ესკოლანი-სანოველი 20მგ #30ტ

ესკოლანი-სანოველი 20მგ #30ტ

10.38 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: სანოველი ილაჩ სანაი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ატორვასტატინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 88419
გააზიარე:

ესკოლანი-სანოველი 

10 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ესკოლანი-სანოველი
20 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ესკოლანი-სანოველი
40 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ესკოლანი-სანოველი
80 მგ შემოგარსული ტაბლეტები

ტორვასტატინი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით და ბოლომდე გაეცანით ინსტრუქციაში მოცემულ ინფორმაციას.
• შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
• დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან თქვენს ფარმაცევტს.
• პრეპარატი დანიშნულია მხოლოდ თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვებს. სხვა ადამიანს აღნიშნულმა პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს, მაშინაც კი, თუ მსგავსი სიმპტომები გაქვთ.
• ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შინაარსი:
1. რა არის ესკოლანი-სანოველის შემოგარსული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
2. ესკოლანი-სანოველის შემოგარსული ტაბლეტების მიღებამდე
3. ესკოლანი-სანოველის შემოგარსული ტაბლეტების მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ესკოლანი-სანოველის შემოგარსული ტაბლეტების შენახვის წესი
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ესკოლანი-სანოველი და რისთვის გამოიყენება
ესკოლანი-სანოველი ლიპიდების მარეგულირებელი სამკურნალო საშუალებების, სტატინების ჯგუფს მეიკუთვნება.
ესკოლანი-სანოველი გამოიყენება სისხლში ლიპიდების (ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდი) დონის შესამცირებლად, როდესაც ცხიმების შეზღუდული დიეტა და ცხოვრების სტილის ცვლილება უშედეგოა. გულის დააადების განვითარების მომატებული რისკის დროს, ესკოლანი-სანოველი ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ასეთი რისკის შესამცირებლად, მაშინაც კი თუ ქოლესტერინის დონე ნორმაშია. მკურნალობის დროს აუცილებელია სტანდარტული ქოლესტერინის დამაქვეითებელი დიეტის დაცვა.

2. ესკოლანი-სანოველის მიღებამდე
ნუ მიიღებთ სამკურნალო საშუალებას და აცნობეთ თქვენ ექიმს, თუ:
ხართ ჰიპერმგრძნობიარე (ალერგიული) ესკოლანი-სანოველის ან სისხლში ლიპიდების შესამცირებელი ნებისმიერი მსგავსი პრეპარატის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
გაქვთ ან ოდესმე გქონდათ დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს;
აღინიშნებოდა ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები;
ხართ რეპროდუქციული ასაკის ქალი და არ იყენებთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდებს;
ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას;
ხართ მეძუძური.

უსაფრთხოების ზომები და განსაკუთრებული მითითებანი
ესკოლანი-სანოველის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან.
ქვემოთ მოცემულია მიზეზები, რის გამოც ესკოლანი-სანოველი თქვენთვის შეიძლება არ იყოს შესაფერისი:
• გადატანილი გაქვთ ინსულტი თავის ტვინში სისხდენებით, ან ტვინში აღინიშნება სითხის მცირე ჯიბეები გადატანილი ინსულტის შედეგად;
• გაქვთ თირკმლების მხრივ დარღვევები;
• გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპოთირეოიდიზმი);
• აღინიშნებოდა განმეორებადი ან აუხსნელი ხასიათის ტკივილი კუნთებში, კუნთების პრობლემების პირადი ან ოჯახური ანამნეზი;
• ლიპიდების დონის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატებით (მაგ. სხვა “სტატინები” ან “ფიბრატები”) მკურნალობის დროს აღინიშნებოდა კუნთების მხრივ დარღვევები;
• რეგულარულად იღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
• ანამნეზში აღინიშნება ღვიძლის დაავადება;
• თქვენი ასაკი არის 70 წელს ზევით.
ესკოლანი-სანოველის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
• თუ აღინიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობა.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ გიკავშირდებათ, ექიმი მოითხოვს სისხლის ანალიზის აღებას ესკოლანი-სანოველით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის პროგნოზირებისათვის. კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების (მაგ. რაბდომიოლიზი) განვითარების რისკი გარკვეულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენებისას იზრდება. ასევე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაწუხებთ კუნთების მუდმივი სისუსტე. დიაგნოზირებისა და მკურნალობისათვის საჭირო იქნება დამატებითი ანალიზების ჩატარება.
აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენებისას, იქნებით ექიმის სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ, თუ გაქვთ დიაბეტი ან ხართ დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ. დიაბეტის განვითარების რისკი შესაძლებელია, თუ სისხლში აღინიშნება შაქრისა და ლიპიდების მაღალი დონე, გაწუხებთ ჭარბი წონა ან მაღალი არტერიული წნევა.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ესკოლანი-სანოველი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ადრე ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება. ზოგიერთმა წამალმა შეიძლება შეცვალოს ესკოლანი-სანოველის ეფექტი ან მათი ეფექტი შეიძლება შეიცვალოს ესკოლანი-სანოველით. ამ ტიპის ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ერთი ან ორივე წამლის ეფექტურობის შემცირება. ასევე შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოვლენების სიმძიმე ან განვითარების რისკი, კუნთების მხრივ დარღვევის, ე.წ. რაბდომიოლიზის ჩათვლით.
• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ცვლიან იმუნური სისტემის მოქმედებას, მაგ. ციკლოსპორინი;
• ზოგიერთი ანტიბიოტიკი ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგ. ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, ტელიტრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოსაკონაზოლი, რიფამპინი, ფუსიდის მჟავა;
• ლიპიდური დონის მარეგულირებელი სხვა სამკურნალო საშუალებები, მაგ. გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები, კოლესტიპოლი;
• კალციუმის არხების ზოგიერთი ბლოკატორი, რომლებიც გამოიყენება სტენოკარდიის ან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, მაგ. ამლოდიპინი, დილთიაზემი; გულის რითმის მარეგულირებელი საშუალებები, მაგ. დიგოქსინი, ვერაპამილი, ამიოდარონი;
• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ, მაგ. რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი, ტიპრანავირ/რიტონავირის კომბინაცია და ა.შ.;
• С ჰეპატიტის მკურნალობაში გამოყენებული ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, მაგ. ტელაპრევირი;
• სხვა სამკურნალო საშუალებები, როგორც ცნობილია ურთიერთქმედებენ ესკოლანი-სანოველთან, ესენია: ეზეტიმიბი (აქვეითებს ქოლესტერინის დონეს), ვარფარინი (ამცირებს სისხლის შედედებას), პერორალური კონტრაცეპტივები. სტირიპენტოლი (კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატი ეპილეფსიისათვის), ციმეტიდინი (გამოიყენება გულძმარვისა და პეპტიური წყლულის დროს), ფენაზონი (ტკივილგამაყუჩებელი), კოლხიცინი (პოდაგრას სამკურნალო პერპარატი), ანტაციდები (ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი პრეპარატები) და ბოცეპრევირი (გამოიყენება ღვიძლის დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა С ჰეპატიტი);
• ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებები: ჰიპერიკუმ პერფორატუმი. გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ღებულობთ ან ადრე ღებულობდით, ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჩათვლით.

ესკოლანი-სანოველის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
გრეიფრუტის წვენი
ნუ მიიღებთ გრეპფრუტის წვენის ერთზე ან ორზე მეტ პატარ ჭიქას დღეში, ვინაიდან დიდი რაოდენობის გრეიფრუტის წვენმა შეიძლება შეცვალოს ესკოლანი-სანოველის ეფექტი.
ალკოჰოლი
აღნიშნული წამლით მკურნალობის დროს მოერიდეთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნუ მიიღებთ ესკოლანი-სანოველს, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას.
ნუ მიიღებთ ესკოლანი-სანოველს, თუ შეგიძლიათ დაორსულება, და არ იყენებთ საიმედო კონტრაცეფციულ საშუალებებს.
ნუ მიიღებთ ესკოლანი-სანოველს, თუ ხართ მეძუძური დედა.
ესკოლანი-სანოველის უსაფრთხოება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს ჯერ არ არის დამტკიცებული. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ჩვეულებრივ აღნიშნული სამკურნალო საშუალება ზეგავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მიუხედავად ამისა, თუ სამკურნალო საშუალებამ ზეგავლენა იქონია ავტომობილის მართვის უნარზე, ნუ მიუჯდებით საჭეს. ნუ იმუშავეთ მანქანა-დანადგანრებთ, თუ შენიშნეთ, რომ პრეპარატი ზეგავლენას ახდენს მათთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესკოლანი-სანოველის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
თუ ექიმს აქვს თქვენთვის ნათქვამი, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.
ესკოლანი-სანოველი შეიცავს 23.0 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს. ამიტომ, სიფრთხილის რაიმე განსაკუთრებული ზომები საჭირო არ არის.

3. ესკოლანი-სანოველი მიღების წესი
• ესკოლანი-სანოველის ჩვეული საწყისი დოზა მოზრდილებში და 10 წელს ზემოთ ბავშვებში არის 10 მგ/დღეში. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა. თქვენი მკურნალი ექიმი შეარჩევს დოზას 4 კვირიანი ან მეტი ინტერვალებით. ესკოლანი-სანოველის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 80 მგ/დღეში ერთხელ მოზრდილებისათვის და 20 მგ დღეში ერთხელ ბავშვებისათვის.
• მკურნალობის დაწყებამდე ექიმი დაგინიშნავთ უქოლესტერინო დიეტას, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ ესკოლანი-სანოველის მკურნალობის დროსაც.
• სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესი
• ესკოლანი-სანოველის ტაბლეტები მიიღება მთლიანად წყლის მიყოლებით;
• ესკოლანი-სანოველის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერი დროს, საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე;
• ეცადეთ მიიღოთ ტაბლეტი დღის ერთიდაიგივე დროს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი
ბავშვები
ესკოლანი-სანოველის რეკომენდებული დოზა 10 წელის და უფროსი ასაკის ბავშვებში არის 10 მგ დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის 20 მგ დღეში ერთხელ.
ხანდაზმულები
ჰიპერლიპიდემიის მკურნალობის, ეფექტურობის და უსაფრთხოების განსხვავება ხანდაზმულებსა და სხვა პოპულაციას შორის არ აღინიშნება.
განსაკუთრებული შემთხვევები
თირკმლის უკმარისობა
დოზის კორექციის აუცილებლობა არ არსებობს.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მძიმე დაავადების დროს, ესკოლანი-სანოველის გამოყენება არ შეიძლება. სამკურნალო პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის დაავადების ანამნეზით. ღვიძლის პერიოდული ფუნქციური სინჯები უნდა ჩატარდეს ესკოლანი-სანოველით მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ.
ესკოლანი-სანოველით მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. გთხოვთ დაუკავშირდით ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ესკოლანი-სანოველის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია.

თუ მიიღეთ ესკოლანი-სანოველის ჭარბი დოზა
იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევით მიიღეთ ესკოლანი-სანოველის ჭარბი დოზა (ჩვეულ დღიურ დოზაზე მეტი), დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ ახლოს მდებარე საავადმყოფოს კონსულტაციისათვის.

თუ დაგავიწყდათ ესკოლანი-სანოველის მიღება
იმ შემთხვევაში, თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, ჩვეულებისამებრ მიიღეთ მომდევნო დოზა. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვიტეთ ესკოლანი-სანოველის მიღება
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვები გაქვთ ან მკურნალობის შეწყვეტა გსურთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ესკოლანი-სანოველმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა რომელიმე, ქვემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენებიდან, შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება, სასწრაფოდ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან მიმართეთ ყველაზე ახლოს მდებარე საავადმყოფოს ან გადაუდებელი სამედიცინო განყოფილებას.
იშვიათი: აღინიშნება 1/1000 პაციენტში:
• მძიმე ალერგიული რეაქციები, რაც იწვევს სახის, ენისა და ხორხის შეშუპებას და სუნთქვის გაძნელებას;
• მძიმე დარღვევები კანის აქერცვლითა და შეშუპებით კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნა და ცხელება. კანზე გამონაყარი და ვარდისფერი-წითელი ლაქები, განსაკუთრებით ხელისა და ფეხის გულებზე, რომლებიც შეიძლება ბუშტუკებად გარდაიქმნას.
• კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი და განსაკუთრებით, თუ ერთსა და იმავე დროს თავს ცუდად გრძნობთ ან მაღალი ტემპერატურა გაქვთ, ეს შეიძლება გამოიწვეული იყოს კუნთების მხრივ პრობლემებით. კუნთების ტკივილი შეიძლება ყოველთვის არ გაქრეს, ატორვასტატინის შეწყვეტის შემდეგადაც კი, და შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს და თირკმლების მხრივ დარღვევები გამოიწვიოს.
ძალიან იშვიათი: აღინიშნება 1/10000 პაციენტში
• თუ აღინიშნება მოულოდნელი ან უჩვეულო სისხლდენა ან სისხლნაჟღენთები, ეს შეიძლება ღვიძლის დაზიანების მაჩვებელი იყოს. ამ დროს აუცილებელია ექიმთან გადაუდებელი კონსულტაცია.
ესკოლანი-სანოველის სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:
ხშირი (აღინიშნება 1/10 პაციენტში):
• ნაზალური გზების ანთება, ყელის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა;
• ალერგიული რეაქციები;
• სისხლში შაქრის დონის მომატება (დიაბეტის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია სისხლში შაქრის დონის სათანადო მონიტორინგი); სისხლში კრეატინინ კინაზას მომატება;
• თავის ტკივილი;
• გულისრევა, შეკრულობა, მეტეორიზმი, მოუნელებლობა, ფაღარათი;
• სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი და წელის ტკივილი;
• სისხლის ანალიზის შედეგები, რომლებიც უჩვენებენ, რომ ღვიძლის ფუნქცია დარღვეულია;
არახშირი (აღინიშნება 1/100 პაციენტში):
• მადის დაკარგვა, წონაში მატება, სისხლში შაქრის დონის დაქვეითება (დიაბეტის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია სისხლში შაქრის დონის სათანადო მონიტორინგი);
• ძილის დარღვევა, უძილობა;
• თავბრუსხვევა, ხელისა და ფეხის თითების გაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილისა და შეხების შეგრძნების შემცირება, გემოს შეგრძნების ცვლილება, მეხსიერების დაკარგვა;
• დაბინდული მხედველობა;
• ხმაური ყურებში და/ან თავში;
• ღებინება, ბოყინი, ტკივილი მუცლის ზედა და ქვედა არეში, პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რაც მუცლის ტკივილს იწვევს);
• ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);
• გამონაყარი, კანზე გამონაყარი და ქავილი, ჭინჭრის ციება, თმების ცვენა;
• კისრის ტკივილი, კუნთებში სისუსტე;
• სისუსტე, ადვილად დაღლილობა, ტკივილი გულმკერდში, შეშუპება, განსაკუთრებით კოჭების შეშუპება, სხეულის ტემპერატურის მომატება;
• შარდის ანალიზში სისხლის თეთრი უჯრედების არსებობა.
იშვიათი (აღინიშნება 1/1000 პაციენტში):
• მხედველობის დარღვევა
• უჩვეულო სისხლდენა და სისხლჩაქცევები
• ქოლესტაზი (კანისა და სკლერას გაყვითლება)
• მყესების დაზიანება
ძალიან იშვიათი (აღინიშნება 1/10000 პაციენტში):
• ალერგიული რეაქცია – სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სუნთქვის უეცარ გაძნელებას, ტკივილს და მოჭერის შეგრძნებას გულმკერდში, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენისა და ხორხის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, კოლაფსს;
• სმენის დაქვეითება;
• გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების შეშუპება ქალებსა და მამაკაცებში).
უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები:
• მუდმივი სისუსტე კუნთებში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნება ზოგიერთი სტატინის (ამ ტიპის სამკურნალო საშუალება) გამოყენების დროს:
- სქესობრივი სირთულეები;
- დეპრესია;
- სუნთქვის მხრივ პრობლემები, როგორიცაა გაუჩერებელი ხველა და/ან სუნთქვის უკმარისობა ან ცხელება;
- დიაბეტი. ეს უფრო მოსალოდნელია, თუ სისხლში აღინიშნება შაქრისა და ცხიმების მომატებული დონე, გაქვთ ჭარბი წონა ან მაღალი არტერიული წნევა. პრეპარატის მიღების დროს მუდმივად იქნებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

5. ესკოლანი-სანოველის შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ესკოლანი-სანოველის შემოგარსული ტაბლეტები შეინახეთ 250C-მდე ტემპერატურის პირობებში, ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ ესკოლანი-სანოველის შემოგარსულ ტაბლეტებს შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სამკურნალო საშუალებების გადაგდება არ შეიძლება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.
შეეკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს წამლის გადაგდება.
ეს ზომები ემსახურება გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია
ესკოლანი-სანოველის შემოგარსული ტაბლეტების შემცველობა
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ატორვასტატინს, ატორვასტატინ კალციუმის სახით.
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ატორვასტატინს, ატორვასტატინ კალციუმის სახით.
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ატორვასტატინს, ატორვასტატინ კალციუმის სახით.
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ატორვასტატინს, ატორვასტატინ კალციუმის სახით.

დამხმარე ინგრედიენტები:
კალციუმის კარბონატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოლისორბატი 80, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი 8000.

ესკოლანი-სანოველის შეფუთვა
ესკოლანი-სანოველი არის თეთრი ფერის, მოგრძო შემოგარსული ტაბლეტები პერორალური გამოყენებისათვის. შეფუთვაში 30 შემოგარსული ტაბლეტი.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
სანოველ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.
34460 ისტინიე-სტამბული

მწარმოებელი
სანოველ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ ა.შ.
34580 სილივრი-სტამბული

თბილისი (82 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2025-04-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2025-04-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2025-04-01
ავერსი 39
236-21-78
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-04-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2025-04-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2025-04-01
ავერსი 65
236-34-51
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2025-04-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2025-04-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2025-04-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2025-04-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2025-04-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2025-04-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2025-04-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2025-04-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2025-04-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2025-04-01

რეგიონი (113 აფთიაქი)

ახმეტა 2
0322 506506 (3456)
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2025-04-01
გურჯაანი 2
(+995 353) 22-21-62
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2025-04-01
დედოფლისწყარო
2-506-506 (3480)
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2025-04-01
თელავი 2
(+995 350) 27-34-93
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2025-04-01
თელავი 3 (24სთ)
(+995 350) 27-00-47
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2025-04-01
თელავი 5
2-506-506 (3205)
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2025-04-01
იორმუღანლო
2-506-506 (3458)
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2025-04-01
ლაგოდეხი 1
(+995 354) 22-11-21
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2025-04-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
(+995 354) 22-39-00
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2025-04-01
საგარეჯო 2
2-506-506 (3392)
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2025-04-01
სიღნაღი (24სთ)
577 006 790
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2025-04-01
ყვარელი (24სთ)
(+995 352) 22-14-53
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-04-01
წნორი (24სთ)
(+995 355) 24-39-03
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2025-04-01
ბაღდათი (24სთ)
(+995 434) 22-24-82
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2025-04-01
ვანი
2-506-506 (3455)
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2025-04-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
(+995 492) 25-16-28
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-04-01
ზესტაფონი 3
(+995 492) 25-28-61
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2025-04-01
ზესტაფონი 5
2-506-506 (3215)
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2025-04-01
ზესტაფონი 6
2-506-506 (3216)
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2025-04-01
ზესტაფონი 7
0322 506 506 (3217)
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2025-04-01
თერჯოლა (24სთ)
(+995 491) 22-15-90
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2025-04-01
თერჯოლა-2
0322506506 (3469)
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2025-04-01
სამტრედია 1 (24სთ)
(+995 411) 22-12-85
რესპუბლიკის №2
ვადა: 2025-04-01
საჩხერე 1 (24სთ)
(+995 435) 22-23-73
გომართელის ქ. №3
ვადა: 2025-04-01
საჩხერე 2
(+995 577) 00–67–79
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2025-04-01
საჩხერე 3
(+995 435) 22-50-15
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2025-04-01
ტყიბული
(+995 497) 22-20-41
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 1
(+995 431) 24-80-69
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 2
0322 506 506(3702)
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 3 (24სთ)
(+995 431) 24-31-77
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 4 (24სთ)
(+995 431) 27-29-48
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 5 (24სთ)
(+995 431) 26-47-06
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 6 (24სთ)
(+995 431) 27-12-88
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 7 (24სთ)
577006757
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 8
(+995 431) 27-09-91
ავტომშენებლის №34
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 9
(+995 431) 26-22-01
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 11 (24სთ)
(+995 431) 23-44-84
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 12 (24სთ)
(+995 431) 25-04-03
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 13 (24სთ)
(+995 431) 26-45-87
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 14
(+995 431) 25-08-07
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 16
(+995 431) 22-16-22
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 17
(+995 431) 24-24-92
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 18
(+995 431) 25-21-41
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 19 (24სთ)
0322 506 506(3719)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 20 (24სთ)
2-506-506 (3720)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 21
(+995 431) 24-15-62
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2025-04-01
ქუთაისი 23
2-506-506 (3723)
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2025-04-01
წყალტუბო (24სთ)
(+995 436) 22-24-61
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2025-04-01
ჭიათურა 1
(+995 479) 25-52-02
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2025-04-01
ჭიათურა 2 (24სთ)
0322506506 (3262)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2025-04-01
ჭიათურა 3
(+995 479) 25-42-20
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2025-04-01
ჭიათურა 4
(+995 479) 25–28–51
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2025-04-01
ხონი
(+995 495) 22-14-34
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 2
(+995 422) 22-20-36
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 3 (24სთ)
(+995 422) 22-29-37
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 4
(+995 422) 24-08-05
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 5 (24სთ)
(+995 422) 24-80-28
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 7 (24სთ)
(+995 422) 22-62-44
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 8
(+995 422) 25-59-99
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 10
577 00 67 14 (3410)
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 12
(+995 422) 22–36–22
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 13
(+995 422) 22–61–13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 14
577 420-562
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 15
2-506-506 (3415)
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 16 (24სთ)
2-506-506 (3416)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2025-04-01
ბათუმი 22
(3445)
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2025-04-01
ქობულეთი 1 (24სთ)
(+995 426) 26-72-28
აღმაშენებლის №3
ვადა: 2025-04-01
ქობულეთი 2
2-506-506 (3442)
რუსთაველის №122
ვადა: 2025-04-01
ზუგდიდი 2
(+995 415) 22-10-25
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2025-04-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
(+995 415) 22-24-66
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2025-04-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
(+995 415) 22-23-77
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2025-04-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
214-73-82
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2025-04-01
ზუგდიდი 6
2-506-506 (3306)
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2025-04-01
მარტვილი 1 (24სთ)
2-506-506 (3311)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2025-04-01
მარტვილი 2
2-506-506 (3312)
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2025-04-01
მარტვილი 3
0322 506-506 (3313)
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2025-04-01
სენაკი 1 (24სთ)
(+995 413) 27-75-05
რუსთაველის №172
ვადა: 2025-04-01
სენაკი 2 (24სთ)
(+995 413) 27-65-32
რუსთაველის №110
ვადა: 2025-04-01
სენაკი 3
(+995 413) 27-74-22
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2025-04-01
ფოთი 2
(+995 493) 27-55-38
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2025-04-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
(+995 417) 22-01-05
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-04-01
ჩხოროწყუ 2
2-506-506 (3356)
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2025-04-01
წალენჯიხა 1
2-506-506 (3521)
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2025-04-01
ხობი
(+995 414) 22-21-64
შარტავას ქ. №3
ვადა: 2025-04-01
ჯვარი
2-506-506 (3359)
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2025-04-01