ბრინორმი 1% 5მლ თვ.წვეთი

ბრინორმი 1% 5მლ თვ.წვეთი

17.40 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიგლაუკომატოზური პრეპარატები
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბრინზოლამიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 87131
გააზიარე:

ბრინორმი

BRINORM

 

სავაჭრო დასახელება

ბრინორმი, Brinorm

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

ბრინზოლამიდი, Brinzolamide

წამლის ფორმა

თვალის წვეთები 1%.

აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის სუსპენზია.

შემადგენლობა

სუსპენზიის 1 მლ შეიცავს

აქტიური ნივთიერება:  ბრინზოლამიდი 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:  ბენზალკონიუმის ქლორიდი, მანიტი, კარბომერი 974Р, დინატრიუმის ედეტატი, თილოქსაპოლი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი  S01EC04

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები და მიოზურები, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

ბრინზოლამიდი (პრეპარატი ბრინორმის აქტიური ნივთიერება) – სულფანილამიდური სტრუქტურის გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება.

კარბოანჰიდრაზა (CA)  –ფერმენტი, რომელიც არის ორგანიზმის ბევრ ქსოვილში, თვალის ქსოვილის ჩათვლით. კარბოანჰიდრაზა არის შექცევადი რეაქციის კატალიზატორი, რომელიც მოიცავს ნახშირორჟანგის ჰიდრატაციას და ნახშირმჟავას დეჰიდრატაციას. თვალის ცილიარული სხეულის კარბოანჰიდრაზას ინჰიბირება იწვევს თვალშიდა სითხის

სეკრეციის შემცირებას (უპირატესად ბიკარბონატების იონების წარმოქმნის შემცირების ხარჯზე, შემდგომში ნატრიუმის იონების და სითხის ტრანსპორტირების შემცირებით). შედეგად ხდება თვალშიდა წნევის დაწევა, რაც ამცირებს მხედველობის ნერვის დაზიანების და მხედველობის ველის ამოვარდნის რისკს.

ბრინზოლამიდი არის კარბოანჰიდრაზაII (CA-II) -ის ინჰიბიტორი, რომელიც არის თვალის ქსოვილის იზოფერმენტი, CA- II –თან მიმართებაში IC50 in vitro 3,2 ნმ და Ki 0,13 ნმ. 

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივი გამოყენებისას ბრინზოლამიდი ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში.

CA- II -თან მაღალი აფინურობის გამო, ბრინზოლამიდი უკავშირდება ერითროციტებს და ხასიათდება სისხლიდან ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდით (საშუალოდ დაახლოებით 24 კვირა). ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება მეტაბოლიტი- N-დეზეთილბრინზოლამიდი, რომელიც ბრინზოლამიდის არსებობისას უკავშირდება ძირითადად კარბოანჰიდრაზა I-ს და კუმულირდება ერითროციტებში. სისხლის შრატში ბრინზოლამიდის და N-დეზეთილბრინზოლამიდის კონცენტრაცია დაბალია და უმრავლეს შემთხვევაში რაოდენობრივი განსაზღვრის ზღვარზე დაბლა (<7.5 ნგ/მლ). შრატის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 60%-ს.

ბრინზოლამიდი გამოიყოფა უპირატესად შარდით,  უცვლელი სახით (დაახლოებით 60%). დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით (N-დეზეთილბრინზოლამიდი და N-დეზმეტოქსიპროპილ- და O-დეზმეთილ-მეტაბოლიტების მცირე რაოდენობა (<1%)).

პერორალური ფარმაკოკინეტიკური კვლევის დროს ჯანმრთელი მოხალისეები იღებდნენ

1 მგ ბრინზოლამიდის შემცველ კაფსულებს დღეში ორჯერ 32 კვირამდე პერიოდის განმავლობაში და იზომებოდა ერითროციტების კარბოანჰიდრაზას აქტივობა, CA- ს სისტემური ინჰიბირების ხარისხის შესაფასებლად.

ერითროციტების CA-II-ის ბრინზოლამიდით გაჯერება მიღწეული იქნა 4 კვირის განმავლობაში (ერითროციტების კონცენტრაცია დაახლოებით 20 მკმ).

N-დეზეთილბრინზოლამიდი  ერითროციტებში მდგრად მდგომარეობამდე გროვდება 20-28 კვირის განმავლობაში, აღწევს  6-30 მკმ  კონცენტრაციას. კარბოანჰიდრაზას საერთო აქტივობის ინჰიბირება მდგრად მდგომარეობაში დაახლოებით 70-75% იყო.

ზომიერი თირკმლის უკმარისობის მქონე სუბიექტებში (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ / წთ), პერორალურად შეყავდათ 1 მგ ბრინზოლამიდი ორჯერ დღეში 54 კვირამდე პერიოდის განმავლობაში. ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში მერყეობდა 20 მკმ-დან 40 მკმ-მდე მკურნალობის მე-4 კვირას. მდგრად მდგომარეობაში, ბრინზოლამიდის და მისი მეტაბოლიტის კონცენტრაცია იყო შესაბამისად 22.0 მკმ-დან 46.1 მკმ-მდე და 17.1 მკმ-დან 88.6 მკმ-მდე.

N-დეზეთილბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში იზრდებოდა და ერითროციტების კარბოანჰიდრაზას  საერთო აქტივობა მცირდებოდა კრეატინინის კლირენსის შემცირებით, მაგრამ ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში და CA-II- ის აქტივობა უცვლელი რჩებოდა.  მაღალი ხარისხის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კარბოანჰიდრაზას საერთო აქტივობის ინჰიბირებაა უფრო დიდი იყო, თუმცა ეს მაჩვენებელი 90% -ზე უფრო დაბალი იყო მდგრად მდგომარეობაში.

თვალის ადგილობრივი კვლევის დროს, ბრინზოლამიდის კონცენტრაცია ერითროციტებში  პერორალური კვლევის მსგავსი იყო, მაგრამ N-დეზეთილბრინზოლამიდის დონე დაბალი იყო.  CA- ს აქტივობამ შეადგინა დოზის გამოყენებამდე  დონის დაახლოებით 40-70%.

გამოყენების ჩვენებები:

ბეტა-ბლოკატორების მიმართ არამგრძნობიარე მოზრდილ პაციენტებში მომატებული თვალშიდა წნევის დაწევა თვალშიდა ჰიპერტენზიის და ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს, მონოთერაპიის სახით, ან მოზრდილ პაციენტებში ბეტა-ბლოკატორებით თერაპიის უკუჩვენების დროს, ან ბეტა-ბლოკატორებთან ან პროსტაგლანდინების ანალოგებთან თანმხლები თერაპიის სახით.

გამოყენების წესი და დოზები:

ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის.

გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის კარგად შენჯღრევა!

პრეპარატის სისტემური მოქმედების და სისტემური უარყოფითი რეაქციების განვითარების ალბათობის შესამცირებლად, ინსტალაციის შემდეგ რეკომენდებულია ნაზოლაკრიმალური არხის ოკლუზია თითით და ქუთუთოების დახურვა.

თვალების ინფექციის და თვალის წვეთების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, არ უნდა მოხდეს პიპეტის წვერის შეხება ნებისმიერ ზედაპირთან.

გლაუკომის საწინააღმდეგო სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატიდან ბრინორმზე

გადასვლისას,  ბრინორმის მიღების დაწყება რეკომენდებულია წინა პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან ერთი დღის შემდეგ.

ბრინორმის გამოყენება შეიძლება სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად, ინსტალაციებს შორის აუცილებელია ხუთწუთიანი შუალედი. თვალის მალამოების გამოყენება უნდა მოხდეს  ყველაზე ბოლოს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში თერაპია უნდა გაგრძელდეს რეჟიმის მიხედვით შემდეგი დოზის მიღებით.

დოზა არ უნდა აღემატებოდეს ერთი წვეთს დაზიანებულ თვალში (თვალებში) სამჯერ დღეში.

დოზირება:

დოზა მონოთერაპიის ან დამხმარე თერაპიის სახით გამოყენებისას - პრეპარატი ბრინორმის ერთი წვეთი დაზიანებული თვალის (თვალების) კონიუნქტივალურ პარკში ორჯერ დღეში.

აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთი წვეთის დღეში სამჯერ დანიშვნა.

განსაკუთრებული პაციენტების ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ბრინორმის გამოყენება არ არის შესწავლილი, აქედან გამომდინარე, პრეპარატის გამოყენება ასეთ პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

თირკმლის მძიმე უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი <30 მლ / წთ) ან ჰიპერქლორემიული აციდოზის მქონე პაციენტებში ბრინორმის გამოყენება არ არის შესწავლილი. რადგან  ბრინზოლამიდი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, ბრინორმის გამოყენება უკუნაჩვენებია ასეთ პაციენტებში.

ბავშვები

პრეპარატი ბრინორმის ეფექტურობა და უსაფრთხოება ახალშობილებში, ბავშვებში და 0-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადგენილი, ამიტომ ბრინორმის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.

უკუჩვენება

-ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;

-დამტკიცებული ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ;

-თირკმლის მძიმე უკმარისობა;

-ჰიპერქლორემიული აციდოზი.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი ეფექტების სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგი სახით: ძალიან ხშირი (≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000); სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია). თითოეულ ჯგუფში, გვერდითი რეაქციების სიხშირე მოცემულია სიმძიმის შემცირების მიხედვით.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: არახშირი – ნაზოფარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი; სიხშირე უცნობია – რინიტი.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: არახშირი – ერითროციტების რაოდენობის შემცირება, სისხლში ქლორიდის დონის მომატება.

იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია – ჰიპერმგრძნობელობა.

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ: სიხშირე უცნობია – მადის დაქვეითება.

ფსიქიკის დარღვევები: არახშირი – აპათია, დეპრესია, გუნება-განწყობის დაქვეითება, ლიბიდოს შემცირება, ღამის კოშმარები, ნერვოზულობა; იშვიათი – უძილობა.

ნერვული სისტემის მხრივ: არახშირი – მოძრაობის დარღვევები, ამნეზია, თავბრუსხვევა, პარესთეზია, თავის ტკივილი; იშვიათი – მეხსიერების დარღვევა, ძილიანობა; სიხშირე უცნობია – ტრემორი, ჰიპესთეზია, აგევზია. მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირი – მხედველობის დარღვევა, თვალების გაღიზიანება, თვალების ტკივილი, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, თვალების ჰიპერემია; არახშირი – რქოვანას ეროზია, კერატიტი, წერტილოვანი კერატიტი, კერატოპათია, დეპოზიტები რქოვანაში, რქოვანას შეფერვა, რქოვანას ეპითელიუმის დეფექტი, რქოვანას ეპითელიუმის დარღვევა, ბლეფარიტი, თვალების ქავილი, კონიუნქტივიტი, თვალების შეშუპება, მეიბომიტი, ფოტოფსია, ფოტოფობია, ალერგიული კონიუნქტივიტი, ფტერიგიუმი, სკლერას პიგმენტაცია, ასტენოპია, დისკომფორტი თვალებში, უცნაური შეგრძნება თვალში,  მშრალი კერატოკონიუნქტივიტი, სუბკონიუნქტივალური კისტა, კონიუნქტივის ჰიპერემია, ქუთუთოების ქავილი, გამონადენი თვალებიდან, ქუთუთოს კიდის კანის აქერცვლა, ცრემლდენა; იშვიათი რქოვანას შეშუპება, დიპლოპია, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება, ფოტოფსია, თვალის ჰიპესთეზია, პერიორბიტული შეშუპება, თვალშიდა წნევის მატება, მხედველობის ნერვის დისკის მიმართ ექსკავაციია დიამეტრის თანაფარდობის მატება; სიხშირე უცნობია რქოვანას მთლიანობის დარღვევა, მხედველობის დარღვევა, თვალების ალერგია, მადაროზი, დარღვევები ქუთუთოების მხრივ, ქუთუთოების ერითემა. სმენის და წონასწორობის ორგანოების მხრივ: არახშირი – ხმაური ყურებში; სიხშირე უცნობია – ვერტიგო. გულის მხრივ: არახშირი – კარდიორესპირატორული უკმარისობა, ბრადიკარდია, პალპიტაციები; იშვიათი – სტენოკარდია, არარეგულარული გულის რითმი; სიხშირე უცნობია – არითმია, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, არტერიული წნევის მატება, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის შეკუმშვის სიხშირის მატება.

სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: არახშირი –ქოშინი, სისხლდენა ცხვირიდან, ტკივილი პირხახის არეში, ფარინგოლარინგეალური ტკივილი, ყელის გაღიზიანება, ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი, რინორეა, ცემინება; იშვიათი – ბრონქული ჰიპერრეაქტიულობა, ზედა სასუნთქი გზების დაგუბება, ცხვირის წიაღების დაგუბება, ცხვირის დაგუბება, ხველა, ცხვირის სიმშრალე; სიხშირე უცნობია – ასთმა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირი – დისგევზია; არახშირი – ეზოფაგიტი, დიარეა, გულისრევა, ღებინება, დისპეპსია, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში, დისკომფორტის შეგრძნება კუჭის არეში, მეტეორიზმი, ხშირი კუჭში გასვლა, კუჭ-ნაწლავის აშლილობები, პირის ღრუს ჰიპესთეზია ან პარესთეზია, პირის სიმშრალე.

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სიხშირე უცნობია – ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმიდან გადახრა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: არახშირი – გამონაყარი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, კანის დაჭიმულობა; იშვიათი – ჭინჭრის ციება, ალოპეცია, გენერალიზებული ქავილი; სიხშირე უცნობია – დერმატიტი, ერითემა.

ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირი – ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმი, მიალგია; სიხშირე უცნობია – ართრალგია, კიდურების ტკივილი.

თირკმელებისა და შარდ-გამომყოფი გზების მხრივ: არახშირი – ტკივილი თირკმელების არეში; სიხშირე უცნობია – პოლაკიურია.

სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირი – ერექტილური დისფუნქცია.

საერთო დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირი – ტკივილი, დისკომფორტი გულ-მკერდის არეში, დაღლა, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება; იშვიათი – ტკივილი გულ-მკერდის არეში, შფოთვის შეგრძნება, ასთენია, გაღიზიანება; სიხშირე უცნობია – პერიფერიული შეშუპება, გაღიზიანების შეგრძნება.

ტრავმები, მოწამვლა და გართულებები გამოწვეული კვლევის პროცედურებით: იშვიათი-  უცხო სხეული თვალში.

განსაკუთრებული მითითებები

სისტემური ეფექტები

ბრინზოლამიდი აბსორბირდება სისტემურად. ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს სულფონამიდებისთვის დამახასიათებელი გვერდითი რეაქციები. სერიოზული გვერდითი რეაქციების ან ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების განვითარებისას პრეპარატი ბრინორმის გამოყენება უნდა შეწყდეს.

იყო შეტყობინებები მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევების შესახებ, კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების პერორალური ფორმით გამოყენებისას. თირკმელის უკმარისობის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით მეტაბოლური აციდოზის განვითარების შესაძლო რისკის გამო.

ბრინზოლამიდი არ არის შესწავლილი დღენაკლულ ჩვილებში ( 36 კვირაზე ნაკლები ასაკის) ან ერთ კვირამდე ასაკის ჩვილებში. თირკმლის მნიშვნელოვანი განუვითარებლობის ან პათოლოგის მქონე პაციენტებმა ბრინზოლამიდი უნდა მიიღონ  მხოლოდ  რისკი / სარგებლის თანაფარდობის ყურადღებით შეფასების შემდეგ, მეტაბოლური აციდოზის შესაძლო რისკის გამო.

კაბროანჰიდრაზას პერორალურმა ინჰიბიტორებმა შესაძლებელია გააუარესონ ისეთი დავალებების შესრულების უნარი, რაც მოითხოვს გონებრივ აქტივობას და/ან ფიზიკურ კოორდინაციას. რადგან პრეპარატი სისტემურად შეიწოვება, ასეთი მოქმედება შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი გამოყენების დროსაც.

თანმხლები თერაპია

არსებობს დამატებითი ეფექტის განვითარების პოტენციალი კარბოანჰიდრაზას ინჰიბირების ცნობილ სისტემურ ეფექტებთან მიმართებაში პაციენტებში, რომლებიც იღებენ კარბოანჰიდრაზას პერორალურ ინჰიბიტორს და ბრინზოლამიდს. კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორის და ბრინორმის ერთდროული გამოყენება  არ არის შესწავლილი და არ არის რეკომენდებული.

გლაუკომის დამატებითი თერაპიის დროს, ბრინზოლამიდის შეფასება, უპირველეს ყოვლისა მოხდა თიმოლოლთან ერთდროული გამოყენებისას. გარდა ამისა, მოხდა ბრინზოლამიდის ეფექტის შესწავლა  თვალშიდა წნევის დაწევაზე, პროსტაგლანდინის ანალოგ ტრავოპროსტთან დამატებითი თერაპიის სახით. ბრინორმის ტრავოპროსტთან დამატებითი თერაპიის სახით გამოყენების გრძელვადიანი მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

ბრინზოლამიდის ფსევდოექსფოლიაციური გლაუკომის ან პიგმენტური გლაუკომის მქონე პაციენტებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.  ასეთი პაციენტების მკურნალობისას საჭიროა სიფრთხილე და რეკომენდებულია თვალშიდა წნევის მონიტორინგი.  ბრინზოლამიდის გამოყენება არ არის შესწავლილი ვიწროკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში, მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული ამ პაციენტებისთვის.

რქოვანას ენდოთელიუმის ფუნქციაში ბრინზოლამიდის შესაძლო როლი შესწავლილი არ არის პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დაზიანებული რქოვანა (განსაკუთრებით პაციენტებში ენდოთელური უჯრედების დაბალი რაოდენობით). კერძოდ, არ არის შესწავლილი პაციენტები, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს და რეკომენდებულია ასეთი პაციენტების  მონიტორინგი ბრინზოლამიდის გამოყენებისას, რადგან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ რქოვანას ჰიდრატაციაზე, ხოლო კონტაქტური ლინზების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს რისკი რქოვანასთვის. რეკომენდებულია დაზიანებული რქოვანას მქონე პაციენტების მონიტორინგი, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი ან რქოვანას დისტროფია.

მიღებული იქნა შეტყობინებები, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც ოფთალმოლოგიურ პრეპარატებში ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც კონსერვანტი,

იწვევს წერტილოვან კერატოპათიას ან / და ტოქსიკურ წყლულოვან კერატოპათიას. რადგან პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, მშრალი თვალების ან რქოვანას მთლიანობის დარღვევების მქონე პაციენტებში ხშირი ან ხანგრძლივი პერიოდით გამოიყენებისას საჭიროა მონიტორინგი.

პრეპარატის გამოყენება არ არის შესწავლილი პაციენტებში, რომლებიც ატარებენ კონტაქტურ ლინზებს. ბრინორმი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და როგორც ცნობილია რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება. არ უნდა მოხდეს რბილ კონტაქტურ ლინზებთან შეხება.

უნდა მოხდეს პაციენტების ინფორმირება, რომ პრეპარატის გამოყენებამდე მოიხსნან კონტაქტური ლინზები და მოიცადონ მინიმუმ 15 წთ მათ ხელახლა გაკეთებამდე.

ბრინზოლამიდის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ პოტენციური საპასუხო ეფექტები არ არის შესწავლლილი; მოსალოდნელია, რომ თვალშიდა წნევის შემცირების ეფექტი გაგრძელდება 5-7 დღე.

ბავშვები

პრეპარატი ბრინორმის ეფექტურობა და უსაფრთხოება ახალშობილებში, ბავშვებში და 0-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის დადგენილი, ამიტომ ბრინორმის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე

ბრინორმი  უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.

მხედველობის დროებითმა დაბინდვამ და მხედველობის სხვა დარღვევებმა შესაძლებელია იმოქმედონ ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე, ამიტომ, ასეთი მოვლენების განვითარებისას, საჭესთან დაჯდომამდე ან ნებისმიერ მოწყობილობასთან მუშაობის დაწყებამდე, პაციენტი უნდა დაელოდოს მხედველობის აღდგენას.

კაბროანჰიდრაზას პერორალურმა ინჰიბიტორებმა შესაძლებელია გააუარესონ ისეთი დავალებების შესრულების უნარი, რაც მოითხოვს გონებრივ აქტივობას და/ან ფიზიკურ კოორდინაციას.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს

ორსულობა

ორსულ ქალებში ოფთალმოლოგიური ბრინზოლამიდის გამოყენების მონაცემები არ არსებობს ან არის ცოტა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიურობა სისტემური შეყვანის შემდეგ.

ბრინორმის დანიშვნა არ არის რეკომენდებული  ორსულობის დროს, ასევე  რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპტულ საშუალებებს.

ლაქტაცია

არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა ბრინზოლამიდი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძით ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისას.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ბრინზოლამიდის მინიმალური დონის გამოყოფა დედის რძით პერორალური გამოყენების შემდეგ.

ახალშობილებისთვის / ჩვილებისთვის რისკი არ შეიძლება გამოირიცხოს. ბუნებრივი კვების შეწყვეტის ან პრეპარატი ბრინორმის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღება ბავშვისთვის ბუნებრივი კვების სარგებლისა და დედისთვის თერაპიის სარგებლის თანაფარდობის განსაზღვრით.

ფერტილობა

ცხოველებში ბრინზოლამიდის კვლევებმა არ გამოავლინა ზემოქმედება ფერტილობაზე.   ადგილობრივი ოფთალმოლოგიური გამოყენების ბრინზოლამიდის ადამიანის ფერტილობაზე ზემოქმედების შესაფასებლად კვლევა არ ჩატარებულა.

გამოყენება პედიატრიაში

პრეპარატი ბრინორმის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ჩვილებში, ბავშვებში და მოზარდებში 0-დან 17 წლამდე ასაკში არ არის დადგენილი, ამიტომ, ბრინორმის გამოყენება პაციენტთა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატ ბრინორმის სხვა პრეპარატებთან  სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა.

კლინიკური კვლევების დროს, ბრინზოლამიდის, პროსტაგლანდინის ანალოგების და თიმოლოლის ოფთალმოლოგიური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას არ გამოვლენილა არასასურველი ურთიერთქმედების ნიშნები. გლაუკომის დამატებითი თერაპიისას, მიოზურებთან ან ადრენერგულ აგონისტებთან ურთიერთქმედება არ ყოფილა შეფასებული.

პრეპარატი არის კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორი და მიუხედავად იმისა, რომ ინიშნება ადგილობრივი გამოყენებისათვის აბსორბირდება სისტემურად. იყო შეტყობინებები მჟავა-ტუტოვანი დარღვევების შესახებ კარბოანჰიდრაზას პერორალური ინჰიბიტორების გამოყენებისას. უნდა მოხდეს ურთიერთქმედების პოტენციალის გათვალისწინება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ბრინორმს.

ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ციტოქრომ P450-ის იზოზიმები მოიცავს CYP3A4 (ძირითადი), CYP2A6, CYP2C8 და CYP2C9. მოსალოდნელია, რომ CYP3A4-ის ინჰიბიტორები, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კლოტრიმაზოლი, რიტონავირი და ტროლეანდომიცინი, მოახდენენ ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმის ინჰიბირებას CYP3A4- ის მეშვეობით.  CYP3A4- ის ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია  სიფრთხილე. თუმცა, ბრინზოლამიდის დაგროვება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. ბრინზოლამიდი არ არის ციტოქრომ P450 იზოფერმენტების ინჰიბიტორი.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის დარეგისტრირებული.

მკურნალობა არის სიმპტომური და დამხმარე. შეიძლება განვითარდეს შემდეგი ეფექტები:

ელექტროლიტების დისბალანსი, აციდოზის განვითარება და შესაძლო ეფექტები ნერვული სისტემის მხრივ. რეკომენდებულია შრატში ელექტროლიტების  (განსაკუთრებით

კალიუმის) და სისხლის pH დონეზე დაკვირვება.

გამოშვების ფორმა

თვალის წვეთები

პრეპარატის 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, აღჭურვილია დამცავი რგოლით.

ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია  მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

სავაჭრო მარკის და რეგისტრაციის სერთიფიკატის მფლობელია კომპანია

“ვორლდ მედიცინ ოფთალმიქს ლიმიტედი” დიდი ბრიტანეთი

(„WORLD MEDICINE OPHTHALMICS LIMITED“ GREAT BRITAIN).

წარმოებულია

“ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.”-ს მიერ, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. № 50 გიუნეშლი ბაგჯილარ/სტამბული)

"World Medicine İlaç San. ve Tic. A.Ş.", Turkey

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (145 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2025-07-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2025-07-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2025-07-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2025-07-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2025-07-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2026-09-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-07-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-09-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2025-07-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2025-07-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2025-07-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2025-07-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2025-07-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2025-07-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2025-07-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2025-07-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2026-09-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2025-07-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2025-07-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2025-07-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2025-07-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2025-07-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2025-07-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2025-07-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2025-07-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2025-07-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2025-07-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2026-09-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2025-07-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2025-07-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2025-07-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2025-07-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2025-07-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2025-07-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2025-07-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2025-07-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2025-07-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2025-07-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2025-07-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2025-07-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2025-07-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2025-07-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2025-07-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2025-07-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2025-07-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2026-09-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2025-07-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2025-07-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2026-09-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2025-07-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2026-09-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2025-07-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2025-07-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2025-07-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2025-07-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2025-07-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2026-09-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2025-07-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2025-07-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2025-07-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2025-07-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2026-09-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2025-07-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2025-07-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2025-07-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2025-07-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2025-07-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2025-07-01
ავერსი 29
ზღვისუბანი, მე-10 კვარტალი, 28-ე კორპუსის მიმდებარედ.
ვადა: 2025-07-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2025-07-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2025-07-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2025-07-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2025-07-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2025-07-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2025-07-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2025-07-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2025-07-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2026-09-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2025-07-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2025-07-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2025-07-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2025-07-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2025-07-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2025-07-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2025-07-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2025-07-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2025-07-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2025-07-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2025-07-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2025-07-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2025-07-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2025-07-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2025-07-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2025-07-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2025-07-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2025-07-01

რეგიონი (200 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2025-07-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2025-07-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2025-07-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2025-07-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2025-07-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2025-07-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2025-07-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2025-07-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2025-07-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2026-09-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2025-07-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2026-09-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2026-09-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2026-09-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2025-07-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2025-07-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2025-07-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2025-07-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2025-07-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2025-07-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2025-07-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2025-07-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-07-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2025-07-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2025-07-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2025-07-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2025-07-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2026-09-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2025-07-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2025-07-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-07-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2026-09-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2025-07-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2025-07-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2025-07-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2025-07-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2025-07-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2026-09-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2025-07-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2025-07-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2025-07-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2025-07-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2025-07-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2025-07-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2025-07-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2025-07-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2025-07-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2025-07-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2026-09-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2025-07-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2025-07-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2025-07-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2025-07-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2025-07-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2025-07-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2025-07-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2025-07-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2025-07-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2025-07-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2026-09-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2025-07-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2025-07-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2025-07-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2025-07-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2025-07-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2025-07-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2025-07-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2025-07-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2025-07-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2026-09-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2026-09-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2025-07-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2025-07-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2025-07-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2025-07-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2026-09-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2025-07-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2025-07-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2025-07-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2025-07-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2026-09-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2025-07-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2026-09-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2025-07-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2025-07-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2026-09-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2026-09-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2025-07-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2025-07-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2025-07-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2025-07-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2025-07-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2025-07-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2026-09-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2025-07-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2025-07-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2025-07-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2025-07-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2025-07-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2025-07-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2025-07-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2025-07-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2025-07-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2025-07-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2025-07-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2025-07-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2025-07-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2025-07-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2025-07-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2025-07-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2025-07-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2025-07-01