ციპროფლოქსაცინი 250მგ #10ტGMP

ციპროფლოქსაცინი 250მგ #10ტGMP

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Ciprofloxacinum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 8760
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ციპროფლოქსაცინი
Ciprofloxacin



ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ფტორქინოლონები

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ციპროფლოქსაცინის 250 მგ-ს ან 500 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატი წარმოადგენს ფტორქინოლონის ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიმიკრობულ საშუალებას. იგი არღვევს ბაქტერიის დნმ-ის რეპლიკაციასა და უჯრედული ცილის სინთეზს. ციპროფლოქსაცინი მოქმედებს როგორც გამრავლების, ისე სიმშვიდის ფაზაში მყოფ მიკროორგანიზმებზე.
ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარეა შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Proteus spp., Morganella morganii, Citrobacter spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Yersinia spp., Vibrio spp., Campilobacter spp., Hafnia spp., Providencia stuartii, Haemophilus influenzae, Pasteurella multocida, Pseudomonas spp., Gardnerella spp., Legionella pneumophila, Neisseria spp., Moraxella catarrhalis, Acinetobacter spp., Brucella spp., Chlamidia spp. ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარეა შემდეგი გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphilococcus spp., Streptococcus pyogenes, St. agalactiae, Corynebacterium diphtheriae, Listeria monocytogenes.
პრეპარატისადმი რეზისტენტულია: Ureaplasma urealyticum, Clostridium difficile, Nocardia asteroides.
ციპროფლოქსაცინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 სთ-ში. პრეპარატი ნაწილობრივ მეტაბოლიზირდება ღვიძლში.

ჩვენება

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მათ შორის გართულებული); სასუნთქი სისტემის ინფექციები; მცირე მენჯის ორგანოთა ანთებითი დაავადებანი (მათ შორის ადნექსიტი და პროსტატიტი); შუა ყურის, ცხვირის დანამატი ღრუების, ხახისა და ხორხის ინფექციები; საჭმლის მომნელებელი სისტემის (მათ შორის ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის გამომტანი სადინრების) ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების, ძვალ-სახსართა ინფექციები; პერიტონიტი; სეპტიცემია.

უკუჩვენება

- ორსულობა, ლაქტაცია;
- ბავშვთა და მოზარდთა ასაკი;
- ციპროფლოქსაცინის ან ქინოლონის ჯგუფის პრეპარატებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

ავადმყოფებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ეპილეფსია, კრუნჩხვითი სინდრომი, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და ორგანული დაზიანებანი, ციპროფლოქსაცინი მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით ინიშნება. პრეპარატით მკურნალობისას ხანგრძლივი დიარეის შემთხვევაში საჭიროა კურსის შეწყვეტა და ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა.
ერთდროულად ციპროფლოქსაცინისა და რკინის პრეპარატების ან ანტაციდური საშუალებების (რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს, კალციუმს, ალუმინს) გამოყენებისას მცირდება მისი შეწოვის ინტენსივობა. ციპროფლოქსაცინი ზრდის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციას, ხოლო ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში ზრდის სისხლდენის ხანგრძლივობას.

დოზირება და მიღების წესი

პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ინფექციური პროცესის ლოკალიზაციასა და სიმძიმეზე, ასევე გამომწვევის მგრძნობელობაზე.
- საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები . . . . . .250 მგ დღეში ორჯერ
- საშარდე გზების გართულებული ინფექციები . . . . . . 500 მგ დღეში ორჯერ
- მძიმე ინფექციები (მათ შორის პნევმონია, ოსტეომიელიტი) . . . . . 500 მგ დღეში ორჯერ
- სხვა ინფექციები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 500-750 მგ დღეში ორჯერ
- სალმონელების ბაცილომტარებლობა . . . . . . . . . . . . 750 მგ დღეში ორჯერ
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკური სურათის დინამიკასა და ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებზე. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ტემპერატურის ნორმალიზაციიდან და კლინიკური სიმპტომების გაქრობიდან კიდევ სამი დღის განმავლობაში. მწვავე გონორეასა და ცისტიტის შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ერთი დღის განმავლობაში, საშარდე გზებისა და მუცლის ღრუს ინფექციების დროს - 7 დღემდე, ოსტეომიელიტის დროს - 2 თვემდე, სხვა შემთხვევაში - 7-14 დღე.

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ანორექსია, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მატება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში, ჰალუცინაციები, არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, შარდოვანასა და კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, კანის ქავილი, გამონაყარი, ართრალგია.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ტაბლეტი 250 მგ ან 500 მგ, შეფუთვაში 10 ტაბლეტი.

დანიშნულება

ექიმის რეცეპტის მიხედვით!

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)