ვეგადერმი 15გ მალამო
გააზიარე:
ვეგადერმი
პრეპარატისსავაჭროდასახელება: ვეგადერმი.
სამკურნალოფორმა: მალამო 15 გ.
შემადგენლობა
მალამოს 1 გ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ბეტამეტაზონის დიპროპიონატი (ეკვივალენტურია ბეტამეტაზონის 0,5 მგ), კლოტრიმაზოლი 10,0 მგ, გენტამიცინის სულფატი (ეკვივალენტურია გენტამიცინის 1,0 მგ).
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი პარაფინი, თეთრი რბილი პარაფინი.
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: აქტიური გლუკოკორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. ბეტამეტაზონი ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
ფარმაკოლოგიურითვისებები
ფარმაკოკინეტიკა
მალამო ვეგადერმი – კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით. კანიდან შეწოვის ხარისხს განსაზღვრავს დამხმარე ნივთიერებები, ეპიდერმისის მთლიანობა და ოკლუზიური ნახვევის არსებობა. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები შეიწოვება დაუზიანებელი კანიდანაც. ანთებითი და სხვა მტკივნეული პროცესები, განსაკუთრებით, კანის ატროფიული დაზიანება, ხელს უწყობს შეწოვას. სისტემურ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრისას, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების მოქმედება სისტემური გამოყენების პრეპარატების მსგავსია (უკავშირდება შრატის ცილებს და მეტაბოლიზდება, ძირითადად ღვიძლში). გამოყოფის ძირითადი გზაა – თირკმელებით.
კანზე ადგილობრივი გამოყენებისას, კლოტრიმაზოლის სისტემური შეწოვის ხარისხი უმნიშვნელოა და კონცენტრაცია სისხლში არ არის კლინიკურად მნიშვნელოვანი. დაუზიანებელ კანზე დატანისას, გენტამიცინი არ შეიწოვება, მაგრამ, კანის ფართო უბანზე ხანგრძლივი გამოყენებისას, ასევე კანის მთლიანობის დაზიანებულ უბანზე დატანისას, ის შესაძლებელია მოხვდეს სისხლში. გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდით.
ფარმაკოდინამიკა
ადგილობრივი გამოყენებისას ბეტამეტაზონი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროებელ სწრაფ, ხანგრძლივ მოქმედებას. ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება ვითარდება ალერგიის მედიატორების სეკრეციის და სინთეზის შემცირების, სენსიბილიზებული პოხიერი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან ჰისტამინის და ბიოლოგიურად აქტიური სხვა ნივთიერებების გამოთავისუფლების შეფერხების, ცირკულირებადი ბაზოფილების რაოდენობის შემცირების, ლიმფოიდური და შემაერთებელი ქსოვილის პროლიფერაციის დათრგუნვის, Т- და B ლიმფოციტების, პოხიერი უჯრედების რაოდენობის შემცირების, ალერგიის მედიატორის მიმართ ეფექტორული უჯრედების მგრძნობელობის შემცირების, ანტისხეულების წარმოქმნის დათრგუნვის, ორგანიზმის იმუნური პასუხის შეცვლის შედეგად. ქიმიურ სტრუქტურაში ფტორის არსებობა აძლიერებს მის ანთების საწინააღმდეგო აქტივობას, რომელიც თითქმის 30-ჯერ აღემატება ჰიდროკორტიზონის აქტივობას, მაგრამ არ ფლობს მინერალოკორტიკოიდულ აქტივობას. ადგილობრივი გამოყენებისას არ ანელებს დაზიანებული კანის შეხორცების პროცესს.
კლოტრიმაზოლი ფლობს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრს. ის აქტიურია საფუარების, დერმატოფიტების, Aspergilus, Scopulariopsis, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton guinckeanum, Trichophyton rubrum, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans მიმართ.
გენტამიცინი წარმოადგენს ანტიბიოტიკს მოქმედების ფართო სპექტრით, ბაქტერიოციდული მოქმედებით; ფლობს მაღალ ეფექტურობას ანტიბაქტერიული საშუალების სახით. მისი მოქმედების მიმართ მგრძნობიარენი არიან შემდეგი ჯგუფის ბაქტერიები Streptococci (А ჯგუფის: β-ჰემოლიზური და a-ჰემოლიზური), Streptococci (კოაგულაზა-დადებითი, კოაგულაზა-უარყოფითი და პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამები) და გრამუარყოფითი ბაქტერიების რიგი, როგორიცაა Pseudomonas aeruginosa, Aerobacter aerogenes, Escherichia coli, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniaе.
გამოყენებისჩვენებები
კორტიკოსტეროიდული თერაპიის მიმართ მგრძნობიარე და მეორადი ინფექციით გართულებული კანის დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა (მოზრდილებში და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში), გამოწვეული კლოტრიმაზოლის და გენტამიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
გამოყენებისწესიდადოზები
მალამო ვეგადერმი დაიტანება თხელი ფენად (შესაძლებელია მსუბუქი შეზელვა) კანის დაზიანებულ უბანზე დღეში 2-ჯერ – დილით და საღამოს. გამოყენების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით. თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, ლოკალიზაციაზე და ჩატარებული თერაპიის მიმართ პაციენტის რეაქციაზე. მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია დღეში ერთჯერ გამოყენება, უფრო მძიმე დაზიანებების დროს შესაძლებელია საჭირო გახდეს უფრო ხშირი გამოყენება. 3-4 კვირის განმავლობაში თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის კორექცია.
მოზრდილები
მალამოს მცირე რაოდენობა დაიტანება დღეში ორჯერ (დილით და საღამოს) კანის დაზიანებულ უბანზე და დაზიანების ირგვლივ მიდამოზე.
მოზარდებიდა 3 წელზეუფროსიასაკისბავშვები
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებში, ამიტომ, მისი გამოყენება ხდება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
ხანდაზმულიასაკისპირები
ხანდაზმული ასაკის პირებში დოზის შეცვლა არ არის საჭირო.
გვერდითიმოქმედება
- წვის შეგრძნება;
- კანის გაღიზიანება;
- კანის ქავილი, სიმშრალე;
- კანის ჰიპერმგრძნობელობა, გამონაყარი, კანის გაუფერულება;
- ჰიპოპიგმენტაცია;
- ფოლიკულიტი;
- ჰიპერტრიქოზი;
- აკნესმაგვარი გამონაყარი;
- პერიორალური დერმატიტი;
- ალერგიული კონტაქტური დერმატიტი;
- კანის მაცერაცია;
- მეორადი ინფექცია;
- კანის ატროფია;
- სტრიები;
- გამოყელვა;
- კანის გაღიზიანება: ქავილი, ერითემატოზური გამონაყარი (გენტამიცინის ზემოქმედება).
გამოყენებაბავშვებში
- ჰიპოფიზ-ჰიპოთალამო-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა;
- კუშინგის სინდრომი;
- ზრდის შეჩერება, სხეულის წონის მატების შეფერხება;
- ქალაშიდა წნევის მომატება (ბეტამეტაზონის ზემოქმედება), რომელსაც თან ახლავს ყიფლიბანდის ამოწევა, თავის ტკივილი, მხედველობის ნერვის დისკების ორმხრივი შეშუპება (შეგუბებითი დვრილის სიმპტომი).
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- კანის ზოგიერთი ინფექცია (მარტივი ჰერპესი, შემომგარსველი ჰერპესი, ჩუტყვავილა, კანის სიფილისი და ტუბერკულოზი, მარტივი აკნე, როზაცეა);
- პერიორალური დერმატიტი;
- პერიანალური და გენიტალური ქავილი;
- 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სამკურნალწამლოურთიერთზემოქმედება
ვეგადერმის მალამოს სამკურნალწამლო ურთიერთზემოქმედება სხვა პრეპარატებთან არ გამოვლენილა. თუმცა, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული სხვა მალამოებთან და საცხებთან ერთად, ძირითადად, რომლებიც შეიცავენ ანიონურ ზედაპირულ-აქტიურ ნივთიერებებს. ვეგადერმის მალამოს საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული გამოყენებისას, მათი ზემოქმედება ძლიერდება, დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება კალიუმის გამოყოფა. ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან, შიგნით მისაღებ ანტიკოაგულანტებთან შესაძლებელია მათი მოქმედების შემცირება. პრეპარატით ვეგადერმი მკურნალობის კურსის დასრულებისთანავე ან მკურნალობის დროს არ უნდა დაინიშნოს ანტიმიკრობული და სხვა პრეპარატები, რომლებსაც ოტონეფროტოქსიკური მოქმედება გააჩნია.
განსაკუთრებულიმითითებები
ვეგადერმის მალამო არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებლად. თვალის კაკლის ღია ზედაპირზე მალამოს მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატი ძალიან დიდი სიფრთხილით დაიტანება თვალის ირგვლივ მიდამოში, რადგან ამან შესაძლებელია მოახდინოს გლაუკომის განვითარების პროვოცირება.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ, მათი მაღალი დოზების და კანის ფართო უბნებზე გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სისტემური შეწოვა და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა ჰიპერკორტიციზმის კლინიკური გამოვლინების განვითარებით. ეს გამოვლინებები უფრო ხშირად ვითარდება პატარა ბავშვებში ან ოკლუზიური ნახვევის ხშირი გამოყენებისას (აპკი შეიძლება ჩაითვალოს ასეთ ნახვევად). მაღალი აქტივობის კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობისას შესაძლებელია განვითარდეს კანის ადგილობრივი ატროფიული ცვლილებები და ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოება. ეს გასათვალისწინებელია სახის კანზე ხანგრძლივი გამოყენებისას, ძირითადად ფსორიაზის, ერითემატოზური მგლურას და ეგზემის მძიმე ფორმების მკურნალობისას. ადგილობრივი ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ, გენტამიცინის და კლოტრიმაზოლის ჩათვლით, შესაძლებელია გამოიწვიოს მდგრადობის განვითარება და სუპერინფექცია. ასეთ ინფექციაზე ეჭვის დროს პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაიწყოს სხვა ანტიბაქტერიული პრეპარატებით შესაბამისი თერაპია. ოკლუზიური ნახვევის გამოყენება ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას კანის დაზიანებულ უბანზე. არსებობს ჯვარედინი მდგრადობა სხვადასხვა ამინოგლიკოზიდებს შორის. მარტივი ფსორიაზის მკურნალობისთვის ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული პრეპარატების გამოყენებისას, შესაძლებელია პროცესის ქრონიზაცია, მიჩვევა, გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზის განვითარების რისკის მატება და ადგილობრივი და სისტემური ტოქსიკურობა კანის დამცავი ფუნქციის დარღვევის შედეგად. ჰიპერმგძნობელობის ან სუპერინფექციის სიმპტომების განვითარებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
პრეპარატის წასმა არ შეიძლება ღია ჭრილობაზე ან დაზიანებულ კანზე. გენტამიცინის ხანგრძლივმა გამოყენებამ კანის ფართო უბანზე ან კანის მთლიანობის დარღვევისას, შესაძლებელია გამოიწვიოს უფრო მნიშვნელოვანი შეწოვა და ამასთან დაკავშირებული სისტემური ეფექტების განვითარება.
გენტამიცინით მკურნალობას შესაძლებელია თან ახლდეს კანის ტრანზიტორული გაღიზიანება (ქავილი, ერითემა), რაც უმრავლეს შემთხვევაში არ საჭიროებს თერაპიის შეწყვეტას.
გამოყენებაპედიატრიაში
სხეულის წონის და ზედაპირის თანაფარდობის დიდი მნიშვნელობის შედეგად მომატებული შეწოვის გამო, ბავშვები, მოზრდილებთან შედარებით, უფრო მგრძნობიარენი არიან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებით გამოწვეული ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვის და კორტიკოსტეროიდების ეფექტების მიმართ. პაციენტების ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა უნდა შეიზღუდოს (არაუმეტეს 4-5 დღისა). აღწერილია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის დათრგუნვის, კუშინგის სინდრომის, ზრდის შეფერხების, წონაში მატების შენელების და ქალაშიდა წნევის მომატების შემთხვევები ბავშვებში, რომლებიც იყენებდნენ ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს.
ორსულობა
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ ცხოველებში შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების ანომალიები. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში არ არის დადგენილი. პრეპარატების ამ ჯგუფის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა პოტენციური სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. ორსულობის დროს არ უნდა მოხდეს ამ ჯგუფის პრეპარატების ხშირი, დიდ დოზებში ან ხანგრძლივი გამოყენება.
ლაქტაციისპერიოდი
სამკურნალო საშუალების გამოყენების უსაფრთხოება ახალშობილებისთვის და ძუძუზე მყოფი ბავშვებისთვის არ არის დადგენილი, შესაბამისად, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში საჭიროებს სიფრთხილის ზომების დაცვას. არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა კორტიკოსტეროიდების ადგილობრივ გამოყენებას სისტემური აბსორბციის შედეგად გამოიწვიოს მისი გამოყოფა დედის რძით. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია ბუნებრივი კვების შეჩერება ან თერაპიის შეწყვეტა.
სამკურნალოსაშუალებისზემოქმედებისთავისებურებებიავტოსატრანსპორტოსაშუალებებისანპოტენციურადსაშიშიმექანიზმებისმართვისუნარზე
ვეგადერმის მალამო არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ჭარბიდოზა
სიმპტომები: ადგილობრივი გლუკოკორტიკოსტეროიდების ჭარბმა ან ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დარღვევა და გახდეს თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობის განვითარების და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გამოვლენის მიზეზი, კუშინგის სინდრომის ჩათვლით. გენტამიცინით ერთჯერად ჭარბ დოზას არ გამოუვლენია რაიმე სიმპტომები. რეკომენდებულზე ჭარბი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არამგრძნობიარე, მათ შორის, სოკოვანი ფლორის მნიშვნელოვანი ზრდა.
მკურნალობა: სიმპტომური მკურნალობა, მწვავე ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. საჭიროებისას უნდა ჩატარდეს ელექტროლიტური დისბალანსის მკურნალობა. ქრონიკული ტოქსიკური მოქმედების განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია გლუკოკორტიკოსტეროიდების თანმიმდევრული მოხსნა.
არამგრძნობიარე, მათ შორის, სოკოვანი ფლორის მნიშვნელოვანი ზრდის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს შესაბამისი ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა.
გამოშვებისფორმა
პრეპარატის 15 გ ალუმინის ტუბში შიდა ლაკირებული ზედაპირით, თავდახურული პლასტმასის სახრახნი თავსახურით, ლატექსური რგოლით ქვედა ნაწილში.
1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვისპირობები
ინახება შუქისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობისვადა
3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდანგაცემისწესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.











