იმუნოსალი 50მლ ნაყენი

იმუნოსალი 50მლ ნაყენი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ინულა, ძირტკბილა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 87287
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

იმუნოსალი

 

სავაჭრო დასახელება იმუნოსალი

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება Imunosal A

გამოშვების ფორმა:  ნაყენი

გარეგნული აღწერა

მუქი მოწითალო-რუხი ფერის გამჭვირვალე სითხე, დამახასია-თებელი არომატული სუნით, მოტკბო-მწარე გემოთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფიმცენარეული კომბინირებული იმუნოსტიმულატორი.

გამოშვების ფორმა: 

50მლ ხსნარი  petis narinjisfer  mixraxnil sacobian flakonebSi.

შემადგენლობა.

აქტიური ნივთიერებები: 25გ წითელი ძახველი Fructus viburni, 12.5გ  კულმუხოს ფესურები და ფესვები Inulae rhizomataet radices, 25გ ძირტკბილას ფესვები Radices Glycyrrhizae 25გ ჟოლოს  ფოთლები Folium Rubi idaei 12,5გ ნეგოს ყვავილი Flores Helichrysi arenarii, 100გ ასკილის ნაყოფი Fructus rosae

დამხმარე ნივთიერება: ეთილის სპირტი 70% 1000 მლ ნაყენის მისაღებად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იმუნოსალი  მცენარეული წარმოშობის კომბინირებული იმუნოსტიმულატორია.

ისამცირებს დაავადების განვითარების რისკს, მიმდინარეობის ხანგრძლივობას და განმეორების სიხშირეს, ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება.
იმუნოსალის  მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.

 ჩვენება:
გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით:
- გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;/ ხშირად სხვა პრეპარატებთან  კომბინაციაში/
- ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი;
- ორგანიზმის საერთო გადაღლა, სისუსტე.
- ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.

 უკუჩვენება:
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა

დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებში  იმუნოსალი ინიშნება 20–20 წვეთი 20მლ წყალზე  დღეში სამჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად
ბავშვებში – 10–10 წვეთი 20მლ წყალზე დღეში სამჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
მკურნალობის ხანგრძლივობა – ერთი თვე
რეკომენდებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში

2-ჯერ: გაზაფულზე და შემოდგომით.
წვეთები მიიღება  მცირეოდენ სითხესთან (20 მლ წყალთან) ერთად.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატი არ ინიშნება.

ჭარბი დოზირება:
შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
იმუნოსალის  სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.

შეფუთვა:

50მლ პეტის ნარინჯისფერ მიხრახნილ საცობიან ფლაკონებში. ფლაკონებს აკრავენ ეტიკეტებს Dდა ათავსებენ

მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15 0C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

შპს “იმედი”

მისამართი:

თბილისი, რუსთავის გზატკეცილი, N 36