ნეფუროლი 0.4გ #30კაფს

ნეფუროლი 0.4გ #30კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პეპელია+ნიახური+თირკმლის ჩაი+სიმინდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 87585
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ნეფუროლი

შემადგენლობა: პეპელიას თესლი (Pepelia Colchica), ნიახურის თესლი (Apium Graveolens), დათვის კენკრის თესლი (A. Uva Ursi), წითელი სიმინდის მარცვალი (Zea Mays Averta).

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ნეფუროლი ამცირებს ორგანიზმში აზოტის დონეს აზოტემიის დროს. ხელს უწყობს ურატების და ოქსალატების დაშლას და არეგულირებს თირკმლის ფუნქციას. ნეფუროლი ამცირებს ცილების, ლეიკოციტების და ერითროციტების რაოდენობას შარდში. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და შარდმდენი ეფექტი.

ჩვენება:

  • აზოტემია.
  • თირკმლის კენჭოვანი დაავადება.
  • თირკმლის და საშარდე გზების დაავადებები (პიელონეფრიტი, ნეფროზი, ცისტიტი, ურეთრიტი).

დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილები: 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში, საკვების მიღებიდან 1სთ-ის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა 6 დღე.
ბავშვები: (1 წლიდან):½ კაფსულა 2-ჯერ ან კაფსულა 3-ჯერ დღეში, საკვების მიღებიდან 1სთ-ის შემდეგ. დღიური დოზა 1კაფსულა. მკურნალობის კურსი 2-3 დღე.
უკუჩვენებები: არ აღინიშნება.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენები არ არის. მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის მიღება ანტიბიოტიკოთერაპიის დროს არ არის რეკომენდებული.

გამოშვების ფორმა: 0,4გ კაფსულა #20, პოლიეთილენის ქილაში.
მწარმოებელი: შპს ნეოფარმი. თბილისი, დ. აღმაშენებელის ხეივანი 12.  შპს ნეოფარმი . თბილისი, დ. აღმაშენებელის ხეივანი 12.

შეფუთვა: შპს ივერთა . თბილისი, სანაპიროს 10.
ანოტაცია მოწოდებულია: Med-Doctor.Net-ის მიერ.