ლიდოკაინი 2% 2მლ ი.ვ/მ#50პ.ა

ლიდოკაინი 2% 2მლ ი.ვ/მ#50პ.ა

5.90 ლარი 5.50 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: უზბეკეთი
მწარმოებელი: ჯურაბეკ ლაბორატორიეს ლტდ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლიდოკაინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 87146
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ლიდოკაინი ჰიდროქლორიდი

LIDOCAINE HYDROCHLORIDE

პრეპარატის კომერციული დასახელება: ლიდოკაინი ჰიდროქლორიდი

მოქმედი ნივთიერება (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): ლიდოკაინი ჰიდროქლორიდი

სამკურნალწამლო ფორმა: საინექციო ხსნარი

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ლიდოკაინი ჰიდროქლორიდი - 10.0 გ; 20.0 გ; 100.0 გ;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის  ქლორიდი - 6,0 გ,  ნატრიუმის ჰიდროქსიდის  ხსნარი  pH 5-7-მდე;  საინექციო წყალი - 1000 მლ.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერული ან მცირედ შეფერილი სითხე.   

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.ამიდები, კარდიალური პრეაპრატები, Iბ ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატები

ათქ კოდი: N01BB02, C01BB01
ფარმაკოლოგიურითვისებები

 ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები. იწვევს ყველა სახის ადგილობრივ ანესთეზიას:  ტერმინალურს, ინფილტრაციულს, გამტარებლობითს. ადგილობრივი საანესთეზიო მოქმედება განპირობებულია ნერვული გამტარებლობის დათრგუნვით ნატრიუმის არხების ბლოკირების ხარჯზე   და ნერვული ბოჭკოების ნერვულ დაბოლოებებში. ადგილობრივი გამოყენებისას  ფართოვდება სისხლძარღვები, არ ახდენს ადგილობრივ-გამაღიზიანებელ მოქმედებას.   მას ასევე გააჩნია გამოხატული ანტიარითმული მოქმედება. ამ მოქმედების  მექანიზმში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სპონტანური დიასტოლური დეპოლარიზაციის სიჩქარის შენელება, რაც განპირობებულია ნატრიუმის ძირითადი ნაკადის შემცირებით და კალიუმის ნაკადის გაზრდით. პრეპარატი ამცირებს პურკინიეს ბოჭკოებში და გულის პარკუჭების კუნთებში ეფექტურ რეფრაქტერულ პერიოდს და მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობას  (IB კლასის ანტიარითმული საშუალებები). პრეპარატი ასევე ზრდის პარკუჭების ფიბრილაციის ზღურბლს. ეკგ-ზე აღინიშნება Q-T ინტერვალის შემცირება. მიოკარდიუმის კუმშვადობა არ მცირდება ან მცირდება მცირე ხარისხით, რაც არ ახდენს ზემოქმედებას ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე.
ფარმაკოკინეტიკა

ღვიძლში პირველი გასვლისას პრეპარატის 70% ინაქტივირდება. ორგანიზმში გადანაწილდება სითხის  დიდ მოცულობაში. პლაზმაში თერაპიული კონცენტრაციები შეადგენს 1,5-6 მკგ / მლ-ს, რომელზე მაღალი კონცენტრაციაც ითვლება ტოქსიკურად. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 60-80%-ს. ადვილად აღწევს პლაცენტაში და ცერებროსპინალურ სითხეში. ის მოქმედებს ხანმოკლე დროით. ხანგრძლივი ინფუზიის შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 90 წუთს. ღვიძლის დაავადებების დროს ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება 2-3 -ჯერ გაიზარდოს. ის იშლება ღვიძლში ჰიდროლიზის გზით. გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტების სახით,  ასევე ნაღველში  და დედის რძეში ( დედის პლაზმაში არსებული კონცენტრაციის 40%-მდე).

გამოყენების ჩვენებები

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების სახით ლიდოკაინს იყენებენ შემდეგი მიზნებისთვის: ინფილტრაციული ანესთეზიისათვის აპენდექტომიის,  თიაქარკვეთისა და სხვა  ქირურგიული ჩარევების დროს; გამტარებლობითი ანესთეზიისათვის სტომატოლოგიაში, კიდურების ქირურგიაში და ა.შ., ნერვული წნულების ბლოკადისათვის; ეპიდურალური და სპინალური ანესთეზიისათვის მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე, ქვედა კიდურებზე და ა.შ.  ოპერაციების დროს, ტერმინალური ანესთეზიისათვის ლორწოვან გარსებზე უროლოგიაში, ოფტალმოლოგიაში, სტომატოლოგიაში, და ასევე სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციებისა და პროცედურების დროს, ბრონქოსკოპიის დროს და ა.შ.

ანტიარითმული საშუალების სახით  ლიდოკაინს იყენებენ მონო- და პოლი-ტოპური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის და სხვადასხვა გენეზის ტაქიკარდიის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიაში, პარკუჭების ფიბრილაციის კუპირებისათვის, და დამხმარე საშუალების სახით გულის დეფიბრილაციისას, გულის კათეტერიზაციის და ანგიოკარდიოგრაფიის დროს და სხვა მსგავსი დიაგნოსტიკური პროცედურების დროს.

გამოყენების მეთოდი და დოზირება
ინფილტრაციული ანესთეზიისთვის გამოიყენება  0.5% -იანი ხსნარები, რომლებიც მიიღება  1%, 2% ან 10%-იანი ხსნარების ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარის საჭირო რაოდენობით განზავებით. საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300 მგ-ს  (0,5%-იანი ხსნარის 600 მლ).

პერიფერიული ნერვების ანესთეზიისთვის გამოიყენება 1% და 2 %-იანი ხსნარები, მაქსიმალური საერთო დოზაა 400 მგ (1%-იანი ხსნარის 40 მლ ან 2%-იანი ხსნარის 20 მლ);  ნერვული წნულების ბლოკადისათვის- 10-20 მლ 1%-იანი ხსნარი ან 5-10 ლ 2%-იანი ხსნარი; ეპიდურალური ანესთეზიისათვის - 1% და 2-იანი ხსნარები (არაუმეტეს  300 მგ ლიდოკაინი).

ლორწოვანი გარსების ტერმინალური ანესთეზიისათვის (სტომატოლოგიაში, ენდოსკოპური გამოკვლევების მომზადებისა და ჩატარების დროს) გამოიყენება არაუმეტეს 2 მლ 10%-იანი ლიდოკაინის ხსნარი.

პრეპარატის მოქმედების  გახანგრძლივებისთვის შეიძლება დაემატოს 0,1% ადრენალინის ჰიდროქლორიდის ხსნარი (1 წვეთი 5-10 მლ პრეპარატის ხსნარზე, მაგრამ არაუმეტეს 5 წვეთი ხსნარის მთელ რაოდენობაზე).

ოფთალმოლოგიაში გამოიყენება 2%-იანი ხსნარები; ასეთი ხსნარის 2 წვეთს აწვეთებენ 2-3 ჯერ 30- 60 წამის ინტერვალით კონიუნქტივის პარკში უშუალოდ გამოკვლევების ან ქირურგიული ჩარევის წინ.  

ანტიარითმული საშუალების სახით პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად: თავდაპირველად ნაკადურად (3-4 წთ-ის განმავლობაში) საშუალო დოზით 80 მგ (4 მლ 2 %-იანი ხსნარი), შემდეგ აგრძელებენ წვეთოვნად საშუალოდ 2 მგ წუთში ხსნარის სახით, რომელიც შეიცავს 2 მგ-ს ყოველ 1 მლ-ზე.  როგორც წესი, ამგვარი ხსნარის მისაღებად 2%-იანი ხსნარის 6 მლ- აყავთ 60 მლ-მდე ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური სტერილური ხსნარის დამატებით. მდგომარეობის შესაბამისად ინფუზია შეიძლება გაგრძელდეს 24-30 წუთის განმავლობაში. დღეღამეში შეყვანილი 2მგ/მლ -ს შემცველი ხსნარის საერთო რაოდენობა  არ უნდა აღემატებოდეს 1200 მლ-ს. ინფუზიის შეწყვეტის შემდეგ  პრეპარატის მოქმედება დასრულდება ½-1 საათის შემდეგ.

ასევე შეჰყავთ თავდაპირველად ინტრავენურად ნაკადურად (ნელა, 3-4 წუთის განმავლობაში) 80 მგ (4 მლ 2 %-იანი ხსნარი) და ერთდროულად კუნთებში (დუნდულა ან დელტისებრ კუნთში) 400 მგ (4 მლ 10 %-იანი ხსნარი); შემდეგ ყოველ 3 საათში -კუნთებში 200- 400 მგ (2-4 მლ 10%-იანი ხსნარი). 

 

გვერდითი მოქმედებები

პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, თუმცა სწრაფი ტემპით შეყვანისას, შესაძლებელია მოხდეს არეტრიული წნევის მკვეთრი ვარდნა და  კოლაფსის განვითარება. სისტემური გამოყენებისას, ასევე შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, შფოთვა, შუილი ყურებში, ენისა და პირის ლორწოვანი გარსის გაბუჟება, მხედველობის დარღვევა, კრუნჩხვა, ტრემორი, არტერიული წნევის ვარდნა, ბრადიკარდია.

 

უკუჩვენებები

სისტემური გამოყენება უკუნაჩვენებია ვოლფ-პარკინსონ-უაიტის და ადამს-სტოქსის სინდრომების დროს, სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომის დროს ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, II-III ხარისხის ატრიოვენტრიკულური და ინტრავენტრიკულური ბლოკადის დროს, სუპრავენტრიკულური არითმიების, გამოხატული ბრადიკარდიის, კარდიოგენური შოკის, ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების, პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

წამლებს შორის ურთიერთქმედება

რადგანაც პრეპარატის მეტაბოლიზმის დროს ორგანიზმში არ ხდება პარა-ამინობენზოის მჟავას წარმოქმნა, ის არ ახდენს ანტისულფანილამიდურ მოქმედებას და შეიძლება მისი გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სულფანილამიდურ პრეპარატებს.

პრეპარატის გამოყენებისას სხვა ანტიარითმულ პრეპარატებთან ერთად, შეიძლება აღინიშნოს მათი ანტიარითმული და ტოქსიკური (კარდიოდეპრესორული მოქმედება, ცნს აგზნება, ჰალუცინაციები) ეფექტების სუმირება.

ციმეტიდინთან, ბეტა-ადრენობლოკერებთან და მაო ინჰიბიტორებთან  ერთად მიღებისას პრეპარატის ტოქსიკურობა იზრდება, ასეთი კომბინაციის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა მისი დოზის შემცირება.

სპეციალური მითითებები

ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებისათვის (მაგალითად , ციროზი ღვიძლში სისხლის მიმოქცევის დაქვეითებით, მაგალითად გულის უკმარისობისას და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს), ჰიპოვოლემიის, შოკის, ღვიძლის უკმარისობის დროს, ასევე 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში პრეპარატის სადღეღამისო დოზა უნდა შემცირდეს ორჯერ, მიღების ხანგრძლივობაც  შესაბამისი ფორმით უნდა შემცირდეს. თუ პრეპარატის შეყვანა გრძელდება ორ დღეღამეზე მეტ ხანს, მისი გამოყოფა შენელდება, ამიტომაც, საჭიროა დოზის შემცირება.

პრეპარატის ინექციების დროს საჭიროა ეკგ-ს მუდმივი რეგისტრირება, შესაძლო გვერდითი მოვლენების პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა მზადყოფნაში გვქონდეს პარენტერალური შეყვანისათვის ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატები და ბენზოდიაზეპინის რიგის ტრანკკვილიზატორები ტრემორის, კლონურ-ტონური კრუნჩხვების სამკურნალოდ; სიმპათომიმეტური საშუალებები ინტრავენური შეყვანისათვის ჰიპოტონიის განვითარების შემთხვევაში; ატროპინი (0,5-1,0 მგ) ინტრავენური შეყვანისათვის ბრადიკარდიის შემთხვევაში. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ზემოაღნიშნული სიმპტომების გარდა, შეიძლება განვითარდეს კოლაფსი და ცნს დათრგუნვა. ასეთ შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების გარდა, შეიძლება საჭირო გახდეს ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და სხვა სარეანიმაციო ღონისძიებები. სინუსური ბრადიკარდიისა და გულის არასრული ბლოკადის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენების წინ უნდა გაუხშიროთ გულის შეკუმშვათა სიხშირე ატროპინის, იზოპროტერენოლის საშუალებით, ან რითმის ელექტრული ფეისმეიქერით. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აღმოცენდეს მძიმე არითმია და სრული ბლოკადა.

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ და ის უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

 გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში  გამოიყენება სიფრთხილით, მკაცრად ჩვენების მიხედვით, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისა და მეძუძური ჩვილისათვის.

ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძეში.

სამეანო პრაქტიკაში გამოიყენება სიფრთხილით პარაცერვიკალურად ნაყოფის საშვილოსნოსში და განვითარების დარღვევების, ფეტოპლაცენტარული უკმარისობის, დღენაკლულობის, ორსულობის ვადის გადაცილების, გესტოზის დროს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების მართვაზე

ლიდოკაინის გამოყენების შემდეგ არ არის რეკომენდებული იმ საქმიანობებით დაკავება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

დოზის გადაჭარბება

სამკურნალო ღონისძიებები ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის გვერდითი მოვლენებისა და დოზის გადაჭარბების დროს. ადგილობრივ საანესთეზიო ტოქსიკური რეაქციის მცირე ნიშნების გამოვლენისას თავბრუსხვევის, გულისრევის, ღებინების, ეიფორიის სახით პრეპარატის შემდგომი შეყვანა უნდა შეწყდეს. პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ჩაუტარდეს ინჰალაცია ჟანგბადით და ინტრავენურად შეყვანილი იქნას  10 მგ სედუქსენი (რელანიუმი). უნდა გამზადდეს სისტემა ხსნარების ინტრავენური გადასხმისათვის. ყველა ღონისძიება უნდა შესრულდეს ერთდროულად არტერიული წნევისა და პულსის კონტროლით.

გარეგანი სუნთქვის დარღვევის ხარისხის შესაბამისად უნდა ჩატარდეს ფილტვების დამხმარე ან ხელოვნური ვენტილაცია ჰაერ-ჟანგბადის ნარევით სასუნთქი აპარატის ნიღბის საშუალებით.

მიმიკური და ჩონჩხის მუსკულატურის კრუნჩხვების განვითარებისას ისინი კუპირდება ჰექსენალის 1% ან თიოპენტალის ნატრიუმის ნელი ინტრავენური შეყვანით.

მსუბუქ ჰიპოტენზიას მკურნალობენ საოპერაციო მაგიდის თავის ბოლოს დაწევით და ელექტროლიტების ხსნარების ინფუზიით.

არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების, ბრადიკარდიის ლიკვიდაცია ხდება შემდეგი ღონისძიებებით: საოპერაციო მაგიდის თავის ბოლოს დაწევა და სასუნთქი გზების გამტარობაზე დაკვირვება; ინტრავენურად ელექტროლიტების ან კოლოიდური პლაზმის შემცვლელების, გლუკოკორტიკოსტეროიდების ხსნარების (ჰიდროკორტიზონი 125-250 მგ, პრედნიზოლონი 30-60 მგ) შეყვანა; ასევე ინტრავენურად ნელა შეჰყავთ 0,1% ადრენალინი დოზით 0,025-0,1 მგ (1 მლ ოფიცინალური 0,1% ადრენალინი უნდა განზავდეს 0,9% იზოტონურ ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში და შეყვანილი იქნას 1 მლ-ობით სასურველი ეფექტის მიღწევამდე). შემდგომ გადადიან ადრენალინის ჰიდროქლორიდის ინფუზიით შეყვანაზე არტერიული წნევისა და პულსის სიხშირის კონტროლით. გამოხატული ბრადიკარდიის დროს- ატროპინი.

გამოშვების ფორმა

პრეპარატის 3,5 ან 5 მლ 1%, 2% და 10%-იანი 2 მლ ხსნარი მინის ამპულებში, ან პოლიპროპილენის ამპულებში, ან სამედიცინო პოლიეთილენის ამპულებში. 5 ან 10 ამპულა კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 1 ან 2 კონტურული უჯრედული შეფუთვა პაკეტში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, ან 10, 20, 40 ან 50 ამპულა მთლიანი ბლოკების სახით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

ლიდოკაინი ჰიდროქლორიდი საინექციო ხსნარი 2% ან 10%-იანი - 2 წელი.

ლიდოკაინი ჰიდროქლორიდი საინექციო ხსნარი 1% -იანი - 3 წელი.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი

მწარმოებელი ქარხნის მისამართი: ერთობლივი საწარმო შპს „Jurabek Laboratories“, უზბეკეთის რესპუბლიკა, ტაშკენტის ოლქი, ქ. ალმალიკი, ნოსიროვის ქ. #3.

იურიდიული მისამართი: ერთობლივი საწარმო შპს „Jurabek Laboratories“, უზბეკეთის რესპუბლიკა, 100003, ქ. ტაშკენტი, ალმაზარის ქ. # 165.

ტელ/ფაქსი: (99871)150-03-03

Web: www.jurabek.uz