ლედაფიში 150მლ სიროფი
გააზიარე:
ლედაფიში/Ledafish
შემადგენლობა:
სიროფის ყოველი 10მლ. შეიცავს: საერთო ომეგა-3 –1000 მგ.,
EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) – 270 მგ., DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა)- 180 მგ.,
L-არგინინი- 10 მგ.,
თუთიის ოქსიდი- 5მგ.,
ტოკოფეროლი (ვიტამინი E) –0.6მგ., ვიტამინი A- 600მკგ.,
ვიტამინი D- 5მკგ.,
ვიტამინი B1-0, 35მგ,
ვიტამინი C-20მგ,
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ლედაფიში მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია მხედველობის ორგანოების, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. ლედაფიშში შემავალი კომპონენტები ამცირებენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. ლედაფიში აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინეტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. აუმჯობესებს დასწავლის პროცესებს და პრობლემების გადაჭრის უნარს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს. ლედაფიში უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. ლედაფიში ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს ვირუსული და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს.
ჩვენებები:
• - ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა
• - ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია
• - მაღალი რისკის ჯგუფში დე ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა,
• - მეხსიერების დაქვეითება, დემენცია
• - ემოციური ლაბილობა, ნევრასთენია, დეპრესია
• - ზრდის კონცენტრაციის უნარს,
• - ამაღლებს გონებრივი და ინტელექტუალური განვითარების შესაძლებლობას,
• - ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ განვითარებას,
• - აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას,
• - ამაღლებს იმუნიტეტს,
• - რეკომენდირებულია ინფექციურ- ვირუსულუ დაავადებების გადატანის შემდეგ,
დოზირება და მიღების წესი:
1 დან 10 წლამდე - 5 მლ - 1 ჯერ დღეში.
11 წლიდან- 10 მლ - 1 ჯერ დღეში.
დოზის ცვლილება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ
ქვეყანა: თურქეთი
ქარხანა: ლედაფარმა
გამოშვების ფორმა: სიროფი ფორთოხლის გემოთი, 150 მლ. ბოთლი, მზომი კოვზით.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
ოფიცილური დისტრიბუტორი საქართველოში : ვაითმედიკალი