერ ექსკრეციას და ახდენს მათი მიელოსუპრესიული მოქმედების პოტენცირებას.

მეთილდოპა

აღწერილია ჰემოლიზური ანემიის შემთხვევები ჰიდროქლოროთიაზიდისა და მეთილდოპას ერთდროულად გამოყენების დროს.

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები (კარბამაზეპინი, ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი)

სიმპტომატური ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი. ჰიდროქლოროთიაზიდისა და კარბამაზეპინის ერთდროული გამოყენებისას, აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის დაკვირვება და სისხლის შრატში ნატრიუმის შემცველობის კონტროლი. ჰიდროქლოროთიაზიდისა და ტოპირამატის ერთდროული გამოყენებისას, ასევე აუცილებელია სისხლის შრატში ტოპირამატის კონცენტრაციის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს კალიუმის პრეპარატები და მოხდეს ტოპირამატის დოზის კორექტირება.

სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუმსი)

თიაზიდურ დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპონატრიემიის  პოტენცირება. აუცილებელია სისხლის პლაზმაში ნატრიუმის შემცველობის კონტროლი.

ციკლოსპორინი

თიაზიდურ დიურეტიკებთან და ციკლოსპორინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერურიკემიისა და ნიკრისის ქარის (პოდაგრის) გამწვავების რისკი.

პერორალური ანტიკოაგულანტები

თიაზიდურმა დიურეტიკებმა შესაძლოა შეამციროს პერორალური ანტიკოაგულანტების ეფექტი.

იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებები

ორგანიზმის გაუწყლოება თიაზიდური დიურეტიკების მიღების ფონზე ზრდის თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკს, განსაკუთრებით იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებების მაღალი დოზებით გამოყენებისას. იოდშემცველი საკონტრასტო ნივთიერებების გამოყენებამდე აუცილებელია სითხის დაკარგვის კომპენსირება.

კალიუმის პრეპარატები

ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს სისხლის პლაზმაში კალციუმის შემცველობის ზრდა და ჰიპერკალციემიის განვითარება თირკმელებით კალციუმის იონების გამოყოფის დაქვეითების გამო. თუ აუცილებელია კალციუმშემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული დანიშვნა, მაშინ აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალციუმის შემცველობის კონტროლი და კალციუმის პრეპარატების დოზის კორექტირება.

ანიონგაცვლის ფისები (კოლესტირამინი და კოლესტიპოლი)

ანიონგაცვლის ფისები ამცირებს ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბციას. კოლესტირამინის და კოლესტიპოლის ერთჯერადი დოზები ამცირებს ჰიდროქლოროთიაზიდის კუჭ-ნაწლავში შეწოვას, შესაბამისად, 85%-ით და 43%-ით.

 

4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

ორსულობა

სხვა ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (რაას), პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების მოქმედების გათვალისწინებით, შეუძლებელია ნაყოფისთვის რისკის გამორიცხვა.

ცნობილია, რომ აგფ ინჰიბიტორების (რაას-ზე მოქმედი სპეციფიკური სამკურნალო საშუალებების კლასი) გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრებში იწვევს ნაყოფის დაზიანებას ან სიკვდილს. რეტროსპექტული ანალიზის მონაცემებით, აგფ ინჰიბიტორების გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში ასოცირდება ნაყოფის განვითარების პათოლოგიის წარმოქმნის პოტენციურ რისკთან. ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევს პლაცენტაში. ვალსარტანის შემთხვევით მიღებისას, ორსულებში აღწერილია ორსულობის სპონტანური შეწყვეტის, მცირეწყლიანობის და ახალშობილებში თირკმელების ფუნქციის დარღვევის განვითარების შემთხვევები.

მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ ორსულებში არ არის საკმარისი, რათა შესაძლებელი იყოს მსჯელობა ნაყოფზე მისი ზემოქმედების შესახებ. წინაკლინიკური კვლევების ფარგლებში  ცხოველებში ამლოდიპინის გამოყენებისას დოზით, რომელიც 8-ჯერ აღემატება მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას, გამოვლინდა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. ადამიანისთვის პოტენციური რისკი არ არის ცნობილი.

თიაზიდური დიურეტიკების, ჰიდროქლოროთიაზიდის ჩათვლით,  ანტენატალური ზემოქმედება ნაყოფზე ასოცირდება ნაყოფში სიყვითლისა ან  თრომბოციტოპენიის განვითარებასთან, ასევე შეიძლება ასოცირდებოდეს სხვა არასასურველ რეაქციებთან, რომლებიც აღინიშნება ზრდასრულებში. თუ ორსულობა დიაგნოსტირებულია პრეპარატ კო-ვამლოსეტით მკურნალობის პერიოდში, პრეპარატი უნდა მოიხსნას, რაც შეიძლება სწრაფად.

კლინიკური ასპექტები

დაავადებასთანდაკავშირებულიდედისდა (ან)ემბრიფეტალურირისკი

ორსულობის დროს არტერიული ჰიპერტენზია ზრდის პრეეკლამფსიის, გესტაციური შაქრიანი დიაბეტის, ნაადრევი მშობიარობის და მშობიარობის დროს გართულებების რისკს (მაგალითად, საკეისრო კვეთის საჭიროება, მშობიარობის შემდგომი სისხლდენები). არტერიული ჰიპერტენზიის დროს იზრდება ნაყოფის ანტენატალური განვითარების შეფერხებისა და ნაყოფის ანტენატალური სიკვდილის რისკი.

ნაყოფის/ახალშობილის მხრივ რისკი

მცირეწყლიანობამ, რომელიც ვითარდება რაას-ზე მოქმედი პრეპარატების II და III ტრიმესტრებში მიმღებ ორსულებში, შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმელების ფუნქციის გაუარესება, რასაც მოჰყვება ანურია და თირკმლის უკმარისობა, ნაყოფის ფილტვის ჰიპოპლაზია, ნაყოფის ჩონჩხის დეფორმაცია, მათ შორის თავის ქალას ძვლების ჰიპოპლაზია, არტერიული ჰიპოტენზია და ნაყოფის სიკვდილი.

ანგიოტენზინ რეცეპტორის ანტაგონისტების (ARA) ჯგუფის პრეპარატების შემთხვევითი მიღებისას ორსულობის დროს, გასათვალისწინებელია ნაყოფის მდგომარეობის შესაბამისი მონიტორინგის საჭიროების საკითხი.

ახალშობილები, რომელთა დედებმაც მიიღეს ARA თერაპია, უნდა იყვნენ საგულდაგულო მონიტორინგის ქვეშ არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მხრივ.

წინაკლინიკური კვლევების მონაცემები

ამლოდიპინი

არ დაფიქსირდა ტერატოგენურობის თუ ემბრიოფეტალური ტოქსიკურობის მოვლენები ვირთხებსა და ბოცვრებში ორსულობის დროს ამლოდიპინის მალეატის პერორალურად გამოყენებისას დოზით 10 მგ ამლოდიპინის მალეატი/კგ დღეში, ორგანოგენეზის ძირითად პერიოდებში. თუმცა შთამომავლობის ზომა მნიშვნელოვნად მცირდებოდა (დაახლოებით 50%-ით), ხოლო შთამომავლობის ანტენატალურ სიკვდილის სიხშირე იზრდებოდა (დაახლოებით 5-ჯერ). მითითებულ დოზებში გამოყენებისას, ამლოდიპინი ასევე ზრდიდა გესტაციისა და მშობიარობის ხანგრძლივობას ვირთხებში.

ამლოდიპინიდავალსარტანი

ვირთხებში ემბრიოფეტალური განვითარების კვლევაში ამლოდიპინისა და ვალსარტანის პერორალურად გამოყენებით 5 + 80 მგ/კგ, 10 + 160 მგ/კგ და 20 + 320 მგ/კგ მაღალი დოზებით, ზემოქმედება აღინიშნა როგორც დედაზე, ასევე ნაყოფზე (შეფერხებული განვითარებისა და განვითარების დარღვევები აღინიშნა დედის მნიშვნელოვანი ტოქსიკურობის ფონზე). დოზა, რომელსაც არ ახლავს გვერდითი ეფექტები ემბრიფეტალურ განვითარებაზე, შეადგენს, შესაბამისად, ამლოდიპინისა და ვალსარტანის 10 მგ + 160 მგ დღეში. ეს დოზები 4,3 და 2,7-ჯერ აღემატება სისტემურ ექსპოზიციას ადამიანებში რეკომენდებული მაქსიმალური დღიური დოზის (10 მგ + 320 მგ, 60 კგ წონის პაციენტისთვის) გამოყენებისას.

ვალსარტანი

თაგვებში, კურდღლებსა და ვირთხებში ემბრიოფეტალური განვითარების კვლევებში დაფიქსირდა ფეტოტოქსიკურობა, რაც ასოცირებული იყო დედის ტოქსიკურობასთან ვირთხებში ვალსარტანის დღიური დოზით 600 მგ/კგ დღეში გამოყენებისას, რაც დაახლოებით 18-ჯერ აღემატება ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზას, მგ/კგ სხეულის წონაზე გაანგარიშებით (გაანგარიშება ითვალისწინებს 320 მგ დღიურ დოზას პერორალურად 60 კგ წონის მქონე პაციენტისთვის) და კურდღლებში ვალსარტანს 10 მგ/კგ დღიური დოზის გამოყენებისას, რაც დაახლოებით 0,6-ჯერ აღემატება ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზას, მგ/კგ სხეულის  წონაზე გაანგარიშებით (გაანგარიშება ითვალისწინებს 320 მგ დღიურ დოზას პერორალურად 60 კგ სხეულის წონის მქონე პაციენტისთვის). არ დაფიქსირებულა დედის ტოქსიკურობა ან ფეტოტოქსიკურობა თაგვებში 600 მგ/კგ-მდე დღიური დოზების გამოყენებისას, რაც დაახლოებით 9-ჯერ აღემატება ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზას, მგ/კგ სხეულის წონაზე გაანგარიშებით (გაანგარიშება ითვალისწინებს 320 მგ დღიურ დოზას პერორალურად 60 კგ სხეულის წონის მქონე პაციენტისთვის).

ჰიდროქლოროთიაზიდი

არ დაფიქსირებულა ჰიდროქლოროთიაზიდის ტერატოგენურობა ან ეფექტი ფერტილობასა და განაყოფიერებაზე. ცხოველთა 3 სახეობის კვლევაში ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებით პერორალურად დოზებში, რომლებიც მინიმუმ 10-ჯერ აღემატებოდა ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზას (̴ 1 მგ/კგ), არ იქნა გამოვლენილი ტერატოგენული პოტენციალი. ვირთხებში დოზადამოკიდებული ფეტოტოქსიკურობა არ დაფიქსირებულა 0, 100, 300 და 1000 მგ/კგ დოზებით პერორალურად მიღებისას. მაწოვარ ვირთხებში სხეულის წონის მომატების შეფერხება განპირობებული იყო მაღალი დოზებით და ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული ეფექტით და რძის წარმოებაზე შესაბამისი ეფექტით.

ლაქტაცია

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ვალსარტანი დედის რძეში. დაფიქსირებულია ამლოდიპინის  გამოყოფა დედის რძეში. დაანგარიშებულია, რომ ჩვილი იღებს დედის დოზიდან 3-7%-ის ფარგლებში, მაქსიმუმ - 15%-ს. ამლოდიპინის ეფექტი ჩვილებზე არ არის შესწავლილი. წინაკლინიკურ კვლევებში აღინიშნა ვალსარტანის გამოყოფა ლაქტაციის პერიოდში მყოფი ვირთხების რძეში. ჰიდროქლოროთიაზიდი ასევე გამოიყოფა დედის რძეში მცირე რაოდენობით.  პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

ფერტილობა

არ არსებობს მონაცემები ამლოდიპინის, ვალსარტანის ან ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტის შესახებ ადამიანებში ფერტილობაზე. წინაკლინიკურ კვლევებში არ იყო დაფიქსირებული ამლოდიპინის ან ვალსარტანის ეფექტი ვირთხების ფერტილობაზე.

პაციენტები შენარჩუნებულირეპროდუქციულიპოტენციალით

ნებისმიერი სხვა პრეპარატის მსგავსად, რომელიც ახდენს უშუალო ეფექტს რაას-ზე, პრეპარატი კო-ვამლოსეტი არ უნდა იქნეს გამოყენებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. რაას-ზე მოქმედი ნებისმიერი პრეპარატის არჩევისას, ექიმმა უნდა აცნობოს შენარჩუნებული რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტს ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების შესაძლო რისკის შესახებ.

 

4.7. ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატის ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტებმა, მათ შორის თავბრუსხვევამ ან მხედველობითმა დარღვევებმა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საქმიანობის ისეთი პოტენციურად სახიფათო სახეობების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მუშაობა მექანიზმებთან). პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პრეპარატ კო-ვამლოსეტს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

 

4.8. არასასურველი რეაქციები

უსაფრთხოების პროფილის მიმოხილვა

ქვემოთ მოყვანილია ამლოდიპინი + ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის უსაფრთხოების პროფილი, დაფუძნებული კლინიკურ კვლევებზე ამლოდიპინი + ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდის ფიქსირებული კომბინაციის გამოყენებისას და ცალკეული კომპონენტების: ამლოდიპინი, ვალსარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი, უსაფრთხოების ცნობილ პროფილზე:

ამლოდიპინი + ვალსარტანის + ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენების უსაფრთხოება შეფასებულ იქნა, 10 მგ + 320 მგ +25 მგ მაქსიმალური დოზის გამოყენებისას,  ერთ კონტროლირებად მოკლევადიან (8 კვირა) კლინიკურ კვლევაში 2271 პაციენტის მონაწილეობით, რომელთაგანაც 582 იღებდა ვალსარტანს, ამლოდიპინთან და ჰიდროქლოროთიაზიდთან კომბინაციაში. არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, იყო მსუბუქი და ხანმოკლე და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მოითხოვდა მკურნალობის შეწყვეტას. მოცემულ კლინიკურ კვლევაში აქტიური კონტროლით ამლოდიპინი + ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციით თერაპიის შეწყვეტის ყველაზე გავრცელებული მიზეზები იყო თავბრუსხვევა და არტერიული ჰიპოტენზია (0,7%).

8-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში არ გამოვლენილა მნიშვნელობის მქონე ახალი და მოულოდნელი არასასურველი რეაქციები სამკომპონენტიანი თერაპიის დროს, მონოთერაპიის ან ორკომპონენტიანი თერაპიის ცნობილ ეფექტებთან შედარებით.  

8-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები, ამლოდიპინი + ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას, იყო სუსტად გამოხატული და შეესაბამებოდა ცალკეული კომპონენტების მოქმედების ფარმაკოლოგიურ მექანიზმს. სამკომპონენტიან კომბინაციაში ვალსარტანის არსებობა ასუსტებდა ჰიდროქლოროთიაზიდის ჰიპოკალიემიურ ეფექტს. 

გვერდითირეაქციების ტაბელარული ჩამონათვალი

გამოვლენის სიხშირე განსაზღვრულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან ˂1/10-მდე), არახშირი (≥1/1000-დან ˂1/100-მდე), იშვიათი (≥1/10000-დან ˂1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (˂1/10000, ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით), სიხშირე უცნობია (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე). არასასურველი რეაქციები კლასიფიცირებულია სისტემურ-ორგანული კლასების (სოკ) მიხედვით.

 

სისტემურ-ორგანული კლასი

არასასურველი რეაქციები

განვითარებისსიხშირე

ამლოდი

პინი

 +ვალსარტანი

 +ჰიდრო

ქლორო

თიაზიდი

ამლოდიპინი

ვალსარტანი

ჰიდროქლორო

თიაზიდი

დარღვევები

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის უკმარისობა

--

--

--

ძალიან იშვიათი

ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაქვეითება

--

--

სიხშირე უცნობია

--

ჰემოლიზური ანემია

--

--

--

ძალიან იშვიათი

ლეიკოპენია

--

ძალიან იშვიათი

--

ძალიან იშვიათი

ნეიტროპენია   

--

--

სიხშირე უცნობია

--

თრომბოციტოპენია,

ხანდახან პურპურით

--

ძალიან იშვიათი

სიხშირე უცნობია

იშვიათი

აპლასტიური ანემია

--

--

--

სიხშირე უცნობია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ჰიპერმგრძნობელობა   

--

ძალიან იშვიათი

სიხშირე უცნობია

ძალიან იშვიათი

დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ              

ანორექსია         

არახშირი          

--

--

--

ჰიპერკალციემია

არახშირი          

--

--

იშვიათი

ჰიპერგლიკემია

--

ძალიან იშვიათი

--

იშვიათი

ჰიპერლიპიდემია

არახშირი          

--

--

--

ჰიპერურიკემია

არახშირი          

--

--

ხშირი

ჰიპოქლორემიული ალკალოზი

--

--

--

ძალიან იშვიათი

ჰიპოკალიემია

ხშირი

--

--

ძალიან ხშირი

ჰიპერკალიემია

--

--

სიხშირე უცნობია

--

ჰიპომაგნიემია

--           

--

--

ხშირი

ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამწვავება შაქრიანი დიაბეტის დროს

--

--

--

იშვიათი

ფსიქიური

დარღვევები

დეპრესია

--

არახშირი

--

იშვიათი

უძილობა/ძილის დარღვევა

არახშირი

არახშირი

--

იშვიათი

განწყობის ცვალებადობა

--

არახშირი

--

--

ცნობიერების დაბინდვა

--

იშვიათი

--

--

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

კოორდინაციის დარღვევა

არახშირი

--

--

--

თავბრუსხვევა

ხშირი

ხშირი

--

იშვიათი

პოსტურალური თავბრუსხვევა, თავბრუსხვევა ფიზიკური დატვირთვისას

არახშირი

--

--

--

დისგევზია

არახშირი

არახშირი

--

--

ექსტრაპირამიდული სინდრომი

--

სიხშირე უცნობია

--

--

თავის ტკივილი

ხშირი

ხშირი

--

იშვიათი

ჰიპერტონუსი

--

ძალიან იშვიათი

--

--

შეფერხებულობა

არახშირი

--

--

--

პარესთეზია

არახშირი

არახშირი

--

იშვიათი

პერიფერიული ნეიროპათია, ნეიროპათია

არახშირი

ძალიან იშვიათი

--

--

ძილიანობა

არახშირი

ხშირი

--

--

გულის წასვლა

არახშირი

არახშირი

--

--

ტრემორი          

--

არახშირი

--

--

ჰიპესთეზია      

--

არახშირი

--

--

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

მწვავე   დახურულ კუთხოვანი გლაუკომა

--

--

--

სიხშირე უცნობია

მხედველობის დარღვევა

--

არახშირი

--

--

მხედველობის სიმახვილის დარღვევა

არახშირი

არახშირი

--

იშვიათი

ქორიონული ეფუზია

--

--

--

სიხშირე უცნობია

სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთის დარღვევები

ხმაური ყურებში

--

არახშირი

--

--

ვერტიგო

არახშირი

--

არახშირი

--

დარღვევები გულის მხრივ

გულისცემის შეგრძნება

--

ხშირი

--

--

ტაქიკარდია

არახშირი

--

--

--

არითმია (ბრადიკარდიის, პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და წინაგულთა ფიბრილაციის ჩათვლით)              

--

ძალიან იშვიათი

--

იშვიათი

მიოკარდიუმის ინფარქტი

--

ძალიან იშვიათი

--

--

დარღვევები სისხლძარღვთა მხრივ

ჰიპერემია

--

ხშირი

--

--

არტერიული ჰიპოტენზია

ხშირი

არახშირი

--

--

ორთოსტატური ჰიპოტენზია

არახშირი

--

--

ხშირი

ფლებიტი, თრომბოფლებიტი

არახშირი

--

--

--

ვასკულიტი

--

ძალიან იშვიათი

სიხშირე უცნობია

--

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ

ხველა

არახშირი

ძალიან ხშირი

არახშირი

--

ქოშინი

არახშირი

არახშირი

--

--

სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვების შეშუპება, პნევმონიტი

--

--

--

ძალიან იშვიათად

რინიტი

--

არახშირი

--

--

ყელში ღიტინის შეგრძნება

არახშირი

--

--

--

მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი

--

--

--

ძალიან იშვიათად

დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ              

დისკომფორტი მუცლის არეში, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში

არახშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

სუნი პირიდან

არახშირი

--

--

--

დეფეკაციის რითმის ცვლილება

--

არახშირი

--

--

ყაბზობა

--

--

--

იშვიათი

მადის დაქვეითება

--

--

--

ხშირი

დიარეა

არახშირი

არახშირი

--

იშვიათი

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე

არახშირი

არახშირი

--

--

დისპეფსია

ხშირი

არახშირი

--

--

გასტრიტი

--

ძალიან იშვიათი

--

--

ღრძილების ჰიპერპლაზია

--

ძალიან იშვიათი

--

--

გულისრევა

არახშირი

ხშირი

--

ხშირი

პანკრეატიტი

--

ძალიან იშვიათი

--

ძალიან იშვიათი

ღებინება

არახშირი

არახშირი

--

ხშირი

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ  

ნორმიდან ღვიძლისმიერი სინჯების მაჩვენებლების გადახრა, სისხლის პლაზმაში ბილირუბინის კონცენტრაციის ზრდის ჩათვლით

--

ძალიან იშვიათი**

სიხშირე უცნობია

--

ჰეპატიტი

--

ძალიან იშვიათი

--

--

ღვიძლშიდა ქოლესტაზი, სიყვითლე

--

ძალიან იშვიათი

--

იშვიათი

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

ალოპეცია

--

არახშირი

--

 

ანგიონევროზული შეშუპება

--

ძალიან იშვიათი

სიხშირე უცნობია

--

ბულოზური დერმატიტი

--

--

სიხშირე უცნობია

--

რეაქციები კანის წითელი მგლურას ტიპის მიხედვით, კანის წითელი მგლურას რეაქტივაცია

--

--

--

ძალიან იშვიათი

მულტიფორმული ერითემა

--

ძალიან იშვიათი

--

სიხშირე უცნობია

ეგზანთემა

--

არახშირი

--

--

მომატებული ოფლიანობა

არახშირი

არახშირი

--

--

ფოტომგრძნობელობის რეაქციები*

--

ძალიან იშვიათი

--

იშვიათი

კანის ქავილი

არახშირი

არახშირი

სიხშირე უცნობია

--

პურპურა

--

არახშირი

--

იშვიათი

გამონაყარი კანზე

--

არახშირი

სიხშირე უცნობია

ხშირი

კანის ფერის ცვლილება

--

არახშირი

--

--

ჭინჭრის ციება და გამონაყარის სხვა ფორმები

--

ძალიან იშვიათი

--

ხშირი

მანეკროტიზირებელი ვასკულიტი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

--

--

--

ძალიან იშვიათი

ექსფოლიატიური დერმატიტი

--

ძალიან იშვიათი

--

--

სტივენს-ჯონსონის სინდრომი

--

ძალიან იშვიათი

--

--

კვინკეს შეშუპება

--

ძალიან იშვიათი

--

--

დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ართრალგია

--

არახშირი

--

--

ზურგის ტკივილი

არახშირი

არახშირი

--

--

სახსრების შეშუპება

არახშირი

--

--

--

კუნთების სპაზმები

არახშირი

არახშირი

--

სიხშირე უცნობია

კუნთების სისუსტე

არახშირი

--

--

--

მიალგია

არახშირი

არახშირი

სიხშირე უცნობია

--

ტკივილი კიდურებში

არახშირი

--

--

--

წვივ-ტერფის სახსრის შეშუპება

--

ხშირი

--

--

დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრივ

კრეატინინის კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში

არახშირი

--

სიხშირე უცნობია

--

შარდვის დარღვევა

--

არახშირი

--

--

ნიქტურია

--

არახშირი

--

--

პოლაკიურია

ხშირი

არახშირი

--

--

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

--

--

--

სიხშირე უცნობია

თირკმელების მწვავე უკმარისობა

არახშირი

--

--

სიხშირე უცნობია

თირკმლის ფუნქციის დარღვევა და თირკმლის უკმარისობა

--

--

სიხშირე უცნობია

იშვიათი

დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ

იმპოტენცია

არახშირი

არახშირი

--

ხშირი

გინეკომასტია

--

არახშირი

--

--

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას               

აბაზია, სიარულის დარღვევა

არახშირი

--

--

--

ასთენია

არახშირი

არახშირი

--

სიხშირე უცნობია

დისკომფორტი, შეუძლოდ ყოფნა

არახშირი

არახშირი

--

--

დაღლილობა

ხშირი

ხშირი

არახშირი

--

გულმკერდში ტკივილი არაგულის წარმოშობის

არახშირი

არახშირი

--

--

შეშუპება

ხშირი

ხშირი

--

--

ტკივილი

--

არახშირი

--

--

პირეტიული რეაქცია

--

--

--

სიხშირე უცნობია

ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები       

ლიპიდების კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში

--

--

--

ძალიან ხშირი

შარდოვანას აზოტის კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში

არახშირი

--

--

--

შარდმჟავას კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში

არახშირი

--

--

--

გლუკოზურია

--

--

--

იშვიათი

სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის დაქვეითება

არახშირი

--

--

--

სისხლის პლაზმაში კალიუმის შემცველობის ზრდა

--

--

სიხშირე უცნობია

--

სხეულის მასის ზრდა

არახშირი

არახშირი

--

--

სხეულის მასის შემცირება

--

არახშირი

--

--

*   იხილეთ 4.4 პუნქტი.

** ძირითადად შეესაბამება ქოლესტაზს.

საეჭვო არასასურველი რეაქციების შეტყობინება

სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებას სამკურნალო პრეპარატის ,,რისკ-სარგებელის“ უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. სამედიცინო თანამშრომლებმა უნდა განახორციელონ სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული შეტყობინების სისტემების მეშვეობით.

რუსეთის ფედერაცია

109012, ქ.მოსკოვი, სლავიანსკაიას მოედანი, ს. 4, შენ. 1

ჯანდაცვის სფეროში მეთვალყურეობის ფედერალური სამსახური

ტელეფონი: +7 (800) 550 99 03

ელ. ფოსტა: [email protected]

გვერდი: https://www.roszdravnadzor.gov.ru

ბელარუსის რესპუბლიკა

220037, ქ.მინსკი, ტოვარიშჩესკის ჩიხი, ს. 2ა

რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „ჯანდაცვაში ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი“

ფარმაკოუსაფრთხიების განყოფილების ტელეფონი: +375 (17) 242 00 29

ფაქსი: +375 (17) 242 00 29

ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]

გვერდი: www.rceth.by

ყაზახეთის რესპუბლიკა

010000, ქ.ასტანა, ბაიკონირის რაიონი, ა.იმანოვის ქ., ს. 13, ბც „ნურსაულეტი 2“

ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული კონტროლის კომიტეტის რსს სწუ-ით "სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო ნაწარმის ექსპერტიზის ეროვნული ცენტრი"

ტელეფონი: +7 (7172) 235 135

ელ. ფოსტა: [email protected]

გვერდი: www.ndda.kz

სომხეთის რესპუბლიკა

0051, ქ. ერევანი, კომიტასის გამზ., 49/5

„აკადემიკოსი ე.გაბრიელიანის სახელობის მედიკამენტებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრი“ დტსს

ტელეფონი: +374 60 83 00 73

ელ. ფოსტა: [email protected], [email protected], [email protected]

გვერდი: http://www.pharm.am

 

4.9. ჭარბი დოზა

მონაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ ამჟამად არ არსებობს.

ამლოდიპინი

სიმპტომები

ამლოდიპინით ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებული პერიფერიული ვაზოდილატაცია და შესაძლო რეფლექტორული ტაქიკარდია. არსებობს შეტყობინებები არტერიული წნევის გამოხატული და ხანგრძლივი დაქვეითების წარმოქმნის შესახებ შოკის განვითარებამდე ლეტალური შედეგით.

მკურნალობა

გამოხატული არტერიული წნევის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ფეხები უნდა მოუთავსდეს სიმაღლეზე, ასევე, საჭიროა გულ-სისხლძარღვთა სისტემის შემანარჩუნებელი აქტიური ზომები, მათ შორის გულისა და სასუნთქი სისტემის მუშაობის, ცირკულირებადი სისხლის მოცულობისა და გამოყოფილი შარდის რაოდენობის რეგულარული კონტროლი.

სისხლძარღვების ნორმალური ტონუსის შენარჩუნების მიზნით, უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ვაზოპრესული პრეპარატების გამოყენებაც. თუ პრეპარატი კო-ვამლოსეტის გამოყენებიდან გასულია მცირე დრო, მაშინ შესაძლოა ეფექტური იყოს ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. აქტივირებული ნახშირის გამოყენებას ჯანმრთელ მოხალისეებში თან ახლდა ამლოდიპინის აბსორბციის დაქვეითება.

ვალსარტანი

ვალსარტანით ზედოზირების დროს სავარაუდოდ მოსალოდნელია არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითებისა და თავბრუსხვევის განვითარება 

ჰიდროქლოროთიაზიდი

სიმპტომები

ჰიდროქლოროთიაზიდით ზედოზირების ყველაზე ხშირი გამოვლინებებია დიურეზის გაზრდა, რასაც ახლავს სითხის მწვავე დაკარგვა (დეჰიდრატაცია) და ელექტროლიტური დარღვევები (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია). ჰიდროქლოროთიაზიდით ზედოზირებას შესაძლოა ახლდეს შემდეგი სიმპტომები:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, შოკი;
  • ნერვული სისტემის დარღვევები: სისუსტე, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა და ფეხის ნაკუთალის კუნთების სპაზმი, პარესთეზია, გონების დარღვევა, დაღლილობა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:  გულისრევა, ღებინება, წყურვილი
  • თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: პოლიურია, ოლიგურია ან ანურია (ჰემოკონცენტრაციის გამო);
  • ლაბორატორიული მაჩვენებლები: ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, ალკალოზი, სისხლის პლაზმაში შარდოვანას აზოტის შემცველობის მომატება (განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში).

მკურნალობა

ზედოზირების შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი თერაპია. თუ პრეპარატის მიღებიდან გასულია მცირე დრო, ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყვანისათვის ნაჩვენებია ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბციის შემცირება შესაძლებელია აქტივირებული ნახშირის შიგნით მიღებით. არტერიული წნევის დაქვეითების შემთხვევაში ან შოკის დროს საჭიროა ცირკულირებადი სისხლის მოცულობის აღდგენა პლაზმაშემცვლელი სითხეების შეყვანით და ელექტროლიტების (კალიუმი, ნატრიუმი) დეფიციტის შევსება. სუნთქვის დარღვევების შემთხვევაში ნაჩვენებია ჟანგბადით ინჰალაცია ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. აუცილებელია წყალ-ელექტროლიტური ბალანსისა (განსაკუთრებით სისხლის შრატში კალიუმის შემცველობისა) და თირკმელების ფუნქციის კონტროლი მათ ნორმალიზებამდე. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი. ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით, თუმცა მისი გამოყოფის ხარისხი არ არის დადგენილი. 

ვალსარტანი და ამლოდიპინი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის მეშვეობით, ხოლო ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყოფისათვის ჰემოდიალიზი შეიძლება ეფექტური იყოს.

 

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები; ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები სხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში

ათქ კოდი: C09DX01

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური თვისებები

პრეპარატი კო-ვამლოსეტი წარმოადგენს სამი ჰიპერტენზული კომპონენტის კომბინაციას, არტერიული წნევის კონტროლის ერთმანეთის შემავსებელი მექანიზმით: ამლოდიპინი (დიჰიდროპირიდინის წარმოებული) - კალციუმის ნელი არხების ბლოკატორები, ვალსარტანი - ანგეოთენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტი და ჰიდროქლოროთიაზიდი - თიაზიდური დიურეტიკი. ამ კომპონენტების კომბინაცია იწვევს არტერიული წნევის უფრო გამოხატულ დაქვეითებას ცალკეული პრეპარატით მონოთერაპიასთან შედარებით.

ამლოდიპინი

ამლოდიპინი, რომელიც შედის პრეპარატის კო-ვამლოსეტის შემადგენლობაში, ახდენს კარდიომიოციტებში და სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში კალციუმის იონების ტრანსმემბრანული შეღწევის ინჰიბირებას. ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უშუალო მოდუნებით ეფექტთან სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე, რაც იწვევს საერთო პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის შემცირებას და არტერიული წნევის დაქვეითებას. ექსპერიმენტული მონაცემები აჩვენებს, რომ ამლოდიპინი ახდენს რეცეპტორის დიჰიდრო- და არადიჰიდროპირიდინულ აქტიურ ცენტრებთან შეკავშირებას. სისხლძარღვების კედლების კარდიომიოციტებისა და მიოციტების შეკუმშვა ხდება მათში კალციუმის არხების გავლით კალციუმის იონების შეღწევის წყალობით. 

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის თერაპიულ დოზებში გამოყენება იწვევს სისხლძარღვების გაფართოვებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას (პაციენტის ,,მწოლიარე‘‘ ან ,,მდგომარე‘‘ მდგომარეობაში). არტერიული წნევის დაქვეითებას არ ახლავს გულის კუმშვის სიხშირისა (გკს) და აქტიური კატექოლამინების აქტიურობის არსებით ცვლილებებს ხანგრძლივი გამოყენებისას.

პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში კორელირებს თერაპიულ პასუხთან, როგორც ახალგაზრდა პაციენტებში, ასევე ხანდაზმულ პაციენტებშიც. არტერიული ჰიპერტენზიის დროს თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ამლოდიპინი თერაპიულ დოზებში იწვევს თირკმელების სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირებას, გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარისა (გფს) და თირკმლის პლაზმის სისხლის ეფექტური გადინების მატებას ფილტრაციული ფრაქციისა და პროტეინურიის გამოხატულობის ცვლილებების გარეშე.

კალციუმის ნელი არხების ბლოკატორების გამოყენების მსგავსად, ამლოდიპინის გამოყენების ფონზე მარცხენა პარკუჭის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში აღინიშნა გულის ფუნქციის ჰემოდინამიური მაჩვენებლების ცვლილებები მოსვენებულ მდგომარეობაში და ფიზიკური დატვირთვისას: გულის ინდექსის მცირედი გაზრდა მარცხენა პარკუჭში წნევის მატების მაქსიმალურ სიჩქარეზე, საბოლოო დიასტოლურ წნევაზე და მარცხენა პარკუჭის მოცულობაზე არსებითი ზეგავლენის გარეშე.

ინტაქტურ ცხოველებსა და ჯანმრთელ მოხალისეებში ჰემოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თერაპიული დოზების დიაპაზონში მიღებული ამლოდიპინის გავლენის ქვეშ არტერიული წნევის დაქვეითებას არ ახლავს უარყოფითი ინოტროპული ეფექტი, მაშინაც კი, როდესაც გამოიყენება ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად.

ამლოდიპინი არ ცვლის სინოატრიული კვანძის ფუნქციას და არ მოქმედებს ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე ინტაქტურ ცხოველებში და ჯანმრთელ მოხალისეებში.

არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენებისას არტერიული წნევის დაქვეითებას არ ახლავს ელექტროკარდიოგრაფიული პარამეტრების არასასურველი ცვლილებები.

დადასტურებულია ამლოდიპინის კლინიკური ეფექტიანობა  სტაბილური სტენოკარდიის, ვაზოსპასტიური სტენოკარდიისა და ანგიოგრაფიულად დადასტურებული კორონალური არტერიების დაზიანების მქონე პაციენტებში.

ვალსარტანი

ვალსარტანი წარმოადგენს აქტიურ და სპეციფიურ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტს, რომელიც განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.  ის შერჩევით მოქმედებს AT1 ქვეტიპის რეცეპტორებზე, რომლებიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II-ის ეფექტებზე. პლაზმაში შეუკავშირებელი ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის ზრდამ, AT1 რეცეპტორების ბლოკადის შედეგად ვალსარტანის გავლენის ქვეშ, შეიძლება გამოიწვიოს იმ განბლოკილი AT2 რეცეპტორების სტიმულირება, რომლებიც ეწინააღმდეგება AT1 რეცეპტორების სტიმულაციის ეფექტს. ვალსარტანს არ ახასიათებს გამოხატული აგონისტური აქტივობა AT1 რეცეპტორების მიმართ.  ვალსარტანის აფინურობა AT1 ქვეტიპის რეცეპტორებთან არის დაახლოებით 20 000-ჯერ უფრო მაღალი, AT2 ქვეტიპის რეცეპტორებთან შედარებით.

ვალსარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტს (აგფ), რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და იწვევს ბრადიკინინის დაშლას. ვინაიდან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტის გამოყენებისას არ ხდება აგფ-ს ინჰიბირება და ბრადიკინინის ან P სუბსტანციის დაგროვება, მშრალი ხველის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.

ვალსარტანის აგფ ინჰიბიტორთან შედარებით კლინიკურ კვლევებში მშრალი ხველის განვითარების სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო (p <0,05) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვალსარტანით (იმ პაციენტების 2,6%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ვალსარტანით, და იმ პაციენტების 7,9%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორით). კლინიკურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა პაციენტებს, რომლებსაც ადრე განუვითარდათ მშრალი ხველა აგფ ინჰიბიტორით მკურნალობის დროს, ეს გართულება აღინიშნა შემთხვევების 19,5%-ში ვალსარტანით მკურნალობის დროს და 19%-ში - თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობისას. ამავდროულად, პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორით, ხველა დაფიქსირდა შემთხვევების 68,5%-ში (p <0,05). ვალსარტანი არ ახდენს ურთიერთქმედებას და არ ბლოკირებს სხვა ჰორმონის რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციების რეგულირებისთვის.

არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების ვალსარტანით მკურნალობისას, აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, რასაც არ ახლავს გულისცემის სიხშირის ცვლილება. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი უმეტეს პაციენტებში ვლინდება ვალსარტანის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება ვითარდება 4-6 საათის შემდეგ. ვალსარტანის მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული ეფექტის ხანგრძლივობა გრძელდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. განმეორებითი გამოყენებისას, არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება, პერორალურად მიღებული დოზის მიუხედავად, ჩვეულებრივ მიიღწევა 2-4 კვირის განმავლობაში და ნარჩუნდება მიღწეულ დონეზე ხანგრძლივი თერაპიის დროს.  ვალსარტანის მიღების მკვეთრ შეწყვეტას არ ახლავს არტერიული წნევის მკვეთრი მატება ან სხვა არასასურველი კლინიკური შედეგები. ვალსარტანის გამოყენება გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში (II-IV ფუნქციური კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას (რაც განსაკუთრებით გამოხატულია პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ აგფ ინჰიბიტორებს ან ბეტა-ადრენობლოკატორებს).  მარცხენა პარკუჭის უკმარისობის (სტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებლებით) ან მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ვალსარტანის მიღებისას აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო სიკვდილიანობის შემცირება.

ჰიდროქლოროთიაზიდი

თიაზიდური დიურეტიკების მოქმედების გამოყენების ადგილს წარმოადგენს თირკმლის  დისტალური კლაკნილი მილაკები. თირკმელების კორტიკალური შრის დისტალური მილაკების მაღალმგრძნობიარე რეცეპტორებზე თიაზიდური დიურეტიკების ზემოქმედებით ხდება ნატრიუმისა და ქლორის იონების რეაბსორბციის დათრგუნვა. ნატრიუმისა და ქლორიდის იონების კო-სატრანსპორტო სისტემის დათრგუნვა, სავარაუდოდ, ხდება ამ სისტემაში ქლორის იონების შეკავშირების ადგილებისთვის კონკურენციის ხარჯზე. შედეგად, ნატრიუმისა და ქლორიდის იონების ექსკრეცია იზრდება დაახლოებით თანაბარი ხარისხით. დიურეზული მოქმედების შედეგად აღინიშნება ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება, რაც იწვევს რენინის აქტივობის, ალდოსტერონის სეკრეციის, თირკმელებით კალიუმის გამოყოფის გაზრდას და, შესაბამისად, სისხლის შრატში კალიუმის შემცველობის შემცირებას.

 

5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ამლოდიპინი

აბსორბცია

ამლოდიპინის თერაპიულ დოზებში პერორალური მიღების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 6-12 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 64-80%-ს.  საკვების მიღება არ მოქმედებს ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე.

განაწილება

განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 21 ლ/კგ-ს. ამლოდიპინის ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიპერტენზულ პაციენტებში ცირკულირებადი ამლოდიპინის დაახლოებით 97,5% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია

ამლოდიპინი ინტენსიურად (დაახლოებით 90%) მეტაბოლიზირდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.

ელიმინაცია

სისხლის პლაზმიდან გამოყოფა ორფაზიანია, დაახლოებით 30-დან 50 საათამდე ნახევრადგამოყოფის პერიოდით (T½). წონასწორული კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მიიღწევა ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ 7-8 დღის განმავლობაში. 10% გამოიყოფა უცვლელი სახით, 60% - მეტაბოლიტების სახით.

ვალსარტანი

აბსორბცია

ვალსარტანის შიგნით მიღების შემდეგ Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 23%-ს.

საკვებთან ერთად მიღებისას აღინიშნება ბიოშეღწევადობის შემცირება (მრუდის ქვეშ “კონცენტრაცია-დრო” ფართობის [AUC] მნიშვნელობის მიხედვით) 40%-ით და Cmax სისხლის პლაზმაში - თითქმის 50%-ით, თუმცა ვალსარტანის შიგნით მიღებიდან დაახლოებით 8 საათის შემდეგ ვალსარტანის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იმ პირებში, რომლებიც იღებდნენ მას საკვებთან ერთად, და ჯგუფში, რომელიც იღებდა ვალსარტანს უზმოზე, თანაბრდება. თუმცა AUC-ის შემცირებას არ ახლავს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, ამიტომ ვალსარტანის დანიშვნა შეიძლება საკვების მიღების დროის მიუხედავად. 

განაწილება

ვალსარტანის განაწილების მოცულობა (Vd) წონასწორული მდგომარეობის პერიოდში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 17 ლ-ს, რაც მიუთითებს ქსოვილებში ვალსარტანის ექსტენსიური განაწილების არარსებობაზე. ვალსარტანი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს (94-97%), ძირითადად ალბუმინს. 

ბიოტრანსფორმაცია

ვალსარტანი არ ექვემდებარება გამოხატულ მეტაბოლიზმს (მიღებული დოზის დაახლოებით 20% განისაზღვრება მეტაბოლიტების სახით). ჰიდროქსილური მეტაბოლიტი განისაზღვრება სისხლის პლაზმაში დაბალი კონცენტრაციებით (ვალსარტანის AUC-ის 10%-ზე ნაკლები). ეს მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.

ელიმინაცია

ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკურ მრუდს გააჩნია დაღმავალი მულტიექსპონენციალური ხასიათი (T½α  < 1 სთ და T½β დაახლოებით 9 სთ). ვალსარტანი გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით ნაწლავით (დაახლოებით დოზის 83%) და თირკმელებით (დაახლოებით დოზის 13%). ინტრავენური შეყვანის შემდეგ ვალსარტანის პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 2 ლ/სთ და მისი თირკმლმისმიერი კლირენსი შეადგენს დაახლოებით 0,62 ლ/სთ (საერთო კლირენსის დაახლოებით 30%). T½ შეადგენს 6 საათს.

ჰიდროქლოროთიაზიდი

აბსორბცია

ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბცია შიგნით მიღების შემდეგ სწრაფია (Cmax მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში დაახლოებით 2 საათია). საშუალოდ AUC ზრდა ატარებს წრფივ ხასიათს და თერაპიულ დიაპაზონში შიგნით მიღებული დოზის პროპორციულია. საკვებთან ერთად მიღებისას დაფიქსირდა ჰიდროქლოროთიაზიდის სისტემური ბიოშეღწევადობის, როგორც ზრდა, ასევე შემცირება პრეპარატის უზმოზე მიღებასთან შედარებით. ამ ზემოქმედების სიდიდე მცირეა და კლინიკურად უმნიშვნელო. ჰიდროქლოროთიაზიდის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შიგნით მიღების შემდეგ შეადგენს 70%-ს.

განაწილება

განაწილების კინეტიკა და ელიმინაცია მთლიანობაში აღწერილია, როგორც ბიოექსპონენციალური კლებადი ფუნქცია T½-ით - 6-15 სთ. მრავალჯერადი გამოყენებისას, ჰიდროქლოროთიაზიდის კინეტიკა არ იცვლება და დღეში ერთხელ გამოყენებისას კუმულაცია მინიმალურია. განაწილების ხილული მოცულობა 4-8 ლ/კგ-ია. სისხლის პლაზმაში ცირკულირებადი ჰიდროქლოროთიაზიდის 40-70% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად, ალბუმინებს. ჰიდროქლოროთიაზიდი ასევე გროვდება ერითროციტებში კონცენტრაციით, რომელიც 3-ჯერ აღემატება ასეთს სისხლის პლაზმაში.

ბიოტრანსფორმაცია

ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა უცვლელი სახით.

ელიმინაცია

საბოლოო ფაზის T½ შეადგენს 6-15 საათს. პრეპარატის განმეორებით გამოყენებისას ჰიდროქლოროთიაზიდის კინეტიკა არ იცვლება, პრეპარატის დღეში ერთჯერადად დანიშვნისას პრეპარატის დაგროვება მინიმალურია. ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბირებული დოზის 95%-ზე მეტი გამოიყოფა უცვლელის სახით თირკმელებით.

წრფივობა/არაწრფივობა

ამლოდიპინის, ვალსარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებს ახასიათებთ წრფივობა.

ამლოდიპინი + ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდი

პრეპარატ კო-ვამლოსეტის შიგნით მიღების შემდეგ ამლოდიპინის, ვალსარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა, შესაბამისად, 6-8, 3 და 2 საათის შემდეგ.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმულიასაკისპაციენტები (65 წელზეუფროსიასაკის)

ამლოდიპინის Cmax მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში ახალგაზრდა და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ერთნაირია. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსი უმნიშვნელოდ არის დაქვეითებული, რაც იწვევს AUC და T½ ზრდას.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება იყო რამდენადმე უფრო გამოხატული, ვიდრე ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში, მაგრამ ეს არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი.

არსებობს შეზღუდული მონაცემები სისტემური კლირენსის შემცირების შესახებ 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში (ჯანმრთელ პაციენტებში ან პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით) ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.      

პაციენტებითირკმელებისფუნქციისდარღვევებით

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება.

არ არის გამოვლენილი კორელაცია თირკმელების ფუნქციასა (კრეატინინის კლირენსი) და ვალსარტანის სისტემურ ექსპოზიციას შორის (AUC) პაციენტებში თირკმელების ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევით.

თირკმლის უკმარისობის დროს ჰიდროქლოროთიაზიდის Cmax საშუალო მნიშვნელობები სისხლის პლაზმაში და AUC მნიშვნელობები იზრდება, ექსკრეციის სიჩქარე კი მცირდება. თირკმელების ფუნქციის მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში T½ პრაქტიკულად ორჯერ ხანგრძლივდება. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჰიდროქლოროთიაზიდის თირკმლის კლირენსი შემცირებულია ნორმალურ მაჩვენებლებთან შედარებით (დაახლოებით 300 მლ/წთ). 

პრეპარატი კო-ვამლოსეტი უკუნაჩვენებია გამოსაყენებლად პაციენტებში თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობით (კკ˂30 მლ/წთ), ანურიით და სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი ხარისხის სიმძიმის დარღვევით (გაანგარიშებითი გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე >30მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობი და ˂60 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობი). 

პაციენტებიღვიძლისფუნქციისდარღვევით

არსებობს მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევით გააჩნიათ ამლოდიპინის შემცირებული კლირენსი, რაც იწვევს AUC მაჩვენებლის დაახლოებით 40-60%-ით მომატებას. საშუალოდ პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი (ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით 5-6 ქულა) და ზომიერი (ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით 7-9 ქულა) სიმძიმის ხარისხის დარღვევებით ვალსარტანის ბიოშეღწევადობა (AUC მიხედვით) ორმაგდება ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით (შესაბამისი ასაკის, სქესის და სხეულის მასის). პრეპარატი კო-ვამლოსეტი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. 4.2, 4.3 პუნქტები).

ბავშვები

პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენების ფარმაკოკინეტიკური თვისებები 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.

 

6. ფარმაცევტული თვისებები

6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

კო-ვამლოსეტი, 5 მგ + 160 მგ + 12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ცელულოზა მიკროკრისტალური (ტიპი 200)

ნატრიუმის კროსკარმელოზა

პოვიდონი K- 25

ნატრიუმის ლაურილსულფატი

მანიტოლი

მაგნიუმის სტეარატი

სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური

აპკიანი გარსი

აპკის წარმომქმნელი ნარევი:

- პოლივინილის სპირტი

- მაკროგოლი-3350

- ტიტანის დიოქსიდი (E171)

- ტალკი

კო-ვამლოსეტი, 10 მგ + 160 მგ + 12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ცელულოზა მიკროკრისტალური (ტიპი 200)

ნატრიუმის კროსკარმელოზა

პოვიდონი K- 25

ნატრიუმის ლაურილსულფატი

მანიტოლი

მაგნიუმის სტეარატი

სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური

აპკიანი გარსი

აპკის წარმომქმნელი ნარევი:

- პოლივინილის სპირტი

- მაკროგოლი-3350

- ტიტანის დიოქსიდი (E171)

- ტალკი

საღებავი რკინის ოქსიდი წითელი (E172)

კო-ვამლოსეტი, 10 მგ + 160 მგ + 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ცელულოზა მიკროკრისტალური  (ტიპი 200)

ნატრიუმის კროსკარმელოზა

პოვიდონი K- 25

ნატრიუმის ლაურილ სულფატი

მანიტოლი

მაგნიუმის სტეარატი

სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური

აპკიანი გარსი

აპკის წარმომქმნელი ნარევი:

- პოლივინილის სპირტი

- მაკროგოლი-3350

- ტიტანის დიოქსიდი (E171)

- ტალკი

საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი  (E172)

6.2. შეუთავსებლობა

არ აღინიშნება.

6.3. ვარგისობის ვადა (შენახვის ვადა)

3 წელი.

6.4. შენახვისას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები

ინახება არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში. 

6.5. პირველადი შეფუთვის ფორმა და შემადგენლობა

7, 10, 14, 15 ტაბლეტი ოპა/ალ/პვქ და ალუმინის ფოლგის კომბინირებული მასალის კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში.

1, 2, 4, 8, 12, 14 ბლისტერი (7 ტაბლეტი თითოეულში); 1, 2, 3, 6, 9 ბლისტერი (10 ტაბლეტი თითოეულში); 1, 2, 4, 6, 7 ბლისტერი (14 ტაბლეტი თითოეულში); 1, 2, 4, 6 ბლისტერი (15 ტაბლეტი თითოეულში) ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

6.6. გამოყენებული სამკურნალო საშუალების ან სამკურნალო საშუალების გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების უტილიზაციის დროს სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები და პრეპარატთან სხვა მანიპულაციები

განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

 

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

რუსეთის ფედერაცია

შპს “კრკა-რუს”, 143500, რუსეთი, მოსკოვის ოლქი, ქ. ისტრა, მოსკოვსკაიას ქ., სახლი 50.

ტელ: +7 (495) 994 70 70

ფაქსი: +7 (495) 994 70 78

ელფოსტის მისამართი: [email protected] 

 

7.1. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი

მომხმარებელთაპრეტენზიები უნდა გაიგზავნოს მისამართზე:

რუსეთის ფედერაცია

შპს “კრკა-რუს”

143500, მოსკოვის ოლქი, ქ. ისტრა, მოსკოვის ქ., სახლი 50.

ტელ: +7 (495) 994 70 70

ფაქსი: +7 (495) 994 70 78

ელფოსტის მისამართი: [email protected]

ვებგვერდი: www.krka.biz

ბელარუსის რესპუბლიკა

ბელარუსის რესპუბლიკაში სააქციო საზოგადოება „КRКА, tovarna zdravil, d.d., Novo mesto“-ს (სლოვენიის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა

220114, ქ. მინსკი, ფილიმონოვის ქ., სახლი 25გ, ოფისი 315

ტელ: + 3757407409230

ფაქსი: + 3757407409230

ელფოსტის მისამართი: [email protected]

ვებგვერდი: www.krka.by

ყაზახეთის რესპუბლიკა

შპა „კრკა ყაზახეთი“

050040, ქ. ალმატი, კოკტემ-1 მიკრორაიონი, სახლი 15ა, ოფისი 601

ტელ: + 7 (727) 311 08 09

ელფოსტის მისამართი: [email protected]

ვებგვერდი: www.krka.biz

სომხეთის რესპუბლიკა

 „კრკა,  დ.დ., ნოვო მესტო“-ს წარმომადგენლობა სომხეთის რესპუბლიკაში

0001, ქ. ერევანი, ნალბანდიანის ქ., სახლი 106/1 („საიათ-ნოვა“-ს ბიზნეს-ცენტრი), ოფისი 103

ტელ: + 374 11 560011

ელფოსტის მისამართი: [email protected]

ვებ გვერდი: www.krka.biz

 

8. სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი

ლპ-№(000706)-(რგ-RU)

9. პირველადი რეგისტრაციის თარიღი (რეგისტრაციის დამტკიცება, ხელახალი რეგისტრაცია)

პირველი რეგისტრაციის თარიღი: 2022 წლის 19 აპრილი.

 

10. ტექსტი გადახედვის თარიღი

2024 წლის 19 ივნისი

 

 

სამკურნალო პრეპარატ კო-ვამლოსეტის ზოგადი დახასიათება ხელმისაწვდომია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საინფორმაციო პორტალზე, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელში ,,ინტერნეტი“ https://eec.eaeunion.org .