ალინან ვიტამინი დ3 10მლ წვ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ალინან ვიტამინ D3
10მლ წვეთის სახით
1 წვეთი- 500UI
შემადგენლობა:
კაპრილის ტრიგლიცერიდი, ტოკოფეროლი (ვიტ E), ქოლეკალციფეროლი (ვიტ D3)
ჩვენებები:
- რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- კალციუმისა და ფოსფორის ცვლის დისბალანსის მკურნალობა და პროფილაქტიკა
- D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფებში (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი), მდგომარეობები კუჭის და/ან წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდეგ);
- ოსტეოპოროზის (სხვადასხვა გენეზის) შემანარჩუნებელი თერაპია;
- ოსტეომალაციის მკურნალობა (45 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მინერალური ცვლის დარღვევების, ტრავმების შემთხვევაში ხანგრძლივი იმობილიზაციის, რძისა და რძის ნაწარმის მიღების დეფიციტზე);
- ჰიპოპარათირეოზის მკურნალობა.
დოზირება:
რაქიტის პროფილაქტიკა: ჯანმრთელ ბავშვებში ალინან ვიტამინ D3 ინიშნება სიცოცხლის პირველივე კვირიდან ყოველდღიურად თითო წვეთი.
დღენაკლულ ბავშვებში ინიშნება სიცოცხლის მეორე კვირიდან ორ წვეთი - სიცოცხლის პირველი და მეორე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში
- რაქიტის მკურნალობა: ინიშნება ალინან ვიტამინ D3 2-10 წვეთი დღეში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1 წლის განმავლობაში;
- D3 ვიტამინის უკმარისობასთან დაკავშირებული დაავადებების გაჩენის რისკის პროფილაქტიკა: ალინან ვიტამინ D3 1-2 წვეთი
- D3 ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკა მალაბსორბციის სინდრომის დროს: ალინან ვიტამინ D3 6-10 წვეთი
- D3 ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ოსტეომალაციის მკურნალობა; ალინან ვიტამინ D3 2-10 წვეთი დღეში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1 წლის განმავლობაში;
- ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი თერაპია: ალინან ვიტამინ D3 2-6 წვეთი
- ჰიპოპარათირეოზის მკურნალობა: კალციუმის პლაზმური კონცენტრაციის მიხედვით ინიშნება ალინან ვიტამინ D3 20-40 წვეთი დღეში. სისხლში კალციუმის კონცენტრაცია უნდა შემოწმდეს 4-6 კვირის განმავლობაში, შემდეგ ყოველ 3-6 თვეში და დოზის კორექტირება უნდა მოხდეს სისხლში კალციუმის შემცველობის მიხედვით.
გამოშვების ფორმა:
ბოთლი 10მლ მუყაოს კოლოფში
მწარმოებელი კომპანია:
ფიტერმანფარმა რუმინეთი