მუკოსოფტი კომპლ500/200მგ#10პ

მუკოსოფტი კომპლ500/200მგ#10პ

16.03 ლარი
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: ადიფარმ ბულგარეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: პარაცეტამოლი+აცეტილცისტეინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 87352
გააზიარე:

მუკოსოფტ კომპლექსი 500 მგ / 200 მგ ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის

 

პარაცეტამოლი + აცეტილცისტეინი

პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად წაიკითხეთ შეფუთვის ბროშურა, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ შეფუთვის ბროშურაში. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.

- ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ გჭირდებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა.

- თუ თქვენ განგივითარდებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ შეფუთვის ბროშურაში. იხილეთ ნაწილი 4.

-თქვენ უნდა გაესაუბროთ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთესად, ან თავს გრძნობთ უარესად 3-5 დღის შემდეგ.

რა არის მოცემული  შეფუთვის ბროშურაში

1. რა არის და რისთვის გამოიყენება მუკოსოფტ კომპლექსი

2. რა უნდა იცოდეთ მუკოსოფტ კომპლექსის მიღებამდე

3. როგორ მიიღება მუკოსოფტ კომპლექსი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება მუკოსოფტ კომპლექსი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რ აარის და რისთვის გამოიყენება მუკოსოფტ კომპლექსი

მუკოსოფტ კომპლექსი არის კომბინირებული სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს და აცეტილცისტეინს. პარაცეტამოლი აყუჩებს ტკივილს და აქვეითებს ცხელებას. აცეტილცისტეინი სასუნთქ გზებში ათხიერებს სეკრეტს, ხელს უწყობს ამოხველებას და აადვილებს სუნთქვას ბრონქებში სქელი და ბლანტი სეკრეტის არსებობისას.  

მუკოსოფტ კომპლექსი გამოიყენება მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მოკლევადიანი მკურნალობისთვის და ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ცხელება და არაპროდუქტიული ხველა, რომელიც ახლავს მწვავე ვირუსულ ინფექციებს, გაციებას და გრიპს.

თქვენ უნდა გაესუბროთ თქვენს ექიმს, თუ თავს არ გრძნობთ უკეთესად, ან თუ უარესად გრძნობთ თავს 3-5 დღის შემდეგ.

2. რა უნდა იცოდეთ მუკოსოფტ კომპლექსის მიღებამდე

არ მიიღოთ მუკოსოფტ კომპლექსი:

- თუ თქვენ ხართ ალერგიული პარაცეტამოლის, აცეტილცისტეინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადებები, კერძოდ ღვიძლის უკმარისობა.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

მუკოსოფტ კომპლექსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

განსაკუთრებულად ფრთხილად იყავით ამ პრეპარატის მიმართ შემდეგ შემთხვევებში:

•  თუ ტკივილი და ხველა გრძელდება 5 დღეზე მეტხანს, ხოლო ცხელება 3 დღეზე მეტ ხანს, თქვენ უნდა მიმართოთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დოზის კორექციის ან მკურნალობის შეცვლის მიზნით.  

• მკურნალობის დროს თქვენ არ უნდა მიიღოთ პარაცეტამოლის შემცველი სხვა პროდუქტები. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს  ექიმს ან ფარმაცევტს.

• მაღალი დოზით ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, რომელზეც გავლენას არ მოახდენს მოცემული პროდუქტით მკურნალობა.

• ანალგეტიკების, განსაკუთრებით კომბინირებული მედიკამენტების რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დარღვევა ან იშვიათად თირკმელების უკმარისობა.

• ხანგრძლივად მაღალი დოზებით გამოყენებისას, განსაკუთრებით ალკოჰოლის რეგულარულ მოხმარებასთან ერთად, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის რისკი იზრდება.

• თუ თქვენ გაქვთ ბრონქული ასთმა.

• თუ თქვენ გაქვთ ან გქონდათ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.

• თუ გაქვთ ჰისტამინის აუტანლობა, რომელიც გამოხატულია თავის ტკივილით, ცხვირიდან ჭარბი სეკრეტის გამოყოფით და ქავილით.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ არის გამიზნული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რადგანაც ფარმაცევტული ფორმა (ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის) ამ ასაკობრივ ჯგუფში არ იძლევა სწორი დოზირების საშუალებას.

სხვა პრეპარატები და მუკოსოფტ კომპლექსი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, ბოლო დროს  მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

უნდა იცოდეთ, რომ ამ პრეპარატმა შესაძლოა შეცვალოს ზოგიერთი ერთდროულად გამოყენებული პრეპარატის ეფექტი. ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმის ინფორმირება, თუ იღებთ:

• მეტოკლოპრამიდი (თრგუნავს გულისრევას და ღებინებას), დომპერიდონი (ამცირებს სისხლის კოლტის წარმოქმნის რისკს) ან ქოლესტირამინი (ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს): ამ პრეპარატებმა შეიძლება შეცვალონ პარაცეტამოლის ნაწლავური აბსორბციის სიჩქარე და ამით შეცვალონ მისი ეფექტურობა
• პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას, მაგალითად ვარფარინი და სხვა კუმარინული ანტიკოაგულანტები: პარაცეტამოლმა შეიძლება გააძლიეროს მათი ეფექტი და გაზარდოს სისხლდენის რისკი.

• პრობენეციდი (ზრდის შარდმჟავას წარმოქმნას) და იზონიაზიდი (ტუბერკულოზის სამკურნალოდ) მნიშვნელოვნად ამცირებენ პარაცეტამოლის ელიმინაციას. თქვენი ექიმი შეაფასებს, თუ საჭირო იქნება პარაცეტამოლის დოზის შემცირება.

• ანტიბიოტიკმა რიფამპიცინმა და ზოგიერთმა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატმა (კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი), შეიძლება გააძლიერონ პარაცეტამოლის ღვიძლზე უარყოფითი მოქმედება.

• ლამოტრიგინი (დეპრესიის სამკურნალოდ): პარაცეტამოლმა შეიძლება გამოიწვიოს მისი ეფექტის შემცირება.

• ანტიბიოტიკები, როგორიცაა ტეტრაციკლინი, ცეფალოსპირინი, პენიცილინები: მათი ეფექტი შეიძლება შესუსტდეს აცეტილცისტეინთან ერთდროულად გამოყენებისას, ამიტომ ცალკეული პრეპარატების მიღებებს შორის უნდა იყოს მინიმუმ 2 საათიანი ინტერვალი.
• ხველის სუპრესანტები: აცეტილცისტეინთან ერთდროულად გამოყენებისას, შესაძლებელია ბრონქული სეკრეტის საშიში მომატება, რადგანაც ეს წამლები თრგუნავენ ხველას, რაც აძნელებს აცეტილცისტეინის მიერ გათხიერებული სეკრეტის ამოხველებას.

• ნიტროგლიცერინი: აცეტილცისტეინმა შეიძლება გააძლიეროს ნიტროგლიცერინის ეფექტი.

თუ საჭიროა, რომ თქვენ ჩაგიტარდეთ ლაბორატორიაში შარდმჟავას ან სისხლში შაქრის ტესტირება, თქვენ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს, რომ ღებულობთ ამ პრეპარატს.  პარაცეტამოლმა შეიძლება შეცვალოს მოცემული ტესტების შედეგები.  

აცეტილცისტემინმა შეიძლება გამოიწვიოს სალიცილატის დონის არასწორი გაზომვა.

მუკოსოფტ  კომპლექსი საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

უნდა ერიდოთ ალკოჰოლის მიღებას ამ პრეპარატის მიღების დროს. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ალკოჰოლთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის რისკი.

აცეტილცისტეინის მოქმედება ძლიერდება დიდი რაოდენობით სითხეების მიღებისას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ორსულობა

ორსული და მეძუძური ქალების მიერ ამ პრეპარატის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. მისი გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უნდა მოხდეს მხოლოდ დადასტურებული აუცილებლობის შემთხვევაში.

თუ ხართ ორსულად თქვენი ექიმი შეაფასებს, შეიძლება თუ არა თქვენი მკურნალობა მოცემული პრეპარატით. ის შეაფასებს თქვენთვის სარგებელის და თქვენი ბავშვისათვის რისკებს  შორის თანაფარდობას.

ძუძუთი კვება

თქვენი ექიმი შეაფასებს, შეიძლება თუ არა თქვენი მკურნალობა ამ პრეპარატით, თუ ხართ მეძუძური. ის შეაფასებს თქვენთვის სარგებელის და თქვენი ბავშვისათვის რისკებს  შორის თანაფარდობას.

მანქანის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

მუკოსოფტ კომპლექსი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ მძღოლებმა და პირებმა, ვისი ყოველდღიური საქმიანობაც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას, რადგანაც მის შემადგენლობაში არსებულმა  აცეტილცისტეინმა  შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა ან სისხლის წნევის დაქვეითება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუკოსოფტ კომპლექსის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

ეს პროდუქტი შეიცავს დამხმარე ნივთიერების სახით შაქარს (საქაროზას), ამიტომაც არ არის რეკომენდებული ზოგიერთ შაქრის მიმართ თანდაყოლილი ან შეძენილი აუტანლობის მქონე პაციენტებისთვის. თუ ექიმმა გითხრათ, რომ  თქვენ გაქვთ ამგვარი აუტანლობა, ამ  პროდუქტის მიღებამდე გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

პროდუქტი შეიცავს 1.78 გ შაქარს (საქაროზას) ყოველ დოზაში, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში გამოყენებისას.

3. როგორ მიიღება მუკოსოფტ კომპლექსი

ამ პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სასურველი ეფექტის მისაღწევად ყველაზე დაბალი შესაძლო დოზით, შესაძლო უმოკლესი ხანგრძლივობით.

რეკომენდებული დოზაა:

მოზრდილებიდა 12 წელზეუფროსიასაკისბავშვები:

ერთი პაკეტი 3-4 ჯერ დღეში 4-6 საათიანი ინტერვალით.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს პარაცეტამოლს მოზრდილებში 4 გ, და 1.8 გ ბავშვებში, და 600 მგ აცეტილცისტეინს, ხოლო ცალკეულ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 4 საათი.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

პროდუქტის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული შესაძლო არასწორი დოზირების გამო.

ხანდაზმული პაციენტები

დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმელების ფუნქციის დარღვევისმ ქონე პაციენტები:

თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 8 საათი (იხ. ნაწილი 4.4).

გამოყენების მეთოდი და ხანგრძლივობა

გახსენით ერთი პაკეტის შიგთავსი საკმარისი რაოდენობის (150 მლ) ფინჯან ცხელ წყალში, მოურიეთ და დალიეთ ხსნარი.

რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხეების დალევა აცეტილცისტეინის ეფექტის ხელშეწყობის მიზნით.

თუ პრეპარატი არ იყო დანიშნული ექიმის მიერ, მისი გამოყენება არ უნდა აღემატებოდეს 3-5 დღეს. თუ თქვენი ჩივილები გაგრძელდება ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდება, უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი მუკოსოფტ კომპლექსი

პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ, განსაკუთრებით ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. ეს შეიძლება გამოვლინდეს გულისრევით, ღებინებით, სიფერმკრთალით, მუცლის ტკივილით, ოფლიანობით და ძილიანობით, რომელიც ძირითადად ვითარდება პირველი 24 საათის განმავლობაში. დოზის გადაჭარბებამ (10 გ-ზე მეტი პარაცეტამოლი) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მძიმე უკმარისობა და ცნობიერების დაკარგვა.

პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა ჩატარდეს საავადმყოფოს პირობებში; ამიტომაც, დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოჩენისას ან პრეპარატის რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

აცეტილცისტეინის დოზის გადაჭარბების შემთხვევები დღემდე არ ყოფილა დაფიქსირებული. უფრო მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულისრევა, ღებინება ან დიარეა.

თუ დაგავიწყდათ მუკოსოფტ კომპლექსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველას არ განუვითარდეთ.

დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე მოცემულია ქვემოთ/

არა-ხშირი (100 პაციენტიდან  1-ზენაკლებში)

ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, გულისცემის გახშირება,  პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ღებინება, წვის შეგრძნება და გულისრევა, ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ქავილი, ცხელება, სისხლის წნევის დაქვეითება.

იშვიათი (1000 პაციენტიდან 1-ზენაკლებში)

სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი (ბრონქოსპაზმი), განსაკუთრებით პაციენტებში  აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა ანალგეტიკებისა და ანტიპირეტიკების მიმართ მომატებული მგრძნობიარობით, დისპეფსია.

ძალიან იშვიათი (10 000 პაციენტიდან 1-ზენაკლებში)

თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, ღვიძლის მხრივი დარღვევები, მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან თავბრუსხვევას, სახის ან ყელის შეშუპება, ჰემორაგიები.

არ არის ცნობილი (ვერ შეფასდება  არსებული მონაცემების საფუძველზე)

სახის შეშუპება, ბრონქული ობსტრუქცია

თუ მუკოსოფტ კომპლექსით მკურნალობის პერიოდში განგივითარდებათ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს:

• სახის, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, გულისცემის გახშირება, სისხლის წნევის უეცარი და სწრაფი დაქვეითება;

• ქოშინი და გულმკერდში ხიხინი, სისხლის წნევის დაქვეითება (ალერგიული რეაქციის სწრაფი პროგრესირების ნიშნები);

• ქავილი, სიცხის შეგრძნება ენაზე და მის ქვეშ,  ხელისგულებში და ქუსლებში, კანზე გამონაყარი, ქოშინი და გულმკერდში ხიხინი;

• კანის სიწითლე, ბუშტუკები ხელების, ტერფების და ქუსლების კანზე, უფრო იშვიათად ტუჩებზე, სახესა და სასქესო ორგანოებზე, კანის აქერცვლა ან კანისა და ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა;

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

თუ განგივითარდებათ  ნებისმიერი გვერდითი მოვლენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ყველა შესაძლო გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი შეფუთვის ბროშურაში. გვერდითი მოვლენების შესახებ თქვენ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ პირდაპირ: 

„ბულგარეთის წამლების სააგენტოს“,

დამიანე გრუევის ქ. #8 , 1303 სოფია. ტელ: +359 28903417 , ვებ გვერდი: www.bda.bg

გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ შეგიძლიათ დახმარება მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.

5. როგორ ინახება მუკოსოფტ კომპლექსი

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

პრეპარატი შეინახეთ  ბავშვებისთვის ფარულ და  მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია პაკეტზე. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნევთ მისი გარეგნული ცვლილების რაიმე ვიზუალურ  ნიშნებს.

არ გადააგდოთ პრეპარატი ჩამდინარე წყლების ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების საშუალებით. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაცია, რომელსაც აღარ იყენებთ. მოცემული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რასშეიცავს მუკოსოფტ კომპლექსი

- 1 პაკეტში აქტიური ნივთიერებებია პარაცეტამოლი 500 მგ და აცეტილცისტეინი 200 მგ.

-  სხვა ინგრედიენტებია (დამხმარე ნივთიერებები): საქაროზა, ასკორბინის მჟავა, მალტოდექსტრინი, ლიმონის მჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ციკლამატი, საქარინის ნატრიუმი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის ორჟანგი, მარწყვის არომატი (არომატული ნივთიერებებისა და გლუკოზის ნარევი).

როგორ გამოიყურება მუკოსოფტ კომპლექსი და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი მარწყვის არომატით.

ფხვნილი პერორალური ხსნარისთვის 3.6 გ ქაღალდი / ალუმინი/ პოლიეთილენისგან დამზადებულ პაკეტში.

თითოეული შეფუთვა შეიცავს 10 პაკეტს.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

„ადიფარმ ეად“ ADIPHARM EAD

ბულ. სიმეონოვსკოს შოსე # 130. სოფია 1700, ბულგარეთი