ცისტიბაქტი #20კაფს
გააზიარე:
სამკურნალო საშუალების გამოყენების
ინსტრუქცია
ცისტიბაქტი
სავაჭრო დასახელება: ცისტიბაქტი
წამლის ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: შტოშის სტანდარტიზირებულ მშრალ ექსტრაქტს (პროანტოციანიდინის 40%) პროანტოციანიდინებზე გადაანგარიშებით - 36 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლეციტინი (სოლეკი B-10), ფუტკრის ცვლილი, მზესუმზირის ზეთი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ბენზოატი E-211, საღებავები: რკინის ოქსიდი წითელი E-172,
რკინის ოქსიდი შავი E-172, კარმოაზინი E -122, ტიტანის დიოქსიდი E-171.
აღწერილობა. ოვალური ფორმის რბილი ჟელატინის კაფსულები, წითელ-იასამნისფერი, გაუმჭვირვალე, დრეკადი, ნაკერით.
კაფსულის შიგთავსი - წითელ-იასამნისფერი ზეთოვანი სუსპენზია დამახასიათებელი მძაფრი სუნით. შენახვისას შესაძლებელია სუსპენზიის განშრევება.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა უროლოგიური პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სამკურნალო საშუალების "ცისტიბაქტი" ფარმაკოლოგიური აქტივობა განპირობებულია შტოშის მშრალი სტანდარტიზირებული ექსტრაქტის კომპონენტების კომპლექსური მოქმედებით, რომელთაგან მთავარ კომპონენტს წარმოადგენს პროანტოციანიდინები, რომლებიც მიეკუთვნებიან ბიოფლავონიდების ჯგუფს.
შტოშის პრეპარატების უნარი მოახდინონ უროეპითელიუმთან (შარდგამომყოფი გზების ლორწოვან გარსებთან) პათოგენური მიკროორგანიზმების ადგეზიის ბლოკირება ეხება არა მხოლოდ E. ცოლი-ს - ბაქტერიებს, რომლებიც შემთხვევათა 90%-ში იწვევენ შარდის გამომყოფი გზების ინფექციებს (მათ შორის ინტრაჰოსპიტალურს), არამედ საშარდე გზების ინფექციების სხვა ფართოდ გავრცელებულ გამომწვევებსაც. აღნიშნული ეფექტი ხელს უწყობს ინფექციების გამომწვევების სწრაფ გამორეცხვას, რაც იწვევს მიკრობებით შარდის გამომყოფი სისტემის კოლონიზაციის, ასევე ანთების განვითარებას. შტოშის აქტიური კომპონენტები აძლიერებენ ანტიბიოტიკების და ანტისეპტიკური პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც გამოიყენება შარდის გამომყოფი გზების ინფექციების დროს.
გამოყენების ჩვენებები
სამკურნალო საშუალება ცისტიბაქტი ნაჩვენებია პროფილაქტიკისათვის და დამხმარე საშუალების სახით შარდის გამომყოფი გზების დაავადებების კომპლექსური თერაპიის დროს.
გამოყენების ჩვენებები და დოზირება
ცისტიბაქტი მიიღება თითო კაფსულა ღამით, ჭიქა წყლის დაყოლებით (შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ). მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 2-დან 4 კვირამდე. საჭიროების შემთხვევაში კურსს იმეორებენ.
შარდგამომყოფი გზების ინფექციების დროს ტკივილითა და წვით მიმდინარე შარდვით, ასევე შარდგამომყოფი გზების ინფექციების ანტიბიოტოკებით მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ცისტიბაქტი მიიღება სულ მცირე 1 თვის განმავლობაში.
გამოყენების პერიოდის გაზრდა ახდენს მიღწეული ეფექტის სტაბილიზირებას.
წელიწადში 3 ჯერ და მეტი შარდგამომყოფი გზების ინფექციების განვითარების შემთხვევაში, ცისტიბაქტი მიიღება პროფილაქტიკის მიზნით თვეში 2 კვირის განმავლობაში 3 თვის ხანგრძლივობით.
მენოპაუზის პერიოდში იზრდება საშოს პH მნიშვნელობა, რაც ხელს უწყობს შარდგამომყოფი გზების ინფექციების შემთხვევების ზრდას. დიაბეტი, კორტიკოსტეროიდების მიღება, ასევე მექანიკური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ზრდიან შარდგამომყოფი გზების ინფექციების განმეორებითი განვითარების რისკს. ერთი ან მეტი ზემოთ აღნიშნული ფაქტორის არსებობის შემთხვევაში, ცისტიბაქტის მიღებამ თვეში 2 კვირის განმავლობაში 3 თვის ხანგრძლივობით შეიძლება ხელი შეუწყოს შარდის გამომყოფი გზების დაცვას, მიკროორგანიზმების გამრავლებისათვის არახელსაყრელი გარემოს შექმნით.
დამტკიცებულია, რომ ამინდის სეზონურმა ცვლილებებმა, ნოტიო/ცხელმა ამინდმა, სტრესმა, მოგზაურობამ, ჰიგიენის ცუდმა პირობებმა შეიძლება გამოიწვიოს შარდგამომყოფი გზების ინფექციები. მათი პროფილაქტიკისათვის ქალებმა შეიძლება მიიღონ ცისტიბაქტი არახელსაყრელი ფაქტორების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
განსაკუთრებული მითითებები
დიურეზის გასაზრდელად აუცილებელია დღეშის არანაკლებ 2 ლიტრი წყალის მისაღება, განსაკუთრებით პაციენტებში შარდკენჭოვანი დაავადებით.
ზემოქმედება ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე: იზრდება შარდში ოქსალატების რაოდენობა.
პაციენტებმა შარდკენჭოვანი დაავადებებით ცისტიბაქტის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
პაციენტებმა, რომლებისთვისაც რეკომენდირებულია სითხის დღიური მოხმარების შეზღუდვა, ცისტიბაქტის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.
შტოშის მიღება საშარდე გზების სამკურნალოდ ბავშვებში არაეფექტურია და არ არის რეკომენდებული.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პაციენტები, რომლებიც იღებენ ვარფარინს და ცისტიბაქტს, ყურადღება უნდა მიაქციონ მათ პოტენციურად შესაძლო ურთიერთქმედებას სისხლდენის განვითარების რისკის გამო. შტოშის კომპონენტები არ ახდენენ მნიშვნელოვან ზემოქმედებას ამოქსიცილინის ფარმაკოკინეტიკაზე.
გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება და სხვ.
ჭარბი დოზირება
არ ყოფილა შეტყობინებები სამკურნალო საშუალების ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
შტოშის მიღება საშარდე გზების სამკურნალოდ ბავშვებში არაეფექტურია და არ არის რეკომენდებული.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
პრეპარატ ცისტიბაქტის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული ორსული ქალის ორგანიზმსა და ბავშვზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ სარწმუნო მონაცემების არარსებობასთან დაკავშირებით.
ზეგავლენა ავტომობილის მართვის, ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
არ მოქმედებს.
გამოშვების ფორმა
ოვალური ფორმის რბილი ჟელატინის კაფსულები, წითელ-იასამნისფერი, გაუმჭვირვალე, დრეკადი, ნაკერით; 10 კაფსულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში, 2 ან 3 კონტურულ უჯრედული შეფუთვა კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ტენისგან და სინათლისაგან დაცულ ადგილას 15°ჩ-დან 25°ჩ-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
უს "მინსკინტერკაფსი", ბელარუსის რესპუბლიკა,; 220075, ქ. მინსკი, ს/ყ 112, ქ. ინჟენერნაია, სახლი 26
უს "მინსკინტერკაფსი’’ დირექტორის მოადგილე- იუ.მ.ნეჟივცევა










