კარპლატუ450მგ/45მლ 45მლ#1ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
გამოყენების ინსტრუქცია
ინფორმაცია მომხმარებლისთვის
კარპლატუ/ Carplatu 450 მგ/45 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი
კარბოპლატინი
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქციის ფურცელი, ვინაიდან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- შეინახეთ ეს ფურცელი, შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ შეფუთვის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იხ. პუნქტი 4.
-
1. რა არის კარპლატუდა რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ კარპლატუს გამოყენებამდე
3. როგორ მიიღება კარპლატუ
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება კარპლატუ
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
1. რა არის კარპლატუ და რისთვის გამოიყენება:
კარპლატუ არის კიბოს საწინაღმდეგო პრეპარატი. ზოგჯერ კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატით მკურნალობას უწოდებენ კიბოს ქიმიოთერაპიას.
კარბოპლატინი გამოიყენება ზოგიერთი სახეობის ფილტვის კიბოს და საკვერცხეების კიბოს სამკურნალოდ.
2. რა უნდა იცოდეთ კარპლატუს გამოყენებამდე:
არ გამოიყენოთ კარპლატუ:
- თუ გაქვთ ალერგია კარბოპლატინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია პუნქტში 6)
- თუ წარსულში გქონიათ მომატებული მგრძნობელობა პლატინის შემცველი ანალოგიური პრეპარატების მიმართ
- თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება
- სისხლში უჯრედების ნორმაზე ნაკლები რაოდენობისას (რასაც ექიმი შეამოწმებს სისხლის ანალიზით)
- თუ გაქვთ სისხლდენითი სიმსიმვნეები
- თუ გეგმავთ ყვითელი ცხელების ვაქცინის ჩატარებას ან ცოტა ხნის წინ ჩაგიტარდათ ამგვარი ვაქცინაცია.
თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ თქვენ, პრეპარატის გამოყენების წინ უთხარით ამის თაობაზე თქვენს ექიმს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
კარბოპლატინის ინტრავენური ინფუზიის გამოყენების წინ უთხარით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს:
- თუ ხართ ორსულად ან თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ იყოთ ორსულად
- თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს
- თუ გაქვთ თირკმლის მსუბუქი დაავადება. ექიმი განახორციელებს უფრო რეგულარულ მონიტორინგს.
- თუ ხართ ხანდაზმული ასაკის (65 წლის ზემოთ ასაკის).
- თუ მკურნალობდით ცისპლატინით ან ანალოგიური კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებით წარსულში, კარბოპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიცაა ჩხვლეტა ან სმენის და მხედველობის პრობლემები. ექიმმა შეიძლება რეგულარულად ჩაგიტაროთ შემოწმებები.
- თუ მკურნალობდით ცისპლატინით ან ანალოგიური კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებით წარსულში, კარბოპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის დარღვევები, როგორიცაა ჩხვლეტა ან სმენის და მხედველობის პრობლემები. ექიმმა შეიძლება რეგულარულად ჩაგიტაროთ შემოწმებები.
- თუ გაქვთ თავის ტკივილი, მენტალური ფუნქციის ცვლილება, შეტევები და მხედველობის დარღვევა (მხედველობის დაბინდვიდან მხედველობის დაკარგვამდე)
- თუ განვითარდა ძლიერი დაღლილობა და ქოშინი სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირებით, (ჰემოლიტური ანემია), ცალკე ან თრომბოციტების რიცხვის შემცირებასთან ერთად, ანომალური სისხლნაჟღენთები (თრომბოციტოპენია) და თირკმლის დაავადება, როდესაც ხდება შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფა ან საერთოთ არ ხდება (ჰემოლიტურ-ურემიული სინდრომის სიმპტომები)
- თუ გაქვთ ცხელება (ტემპერატურა 380C ან უფრო მეტი) ან გაციება, რაც შეიძლება იყოს ინფექციის ნიშნები, შეიძლება არსებობდეს სისხლის ინფექციის განვითარების რისკი.
სხვა პრეპარატები და კარპლატუ
უთხარით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ ამჟამად იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი, როგორიცაა მაგალითად:
- კარბოპლატინთან ერთად ისეთი პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც ამცირებენ სისხლში უჯრედების რაოდენობას, შეიძლება საჭირო გახდეს კარბოპლატინით მკურნალობისას დოზისა და სიხშირის ცვლილება
- კარბოპლატინთან ერთად ზოგიერთი ანტიბიოტიკის გამოყენებამ, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები, ვანკომიცინი ან კაპრეომიცინი, შეიძლება გაზარდოს თირკმელების ან სმენის პრობლემების რისკი
- კარბოპლატინთან ერთად ზოგიერთი წყლის ტაბლეტის (დიურეტიკები) მიღებამ შეიძლება გაზარდოს თირკმელების ან სმენის პრობლემების რისკი.
- ცოცხალი ან ცოცხალი-ატენუირებული ვაქცინები (ყვითელი ცხელების ვაქცინის შესახებ იხილეთ პუნქტი 2, „არ გამოიყენოთ კარპლატუ“)
- კარბოპლატინთან ერთად სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მიღებამ, როგორიცაა ვარფარინი, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის კოაგულაციის მონიტორინგის სიხშირის საჭიროების გაზრდა
- კარბოპლატინთან ერთად ფენიტოინის და ფოსფენიტოინის (გამოიყენება სხვადასხვა სახის კონვულსიების და შეტევების სამკურნალოდ) მიღებამ შეიძლება გაზარდოს შეტევის რისკი
- სხა პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ იმუნური სისტემის აქტივობას (მაგ. ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი)
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილურობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღების წინ რჩევა ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
დაბადებისას დეფექტების შესაძლო რისკის გამო, რეპროდუქციული პოტენციალის მქონე ქალმა პაციენტებმა უნდა მიმართონ კონტრაცეფციულ ზომებს კარბოპლატინით მკურნალობის დაყწყების წინ და მკურნალობის დროს.
ამ პრეპარატით მკურნალობისას მამაკაცებს ეძლევათ რჩევა, რომ არ იყოლიონ ბავშვი მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 6 თვემდე პერიოდში. მკურნალობის დაწყების წინ მიღებული უნდა იყოს რჩევა სპერმის კონსერვაციაზე, შეუქცევადი უნაყოფობის შესაძლებლობის გამო.
კარბოპლატინით მკურნალობამ შეიძლება დროებით ან მუდმივად დააქვეითოს ფერტილურობა მამაკაცებსა და ქალებში. თუ გაქვთ რაიმე წუხილი, უთხარით თქვენს ექიმს.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
არ შეიძლება ავტომობილების ან მექანიზმების მართვა, თუ განვითარდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელმაც შეიძლება დააქვეითოს ამ საქმიანობის შესრულების უნარი, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მხედველობის გაუარესება ან მხედველობის და სმენის მხრივ ცვლილება.
კარპლატუს ფლაკონის დამჭერი შეიცავს რეზინას
ფლაკონის დამჭერი შეიცავს მშრალ ბუნებრივ რეზინს (ლატექსის წარმოებულს), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
3. როგორი მიიღება კარპლატუ
ეს პრეპარატი შეიყვანება ვენაში ინფუზიით (წვეთოვანით) 15-60 წუთის განმავლობაში.
დოზა
ექიმი განსაზღვრავს კარბოპლატინის თქვენთვის შესაბამის დოზას და მიღების სიხშირეს.
რეკომენდებული დოზა დამოკიდებულია თქვენს სამედიცინო მდგომარეობაზე, თქვენს ზომაზე და თირკმელების ფუნქციაზე. ექიმი გეტყვით, თუ რამდენად კარგად მუშაობს თქვენი ფილტვები სისხლის ან შარდის ნიმუშების გამოყენებით.
კარბოპლატინის დოზის შემდეგ ექიმი რეგულარულად ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზებს. შეიძლება ასევე ჩაგიტარდეთ შემოწმება ნერვის დაზიანებაზე და მხედველობის დაკარგვაზე.
სავარაუდო ინტერვალი კარბოპლატინის დოზების შეყავანებს შორის არის დაახლოებით 4 კვირა.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი კარპლატუ, ვიდრე უნდა მიგეღოთ
ეს პრეპარატი შეიყვანება საავადმყოფოში, ექიმის მეთვალყურეობით. მოსალოდნელი არ არის ძალიან დიდი ან ძალიან მცირე დოზის გამოყენება, თუმცა, თუ გაქვთ რაიმე წუხილი, უთხარით თქვენს ექიმს ან ექთანს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
თუ განვითარდა რომელიმე შემდეგი ეფექტი, დაუყოვნებლივ უთხარით თქვენს ექიმს:
- ანომალური სისხლნაჟღენთები, სისხლდენა ან ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა,
- მძიმე ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია/ანაფილაქსური რეაქციები) - შეიძლება განვითარდეს უეცარი ქავილიანი გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება) და გონების დაკარგვის შეგრძნება.
- ჰემოლიტურ-ურემიული სინდორმი (დაავადება, რომელიც ხასიათდება თირკმლის მწვავე უკმარისობით), შარდვის შემცირება ან სისხლი შარდში.
ეს გვერდითი ეფექტები სერიოზული ხასიათისაა. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
- დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა და სიფერმკრთალე, გამოწვეული ანემიით (მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში შემცირებულია წითელი უჯრედების რაოდენობა)
- გულისრევა ან ღებინება
- კუჭის ტკივილი და სპაზმები
ტესტებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
- სისხლში წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების ცვლილებები (მიელოსუპრესია)
- სისხლში შარდოვანას დონის მომატება
- სისხლში ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის დონეების შემცირება
- თირკმლისმიერი კრეატინინის კლირენსის შემცირება
- ღვიძლში ფერმენტების დონეების დარღვევა
ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში):
- ინფექციის ნიშნები, როგორიცაა ცხელება ან ყელის ტკივილი
- გრიპისმაგვარი სიმპტომები
- მწვავე ალერგიული რეაქციის სიმპტომები, როგორიცაა უეცარი ხიხინით სუნთქვა და მოჭერა გულის არეში, ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება, სახეში სისხლის მოწოლა, დაბალი არტერიული წნევა, გულის სწრაფი დარტყმები, ჭინჭრის ციება, ქოშინი, თავბრუსხვევა და ანაფილაქსური შოკი.
- ხელების, ტერფების, მკლავების ან ფეხების მიდამოებში ჩხვლეტა ან დაბუჟება
- წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება
- მყესებში რეფლექსების დაქვეითება
- გემოს დარღვევა ან გემოს დაკარგვა
- მხედველობის დროებით გაუარესება ან ცვლილებები
- ყურებში ხმაური ან სმენის ცვლილებები
- გულის მხრივ დარღვევები
- მკერდში მოჭერა ან სუნთქვის გაძნელება
- ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება (ფილტვების მხრივ დარღვევები, რომლის დროსაც ხდება ფილტვის ღრმა ქსოვილების ანთება)
- დიარეა ან ყაბზობა
- წყლულები ტუჩების ან პირის მიდამოში (ლორწოვანი გარსების დაზიანება)
- თმის ცვენა
- გამონაყარი და/ან ქავილი კანზე
- ძვლების, სახსრების, კუნთების ან მიმდებარე სტრუქტურების ტკივილი ან დისკომფორტი (ჩონჩხკუნთოვანი დარღვევები)
- თირკმელების ან შარდის პრობლემები
- ძლიერი დაღლილობა/სისუსტე (ასთენია)
ტესტებმა შეიძლება ასევე აჩვენოს:
- ბილირუბინის და კრეატინინის მომატებული დონე სისხლში
- შარდმჟავას მომატებული დონე სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრა
იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე შემთხვევაში)
- მხედველობის დროებით დაკარგვა
ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე შემთხვევაში)
- ნაწიბურები ფილტვებში, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა და/ან ხველა (პულმონური ფიბროზი)
ცნობილი არ არის (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე):
- კარბოპლატინით მკურნალობით გამოწვეული კიბო (მეორადი ავთვისებიანობები)
- შეუძლოდ ყოფნა მაღალი ტემპერატურით, რაც გამოწვეულია სისხლში თეთრი უჯრედების დაბალი დონეებით (ფებრილური ნეიტროპენია)
- ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, მენტალური ფუნქციის ცვლილება, შეტევები და მხედველობის დარღვევა (მხედველობის დაბინდვიდან მხედველობის დაკარგვამდე). ესენი არის იშვიათი ნევროლოგიური დარღვევის შექცევადი უკანა ლეიკოენცეფალოპათიური სინდრომის სიმპტომები.
- ორგანიზმში წყლის ჭარბი დაკარგვით (დეჰიდრატაცია) გამოწვეული პირის სიმშრალე, დაღლილობა და თავის ტკივილი.
- მადის დაკარგვა, ანორექსია
- პანკრეატიტი
- ინსულტი (სახის, მკლავის ან ფეხის მიდამოებში უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, განსაკუთრებით სხეულის ერთ მხარეს)
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა, ღვიძლის უჯრედების დაზიანება ან სიკვდილი
- გულის უკმარისობა
- სისხლძარღვების ობსტრუქცია (ემბოლიზმი)
- არტერიული წნევის ცვლილებები (ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია)
- კანის დარღვევები, როგირიცაა ჭინჭრის ციება, გამონაყარი, კანის სიწითლე (ერითემა) და ქავილი
- ინექციის ადგილას შეშუპება ან ტკივილი
- ფილტვის ინფექცია
- კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, გონების არევა, მხედველობის დაკარგვა ან დარღვევები, არარეგულარული გულისცემა, თირკმლის უკმარისობა ან დარღვევები სისხლის ანალიზების შედეგებში (სიმსივნის ლიზისის სინდრომის სიმტომები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნური უჯრედების სწრაფი დაშლით) (იხილეთ პუნქტი 2).
კარბოპლატინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის, ღვიძლის და თირკმელების პრობლემები. ექიმი აგიღებთ სისხლის ნიმუშებს აღნიშნული პრობლემების არსებობის შესამოწმებლად.
გვერდითი ეფექტების ინფორმირება
გვერდითი ეფექტების, მათ შორის ნებისმიერი ისეთი შესაძლო გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ ასევე პირდაპირ. გვერდითი ეფექტების ინფორმირებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამწვავდა ან განვითარდა ნებისმიერი ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება კარპლატუ:
ეს პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა ნიშნავს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 250C-მდე.
შეინახეთ გარეთა კოლოფში სინათლისაგან დაცვის მიზნით. არ შეიძლება ამ პრეპარატის გაყინვა.
არ გადაყაროთ პრეპარატები საკანალიზაციო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადაყაროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია:
რას შეიცავს კარპლატუ
- აქტიური სუბსტანცია არის კარბოპლატინი. ხსნარის ყოველი მილილიტრი (მლ) შეიცავს 10 მილიგრამ (მგ) კარბოპლატინს.
- სხვა ინგრედიენტებია საინექციო წყალი და აზოტი.
კარპლატუს გარეგნული აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ეს სამკურნალო საშუალება არის სუფთა, უფერო - ღი ყვითელი ფერის ხსნარი ნაწილაკების გარეშე.
50 H (50 მლ) ტიპი 1 ქარვისფერი შუშის ფლაკონი, 20 მმ ქლორობუტილის რეზინის დამჭერი და 20 მმ ალუმინის მოსახსნელი ყვითელი ხუფი. 1 ფლაკონი შეფუთვაში.
gacemis reJimi: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი
Onko Ilaç San. ve Tic. A.Ş
კოშუიოლუ ჯად. N34
34718 კადიკოი/სტამბოლი/თურქეთი
ტელ: 0 216 544 90 00
ფაქსი: 0 216 545 59 99
მწარმოებელი:
Onko Ilaç San. ve Ticaret A.Ş
გებზე ორგანიზე სან. ბიოლგეში 1700 სოკაკ, N: 1703
41480 გებზე/კოჩაელი/თურქეთი
ეს ინსტრუქციის ფურცელი ბოლოს შესწორდა .../...
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია სამედიცინო ან ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის:
მე-3 პუნქტში მოცემული ინფორმაციის გარდა, პრაქტიკული ინფორმაცია სამკურნალო საშუალების მომზადების/მოხმარების შესახებ მოცემულია აქ. შეყვანის წინ პარენტერალური პრეპარატები უნდა შემოწმდეს ვიზუალურად უცხო ნაწილაკების და ფერის ცვლილების არსებობაზე, თუ ხსნარი და კონტეინერი ამის საშუალებს იძლევა. უცხო ნაწილაკის აღმოჩენისას, შეანჯღრიეთ და ხელახლა შეამოწმეთ. არ შეიძლება ხილული უცხო ნაწილაკების შემცველი ფლაკონების გამოყენება. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს. ნარჩენების გადაყრა უნდა მოხდეს ფრთხილად, შესაბამის ცალკე კონტეინერებში, მკაფიოდ უნდა გაუკეთდეს მარკირება მისი შემცველობის მითითებით (ვინაიდან ადამიანის ორგანიზმის სითხეები და ექსკრეტებიც შეიძლება შეიცავდეს კიბოს საწინააღმდეგო საშუალებების მნიშვნელოვან რაოდენობებს და როგორც მიიჩნევა, ისინი, ასევე ამ მათ მიერ კონტამინირებული მასალები, როგორიცაა საწოლის თეთრეული, შეიძლება განხილული იყოს, როგორც სახიფათო ნარჩენი). ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს დაწვის გზით ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
შეუთავსებლობები:
კარბოპლატინი შეიძლება რეაქციაში შევიდეს ალუმინთან და წარმოიქმნას შავი ნალექი. ამ პრეპარატის მომზადებისას ან შეყვანისას არ შეიძლება ალუმინის ნაწილების შემცველი ნემსები, შპრიცები, კათერები ან ი.ვ. შესაყვანი მოწყობილობების გამოყენება, რომლებიც შეიძლება მოხვდეს კარბოპლატინთან შეხებაში.
პრეპარატის მომზადებისას ან შეყვანისას არ შეიძლება ალუმინის შემცველი ნემსების, შპრიცების, კათეტერების ან ი.ვ. შესაყვანი მოწყობილობების გამოყენება კარბოპლატინთან შეხების გამო.
დოზირებადა მიღების წესი:
კარბოპლატინის რეკომენდებული დოზა თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მანამდე არანამკურნალებ მოზრდილებში არის 400 მგ სხეულის ზედაპირის ფართობის მ2-ზე, რომელიც შეიყვანება ერთჯერადი დოზის სახით ხანმოკლე ინტრავენური ინფუზიით (15-60 წუთის განმავლობაში). მკურნალობა განმეორებით შეიძლება ჩატარდეს მანამდე ჩატარებული კარბოპლატინის კურსის დასრულებიდან 4 კვირის შემდეგ.
იმ პაციენტებში, რომლებშიც მანამდე არსებობდა ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა მანამდე ჩატარებული მიელოსუპრესიული თერაპია და/ან რადიოთერაპია ან მნიშვნელოვნად დაბალი სართო სტატუსი, რეკომენდებულია კარბოპლატინის საწყისი დოზის შემცირება 300-320 მგ-მდე სხეულის ზედაპირის ფართობის მ2-ზე.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კარბოპლატინის დოზა უნდა შემცირდეს და დოზა უნდა დაკორექტირდეს გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარის მიხედვით.
65 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში შეიძლება საჭირო იყოს დოზის კორექცია პირველი და შემდგომი მკურნალობის კურსების დროს, პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
<60 მლ/წთ კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში კარბოპლატინის დოზა უნდა დაკორექტირდეს თირკმლის ფუნქციის მიხედვით, როგორც ეს აღწერილია ქვემოთ ცხრილში. კარბოპლატინით თერაპია შეიძლება დაიწყოს, როდესაც თრომბოციტების რიცხვი იქნება >100x109/ლ და ლეიკოციტების რიცხვი >4x 109/ლ.
კარბოპლატინის დოზირება:
|
თირკმლის ფილტრაციის სიჩქარე (მლ/წთ) |
თრომბოციტების რიცხვი |
მაქსიმალური დოზა (მგ) |
|
>100 |
>200x109 ლ |
900 |
|
80-100 |
>200x109 ლ |
750 |
|
60-80 |
>200x109 ლ |
600 |
|
>50 |
100-200x109 ლ |
450 |
|
30-60 |
>200x109 ლ |
450 |
|
30-60 |
100-200x109 ლ |
300 |
|
<30 |
<0.1x109 ლ |
არ გამოიყენება |
უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზები; მკურნალობის პირველ თვეს ყოველკვირეულად და ყოველი შემდგომი თერაპიის წინ. თუ ლეიკოციტების და/ან თრომბოციტების რიცხვი ნორმის ფარგლებში არ არის, დოზა უნდა შემცირდეს. ვინაიდან კარბოპლატინი ექსკრეტირდება თირკმლებით და კარბოპლატინი არის ნეფროტოქსიკური, შესაბამისი დოზა განისაზღვება სისხლის რეგულარული ანალიზებით და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგით.
კარბოპლატინის გამოყენებისას ძვლის ტვინის ან ნეფროტოქსიკურ სხვა პრეპარატებთან კომბინაციურ თერაპიაში, აუცილებელია კარბოპლატინის დოზირების კონტროლი.
კარბოპლატინი არ გამოიყენება ბავშვებში არასაკმარისი კვლევების გამო.
როდესაც სიმსივნე არ იძლევა პასუხს მკურნალობაზე, დაავადება პროგრესირდება მკურნალობის მიუხედავად და/ან გვერდითი ეფექტების ამტანობა შეუძლებელია, კარბოპლატინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
კარბოპლატინის შეყვანა უნდა მოხდეს ციტოსტატიკურ მკურნალობაში გამოცდილი ექიმების მიერ.
შეყვანის წესი:
კარბოპლატინი შესაყვანად უნდა მომზადდეს მხოლოდ იმ სპეციალისტების მიერ, რომლებსაც გავლილი აქვთ სწავლება ქიმიოთერაპილი საშუალებების უსაფრთხო გამოყენებაში. კარბოპლატინის საინფუზიო ხსნარი შეიძლება გაზავდეს 5% დექსტროზას ხსნარით და 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. შეიყვანება ვენებში ინფუზიის გზით. კარპლატუ 450 მგ/45 მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ქიმიურად და მიკრობიოლოგიურად სტაბილურია 2-80C-ზე 24 საათის განმავლობაში და 25+20C-ზე 24 საათის განმავლობაში, თუ გაზავებულია 1.0 მგ/მლ-მდე 0.9% იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის ან 5% დექსტროზას ხსნარით. ეს ფიზიკური და ქიმიური სტაბილურობის მონაცემები ვრცელდება გაზავებულ ხსნარებზე, თუ გაზავების პროცესი ჩატარებულია ასეპტიკურ პირობებში:
|
გადამტანი ხსნარი |
კარბოპლატინის კონცენტრაცია (მგ/მლ) |
პირობები |
სტაბილურობის პერიოდი (საათი) |
|
%5 დექსტროზას ხსნარი |
1 |
ოთახის ტემპერატურა/შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას |
24 |
|
% 0.9 ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი
|
1 |
ოთახის ტემპერატურა/ შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას |
24 |
გარდა ამისა, როდესაც საინფუზიო ხსნარი მზადდება 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით, რეკომენდებულია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება. ეს პრეპარატი შეიყვანება ვენაში 15-60 წუთის განმავლობაში.
კონტამინაცია
კარბოპლატინის მოხვედრისას თვალებში ან კანზე, შესაბამისი უბანი დაიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით ან ჩვეულებრივი მარილხსნარით. კანზე ტრანზიტორული წვის შეგრძნებისას შეიძლება მსუბუქი მალამოს გამოყენება. თვალებში მოხვედრისას აუცილებელია სამედიცინო კონსულტაციის მიღება. დაღვრის შემთხვევაში, ორმა ოპერატორმა უნდა გაიკეთოს ხელთათმანები და მოწმინდოს დაღვრილი მასალა ამ მიზნისათვის განკუთვნილი ღრუბლით. ფხვნილის დაღვრისას, დააფარეთ ქსოვილის ნაჭერი და მოწმენდამდე დაასველეთ. ტერიტორია ორჯერ გარეცხეთ წყლით. ყველა ხსნარი და ღრუბელი მოათავსეთ პლასტიკის ტომარაში, დალუქეთ და გაუკეთეთ წარწერა „ციტოტოქსიკური ნარჩენი“ და დაწვით.








