ამოქსიკლავი 2X 1000მგ #14ტ

ამოქსიკლავი 2X 1000მგ #14ტ

24.55 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნახევრადსინთეზური პენიცილინები
ქვეყანა: ავსტრია
მწარმოებელი: სანდოზი ავსტრია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ამოქსიცილინი+კლავულანი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 87715
გააზიარე:

სამკურნალო საშუალების ზოგადი დახასიათება

1. სამკურნალო საშუალების დასახელება

ამოქსიკლავი Ò 2x 1000მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: ამოქსიცილინი, კლავულანის მჟავა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 875მგ ამოქსიცილინს ტრიჰიდრატის ფორმით და 125მგ კლავულანის მჟავას კალიუმის მარილის სახით (თანაფარდობით 7:1).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი მითითებულია თავში 6.1.

3. გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

თეთრიდან კრემისფერ შეფერილობამდე, ოვალური ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, ორივე მზარეს ჭდით.

ჭდე განკუთვნილია ტაბლეტების გადატეხვისათვის გადაყლაპვის გაადვილების მიზნით და არა თანაბარ დოზებათ დასაყოფად.

4. კლინიკური მონაცემები

4.1. გამოყენების ჩვენებები

ამოქსიკლავი ნაჩვენებია შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში (იხ.თავი 4.2, 4.4. და 5.1):

  • მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (სათანადო სახით დიაგნოსტირებული);
  • მწვავე შუა ოტიტი;
  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (სათანადო სახით დიაგნოსტირებული);
  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • ცისტიტი;
  • პიელონეფრიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, კერძოდ, კანქვეშა უჯრედისის ანთება (ფლეგმონა), ჭრილობები ცხოველთა ნაკბენებიდან, კბილის მძიმე აბსცესი გავრცელებული ფლეგმონით;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები, კერძოდ ოსტეომიელიტი.

გასათვალისწინებელია ანტიბაქტერიული პრეპარატების სათანადო გამოყენების დამტკიცებული რეკომენდაციები.

4.2. დოზირება და გამოყენების მეთოდი

დოზირება

დოზები ასახავს ამოქსიცილინის / კლავულანის მჟავას შემცველობას.

ამოქსიკლავის კონკრეტული ინფექციების სამკურნალოდ დოზის არჩევისას აუცილებელია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:

  • · სავარაუდო პათოგენები და მათი შესაძლო მგრძნობელობა ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ (იხ.თავი 4.4);
  • · ინფექციის სიმძიმე და ლოკალიზაცია;
  • · ასაკი, სხეულის მასა და თირკმელების ფუნქცია (როგორც ეს მითითებულია ქვემოთ).

საჭიროების შემთხვევაში, განიხილება ამოქსიკლავის სხვა ფორმების გამოყენება (მაგალითად, ფორმები ამოქსიცილინის უფრო მაღალი შემცველობით და (ან) ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავის სხვა თანაფარდობებით) (იხ. თავები 4.4 და 5.1).

ამოქსიკლავის მოცემული ფორმის ორჯერადი მიღება მოზრდილებსა და ბავშვებში სხეულის მასით 40 კგ და მეტი უზრუნველყოფს საერთო სადღეღამისო დოზას 1750 მგ ამოქსიცილინს და 250 მგ კლავულანის მჟავას, ხოლო სამჯერადი მიღება დღე-ღამეში - 2625 მგ ამოქსიცილინს და 375მგ კლავულანის მჟავას მიღებას ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ამოქსიკლავის მოცემული ფორმის ქვემოთ მოცემული რეკომენდაციებით მიღება ბავშვებისათვის 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით უზრუნველყოფს მაქსიმალურ სადრეღამისო დოზას, რომელიც შეესაბამება 1000-2800 მგ ამოქსიცილინს და 143-400მგ კლავულანის მჟავას. ამოქსიცილინის უფრო მაღალი დღიური დოზის საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდებულია ამოქსიკლავის სხვა ფორმის შერჩევა, რათა თავიდან იქნას აცილებული კლავულანის მჟავის ზედმეტად მაღალი დღიური დოზები (იხ.თავები 4.4 და 5.1).

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალობაზე საპასუხო რეაქციით. ზოგიერთი ინფექციები (მაგალითად, ოსთეომიელიტი) მოითხოვენ უფრო ხანგრძლივ მკურნალობას. მკურნალობის ხანგრძლივობამ არ უნდა გააჭარბოს 14 დღეს, გადახედვის გარეშე (ინფორმაცია ხანგრძლივი მკურნალობის შესახებ იხ. თავში 4.4).

მოზრდილები და ბავშვები სხეულის მასით 40 კგ და მეტი

რეკომენდირებული დოზები:

  • · სტანდარტული დოზა (ყველა ჩვენებისათვის: 875მგ/125მგ დღე-ღამეში ორჯერ.
  • · შედარებით მაღალი დოზა (ძირითადად ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა შუა ოტიტი, სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების და საშარდე გზების ინფექციები): 875მგ/125მგ დღე-ღამეში სამჯერ.

ბავშვები 40 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით

ბავშვებს შეუძლიათ ამოქსიკლავის მიღება ტაბლეტების ან სუსპენზიის სახით.

რეკომენდირებული დოზები:

  • · 25მგ/3,6მგ/კგ/დღე-ღამიდან 45მგ/6,4მგ/კგ/დღე-ღამემდე, დაყოფილი სამ მიღებად.
  • · ზოგიერთი ინფექციის სამკურნალოდ (მაგ. შუა ოტიტი, სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების და საშარდე გზების ინფექციები) შესაძლებელია 70მგ/10მგ/კგ დღე-ღამეში დოზის გამოყენება, დაყოფილი ორ მიღებაზე.

ექვსი წლის და უმცროსი ასაკის ან 25 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის ბავშვების სამკურნალოდ მიზანშეწონილია ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას გამოყენება სუსპენზიის ფორმით.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის კორექციას არ საჭიროებს.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით

პაციენტებს 30 მლ/წთ-ზე მეტი კრეატინინის კლირენსით (CrCl) დოზის კორექტირება არ ესაჭიროებათ.

პრეპარატის გამოყენება ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას თანაფარდობით 7: 1 არ არის რეკომენდებულია პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 30 მლ/წთ-ზე ნაკლები, რადგან ამ პაციენტებისთვის პრეპარატის დოზის შერჩევის რეკომენდაციები არ არის შემუშავებული.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

გამოიყენება სიფრთხილით. რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს ღვიძლის ფუნქცია (იხ.თავები 4.3. და 4.4).

გამოყენების მეთოდი

შიგნით მისაღებად.

მიიღეთ საკვების მიღების დაწყებისას, იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი კუჭ-ნაწლავის აუტანლობის შესაძლო გამოვლინება.

მკურნალობის დაწყება შესაძლებელია პარენტერალურად, პრეპარატის დოზირების რეკომენდაციების შესაბამისად ინტრავენურად შეყვანით და გაგრძელდეს შიგნით მისაღები პრეპარატით.

4.3. უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებების, აგრეთვე, ნებისმიერი პენიცილინების მიმართ.

მომატებული მგრძნობელობის დაუყოვნებელი ტიპის მძიმე რეაქციები (მაგალითად, ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამულ პრეპარატებზე (მაგალითად, ცეფალოსპორინები, კარბაპენემები ან მონობაქტამები) ანამნეზში.

სიყვითლე ან ღვიძლის სხვა დაზიანება ანამნეზში, ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას გამოყენების ფონზე (იხ.თავი 4.8).

4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

მკურნალობის დაწყებამდე ატარებენ ანამნეზის საფუძვლიან შეკრებას პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე ან სხვა ბეტა-ლაქტამურ პრეპარატებზე მომატებული მგრძნობელობის შესახებ (იხ.თავები 4.3. და 4.8).

პენიცილინებით თერაპიის ფონზე აღინიშნებოდა მომატებული მგრძნობელობის სერიოზული და ხანდახან ლეტალური რეაქციები (ანაფილაქსური და კანის მძიმე არასასურველი რეაქციების ჩათვლით). ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ასევე შეიძლება გადაიზარდოს კოუნისის სინდრომამდე, სერიოზულ ალერგიულ რეაქციამდე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი (იხ. ნაწილი 4.8). ისინი ყველაზე დიდი ალბათობით უვითარდებათ პაციენტებს ანამნეზში მომატებული მგრძნობელობის რეაქციით პენიცილინებზე და პაციენტებს ატოპიით. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში ამოქსცილინ/კლავულანის მჟავას თერაპიას წყვეტენ, სანაცვლოდ უნიშნავენ სხვა შესაფერის მკურნალობას.

მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი დაფიქსირდა, ძირითადად ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კომბინაციას (იხ. პუნქტი 4.8). ეს სინდრომი წარმოადგენს ალერგიულ რეაქციას წამყვანი სიმპტომით გახანგრძლივებული ღებინება (პრეპარატის მიღებიდან 1-4 საათის შემდეგ) ალერგიული კანის ან რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. დამატებითი სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, დიარეა, ჰიპოტენზია ან ლეიკოციტოზი ნეიტროფილიით. ასევე დაფიქსირდა მძიმე შემთხვევები, მათ შორის შოკის პროგრესირებამდე.

ამოქსიცილინის მიმართ ინფექციის გამომწვევი პათოგენების დამტკიცებული მგრძნობელობის შემთხვევებში, განიხილავენ ამოქსიკლავიდან ამოქსიცილინზე გადასვლას, ოფიციალური სახელმძღვანელოების შესაბამისად.

ამოქსიკლავის მოცემული ფორმა გამოსაყენებლად გამოუსადეგარია, თუ არსებობს იმის მაღალი რისკი, რომ სავარაუდო პათოგენებს გააჩნიათ დაქვეითებული მგრძნობელობა ან რეზისტენტობა ბეტა-ლაქტამური პრეპარატების, კლავულანის მჟავას მაინჰიბირებელი მოქმედებისადმი მგრძნობიარე არა ბეტა-ლაქტამაზებით. მოცემული პრეპარატი არ უნდა გამოიყენებოდეს პენიცილინ S. pneumoniae-ს მიმართ რეზისტენტური ინფექციების სამკურნალოდ.

პაციენტებში, დარღვეული თირკმელების ფუნქციით, ან მათში, ვინც იღებს პრეპარატს მაღალი დოზებით, შესაძლებელია კრუნჩხვების განვითარება (იხ.თავი 4.8).

ინფექციურ მონონუკლეოზზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსარიდებელია ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას პრეპარატით თერაპია, ვინაიდან შესაძლოა წითელას მაგვარი გამონაყარის გაჩენა.

ამოქსიცილინით მკურნალობის დროს ალოპურინოლის ერთდროული გამოყენება პოტენციურად ზრდის კანის ალერგიული რეაქციების ალბათობას.

პრეპარატის ხანგძლივად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გადაჭარბებული გამრავლება.

თერაპიის დასაწყისში გენერალიზებული ერითემის განვითარება ციებ-ცხელებით და პუსტულების გაჩენით მწვავე გენერალიზებული ეკზანთემატოზური პუსტულეზის პოტენციურ სიმპტომს წარმოადგენს (იხ.თავი 4.8). ასეთი რეაქცია მოითხოვს ამოქსიკლავით თერაპიის შეწყვეტას და ამოქსიცილინის შემდგომში გამოყენების წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადგენს.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას პრეპარატით მკურნალობას ატარებენ სიფრთხილით (იხ.თავები 4.2, 4.3 და 4.8).

არასასურველი მოვლენები ღვიძლის მხრიდან აღენიშნებათ უპირატესად მამაკაცებს და ხანდაზმულ პაციენტებს და პოტენციურად დაკავშირებულია ხანგრძლივ მკურნალობასთან. ეს არასასურველი მოვლენები ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღენიშნებოდათ ბავშვებს. პაციენტების ყველა ჯგუფში ნიშნები და სიმპტომები, ჩვეულებრივ, ვითარდება მკურნალობის დროს ან დასრულებიდან მალევე, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ვლინდება თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში. ჩვეულებრივ მათ შექცევადი ხასიათი აქვთ. არასასურველი მოვლენები ღვიძლის მხრიდან შეიძლება იყოს მძიმე, უკიდურესად იშვიათი შეტყობინებებია სასიკვდილო შედეგის შესახებ. ისინი პრაქტიკულად ყოველთვის უვითარდებოდათ პაციენტებს სერიოზული ძირითადი დაავადებით ან მათ, ვინც იღებდა თანმდევ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებსაც ღვიძლის დაზიანების უნარი გააჩნიათ (იხ.თავი 4.8).

ანტიბიოტიკო-ასოცირებული კოლიტის შემთხვევები აღინიშნებოდა თითქმის ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატით სარგებლობის დროს; სიმძიმის მიხედვით შეიძლება ვარირებდეს მსუბუქიდან სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელამდე (იხ.ტავი 4.8). ამიტომ, მნიშვნელოვანია ვივარაუდოთ ამ დიაგნოზის არსებობა პაციენტებში დიარეით, ანტიბიოტიკოთერაპიის ნებისმიერი კურსის დროს ან მის შემდეგ. ანტიბიოტიკო-ასოცირებული კოლიტის განვითარების შემთხვევაში უნდა დაუყოვნებლივ შეწყდეს ამოქსიკლავის მიღება, მიმართოთ ექიმს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ასეთ სიტუაციაში წინააღმდეგნაჩვენებია ნაწლავის პერისტალტიკის დამთრგუნველი საშუალებების მიღება.

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების დროს, რეკომენდებულია სხვადასხვა ორგანოთა სისტემების (თირკმელების, ღვიძლის ჩათვლით) და ჰემოპოეზის პერიოდული კონტროლი.

იშვიათ შემთხვევებში აღწერილია პროთრომბინის დროის ზრდა პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინ / კლავულანის მჟავას პრეპარატს. ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღებისას საჭიროა შედედების პარამეტრების სათანადო მონიტორინგი. შესაძლოა საჭირო გახდეს პერორალური ანტიკოაგულანტების დოზის კორექცია სასურველი ანტიკოაგულანტული ეფექტის მისაღწევად (იხ. თავები 4.5 და 4.8).

პაციენტებისათვის თირკმლის უკმარისობით, სავალდებულოა დოზის კორექტირება უკმარისობის დონის შესაბამისად (იხ. თავი 4.2).

პაციენტებს შემცირებული დიურეზით, ძალიან იშვიათად, უპირატესად პარენტერალური თერაპიის ფონზე, აღენიშნებოდათ კრისტალურია (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით). ამოქსიცილინის მაღალი დოზებით მიღების დროს რეკომენდებულია სითხის საკმარისი რაოდენობით მოხმარება და გამოყოფილი შარდის ადეკვატური მოცულობის შენარჩუნება კრისტალურიის ალბათობის შემცირების მიზნით. პაციენტებს, შარდის ბუშტში ჩაყენებული კატეტერით, აუცილებლად რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს მისი გამტარუნარიანობა (იხ. თავები 4.8. და 4.9).

შარდში გლუკოზის დონის შეფასების აუცილებლობისას საჭიროა ისარგებლოთ ფერმენტატული მეთოდებით გლუკოზოოქსიდაზის გამოყენებით, ვინაიდან, არაფერმენტირებული მეთოდები ზოგჯერ ცრუ დადებით შედეგებს იძლევიან.

პრეპარატ ამოქსიკლავში კლავულანის მჟავის არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს IgG-ს და ალბუმინის ერითროციტების მემბრანებით არასპეციფიური დაკავშირება, რამაც შეიძლება განაპირობოს კუმბსის სინჯის ცრუ დადებითი შედეგები.

იყო შემთხვევები, რომ დაფიქსირდა იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) დადებითი შედეგები კომპანია ბიო-რად ლაბორატორიზ (Platelia Aspergillus EIA) Aspergillus-ზეპაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ამოქსიცილინი / კლავულანის მჟავით, და რომლებიც შემდგომში განისაზღვრა, რომ Aspergillus ინფექციებისგან თავისუფალი იყო.

არაასპერგილუს პოლისაქარიდებთან და პოლიფურანოზებთან ჯვარედინი რეაქციები დაფიქსირდა იფა-ს ფარგლებში ასპერგილუსზე Bio-Rad Laboratories– დან (Platelia Aspergillus EIA). ტესტის დადებითი შედეგები პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამოქსიცილინ / კლავულანის მჟავას, სიფრთხილით უნდა იქნას ინტერპრეტირებული და დადასტურებული სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებით.

4.5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

ორალური ანტიკოაგულანტები

აღწერილია საერთაშორისო ნორმალიზებული დამოკიდებულების (სნდ) მომატება პაციენტებში, ვინც იღებდა შემანარჩუნებელ თერაპიას აცენოკუმაროლთან ან ვარფარინთან ამოქსიცილინის დანიშნული კურსის ფონზე. პრეპარატების ერთდროულად დანიშვნის აუცილებლობისას საგულდაგულოდ აკონტროლებენ პროთრომბინურ დროს ან საერთაშორისო ნორმალიზებულ დამოკიდებულებას (სნდ) ამოქსიცილინით მკურნალობის დასაწყისში და დასრულების შემდეგ. შეიძლება საჭირო გახდეს ორალური კოაგულანტების დოზის კორექტირება (იხ.თავი 4.4. და 4.8).

მეტოტრექსატი

პენიცილინებს შეუძლიათ მეტოტრექსატის ექსკრეციის შემცირება და ამან შეიძლება ტოქსიკურობის მომატება გამოიწვიოს.

პრობენეციდი

პრობენეციდის ერთდროულად მიღება არ არის რეკომენდებული. ის აქვეითებს ამოქსიცილინის თირკმლის არხების სეკრეციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამოქსიცილინის (მაგრამ არა კლავულანის მჟავის) დონეების ამაღლება სისხლში და მათი უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება.

მიკოფენოლატის მოფეტილი

პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ მიკოფენოლატის მოფეტილს, პერორალური პრეპარატის ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას გამოყენების დაწყების შემდეგ აღენიშნებოდათ აქტიური მეტაბოლიტის - მიკოფენოლური მჟავის (მფმ) კონცენტრაციის 50%-იანი დაქვეითება - მიკოფენოლატის მოფეტილის მომდევნო დოზის მიღების წინ. მფმ-ის კონცენტრაციის ასეთი ცვლილება არ არის აუცილებელი მოწმობდეს მფმ-ის ზოგადი ექსპოზიციის ცვლილებას. ამასთან დაკავშირებით, ტრანსპლანტატის დისფუნქციის კლინიკური ნიშნების არ არსებობის დროს მიკოფენოლატის მოფეტილის დოზის ცვლილების აუცილებლობა არ არის. ასეთი კომბინირებული თერაპიის დროს და ანტიბიოტიკოთერაპიის დამთავრების რაღაცა დროის შემდეგ, აუცილებელია გულმოდგინე სამედიცინო დაკვირვება.

4.6. ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს არ გამოვლენილა პრეპარატის პირდაპირი ან არაპირდაპირი უარყოფითი გავლენა ორსულობის, ემბრიონის / ნაყოფის განვითარების, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე (იხ. ნაწილი 5.3). ორსულობის პერიოდში ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას გამოყენების თაობაზე შეზღუდული მონაცემები არ მიუთითებენ თანდაყოლილი ანომალიების მომატებულ რისკზე. მემბრანების ნაადრევი რღვევის მქონე ქალებში ჩატარებულ ერთ კვლევაში აღწერილია, რომ ამოქსიცილინი / კლავულანის მჟავით პროფილაქტიკური მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ახალშობილებში ნეკროზული ენტეროკოლიტის გაზრდილი რისკთან. ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, თუ მკურნალი ექიმი ამას საჭიროდ არ მიიჩნევს.

ძუძუთი კვება

ორივე მოქმედი ნივთიერება ხვდება დედის რძეში (არ არსებობს მონაცემები კლავულანის მჟავის მოქმედების შესახებ ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებზე). ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში შესაძლებელია დიარეის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციების განვითარება, რამაც შეიძლება ძუძუთი კვების შეწყვეტა მოითხოვოს. შესაძლოა სენსიბილიზაციის განვითარება. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატით მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ სარგებელი- რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

4.7. ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე არ გამოკვლეულა. თუმცა შესაძლებელია არასასურველი რეაქციების განვითარება (მაგალითად, ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები), რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მოცემული ფუნქციების შესრულებაზე (იხ.თავი 4.8).

4.8. გვერდითი მოქმედება

პრეპარატის ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქციებია დიარეა, გულისრევა და ღებინება.

კლინიკურ კვლევებში და პოსტ-მარკეტინგული მეთვალყურეობისას, ამოქსიცილინი/ კლავულანის მჟავას პრეპარატების ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციები, განაწილებულია MedDRA-ს სისტემა-ორგანოს კლასიფიკაციის შესაბამისად.

არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე კლასიფიკაცირებულია შემდეგნაირად: ძალიან ხშირი (³ 1/10)

ხშირი (³ 1/100-დან < 1/10-მდე)

არც ისე ხშირი (³ 1/1 000-დან < 1/100-მდე)

იშვიათი (³ 1/10 000-დან < 1/1 000-მდე)

ძალიან იშვიათი (< 1/10 000)

უცნობი სიხშირის (შეფასება ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით არ არის შესაძლებელი).

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

კანის და ლორწოვანი გარსების კანდიდოზი

ხშირი

არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გადაჭარბებული გამრავლება

სიხშირე უცნობია

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

შექცევადი ლეიკოპენია (ნეიტროპენიის ჩათვლით)

იშვიათი

თრომბოციტოპენია

იშვიათი

შექცევადი აგრანულოციტოზი

სიხშირე უცნობია

ჰემოლიზური ანემია

სიხშირე უცნობია

სისხლდენების დროის და პროთრომბინური დროის გახანგრძლივება1

სიხშირე უცნობია

დარღვევები გულის მხრივ

კოუნისის სინდრომი

სიხშირე უცნობია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ 10

ანგიონევროზული შეშუპება

სიხშირე უცნობია

ანაფილაქსია

სიხშირე უცნობია

შრატისმაგვარი სინდრომი

სიხშირე უცნობია

ალერგიული ვასკულიტი

სიხშირე უცნობია

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

თავბრუსხვევა

არც ისე ხშირი

თავის ტკივილი

არც ისე ხშირი

შექცევადი ჰიპერაქტიურობა

სიხშირე უცნობია

კრუნჩხვები2

სიხშირე უცნობია

ასეპტიკური მენინგიტი

სიხშირე უცნობია

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

დიარეა

ძალიან ხშირი

გულისრევა3

ხშირი

ღებინება

ხშირი

დისპეპსია

არც ისე ხშირი

კოლიტი, დაკავშირებული ანტობაქტერიული პრეპარატების მიღებასთან 4

სიხშირე უცნობია

”შავი თმიანი” ენა

სიხშირე უცნობია

მედიკამენტებით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი

სიხშირე უცნობია

მწვავე პანკრეატიტი

სიხშირე უცნობია

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

ასტ და/ან ალტ დონეების მომატება5

არც ისე ხშირი

ჰეპატიტი6

სიხშირე უცნობია

ქოლესტაზური სიყვითლე6

სიხშირე უცნობია

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ 7

გამონაყარი კანზე

არც ისე ხშირი

ქავილი

არც ისე ხშირი

ჭინჭრის ციება

არც ისე ხშირი

მულტიფორმული ერითემა

იშვიათი

სტივენს-ჯონსონის სინდრომი,

სიხშირე უცნობია

ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი

სიხშირე უცნობია

ბულოზური ექსფოლიატური დერმატიტი

სიხშირე უცნობია

მწვავე გენერალიზებული ეკზანთემატოზური პუსტულოზი9

სიხშირე უცნობია

რეაქცია სამკურნალო საშუალებებზე, რომელსაც თან სდევს ეოზინოფილია და სისტემური სიმპტომები (DRESS-სინდრომი)

სიხშირე უცნობია

ხაზოვანი IgA-დამოკიდებული ბულოზური დერმატოზი

სიხშირე უცნობია

დარღვევები თირკმელების და შარდის გამომყოფი გზების მხრივ

 

ინტერსტიციალური ნეფრიტი

სიხშირე უცნობია

კრისტალურია (თირკმლის მწვავე უკმარისობისჩათვლით)8

სიხშირე უცნობია

1 იხილეთ თავი 4.4

2 იხილეთ თავი 4.4

3 უფრო ხშირად პერორალურად მაღალი დოზების მიღების გამო. კუჭ -ნაწლავის ტრაქტის მხრიდან არასასურველი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, მათი შემსუბუქება შესაძლებელია ამოქსიკლავის მიიღებით ჭამის დასაწყისში.

4 ფსევდომემბრანული და ჰემორაგიული კოლიტის ჩათვლით (იხ. თავი 4.4)

5 ალტ და / ან ასტ ზომიერი მატება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბეტა

ლაქტამურ ანტიბიოტიკებს, ამ შედეგების მნიშვნელობა დადგენილი არ არის.

6 ეს მოვლენები დაფიქსირებულია სხვა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების გამოყენებისას (იხ.თავი 4.4)

7 თუ აღინიშნა კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მკურნალობა წყდება (იხ. თავი 4.4)

8 იხილეთ თავი 4.9

9 იხილეთ თავი 4.4

10 იხილეთ თავი 4.3 და 4.4

4.9. ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების სიმპტომები

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია კუჭ-ნაწლავური სიმპტომების განვითარება, აგრეთვე წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. დაფიქსირებულია ამოქსიცილინ-ასოცირებული კრისტალურიის შემთხვევები, რომელიც შესაძლებელია ზოგჯერ თირკმლის მწვავე უკმარისობადე გართულდეს (იხ.თავი 4.4).

პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევით და პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატის მაღალ დოზებს, შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვები.

ამოქსიცილინი ილექება საშარდე კატეტერებში, უპირატესად ინტრავენურად დიდი დოზების შეყვანის შემდეგ. აუცილებელია კათეტერების გამტარუნარიანობის რეგულარული გაკონტროლება (იხ.თავი 4.4).

დოზის გადაჭარბების მკურნალობა

კუჭ -ნაწლავური სიმპტომებისთვის შეიძლება ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენასთან ერთად.

ამოქსიცილინი / კლავულანის მჟავა შეიძლება გამოიდევნოს ორგანიზმიდან ჰემოდიალიზით.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის; ბეტა-ლაქტამური ანტიბაქტერიული საშუალებები, პენიცილინები; პენიცილინების კომბინაციები, ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორების ჩათვლით.

ათქ კოდი: J01CR02

მოქმედების მექანიზმი

ამოქსიცილინი წარმოადგენს ნახევრად სინთეზურ პენიცილინს (ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკს), რომელიც ახდენს ერთი ან მეტი ფერმენტის ინჰიბირებას (რომელთაც ხშირად პენიცილინდამაკავშირებელ ცილებს უწოდებენ) პეპტიდოგლიკანის - ბაქტერიების უჯრედოვანი კედლის ინტეგრალური კომპონენტის - ბიოსინთეზის პროცესში. პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირება იწვევს უჯრედოვანი კედლის სიმტკიცის დაკარგვას, რაც, ჩვეულებრივ, განაპირობებს უჯრედების ლიზისს და დაღუპვას.

ამოქსიცილინი იშლება ბეტა-ლაქტამაზების ზემოქმედებით, რომლებსაც აწარმოებენ რეზისტენტური ბაქტერიები, ამიტომ ის არააქტიურია ამ ფერმენტების გამომმუშავებელი მიკროორგანიზმების მიმართ.

კლავულანის მჟავა წარმოადგენს სტრუქტურულად პენიცილინების მსგავს ბეტა-ლაქტამს. ის თრგუნავს ზოგიერთ ბეტა-ლაქტამაზას და ხელს უშლის ამოქსიცილინის ინაქტივაციას. თავისთავად, კლავულანის მჟავა არ ახდენს კლინიკურად სასარგებლო ანტიბაქტერიულ ეფექტს.

ურთიერთკავშირი ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკას შორის

კონცენტრაციის მინიმალურ დამთრგუნველზე მაღლა შენარჩუნების დრო (T > МПК) მიჩნეულია ამოქსიცილინის ეფექტურობის ძირითად დეტერმინანტად.

რეზისტენტობის განვითარების მექანიზმი

ცნობილია ამოქსიცილინი / კლავულანის მჟავას მიმართ რეზისტენტობის განვითარების ორი ძირითადი მექანიზმი:

  • · ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზებით ინაქტივაცია, რომლებიც არ იხშობა კლავულანის მჟავით, მათ შორის B, C და D კლასის ბეტა-ლაქტამაზებით;
  • · პენიცილინთან შემაკავშირებელი ცილების ცვლილება, რაც იწვევს ანტიბაქტერიული პრეპარატის ეფექტურობის დაქვეითებას სამიზნეზე.

ბაქტერიების შეუღწევადობამ ან ეფლუქსური ტუმბოს მექანიზმებმა შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტობა ან ხელი შეუქყოს მის განვითარებას, განსაკუთრებით გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ.

ზღვრული კონცენტრაციები

მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციის (MIC) ზღვრული მნიშვნელობები

ამოქსიცილინი / კლავულანის მჟავასთვის EUCAST– ის (ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრის ევროპული კომიტეტი) მიხედვით (ვერსია 2017-03-10, 7.1).

მიკროორგანიზმი

ზღვრული კონცენტრაციები (მკგ/მლ)

 

მგრძნობიარე ≤

რეზისტენტული >

ენტერობაქტერია

8 1,2

8 2

32 1,2,3

32 1,2,3

Staphylococcus spp.

შენიშვნა 4,5

შენიშვნა 4,5

Enterococcus 6

4 2

8 2

Streptococcus ჯგუფი A, B, C и G7

შენიშვნა 8

შენიშვნა 8

Streptococcus pneumoniae 3

შენიშვნა 9,10,11

შენიშვნა 9,10,11

Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკები

შენიშვნა 12

შენიშვნა 12

Haemophilus influenzae 13

2 2

2 2

Moraxella catharrhalis 14

1 2

1 2

Neisseria gonorrhoeae

შენიშვნა 15

შენიშვნა 15

გრამდადებითი ანაერობები, გარდა Clostridium difficile

4 2

8 2

გრამუარყოფითიანაერობები

4 2

8 2

Pasteurella multocida

1 2

1 2

Kingella kingae

შენიშვნა 16

შენიშვნა 16

ზღვრული კონცენტრაციები ფარმაკოკინეტიკა/ ფარმაკოდინამიკის თანაფარდობის თვალსაზრისით (არ არის დაკავშირებული პათოგენის სპეციფიკურ ტიპთან)

2 2

8 2

1 ველური ტიპის ენტერობაქტერიები მიჩნეულია ამინოპენიცილინებისადმი მგრძნობიარედ. ზოგიერთ ქვეყანაში მიჩნეულია, რომ ველური ტიპის იზოლატები E. coli და P. mirabilis გამოირჩევიან ზომიერი რეზისტენტობით. ამ შემთხვევაში, მგრძნობიარე მიკროორგანიზმებისათვის გამოიყენება MПК-ს ზღვრული მნიშვნელობა ≤ 0.5 მგ / ლ და შესაბამისი ზღვრული მნიშვნელობა ზონის დიამეტრისთვის ≥ 50 მმ.

2 მგრძნობელობის ტესტის ჩატარებისათვის კლავულანის მჟავას დადგენილიკონცენტრაციაა 2 მგ / ლ.

3 ამოქსიცილინი-ლავულანის მჟავა (შარდგამომყოფი სისტემის მხოლოდ მსუბუქი ფორმები)

4 სტაფილოკოკების უმეტესობა წარმოქმნის პენიცილინაზებს და მდგრადია ბენზილპენიცილინის, ფენოქსიმეთილპენიცილინის, ამპიცილინის, ამოქსიცილინის, პიპერაცილინის და ტიკარცილინის მიმართ. მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე პენიცილინაზა-უარყოფითი იზოლატები მგრძნობიარეეებია არიან ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორებისა და იზოქსაზოლილპენიცილინების კომბინაციის მიმართ (ოქსაცილინი, კლოქსაცილინი, დიკლოკსაცილინი და ფლუკლოქსაცილინი). მეტიცილინ-რეზისტენტული იზოლატები, ზოგოერთი გამონაკლისის გარდა, რეზისტენტულია ყველა ბეტა-ლაქტამური პრეპარატების მიმართ.

5 ამპიცილინ-მგრძნობიარე S. saprophyticus mecA-ნეგატიური და მგრძნობიარეა ამპიცილინის, ამოქსიცილინისა და პიპერაცილინის მიმართ (ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად ან მის გარეშე).

6 ამპიცილინის, ამოქსიცილინის და პიპერაცილინის მიმართ მგრძნობელობა, ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად ან მის გარეშე, შეიძლება განისაზღვროს ამპიცილინის მგრძნობელობის საფუძველზე.

7 A, B, C და G ჯგუფის სტრეპტოკოკები ვერ გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზას. ლაქტამაზას ინჰიბიტორის დამატება არ იწვევს კლინიკური სურათის გაუმჯობესებას.

8 A, B, C და G ჯგუფის სტრეპტოკოკების მგრძნობელობა პენიცილინის მიმართ, B ჯგუფის სტრეპტოკოკების მგრძნობელობის გარდა ფენოქსიმეთილპენიცილინისა და იზოქსაზოლილპენიცილინებისადმი, შეიძლება დადგინდეს ბენზილპენიცილინისადმი მგრძნობელობის საფუძველზე.

9 ზღვრულ კონცენტრაციებს პენიცილინებისთვის, გარდა ბენზილპენიცილინისა, ვრცელდება მხოლოდ არა-მენინგიტურ იზოლატებზე. ბენზილპენიცილინის მიმართ სრულიად მგრძნობიარე იზოლატები (МПК ≤ 0.06 მგ/ლ და/ან მგრძნობიარე ოქსაცილინზე - დისკის ტესტირების მეთოდით, იხ.შენიშვნა) შეიძლება ჩაითვალოს მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამური ნივთიერებების მიმართ, რისთვისაც გათვალისწინებულია კლინიკურად ზღვრული კონცენტრაციები (მათ შორის, მონიშნული ბმულში „შენიშვნა“ )

10 იზოლატების შემთხვევაში, რომლებიც განიხილება როგორც ამპიცილინის მიმართ ზომიერი რეზისტენტობის მქონე, თავიდან უნდა იქნას აცილებული იმპიცილინის, ამოქსიცილინის ან ამოქსიცილინი-კლავუალნის მჟავას პერორალური მიღება.

11 მგრძნობელობა დადგენილია ამპიცილინის დათრგუნვის მინიმალური კონცენტრაციის საფუძველზე.

12 ბენზილპენიცილინისადმი მგრძნობიარე იზოლატებისთვის მგრძნობელობა შეიძლება დადგინდეს ბენზილპენიცილინის ან ამპიცილინისადმი მგრძნობელობის საფუძველზე. ბენზილპენიცილინის მიმართ რეზისტენტული იზოლატებისთვის მგრძნობელობა დგინდება ამპიცილინისადმი მგრძნობელობის საფუძველზე.

13 ზღვრული კონცენტრაციების მნისვნელობა დაფუძნებულია მონაცემებზე, რომელიც მიღებულია ინტრავენური შეყვანის გზით.

14 M. catarrhalis შტამების უმეტესობა გამოიმუშავებს ბეტა-ლაქტამაზას, თუმცა მისი გამომუშავება ხდება ნელა და იძლევა სუსტ რეაქციას in vitroტესტებში. ბეტა-ლაქტამაზას გამომწვევი შტამები უნდა ჩაითვალოს პენიცილინებისა და ამინოპენიცილინების მიმართ რეზისტენტულად, როდესაც გამოიყენება ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორების გარეშე.

15 ყოველთვის ჩაატარეთ ბეტა-ლაქტამაზას ტესტირება. თუ ტესტი დადებითია, აღინიშნება რეზისტენტობა ბენზილპენიცილინის, ამპიცილინისა და ამოქსიცილინის მიმართ. ბეტა-ლაქტამაზას დასადგენად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტესტი ქრომოგენულ ცეფალოსპორინთან. ბეტა-ლაქტამაზა-უარყოფითი იზოლატების მგრძნობელობა ამპიცილინისა და ამოქსიცილინის მიმართ შეიძლება განისაზღვროს ბენზილპენიცილინისადმი მგრძნობელობის საფუძველზე.

16 კლავულანის მჟავას აქტივობა K. kingae– ს მიმართ ისეთია, რომ მიკროორგანიზმის დათრგუნვა ხდება მაშინ, როდესაც კლავულანის მჟავის კონცენტრაცია არის ≤ 2 მგ/ლ. ამრიგად, ამოქსიცილინ-კლავულანის მჟავას დათრგუნვის მინიმალური კონცენტრაციის ზღვრული მნუშვნელობის დადგენა შეუძლებელია.

ცალკეული სახეობების რეზისტენტობის გავრცელება ხასიათდება გეოგრაფიულ და დროსთან დამოკიდებულებით, ამიტომ სასურველია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების დროს. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის მაჩვენებლები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობას სულ მცირე ზოგიერთი სახის ინფექციისთვის, დახმარებისათვის უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტებს.

მიკროორგანიზმების ჩვეულებრივ მგრძნობიარე სახეობები

გრამდადებითი აერობები:

Enterococcus faecalis

Gardnerella vaginalis

Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე)£

კოაგულაზა-ნეგატიური სტაფილოკოკები (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე)

Streptococcus agalactiae

Streptococcus pneumoniae1

Streptococcus pyogenes (და სხვა ბეტა-ჰემოლიტური სტრეპტოკოკები)

viridans ჯგუფის სტრეპტოკოკები

გრამუარყოფითი აერობები:

Capnocytophaga spp.

Eikenella corrodens

Haemophilus influenzae2

Moraxella catarrhalis

Pasteurella multocida

ანაერობები:

Bacteroides fragilis

Fusobacterium nucleatum

Prevotella spp.

სახეობები შეძენილი რეზისტენტობის შესაძლო განვითარებით

გრამდადებითი აერობები:

Enterococcus faecium$

გრამუარყოფითი აერობები:

Escherichia coli

Klebsiella oxytoca

Klebsiella pneumoniae

Proteus mirabilis

Proteus vulgaris

ორგანიზმები ბუნებრივი რეზისტენტობით

გრამდადებითი აერობები:

Acinetobacter spp.

Citrobacter freundii

Enterobacter spp.

Legionella pneumophila

Morganela morganii

Providencia spp.

Pseudomonas spp.

Serratia spp.

Stenotrophomonas maltophilia

გრამუარყოფითი აერობები:

Chlamydophila pneumoniae

Chlamydophila psittaci

Coxiella burnetti

Mycoplasma pneumoniae

$ ბუნებრივი შუალედური მგრძნობელობა შეძენილი წინააღმდეგობის მექანიზმის არარსებობისას.

£ ყველა სტაფილოკოკები, რეზისტენტული მეტიცილინის, ამოქსიცილინ/კლავულანის მჟავას მიმართ.

1 პრეპარატის მოცემული ფორმა არ უნდა იქნას გამოყენებული პენიცილინ-რეზისტენტული Streptococcus pneumoniae– ით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ (იხ. ნაწილი 4.4).

2 ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში გამოვლენილია შტამები შემცირებული მგრძნობელობით, რომლებიც გვხვდება 10%-ზე მეტი სიხშირით.

5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა სრულად დისოცირდებიან წყალში ფიზიოლოგიურ pH-ზე. შიგნით მიღების შემდეგ, ორივე კომპონენტი სწრაფად და კარგად შეიწოვება, ამასთან მათი ბიოშეღწევადობა აღწევს დაახლოებით 70%-ს. პლაზმაში ორივე კომპონენტის კონცენტრაციების პროფილები ანალოგიურია, პიკური კონცენტრაციის მიღწევის დრო (Tmax) თითოეული ნივთიერებისათვის შეადგენს დაახლოებით ერთ საათს.

ქვემოთ მოყვანილია კვლევის შედეგად მიღებული ფარმაკოკინეტიკური მონაცემები, რომლის ფარგლებშიც ჯანმრთელი მოხალისეები იღებდნენ ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას ტაბლეტების სახით, დოზით 500მგ/125მგ, 2-ჯერ დღეში, უზმოზე.

საშუალო ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები (±СО)

აქტიური ნივთიერება (ები)

დოზა

Cmax

Tmax*

AUC(0-24ч)

Т1/2

 

(მგ)

(მკგ/მლ)

(სთ)

(მკგ*სთ/მლ)

(სთ)

ამოქსიცილინი

ამც/კმ 875/125მგ

875

11,64±2,78

1,5(1,0-2,5)

53,52±12,31

1,19±0,21

კლავულანის მჟავა

ამც/კმ 875/125მგ

125

2,18±0,99

1,25(1,0-2,0)

10,16±3,04

0,96±0,12

ამც - ამოქსიცილინი, კმ - კლავულანის მჟავა

*მედიანა (დიაპაზონი)

კომბინირებული პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას კონცენტრაციები შრატში ექვივალენტურია ანალოგიური დოზებით ცალ-ცალკე ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავას პერორალური მიღების შემდგომი კონცენტრაციებისა.

განაწილება: პლაზმაში კლავულანის მჟავას საერთო შემცველობის დაახლოებით 25% და პლაზმაში ამოქსიცილინის საერთო შემცველობის დაახლოებით 18% იმყოფება ცილებთან დაკავშირებულ მდგომარეობაში. განაწილების ხილული მოცულობაა დაახლოებით 0.3-0.4 ლ/კგ ამოქსიცილინისთვის და დაახლოებით 0.2 ლ/კგ კლავულანის მჟავასთვის.

ინტრავენურად შეყვანის შემდეგ ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა გვხვდება ნაღვლის ბუშტში, მუცლის კედლის ქსოვილებში, კანზე, ცხიმოვან ქსოვილში, კუნთოვან ქსოვილში, სინოვიალურ და პერიტონეალურ სითხეებში, ნაღველსა და ჩირქში. ამოქსიცილინი მხოლოდ უმნიშვნელოდ აღწევს ცერებროსპინალურ სითხეში.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების დროს, არ იყო მტკიცებულება ქსოვილებში პრეპარატის კომპონენტების მნიშვნელოვანი შეკავების შესახებ. პენიცილინების უმეტესობის მსგავსად, ამოქსიცილინი აღმოჩენილია დედის რძეში. ასევე, დედის რძეში გვხვდება კლავულანის მჟავას კვალი (იხ. თავი 4.6).

ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა გადის პლაცენტარულ ბარიერს (იხ. თავი 4.6).

ბიოტრანსფორმაცია: ამოქსიცილინი ნაწილობრივ გამოიყოფა შარდში არააქტიური პენიცილის მჟავის სახით, პრეპარატის საწყისი დოზის 10-25% -ის ექვივალენტით. კლავულანის მჟავა ექვემდებარება ექსტენსიურ მეტაბოლიზმს ადამიანებში და გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად, ასევე ნახშირორჟანგის ამოსუნთქვით.

გამოყოფა: ამოქსიცილინის გამოყოფის ძირითად გზას წარმოადგენს თირკმელების გზით გამოყოფა, იმ დროს როცა კლავულანის მჟავა გამოიყოფა არა მხოლოდ თირკმელების გზით, არამედ სხვა მექანიზმებით.

ჯანმრთელ ადამიანებში ამოქსიცილინის / კლავულანის მჟავას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით ერთ საათს, საშუალო კლირენსი დაახლოებით 25 ლ/სთ. ამოქსიცილინის დაახლოებით 60-70% და კლავულანის მჟავას დაახლოებით 40-65% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში პირველი 6 საათის განმავლობაში, ამოქსიცილინი/ კლავულანის მჟავას ტაბლეტების ერთჯერადი მიღებისას, დოზირებით 250მგ/125მგ ან 500მგ/125მგ. სხვადასხვა ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ 24 საათის განმავლობაში შარდში გამოიყოფა ამოქსიცილინის 50-85% და კლავულანის მჟავას 27-60%. კლავულანის მჟავას მაქსიმალური რაოდენობა გამოიყოფა პრეპარატის მიღებიდან პირველი 2 საათის განმავლობაში.

პრობენეციდის ერთდროული მიღება იწვევს ამოქსიცილინის გამოყოფის შეფერხებას, მაგრამ არ ახდენს გავლენას კლავულანის მჟავას თირკმელებით ელიმინაციაზე (იხ. თავი 4.5).

ასაკი

ამოქსიცილინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ანალოგიურია ბავშვებში სამი თვიდან ორ წლამდე, უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილ პირებში. ძალიან პატარა ბავშვებში (დღენაკლული ახალშობილების ჩათვლით), სიცოცხლის პირველ კვირაში, თირკმლის გამოყოფის გზის უმწიფრობის გამო, პრეპარატის ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა არ უნდა იქნას მიღებული დღეში ორ ჯერზე მეტად. ხანდაზმული ადამიანებისათვის დოზას არჩევენ სიფრთხილით თირკმელების ფუნქციის შესაძლო დაქვეითების გამო, მიზანშეწონილია თირკმელების ფუნქციის კონტროლი.

სქესი

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას პერორალური მიღების შემდეგ ჯანმრთელი მამაკაცებისა და ქალების მიერ, სქესის მიხედვით მნიშვნელოვანი განსხვავება ამოქსიცილინის ან კლავულანის მჟავის ფარმაკოკინეტიკაში არ დაფიქსირებულა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

ამოქსიცილინის და კლავულანის მჟავის საერთო პლაზმური კლირენსი მცირდება თირკმელების ფუნქციის შემცირების პროპორციულად. კლირენსის შემცირება უფრო გამოხატულია ამოქსიცილინისათვის, ვიდრე კლავულანის მჟავასთვის. თირკმელების ფუნქციის დარღვევისას დოზებს არჩევენ იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ამოქსიცილინის გადაჭარბებული დაგროვება კლავულანის მჟავის ადექვატური დონეების შენარჩუნებისას (იხ. თავი 4.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით და რეგულარულად კონტროლდება ამ ორგანოს ფუნქცია.

5.2. წინაკლინიკური კვლევების შედეგად მიღებული უსაფრთხოების მონაცემები

უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის კვლევების შედეგად მიღებული განმეორებითი დოზის ტოქსიურობის, გენოტოქსიურობისა და რეპროდუქციული ტოქსიურობის წინასწარი კლინიკური მონაცემები, მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებში გამოყენების უსაფრთხოებაზე.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას განმეორებითი დოზის ტოქსიურობის კვლევებში ადგილი ჰქონდა კუჭის გაღიზიანებას, ღებინებას და ენის ფერის შეცვლას ძაღლებში.

ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავას კომბინაციის ან ცალკე თითოეული კომპონენტის კანცეროგენული კვლევებიარ ჩატარებულა.

6. ფარმაცევტული მონაცემები

6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ბირთვი: სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოვიდონი K25, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი; აპკიანი გარსი: ტრიეთილციტრატი, ჰიპრომელოზა, ტალკი, ეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171).

6.2. შეუთავსებლობა

არ არის აღწერილი

6.3. შენახვის ვადა

2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

6.4. შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, ტენისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.

6.5. შეფუთვის ტიპი და შემადგენლობა

ბლისტერები (ალუმინი/ალუმინის ფოლგა) 10 (2x5) ან 14 (2x7) ტაბლეტით მუყაოს კოლოფში.

6.6. უტილიზაციის და მიმოქცევის განსაკუთრებული მითითებები

არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები.

7. სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ლეკ დ.დ., ვეროვშკოვის 57, ლიუბლიანა, სლოვენია.

მწარმოებელი: სანდოზ გმბჰ, ბიოქემშტრასსე 10, A-6250, კუნდლ, ავსტრია.

8. გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

9. ტექსტის გადახედვის თარიღი

2024 წლის მარტი.